"ლაციოს" ერთი სული

ავტორი: Javaxa, 16-07-2017, 21:33, კატეგორია - სიახლეები, 754, 13


იტალიური "ლაციო" ძალიან ჩქარობს "ლივერპულიდან" ლუკას ლეივას გადაბირებას. ისინი ფეხბურთელის სანაცვლოდ "წითლებს" ამჟამად 6.5 მილიონ ევროს, ხოლო მოგვიანებით 1.5-ს გადაუხდიან იმ შემთვევაში თუ ლეივა გარკვეული თამაშების რაოდენობას ჩაატარებს კლუბში. 

30 წლის შუახაზელი პარასკევს მელვუდის პერსონალს დაემშვიდობა და იტალიისკენ აიღო გეზი:

- "ლუკას ლეივა არის დიდებული ფეხბურთელი უმაღლესი გამოცდილებით. გუნდში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და მისნაირი კალიბრის მოთამაშე ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენ მას ხელგაშლილი შევეგებებით" - განაცხადა რომაული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სენად ლულიჩმა.

წინა სეზონი "ლაციომ" მეხუთე პოზიციაზე დაასრულა და ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.

კომენტარები


luka_liverpool
ჟურნალისტი

მადლობა ლუკას. არავის ემახსოვრები როგორც დიდი ფეხბურთელი მარა ემახსოვრები როგორც ერთგული ჯარისკაცი რომელიც არა კლასის არამედ ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გამოდიოდა მოედანზე

ThisIsAnfield
მომხმარებელი

YNWA LUCAS !!! ერთგული, ჯიგრიანი მებრძოლი, ნამდვილი სკაუზერი !!!

liverpolel
მომხმარებელი

როგორ მევასებოდა ეს მებრძოლი, არასდროს არ ზოგავდა თავს და მევასებოდა ამის ხისტი თამაში

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

უკანასკნელი მოჰიკანი

Liverpool333
მომხმარებელი

მემგონი წამსვლელებიდა ყველაზე ნაკლებად ეგ იმსახურებდა წასვლას. უკვე აღარავინ დარჩა იმ წარმატებული ლივერპულიდან ))) (((((

GoGson
მომხმარებელი

კლავანი, მარკოვიჩა და მორენო გაყვნენ რა და თუ უნდათ ნურავის იყიდიან.

პ. ს. ლუკასზე გული დამწყდა მაგრამ დარჩენაზეც დამწყდებოდა უფრო.. ტაკ შტო ემოციების გარეშე ❤️

liverpool-fan
VIP Member

ყველაზე ძველი მგონი ჰენდერსონი ხდება

gio_chyoi
ჟურნალისტი

წარმატებები ლუკასს. მარა ამის გაშვებამდე სხვები გაეშვათ ჯობდა. ეს ყველაზე ბოლოს იყო გასაშვებთა სიაში

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ამის მოსვლით და ალონსოს წასვლით დაიწყო სწორედ ეს 10 წლიანი უიღბლობა ხშირად ჩემპიონთა ლიგაზეც რო ვერ ასპარეზობდა ლივეპრული:/ ვფიქრობ თავიდანვე ლაციოს დონის ფეხბურთელი იყო თუმცა იღბლიანი აღმოჩნდა 10 წელი რომ გაატარა ლივერპულში. ლუკასის წასვლით უკეთესის მოლოდინში ვარ მომდევნო ათი წელი გაცილებით მაგარი უნდა იყოს ვიდრე მისი ლივერპულში ყოფნის დროს. წარმატებები ლუკასს!.. რაც არ უნდა იყოს დასაფასებელია ათწლეული გაატარა დიდებულ გუნდში და ბევრ ვარსკლავთან ერთად ითამაშა!.. მე ვიტყოდი რო ლივერპულს მასზე უხეირო ბრაზილიელი არ ყოლია!.. ფაბიო აურელიოც კი რომელიც ძალიან ცოტა ხანი იყო მისი თამაშის ყურება უფრო მომწონდა!.. ლივერპულში ბრაზიელი ფეხბურთელი თუ კიდევ მოვა კოუტინიოს და ფირმინოს გარდა მინდა რომ ის ლუკას ლეივას არ გავდეს!..

Mycroft
მომხმარებელი

მიუხედავად იმისა რომ კარგი ფეხბურთელი არასოდეს არ ყოფილა მაინც ძალიან მაგრად მევასეობდა ყოველთვის. წარმატებები ლუკას. ზოგიერთი ნაბო*რისგან განსხვავებით ერთგული მაინც იყო !

zuzu1989
მომხმარებელი

ნახვამდის ლუკას შენ ბევრი ,,ქათამი" ფეხბურთელის მაგალითი იყავი

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ვახ სხვა საქმე არ გაქვთ მაგ უაზრობების წერის მეტი? ჯერ ერთი ლივერპულს ჩავარდნა ამის მოსვლისას არ დასწყებია. მეორე კიდევ ბენიტესმა ეს რო აპორნი ზონაში დააყენა, მაშინ იყო იმენა უდედის*მტყვნელესი იგროკი. ჩემი კარგი მოვ*ცენზურა* იმ დროს ამას ჯანტეს ნაირ ამომავალ ვარსკვლავად თუ არ თვლიდნენ და ალონსოს უდასტოინეს შემცვლელად.
პროსტა მერე რო დაიტრამვა ერთი წლით ძალიან მოუკლო და მაგის მერე 2 წელიწადში ერთხელ ჰქონდა ხოლმე პატარა გამონათებები, აი მაგალითად 14/15 სეზონში მაგრად ეჭირა ნახევარდაცვა და დაცვა ამას კარაგერმაც კი აქო იმენა მაგის დამსახურებაა ლივერპულის წარმატებაო და გიგსმა კიდევ ლივერპული ოთხეულში შევაო და მანჩესტერი ვერაო, მერე სეზონის ბოლოს ისევ დაიტრამვა და ჩავარდა ლივერპული, მერე კი გახსოვთ წესით.
ხოდა არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ გაცილების მაგივრად ესეთ ფეხბურთელს ლაფს ნუ ასხამთ თუ საერთოდ პატივისცემა გაგაჩნიათ ან ლივერპულის ფეხბურთელების(მარკოვიჩებს არ ვგულისხმობ) ან საკუთარი თავის.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ლუკასის მოსვლა და ალონსოს წასვლა ერთმანეთთან რა კავშირშია? დავიწყოთ იმით, რომ ეს 2007 წელს მოვიდა , ალონსო 2009ში წავიდა ... მერე ეს ჩამშლელი იყო და ალონსოს ადგილზე არ თამაშობდა, ალონსოს შემცვლელად აკვილანი მოიყვანა გამოსირებულმა ბენიტესმა, ჩაბი ვაბშე იმიტომ წავიდა რო გარეტ ბარის მოყვანა უნდოდა მაგ წელს ბენიტესს და ალონსოს არანაირი გარანტია არ მისცა სათამაშო დროის... არ შეიძლება ყველაფრის ერთმანეთში აზელ-დაზელვა...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 20:00 სთ.


  • ჰერტა
  • VS

    29.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 1:2

    22.07.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze