"წითლები" მეორე შეთავაზებისთვის მზად არიან

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 15-07-2017, 02:47, კატეგორია - სიახლეები, 645, 12


Liverpool Echo-ს მტკიცებით, "ლივერპული" მზადაა "ლაიპციგში" გაგზავნილი პირველი 57 მილიონიანი შეთავაზება გაზარდოს და გერმანელებს მეორედ მიმართოს გვინეელი ნაბი კეიტას მერსისაიდში წამოსაყვანად.

თავად კეიტას ინგლისში გადმოსვლა ძალიან უნდა და როგორც ირკვევა, "ლაიპციგს" უკვე სთხოვა "წითლების" შეთავაზებაზე დათანხმება.

მერსისაიდში იმედი აქვთ, რომ დაახლოებით 65 მილიონი ფუნტი(75 მილიონი ევრო) საკმარისი უნდა იყოს "ლაიპციგის" დასათანხმებლად.

თუმცა კეიტას გუნდში მოსვლამდე, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ლივერპული" ახალ მარცხენა მცველს, შოტლანდიელ ენდრიუ რობერტსონს დაიმატებს.

"წითლები" "ჰალის" 23 წლის განაპირა მცველში 8 მილიონ ბრიტანულ ფუნტს გადაიხდიან და დიდი ალბათობით, ცოტა ხანში ალბერტო მორენოსაც გაყიდიან, ვინც კლოპის გეგმებში აღარ ჯდება.

ის კაცი კი ვინც ზუსტად ვიცით რომ ამ ზაფხულს ენფილდს ტოვებს, ლუკას ლეივაა. ბრაზილიელი ნახევარმცველის ათწლიანი მერსისაიდული კარიერა აქ სრულდება.

ლუკასი დღეს დილით მელვუდზე უკვე გამოემშვიდობა ბიჭებს და ცოტა ხანში "იტალიურ" ლაციოს შეურთდება 5 მილიონ ფუნტად.


რაც შეეხება რობერტსონს, მისი გუნდში მოსვლა კვირამდე, გუნდის ჰონგ კონგში გაფრენამდე, ვერ მოესწრება, მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვით, "ლივერპულმა" უკვე თითქმის ყველაფერი შეათანხმა "ვეფხვებთან" და შოტლანდიელი მალე წითელ მაისურს მოირგებს.

"ლივერპული" ამ ზაფხულს ჯერ "ფულჰემის" ახალგაზრდა მარცხენა მცველის რაიან სესენიონის შეძენას ცდილობდა, თუმცა მას მერე რაც, ფეხბურთელმა კრავენ კოტეჯზე დარჩენა გადაწყვიტა, "წითლებმა" უკვე "მონაკოს" მიმართეს ბენჟამინ მენდის თაობაზე. საფრანგეთში "ლივერპულს" უთხრეს, რომ მენდი "მანჩესტერ სიტიში" მიდის, ამიტომ მერსისაიდელები ისევ რობერტსონს მიუბრუნდნენ, ვის შეძენას "წითლები" ადრეც ფიქრობდნენ.

რობერტსონი თავის დროზე "სელტიკმა" დაითხოვა თავისი აკადემიიდან, მაგრამ კარიერა ჯერ "ქუინს პარკში", მერე კი "დანდი იუნაიტედში" გააგრძელა და სამი წლის წინ შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელადაც დაასახელა, ამის მერე კი "ჰალმა" შეიძინა 4 მილიონი ფუნტის ფასად

კომენტარები


Temo_scouser
მომხმარებელი

Kai ra ra robertsoni moreno mirchevnia darches. Mosayvania ufro magali donis mcveli tundac de shilio,hektori da ravi bevria ra robertsoni kait ra

gio_chyoi
ჟურნალისტი

მაგარია ჯერ სესენიონიო მერე საერთოდ მენდი და ბოლოს კაი რობერტსონი იყოსო :D ბიჭო ის ნიცას დალბერტ ენრიკე მოეყვანა რა კაი მცველია სად იპოვეს ეს საერთოდ რა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

8 მილიონიო და იმედია ზამენისთვის იქნება ეს. არამგონია კლოპი ამას პირდაპირ პირველი სასტავისთვის ყიდულობდეს.

PRINCE
ტოპ კომენტატორი

მეგონა დაუნინგების, კონჩესკების, ჩარლი ადამების, ბორინების და რობერტსონების ეპოქა დასრულდა ლივერპულში, თურმე ვცდებოდი. დავწერდი, ნეტავ ყველა გაგვაჩუმოს კლოპმა და მაგარი ფეხბურთელი გამოდგესო, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე ცუდი წინათგრძნობა მაქვს. ვინც კი ასეთი უსახელო ფეხბურთელი გამოქექეს დაბალი დონის გუნდებიდან, ყველა ერთმანეთზე უარესი გამოდგა. ასაიდი, კლავანი და ა.შ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისთვის ემზადები, პრემიერლიგის ჩემპიონობაზე პრეტენზიას აცხადებ და მარცხენა მცველის პრობლემის გადაჭრას ენდრიუ რობერტსონით აპირებ? რავიცი რავიცი...

ნაბი კეიტას ტრანსფერს წინ ვეღარაფერი დაუდგება, ვერც რანგნიკი და ვერც ანგელა მერკელი. მაინც გაიტანა თავისი კლოპმა, უკვე თანხის გადახდის ფორმებზე მიდის მოლაპარაკება. ირკვევა, რომ ორ ტრანშად მოხდება თანხის გადახდა და ამის წინააღმდეგი არც ლაიფციგია. იმედია ვან დაიკსაც ბოლომდე მიაწვებიან და სულს ამოხდიან საუთჰემპტონის წარმომადგენლებს.

Plungera
მომხმარებელი

75 მილიონი ძაან ბევრია კეიტაში ,თუმცა რას ვიზამთ, საჭირო კაცია და ამ შემთხვევაში ეს თანხა უნდა დავიკიდოთ

Ynwa Scousers
მომხმარებელი

რა ფასიც არ უნდა დაჯდეს კეიტა უნდა გუნდს აშკარად ეტყობა სასტავს რომ საყრდენის გარეშე ძალიან გვიჭირს თამაში

Nelson semedo
მომხმარებელი

Keita dzaan magari bichia laifcigshi naxevari gundi eg iyo

gio-torres
მომხმარებელი

ასე იწერება სულ სისულელეები და ბოლოს კეიტას იყიდიან 40-50 მილიონად. და სესენიონი მარცხენა მცველი კარგა ხანია აღარ არის. ბეილივით მიიწევს წინ და წინ და თავდასხმაშიც ათამაშებენ ხოლმე

lasha1888
ჟურნალისტი

სულ მიკვირს თანხაზე რატო ნერვიულობთ :D

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ამ სტატიას რიმ ვკითხულობ ვხვდები დანძრეული აქვს დაცვის ხაზს.

sandrosandro20021125
მომხმარებელი

საერთოდ კარგი ფლანგის მცველების ნაკლებობაა,გაგვიმართლა რომ კლაინი ვიყიდეთ თორე სიტის ან ვინმეს რო დაესწრო ეხლა დარხეული გვექნებოდა.ჩემი აზრით მილნერი ითამაშებს ისევ მარცხენა მცველად, ნუ სწრაფი არაა რაც ცუდია მაგრამ თამაშის წაკითხვა კარგად შეუძლია და საერთოდ კარგი მარცხენა მცველი გამოდგა ჩემი აზრით

gio_chyoi
ჟურნალისტი

ერთადერთი მაგ რობერტსონი ტრანსფერში ჯერ-ჯერობით რაცაა კაი ფასია მარტო :)) 8 მილიონი ფუნტი დღეს-დღეობით 23 წლის ფეხბურთელში ძაან ცოტაა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 20:00 სთ.


  • ჰერტა
  • VS

    29.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 1:2

    22.07.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze