"უიგანი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 15-07-2017, 00:23, კატეგორია - სიახლეები, 1 128, 17


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა "უიგანისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება. მეორე ამხანაგურ შეხვედრაში მერსისაიდელები მხოლოდ და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ - 1:1.

ისევე როგორც "ტრანმერ როვერსთან" შეხვედრაში, კლოპმა დღესაც ორი განსხვავებული შემადგენლობა შემოგვთავაზა :

პირველი ტაიმი : მინიოლე - არნოლდი - მატიპი - კლავანი - ფლანაგანი - ვეინალდუმი - ლალანა - ვუდბარნი - კოუტინიო - სალაჰი - ფირმინო.

როგორც ხედავთ, მერსისაიდელებმა პირველი ნახევარი გამოკვეთილი ჩამშლელის გარეშე ჩაატარა. მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს. საწყისს წუთებში გოლის გატანის კარში შანსი ჰქონდათ მოჰამედ სალაჰსა და რობერტო ფირმინოს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობდნენ და სიმონ მინიოლეს კარს არაერთხელ დაემუქრნენ.

მრავალი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, ანგარიშიც გაიხსნა - მატჩის 21-ე წუთზე, წინ "უიგანი" გავიდა. გოლი კვლავ სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა, რომლის შემდეგაც "წითლებმა" საჯარიმოდან ბურთის გამოტანა ვერ შეძლეს. ამის შემდეგ, კლოპის შეგირდები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, თუმცა ფირმინომ რამდენიმე ძალიან რეალური შანსის გამოყენება ვერ შეძლო.


საბოლოოდ, ტაიმის მიწურულს წონასწორობა მაინც აღდგა - ფილიპე კოუტინიოს აქტიურმა პრესინგმა შედეგი გამოიღო. მერსისაიდელთა ათიანმა მარტივად აართვა ბურთი მეტოქეს და კარგი გადაცემა გაუკეთა თანამემამულეს. ბობიმ კი სადებიუტო გოლის გატანის საშუალება სალაჰს მისცა.



მეორე ტაიმი : კარიუსი - გომესი - სტიუარტი - ლოვრენი - მილნერი - ჰენდერსონი - გრუიჩი - ჩირიველა - სტარიჯი - ორიჯი - სოლანკე.

როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ნახევარი "წითლების" სრული უპირატესობით წარიმართა. მეტიც, ლორის კარიუსს პრაქტიკულად საქმე არც კი ჰქონია. თუმცა არც "ლივერპულის" თავდასხმის ხაზი იყო მოწოდების სიმაღლეზე.

აღსანიშნავია, რომ ძლიერმა წვიმამ თამაშზე გავლენა გარკვეულწილად იქონია  საკმაოდ ხშირი იყო არაზუსტი გადაცემები. მეორე ტაიმში ყველაზე რეალური მომენტი დეიან ლოვრენს შეექმნა, რომლის თავური დარტყმის შემდეგაც ბურთი მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა.

შეხვედრის 87-ე წუთზე, გოლის გატანის შანსი დანიელ სტარიჯსაც მიეცა, თუმცა ინგლისელმა კარს დიდი მანძილით ააცილა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავის გამოჩენა ჯეიმს მილნერსაც შეეძლო, თუმცა "წითლების" ვიცე-კაპიტანს მეკარემ აჯობა.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, "წითლებმა" მატჩის მოგება ვერ შეძლეს. საბოლოოდ - 1:1.


 

კომენტარები


reversi
მომხმარებელი

პირველ ტაიმზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი მაზილაობდნენ და თემები და ამით შორს მიმავალ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ ისევე როგორც სალაჰის გოლით :დ თუმცა ერთიცაა აი ფირმინოს პასმა ლალანაზე 2-1-ზე რო გავიდნენ მეკარესთან შარშანდელი თამაში გამახსენა სიტისთან და ლალანას სეზონის გამაზვა ასეა ახასიათებთ "კლასნ" მაგრამ უტრაკო იგროკებს ასეთები ამიტომ არ უნდა იყვნენ ასეთი იგროკები საშემსრლულებლო და ფინიშნგის როლებზე შეაქმნევინე ცენტრში არბენინე აპრესინგებინე აბზრიალე პასები აკეთებინე მარა დაბოლოება და ცივსისხლიანობა? არ იციან არაა ეს "მათი" და რატო შევე*ით ჰა?
აი მეორე ტაიმში ყ*ეობები ხდებოდა რავი წესით ეს მეორე ტაიმის სასტავი უნდა იყოს ზემოტივირებული და დედა მოიიტ*ნას მარა მსგავსი არაფერი: ლოვრენი და კარიუსი რაცაა ვიცით და არ შეუძლიათ მეტი მაქსიმუმია ეს მაგათი სტიუარტებზე და ჩირიველებზე არ შევჩერდები მილნერი კიდე მილნერია და ყველგან ათამაშოს მარა სკამიდან :დ გრუიჩს ვითომ ყველაფერი აქვს მაგრამ გადაწყვეტილებების მიღებას აგვიანებს არადა მაგას ვერ შეიძენ თანდაყოლილი ნიჭია :/ ორიჯი ხო თამაშით დიდი ვერაფერი ვერ არის მარა ხასიათითაც ღორია და არც მაგით ვარგა. ჰენდერსონმა ჯერ რა იცოდა მარა ისიც დავიწყებია მაგ საცოდავს რაც იცოდა. სოლანკე არ ჩანდა საერთოდ სტარიჯიც ისე რა ბოლოსკენ მოინდომა ვითომ მაგრამ შევეგუოთ უნდა ამას ესაა ამის მაქსიმუმი მაგისთვის სულ პრესეზონი და დებიუტია :დ ამიტომაა გასაშვები თორე განა მე არ მახსოვს რა შეუძლია გააკეთოს ჯანმრთელმა სტარიჯმა?!
ერთი გომესი მომეწონა კლაინი რასაც აკეთებს ეგ ბიჭიც შვრება თავისუფლად და კაფუობას და ფანტაზისტობას ნუ მოვითხოვთ პრაქტიკა ეპლ-ში და რაღაცა გამოვა მაგისგან, კიდე არნოლდი დამევასა პირველ ტაიმში დახვეწვა უნდა თორე ფიზიკაში მაგრა მოუმატებია მაგიტო არ წამოვიდა ალბათ თბილისშუ U19-ზე სწორადაც მოქცეულა კლაინს ამ სეზონშიც შეცვლის ხოლმე და იქითა სეზონიდა გაუტრაკოს უნდა წესით <3
მოკლედ ესეთი თამაშები ამ დროს მევასება რა ბრმის გარდა ყველას დაანახებს რომ ამ სასტავით ოთხეული დიდი წარმატება იქნება მით უფრო ახლა როცა სხვები (განსაკუთრებით სიტი და იუნაიტედი) როგორ ძლიერდებიან

Sami Hyypiä 4
მომხმარებელი

იმედია ახლა მაინც მიხვდება აჩკარიკა რომ ტრანსფერები გვინდა და სასწრაფოდ

Nelson semedo
მომხმარებელი

Salah sagol

reversi
მომხმარებელი

მადლობა ჯონსონს ოპერატიულობისათვის პროსტა იმათი გოლის გიფიც დაამატე რა იქნებ შემოვიდეს ეს ჩუკენა კლოპი და ნახოს თავისი სიამაყე დაცვა როგორ ათრიეს გოლზე ნახმარი ჟეშტივით :დდდდ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ობამეიანგი და დაცვის ხაზი !!!
ობამეიანგი და დაცვის ხაზი !!!
ობამეიანგი და დაცვის ხაზი !!! მერე შეიძლება წარმატებაზე ფიქრი...

RUSH
რედაქტორი

კონკრეტული შეხვედრით, არა თუ ტაიმით და მითუმეტეს, როცა ის ტაიმი ამხანაგური მატჩის ფორმატს მოიცავს, დასკვნების გაკეთება არა უპრიანი იქნებოდა, მარა შევეცდები მოკლედ გავშალო ის თემა, რასაც ვხედავ, ვამჩნევ - იშვიათად რაიმე ასპექტში შეცდომა მომივიდეს... ფირმინოს ფორვარდობას სამი ტომი ბალადა მივუძღვენით ავტორებმა, ხან ვინ წერა და ხან ვინ წერა, ფაქტი ჯიუტია ამ კაცს ცარიელ კარშიც, ერთი-ერთზეც გუნდური ასპარეზობა უყვარს, განა ცუდია შე კაცო, მარა როცა ბილიარდის პრინციპით იქნება დასატრიალებელი გოლი, შესაქმნელი თავური და ა.შ. იქ ჩავარდება ტორტივით ბობი... ნუ რამდენიც არ უნდა ვწეროთ, უკვე შეგუებული ვარ მის ცხრიანზე ყოფნას და აღარც ვაპროტესტებ, განა როდია ეგ პრობლემა, ეგ ყველაზე ნაკლები თავსატკივარია. აი დაცვას რას ვუშვებით - კი ბატონო, მოვა ვან დაიკი, აი მეორე ცენტრალურ მცველად ხო მატიპი მოიაზრება იდეაში, მაგრამ ყველანი ვამჩნევთ, ეგ ფეხბურთელიც ხასიათს აყოლილია, ხან მალდინი ხდება და ხან ლოვრენზე საშინელება, ლოვრენს რა უჭირს მაგ შემთხვევაში. მარცხენა მცველის საკითხიც რელევანტურია, მაგრამ არა რობერტსონით გადასაწყვეტი, მორენო-რობერტსონის ბარტერს თხა გავყიდე, თხა ვიყიდეს პრინციპს მივაკუთვნებდი. მარჯვენა ფლანგზე და მეკარეზეც ვდარდობ, როგორ არ ვიდარდო, მარა ეგ კიდე მოითმენს, კლაინს შეტევა ეშლება, არნოლდს თავდაცვა; მინოლეს ხან უდგება, ხან პენსიონერის პენისით მოძრაობს... ეხლა უნდა გადავიდე არა ნაკლებ მნიშვნელოვან თემაზე, რეზერვზე !!! - დღეს მე ტრიო სიმი ვიხილე შემტევ სამეულში, მეთქი არიგო საკი ამას მოსწრებოდა პროფესიონალურ დონეზე, სულ გაუქრებოდა ამბიციები თქო, რას გავხართ თქვე კაზიოლებო, რას გავხართ ?!!!! ვიღაცეებს კორეა და ჩემბერლენი არ უნდოდათ, მაგ ადამიანებს დინამიკა მაინც არ ეშლებათ და ორიჯისნაირ მოძრაობებს არ აკეთებენ, სალაჰი-მანე-კოუტინიო-ფირმინო ნეტა ვინ უნდა შეცვალოს !! ორიჯი, სტარიჯიც თუ არაა გასაყიდია და კორეა მოსაყვანი, დარწმუნებული ვარ აზრი ექნება მაგ ფეხბურთელის გუნდში ყოფნას, იგივე აზრზე ვარ ჩემბოსთან დაკავშირებით, პლიუს ნაბი კეიტა გვჭირდება, რომელიც ჰენდერსონის მიძინება-გამოღვიძებებზე აღარ შეგვატოვებს!! ერთი ამხანაგურით, მომავალი სეზონი დავინახე, მე კიდე დასალევად მინდოდა გაქცევა, კარგი ვქენი რო სვარკას, მარა იდეოლოგიურად დატვირთულ სვარკას ვადევნე თვალი და გავაანალიზე გარეშე მომენტები .

YNWAPhoenix
VIP Member

dgevandeli daskvna! starijs formashi tu undoda shesuliyo evarjisha ara egulava es 3 kvira ! gasayida stariji tu 20 milioni mogvces kargi iqneba.oriji aris U23 gadasayvani cotaxnit an mteli wlit rom cota aze movides da ingsi mainteresebs dzan rogori dabrundeba da solankes rac shexeba kai bichia chans mebrdzoli da wels eg bevr shans migebs da mgonia rom damtkicebs rom didi momavalia aqvs am gundshi .mosayvania ashkarad keita da van deiki da imedia kargi marcxena mcveli tu arada robertsoni tu movida milneri mirchevnia idges isevv da robertsoni zamenaze. gurichi inglishi arendita gasashvebi

sandrosandro20021125
მომხმარებელი

მთავარია ვან დაიკი ან ლაციოს მცველი ვიყიდოთ ესე გაგვიჭირდება ეპლში მთავარი ეგაა და არა აუბა.

Temo_scouser
მომხმარებელი

Uigans ufro kai mekare yavs dgevandeli matchis mixedvit vidre liverpools

gio_chyoi
რედაქტორი

მოყვამა კი არა იმას მაინც თუ ხვდება ეს კაცი რო გასაყრელია ერთი 5-6 კაცი გუნდიდან

PRINCE
ტოპ კომენტატორი

დაცვასთან დაკავშირებით ის მაინც ვიცით, რომ რაღაც რეფორმა იგეგმება. მატიპი-ლოვრენის წყვილით და მარცხენა ფლანგზე მილნერით რომ აღარ შევხვდებით ახალ სეზონს ეგ ცხადია. აი ფორვარდის თემამ გადამიყვანა ჭკუიდან, თან ჭორის დონეზეც რომ არაფერი იწერება. ან თუ იწერება ისევ ვინმე უნივერსალ შემტევზე. სიტყვა უნივერსალი მგონი საერთოდ შემზიზღდა უკვე ამათ გადამკიდეს. არც სისწრაფით გამოირჩეოდა ხაბი ალონსო, არც დრიბლინგით, ვერც მაკელელესებურ ვარდნებს ახორციელებდა თამაშის დროს, მაგრამ ერთ ადგილზე აკოცოს ყველა იმ ფეხბურთელმა, ვინც დღეს ლივერპულში ირიცხება. მირჩევნია ვიცოდე, რომ ერთ კონკრეტულ ასპექტში არის ფეხბურთელი მასტერი, ვიდრე ცოტ-ცოტა ყველაფერი შეეძლოს და საბოლოოდ ვერაფერს ვერ აკეთებდეს მაღალ დონეზე. სანამ ლივერპული არ დაიმატებს გოლის ალღოთი დაჯილდოვებულ, ქმედით ფორვარდს, ისეთს რომელიც უმომენტო შეხვედრაში სამი ქულის მოტანას შეძლებს გუნდისთვის, იქამდე დიდი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან გაჭირდება. ყველა შეხვედრაში ლელოს არ დაგვადებინებენ მოწინააღმდეგე გუნდები, ყველა შეხვედრაში 15-20 სვლიან კომბინაციებს ვერ ჩავხლართავთ გოლამდე და ეს უნდა გვესმოდეს მგონი შარშანდელი სეზონის მერე. კიდევ ერთი არგუმეტი აქვთ ხოლმე თავის დასამშვიდებელი, სანამ ტრავმების ეპიდემია დაიწყებოდა და ყველა ჯანმრთელი იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდაო. მომავალ სეზონში რა ბრონის ჟილეტებით და რკინის ქალამნებით გამოვლენ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე? იმის იმედი გაქვთ რომ აღარ იქნება დაზიანებები? ერთი ფეხბურთელის დანაკლისი ვერ ამოვავსეთ როცა მანე აფრიკის თასზე წავიდა და ჩამოგვემხო გუნდი თავზე. მაგ პერიოდში გამოვემშვიდობეთ საბოლოოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ყველა კოუტინიოს შევყურებდით საჯარიმოს გარედან როდის გაისროდა ბურთს და მაგ ყურებაში კოუტინიომაც ტრავმა მიიღო. აი მაგ დღეში აღმოჩნდა ჩვენი ნაქები შეტევა. შეტევითი ხაზი ბასრი უნდა იყოს, უნდა იჩხვლიტებოდეს და არა ის, რომ დაუსრულებლად აკატავებდე ამ ბურთს წინ და უკან და ის გავიწყდებოდეს, რომ კარში დარტყმის გარეშე გოლი არ გადის ფეხბურთში.

chipe888
მომხმარებელი

პატარა იმედი რამაც გამიჩინა არნოლდია და ვუდბარნიც იტყვის თავისას დანარჩენებზე რა ვთქვა.ფლანაგანს მოტივაციას ნუ დაუკარგავთ მარა გასაშვებია(დაენგრა კარიერა ტრანვით). ერთი ეს არნოლდი ისე მოუმატებდეს ამოაგდებდეს კლაინს. დანარჩენები უკეთესები გამხდარან და საერთოდ უკეთესი გუნდი გამხდარა(კლოპი შენ დედას ვ........). მაგიტო ვამბობ წითელი ჯვარია რა.სოტონში რო კარგად თამაშობს ან სხვა დაბალი დონის გუნდში არ ნიშნავს რო გადმოიყვან და ვარსკვლავებს მოგიწყვიტავს. ამდენი შემტევი გყავდეს და არცერთი ვარგოდეს არ გამიგია. იმ რეკლამის არ იყოს "ერთი გყავდეს და კარგიო".სალაჰი ერთი ტაიმით ვერ იტყვი ვერაფერს მარა 1 თქმა შეიძლება ამ კაცს ცენტრფორვარდი უნდა თორე ეს რო დამუღამებს ფირმინო სად დაბოდიალობს სეზონი გავა

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ისევ და ისევ კლოპოს სიტყვებიდან გამომდინარე უნდა დავეთანხმო და ვთქვა რომ ეს თამაში არაფერს გვაჩვემებს ჩვენი რეალური ძალა გამოჩნდება აზიურ ტურნეზე რიცა ტოპ გუნდებს შევხვდებით თუმცა კონტურები იკვეთება უკვე რომ დაცვას დედა აქვს ნატირები და ვერაფერი უშველის თუ მარცხენა და კინიმუმ ცენტრის მცველს არ დავითრევთ, რაც შეეხება მეკარეს მინოლემ ბოლო ტურებში დამაიმედა თუმცა რავიცი რავიცი, ცენტრში კიდევ რომ ვამბობდი ჰენდერსონის პიკი იყო ის რასაც ტრამვამდე აკეთებდა მეთქი აქ ბევრი ტვინს მიღუნავდა თუმცა რეალურად ჩნდება რომ ის სირბილი და პრესინგიც აღარ გამოსდის რაც აქამდე ასე კარგად გამოსდიოდა ფორვარდზე რა გვეშველება არ ვიცი ფირმინიო მაინც ცრუ ფორვარდი მგონია და არა ცხრიანი და რავქნა რა გავაკეთო :D არნოლდის მეიმედება პლიუს გრუიჩიც არც ისე ცუდი იყო, აი გომისი რომ ძალიან ნიჭიერია და შეუძლია მაღალ დონეზე თამაში ამაში მალე დავრწმუნდებით ნუ ერთი სიტყვით მთავარია ყველაფერი დაინახოს კლოპომ და ტრანსფერები რომ იქნება ამაში ეჭვი არ მეპარება აი ტრანსფერების ხარისხი უკვე მაფიქრებს

DIVOK ORIGI 007
VIP Member

და ზოგზოგიერთები კიდე აქ ფირმინოს კლასზე მელაპარაკებიან რო იყოს ფირმინო9ნომერი და შემსრულებელი ჩვენ მაგას არავინ დაგვითმობდა ტიპიური *ცენზურა*ა მილნერზე ლაპარაკი ზედმეტია და დაცვა ხომ იცით რა ნეხვშია ჰენდერსონი კიდე სუფთა მძინარე მზეთუნახავია ხან იღვიძებს ხან იძინებს ეს ზრდის ალბათობას რომ ნაბი კეიტა მოვა გუნდში არცკი შემეპასუხოთ უნდა ვიმუშაოთ ობამეინგის სასწრაფო ტრანსფერზო და ვიყიდოთ მენდი და ვანდეიკი სანამ გვიან არაა.

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

მალე თუ არ დავიმატეთ წესიერი სასტავი ასე შორს ვერ წავათ.

lashafss
მომხმარებელი

თავის დროზე გაბიადინი მოეყვანათ

G.p
VIP Member

მე პირადად საგანგაშოდ მეჩვენება ჩვენი ასეთი თამაში ამხანაგურ მატჩში და თქვენი არ ვიცი .უფრო სწორად რომ ვთქვა თამაში და ბურთIს გაგორება რასაც ქვია ეგ ნაღდად არ მეჩვენება საგანგაშოდ მაგრამ აი მეტოქის საჯარიმოშI ჩვენი ფეხბურთელი რო არ ელოდება ბურთს და 90 წუთი *ცენზურა*ვით ხან ფირმინო ტრაკში გზავნის ბურთს და ხან ლალანა აი ეგ მეჩვენება საგანგაშოდ .კიდევ ის მეჩვენება საგანგაშოდ რო ჩაჯმული მატიპს და ლოვრენს უიგანის ამხანაგურ თამაშშიც ბრაძიაგის ნასკივით აფორთხიალებენ .თორე თამაში და ბურთის გაგორება იცოცხლე ძმაო ეგ არ გვეშლება პროსტა ის გვავიწყდება რო აგერ PRINCE ს თქმის არ იყოს კარში თU არ დაარტყი გოლს ვერ გაიტან.რაც ფირმინომ გააკეთა 1 ვს 1 ზე აი ეგეთ რაღაცაეებს რო მთელი სეზონი აკეთებდენ და კიდე გააკეთებენ ეგაა ზუსტად რო გვღუპავს .გინდაც სალაჰს რო უპასა და გაატანინა ,კი კარგია მაგრამ აი ეგეთ რაღაცეებს ნამდვილი ფორვარდი არ უნდა აკეთებდეს წესით .მარა რა უნბდა მოთXოვო კაცი არაა ფორვარდი .ეგაა ცრუფორვარდი და ზუსტად ისე მოიქცა რასაც ცრუფორვარდები აკეთEბენ .9 ნომერი 1 ვს 1 ზე რო გავა უნდა გადაახიოს ბურთი თავზე.კაროჩე ცენტრი გვინდა ეს კეიტა უნდა ვიყიდოთ ,მცველები გვინდა თავდამსხმელი გვინდა და მეც გაოგნებული ვარ საერთოდ რაზე მუშაობს ლივერულის ხელმძღვანელობა გვეკაიფებიან ამათI დედავატირე ?? .ამ სეზონს ამ სასტავით უნდა შეხვდენ ? ჭორიც არ იწერება ნორმალური კეიტა და ვან დაიკი მეტი არავინ.ფორვარდი კიდიათ არც განიხილავენ ,მარცხენა მცველად ვიღაცა ღლაპი მოყავთ .სირებია რიან მე ამათI დედებს ....... მილანმა იყიდა ნახევარი ევროპა დაქცეულმა გუნდმა ჩვენ რაღა გვიჭირის ტო .მარა არ უნდათ ალბათ თორე აგერ მოინდომა გუნდმა და რამაგარი ტრასნფერები გააკეთა .

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze