ლუკასი გამოირიცხა

ავტორი: Javaxa, 14-07-2017, 20:59, კატეგორია - სიახლეები, 488, 8


კულუარული ინფორმაციით დღეს "ლივერპულის" შემადგენლობას ყველაზე "სტაჟიანი" ფეხბურთელი ლუკას ლეივა დააკლება. მიზეზი არა ტრავმა, არამედ ისაა, რომ ფეხბურთელი ამჟამად იტალიაში იმყოფება და რომის "ლაციოსთან" პირადი კონტრაქტის უკანასკნელ დეტალებს აგვარებს. მერსისაიდელები ლეივას სანაცვლოდ 5 მილიონ ფუნტს მიიღებენ, სწორედ იმდენს, რამდენიც წლების წინ რაფაელ ბენიტესმა "გრემიოს" გადაუხადა. გასული 10 წლის განმავლობაში ლეივამ "წითლების" ღირსება 346 მატჩში დაიცვა და 7 გოლი გაიტანა.

სამაგიეროდ გუნდს უბრუნდებიან ფილიპე კოუტინიო, ადამ ლალანა და მუჰამედ სალაჰი. ეს უკანასკნელი საფრანგეთიდან დაბრუნდა, სამუშაო ვიზაც მიიღო და დებიუტისთვისაც ემზადება. ჯერ-ჯერობით კლოპისთვის ხელმიუწვდომელი მხოლოდ ემრე ჯანია, რომელსაც კონფედერაციის თასის გამო შვებულება გაუხანგრძლივდა, სადიო მანე და დენი ინგსი კი გუნდის ლაზარეთში იმყოფებიან. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც გაურკვევლობაშია მამადუ საკოა, რომელიც მელვუდის ბაზაზე მარტო ვარჯიშობს.

კომენტარები


სახო ვაფშე აზრზე ვერ მოდის სადაა რატო არათამაშებენ რა დააშავა?

ისე მიცეს ერთხელ შანს სირ კლავანს მაინც ჯობია სხვებს თუ არა

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

წარმატებები ლუკასს

Ynwa Scousers
მომხმარებელი

;(

gio_chyoi
რედაქტორი

ლუკასზე მეტად სხვების გაშვება იყო საჭირო და იმედია მალე გაყვებიან

Romelu lukaku
მომხმარებელი

Chemi azrit oriji da stariji gasashvebia mainc tyuila arian klubshi

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

gio_chyoi,
საქმეც მაგაშია, რომ ლუკასი გამოსადეგია და თავის ფასსში ოქროა სხვებისგან განსხვავებით.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ჯიგარი კაცია. ფენომენალური ნიჭით გამორჩეული ფეხბურთელი შეიძლება არ ყოფილა, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოევლინა მოედანზე, ამიტომაც შეიყვარა ხალხმა. იყო მის კარიერაში გარკვეული პერიოდი, როცა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებდა მოედნის ცენტრში. თამაშები მახსოვს, ია ია ტურე, ესიენი, კერიკი მოუსვია ერთ ადგილზე. ინგლისის თასზე, ჩელსისთან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ დაიწყო ლუკასის კარიერამ დაღმასვლა. ძირითადი მიზეზი კი ის იყო, რომ ძალიან დააკლდა სისწრაფე და ძველებური სიხისტითაც ვეღარ გამოირჩეოდა. მიხარია, რომ ევროპაში გაგრძელდება მისი კარიერა, გრემიოში წასასვლელად ჯერ ცოდო იყო. წარმატებები ნამდვილ სქაუზერს!

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
ხო მეც არ მინდოდა ბრაზილიაში დაბრუნებულიყო ჯერ. 30 წელი არაა დიდი ასაკი და 2-3 წელი კიდე უნდა ითამაშოს ევროპაში, თან ლაციო და სერია ა სერიოზული დონეა და მერე უკვე შეუძლია დაბრუნდეს ბრაზილიაში :) 11

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი,20:30 სთ.


  • ლესტერი
  • VS

    23.09.17


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 2:0

    19.09.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze