ახალი სეზონი - მედიის პროგნოზი

ავტორი: johnson, 11-08-2017, 00:22, კატეგორია - სიახლეები, 1 065, 20


11 აგვისტოს პრემიერ ლიგის 2017/18 წლების სეზონი აიღებს სტარტს. როგორც ყოველთვის, მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატის დაწყებას ყველა დიდი მოლოდინითა და იმედით ხვდება.

საინტერესოა რას ელიან მომავალი სეზონისგან ადამიანები, რომლებიც თავისი დროისა და ენერგიის დიდ ნაწილს სწორედ ამ ტურნირზე ხარჯავენ.

მაშ ასე, "ლივერპულის" ოფიციალური საიტი გთავაზობთ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტების პროგნოზებს :


მელისა რედი (Goal.com)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - შემიძლია ჩამოგითვალოთ ექვსი კლუბი, რომელიც ამის გაკეთებას აპირებს, თუმცა ვთვლი, რომ გამარჯვებული "მან. სიტი" გახდება. "ქალაქელებს" ყველაზე ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და მათ თავიანთი სუსტი მხარეები გამოასწორეს, მათი თამაში ახლა უფრო დინამიური იქნება. 

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - რა თქმა უნდა, მიზანი პირველი ადგილია. გასულმა სეზონმა აჩვენა, რომ გუნდი ახლოსაა მათი საუკეთესო 11-ეულის ჩამოყალიბებასთან. ეს მრისხანე გუნდია, თუმცა ვნახეთ როგორ შეუძლიათ სარგებლის შემცირება რთულ დროს მიღებულ ტრავმებს. ვფიქრობ, შემადგენლობის სიღრმე კვლავ პრობლემური იქნება. თუ "ლივერპული" გაძლიერდება, მაშინ ისინი ირწმუნებენ, რომ შეუძლიათ ტიტულის პრეტენდენტები იყვნენ, ჩემპ. ლიგის საგზურის მოპოვება კი კვლავ აუცილებელია. 

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - მოჰამედ სალაჰს აქვს ყველაფერი, რათა იურგენ კლოპის ტაქტიკას მოერგოს. ის ღამის კოშმარი იქნება მცველებისთვის როგორც ინგლისში, ისე ევროპაში. ნახევარდაცვაში ფილიპე კოუტინიო კრეატივის წყარო იქნება. არ იქნება გასაკვირი, თუ რეკორდულ ფასად შეძენილი მოთამაშე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. დომინიკ სოლანკემ პრე-სეზონზე ყოველი წამი გამოიყენა კლოპისთვის საჩვენებლად, რომ ისიც ერთ-ერთი ვარიანტია არა მომავალში, არამედ ახლა. ის ნამდვილი ტალანტია და შეუძლია ყოველი შანსი გამოიყენოს. ენდი რობერტსონმა კი მარცხენა მცველის პოზიციაზე კონკურენცია გაზარდა. ეს პოზიცია გასულ სეზონში ნამდვილად პრობლემური იყო.

* წლის აღმოჩენა - ვისურვებდი, რომ "ჰადერსფილს" ასეთივე წარმატებით გაეგრძელებინა პრემიერ ლიგაში თამაში. მათი ბოლო 4 მატჩი ერთგვარი ტესტი იქნება - "ჩელსი", "სიტი", "არსენალი" და "ევერტონი". იმედი დავიტოვოთ, რომ იმ დროისთვის ვაგნერის გუნდს უკვე შენარჩუნებული ექნება ადგილი უმაღლესს დივიზიონში.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - გასულ სეზონში, ტრავმის მიღებამდე კოუტინიო ნამდვილად გამორჩეული იყო პრემიერ ლიგაში. ის კვლავ აგრძელებს დამტკიცებას, რომ მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც კარიერის საუკეთესო წლები კიდევ წინ აქვს. 

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრატიონი", "უოტფორდი" და "სუონსი".

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - კოუტინიო, მაგრამ მანესგან და სალაჰისგან განსაკუთრებულ სანახაობას ვიხილავთ.



კრის ბასკომბი (Telegraph)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მან. სიტი", რადგან როცა მცველებზე 100 მილიონ ფუნტს ხარჯავ, გამარჯვების გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი ჩავარდნად ჩაითვლება.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მესამე, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტრავმების რაოდენობაზე.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - მოჰამედ სალაჰი შესანიშნავი შენაძენია. დომინიკ სოლანკეს ნამდვილად შეუძლია გოლების გატანა. რობერტსონს დრო სჭირდება, თუმცა "ჰალში" ის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

* წლის აღმოჩენა - არ ვიცი განვილი სეზონის გათვალისწინებით ვინ იქნება გაოცებული, მაგრამ ვფიქრობ აღმოჩენა "ჰადერსფილდი" იქნება.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - გასულ სეზონში, ნოემბერში მიღებული ტრავმა რომ არა, საუკეთესო ფილიპე კოუტინიო გახდებოდა. თუ ბრაზილიელი წელსაც ასე დაიწყებს და ასევე გააგრძელებს, მაშინ სწორედ ის იქნება საუკეთესო.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "ბარნლი" და "ვესტ ჰემი".

* "ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ ყველა განსაკუთრებულად ველით კოუტინიოსა და მანეს თამაშს, თუმცა ვთვლი, რომ ეს წელი გამორჩეული იქნება ტრენტ ალექსანდრ-არნოლდისა და ბენ ვუდბარნისთვის.


ეიმს პირსი (Liverpool Echo)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - ვფიქრობ საკმაოდ დაძაბული სეზონი იქნება. არ მესახება კლუბი, რომელიც სეზონის დასრულებამდე საკმაო ხნით ადრე გაინაღდებს ჩემპიონობას. ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტი "მანჩესტერ სიტია".

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - კიდევ 1-2 ახალწვეული რომ ვიხილოთ, მაშინ "ლივერპულს" ნამდვილად ჩავთვლი ტიტულის პრეტენდენტებად, მაგრამ ამჟამად ვიტყოდი, რომ ეს გუნდი სეზონს მესამე ან მეოთხე ადგილზე დაასრულებს.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - მე სამივე მომწონს. არ ვიყავი დარწმუნებული მოჰამედ სალაჰში, თუმცა პრე-სეზონზე მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მან გვიჩვენა თუ როგორ განვითარდა "ჩელსიში" გატარებული დროის შემდეგ. დომინიკ სოლანკეს დიდი პოტენციალი აქვს. რობერტსონი კი კარგად უნდა მოერგოს კლოპის სისტემას. მან უკვე გვიჩვენა თუ როგორი კარგია შეტევაში, დაცვაში კი კვლავ აქვს სამუშაო, მაგრამ ის აუცილებლად მიიღებს სარგებელს კლოპთან ვარჯიშით.

* წლის აღმოჩენა - არ მგონია ზედა ექვსეულში რომელიმე სხვა კლუბი აღმოჩნდეს. მაგრამ "ვესტ ჰემმა" კარგი ტრანსფერები განახორციელა და ვფიქრობ, გაცილებით უკეთესი სეზონიც ექნება.

* წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ფილიპე კოუტინიო

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "ჰადერსფილდი" და "ბარნლი".

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი. 


დევიდ მედოკი (Mirror)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მან. სიტი", რადგან გუნდმა დაცვის ხაზზე 200 მილიონი დახარჯა. "ქალაქელებს" საოცარი შეტევის ხაზი ჰყავთ და თუ მათი ახალწვეულებიდან რომელიმეს მართლაც შეუძლია დაცვაში თამაში, მაშინ მათი დამარცხება ნამდვილად ძალიან, ძალიან რთული იქნება.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - მეორე. ეს გუნდი პრემიერ ლიგაში ნამდვილად კარგად ითამაშებს, უკეთ ვიდრე ევროპაში. მომეწონა ის რაც პრე-სეზონზე ვნახე.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - როგორც ვხედავთ, სალაჰს აქვს სისწრაფე და კარგი ალღო. პრე-სეზონზე ვნახეთ, რომ მას, მანესა და ფირმინოს დამანგრეველი შეტევის ხაზის შექმნა შეუძლიათ. სოლანკე იმედისმომცემი ახალგაზრდაა, მაგრამ მის საუკეთესო თამაშს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ ვიხილავთ. იმავეს თქმა შემიძლია ენდი რობერტსონზეც.

* წლის აღმოჩენა - ზედა ექვსეული არ შეიცვლება, თუმცა დიდად გაკვირვებული არ დავრჩები თუ "ევერტონი" შეძლებს რომელიმე კლუბის ჩანაცვლებას. აღმოჩენა ალბათ "ბრაიტონი" იქნება. ამ გუნდს გაუჭირდება პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუმცა ვთვლი, რომ მათ ამის გაკეთება შეუძლიათ.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - გაბრიელ ჟესუსი.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ნიუკასლი", "სუონსი" და "ჰადერსფილდი".

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - ცხადია კოუტინიოს, მაგრამ მე გრუიჩიც მომწონს. არ ვფიქრობ, რომ მას ბევრი შანსი მიეცემა თუმცა ის დიდი და ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც გოლების გატანაც შეუძლია. თუ მას ტრავმები არ შეაწუხებს და შანსიც მიეცემა, მაშინ ის თავის შესაძლებლობებს გვაჩვენებს კიდეც.


ენდი ჰანტერი (The Guardian)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - "მანჩესტერ სიტი". დაამტკიცებენ, რომ დაცვაში გაძლიერდნენ.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" -თუ ტრანსფერები კიდევ იქნება, მაშინ მეორე. მათ გარეშე კი მესამე ან მეოთხე ადგილზე.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს სისწრაფე შეტევის ხაზში ნამდვილად დიდ მოლოდინს ქმნის. დომინიკ სოლანკემ პრე-სეზონზე ნამდვილად შეძლო ჩვენზე შთაბეჭდილების მოხდენა. ენდი რობერტსონი კი გუნდს მარცხენა მცველის პოზიციაზე გააძლიერებს.

* წლის აღმოჩენა - "ბორნმუთი".

* წლის საუკეთესო ფეხბურთელი - კევინ დე ბრუინი.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "სტოკი", "ბრაიონი" და "ჰადერსფილდი".

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი.


პოლ ჯოისი (The Times)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - წელს "მან. სიტი" გაცილებით უკეთესი იქნება. მათ აქვთ სისუსტეები, მაგრამ მთავარი ფავორიტები არიან.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - 
ზედა ოთხეულში.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - სალაჰის სისწრაფე გამანადგურებელი იქნება, სოლანკე კი ჭკვიანი შენაძენია. იმედია, რობერტსონი შეძლებს იყოს ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე.

* წლის აღმოჩენა - არ ვფიქრობ, რომ ასეთი მხოლოდ 1 კლუბი იქნება.

* წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ჰარი კეინი.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ჰადერსფილდი", "ბრაიტონი" და "უოტფორდი".

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - ფილიპე კოუტინიო. 


საიმონ ჰიუზი (Independent)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - ვფიქრობ, ტიტულისთვის რამდენიმე გუნდი იბრძოლებს. ცხადია, ორი მანჩესტერულია - ისინი გაცილებით უკეთესს სეზონს ჩაატარებენ. თუ "ლივერპული" 1-2 საჭირო მოთამაშეს დაიმატებს, მაშინ ისიც შეძლებს რბოლაში ჩაერთოს. ტოპ გუნდები წელს ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთს შემოგვთავაზებენ. საინტერესო იქნება იმის ხილვა თუ როგორ დააბალანსებენ მენეჯერები ძალებს ჩემპ. ლიგასა და პრემიერ ლიგაში. თუ ახლა გჭირდებათ ჩემი პასუხი, მაშინ მე მთავარ ფავორიტად "მან. სიტის" მივიჩნევ.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - ვფიქრობ, მათ ტიტულის მოგებაც შეუძლიათ. ამჟამად იმედი გაქვთ, რომ ტრავმები არ იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში რთული იქნება განვლილი სეზონის შედეგის განმეორებაც კი. ახლა გუნდს ძირითადი 11-ეული ძალიან ძლიერი ჰყავს. მათ ნებისმიერის დამარცხება შეუძლიათ. მესმის რომ გულშემატკივართა ნაწილს კვლავ სურს ტრანსფერების ხილვა, თუმცა ჩემი აზრით, კლოპს ახალგაზრდების სჯერა და მათ შანსს აუცილებლად მისცემს. ვფიქრობ, მათ წელს რაიმეს მოგება აუცილებლად სჭირდებათ.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - მოჰამედ სალაჰი კარგი შენაძენია. ახლა ის ნამდვილად განსხვავებული ფეხბურთელია. გასულ სეზონში ვადევნებდი თვალს "რომას" თამაშებს და თითქმის ყოველთვის, ის მოედანზე საუკეთესო იყო. სალაჰი ძალიან სწრაფია და კლოპის მოთხოვნებს ზუსტად ერგება. დომინიკ სოლანკემ პრე-სეზონზე თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა. ის ჩემზე ყოველთვის ახდენდა შთაბეჭდილებას. რობერტსონი კი იმედისმომცემი მცველია. ეს ჭკვიანური ტრანსფერია. არ ვიტყვი, რომ ის ნამდვილად შეძლებს მარცხენა ფლანგზე არსებული პრობლემის მოგვარებას, რადგან ბოლო წლებში მსგავსი ავანსები ბევრ მოთამაშეზე იქნა გაცემული.

* წლის აღმოჩენა - "ვესტ ჰემი" გაცილებით უკეთესს სეზონს ჩაატარებს. ზაბალეტა, ჰარტი და ჩიჩარიტო შესანიშნავი ტრანსფერებია. ჩემი აზრით, "ლესტერსაც" კარგი სეზონი ექნება.

*
 წლის საუკეთესო ფეხბურთელი - ფილიპე კოუტინიო. ნახევარდაცვაში ის დაამტკიცებს, რომ ტოპ დონის მოთამაშეა.

* რომელი კლუბები გავარდებიან - "ბრაიტონი", "სუონსი" და "ჰადერსფილდი".

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - მოჰამედ სალაჰი. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე იქნება. ასევე დაინტერესებული ვარ ემრე ჩანისა და ჯორდან ჰენდერსონის თამაშის ხილვით.


დომინიკ კინგი (Daily Mail)

* ვინ მოიგებს ჩემპიონატს - 
"მან. სიტი". ასეთი დანახარჯების შემდეგ, ნებისმიერი სხვა შედეგი მათთვის იმედგაცრუება იქნება.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - ზედა ოთხეულში. ყველამ ვიცით, რომ პრემიერ ლიგაში ოთხეულში მოსახვედრად 6 კლუბი იბრძვის. მიუხედავად მაურისიო პოჩეტინოსადმი დიდი სიმპატიისა, ვთვლი, რომ "უემბლიზე" თამაში გუნდს სირთულეებს შეუქმნის. ჩემი აზრით, "ლივერპული" უკეთესი გუნდია, ვიდრე "არსენალი".

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - დომინიკ სოლანკემ ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. პრე-სეზონზე მისი თამაში მაფიქრებინებს, რომ ის "უოტფორდთან" 18 კაციან განაცხადშიც იქნება. ასევე გამაოცა მოჰამედ სალაჰმა, თუმცა მისთვის შემდეგი ნაბიჯი პრემიერ ლიგაში თავისი ფასის გამართლებაა. ენდი რობერტსონი კი საჭირო შენაძენია.

* წლის აღმოჩენა - "ვესტ ჰემი". გასული სეზონი მათთვის რთული იყო, თუმცა ზაფხულში გუნდი გაძლიერდა და ახლა "ჩაქუჩები" უკეთესს სეზონს ჩაატარებენ.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - როგორც წესი, გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდის წევრია. ამიტომ მგონია, რომ ამ ჯილდოს გაბრიელ ჟესუსი მიიღებს.

* რომელი გუნდები გავარდებიან - არასდროს შემიძლია ამის წინასწარ თქმა, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მეტად "ჰადერსფილდს", "უოტფორდსა" და "ბარნლის" გაუჭირდებათ.

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - ჯორდან ჰენდერსონი. განვლილ 2 სეზონში ის ტრავმებმა გააწამეს, თუმცა ზაფხულში მან ბევრი იშრომა. "ლივერპული" მასთან ერთად უკეთესი გუნდია. 


P.S. გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიციაც ! 

რომელ ჟურნალისტს ეთანხმებით ყველაზე მეტ საკითხში ?

კომენტარები


gio_chyoi
ჟურნალისტი

1. ფავორიტი მართლა სიტია მარა მე მაინც მჯერა რო ტრანსფერებს კიდე გავაკეთებთ და ჩვენც ვიქნებით ფავორიტები.
2. ლივერპული 1-2 პოზიცია მგონია მე.
3. ახალწვეულებიდან კიდე მგონია რო სალაჰი მანე 2 იქნება. სოლანკესთვის მოსათელი სეზონი იქნება ისევე როგორც რობერტსონისთვის.
4. აღმოჩენა ალბათ ჰადერსფილდი იქნება.
5.საუკეთესო მოთამაშე შეილება კოუტინიო გახდეს.
6.გავარდნით ბრაიტონი ბარნლი და პალასი ან სუონსი.
7. ლივერპულის ფეხბურთელებიდან თვალი უნდა ვადევნოთ ახალგაზრდებს, უფრო მეტად კი კენტს,ჯო გომესს, არნოლდს და სოლანკეს

liverpool515
VIP Member

1 ან 2 ტრანსფერით აუცილებლად სეგვილია რარაც .მედოკს ვეთანხმები გრუიჩში

Javaxa
ადმინისტრატორი

ჰიუზს ვეთანხმები. გუგა, ბარემ ჩემიც ჩაგეწერა:

ვინ მოიგებს ჩემპიონატს - ჩელსი. ყველაფერში ძლიერია.

* რომელ პოზიციაზე დაასრულებს სეზონს "ლივერპული" - დეიკით და ვიდალით ტიტულზე გავიწევთ. მაგათ გარეშე ოთხეული გაჭირდება.

* რას შემატებენ "ლივერპულს" ახალწვეულები - სალაჰი რომ არა არ ვიცი რა ეშველებოდა ჩვენ შეტევას გაისად. უდავოდ მაგარია, რაც მთავარია პარტნიორების ესმის. სოლანკე თასებზე მიიღებს დროს და დაამტკიცებს რა შეუძლია, აი რობერტსონი კი მორენოს გამოსაფხიზებლად მოყვანილი ფეხბურთელია.

* წლის აღმოჩენა - ნიუკასლი. რაფა ყავთ და სიურპრიზები არ შეეშლებათ ახალციხელებს.

* წლის საუკეთესო მოთამაშე - კოუტინიო უდავოდ, თუ ტრავმებმა არ გატანჯა ამაზე მაგარი ფეხბურთელი პრემიერ ლიგაში არაა.

* რომელი გუნდები გავარდებიან - ჰადერსფილდი, ბარნლი, ბრაიტონი.

"ლივერპულის" ფეხბურთელი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ - ვუდბერნი. უდავოდ!

STEVEN8
მომხმარებელი

აუ სიტი დაწერა ყველამ :დ ისე იუნაიტედიც მგონია მოურინიოს მეორე სეზონი კარგად გამოსდის ხოლმე შემადგენლობაც ყავს და შედეგზეა ორიენტირებული. ჩემი აზრით ეს უფრო კარგი სეზონი იქნებაენბა ვიდრე წინა. სკამი არ გვაქვს გრძელი და ეგ დიდი მინუსია .

Papuashvili
მომხმარებელი

100% ყველამ თქვა სიტიო, და რატომ? იმიტომ რო დაცვა გააძლიერეს საგრძნობლად, კატასტროფულად, წარმოუდგენლად. ჩვენ რას ვშვრებით? ისედაც წარმოუდგენლად ძლიერ შემტევ ხაზს ვაძლიერებთ, დაცვაში კი არაფერს ვშვრებით. შეიძლევა დაიკი ვერ მოვიყვანოთ, კეიტაც წელს არ გადმოდის, ანუ გამოდის რო დაცვის მხრივ ვერ ვითარდებით და მოგება როგორ გვინდა? მაურინიო არ გვევასება არავის, დაჟე მანჩეს ფანებსაც მაგრამ შარშან 2 ტიტული მოიგო დაცვის წყალობით. მე არ ვამბობ რო ისე საზიზღრად უნდა ვითამაშოთ როგორც ისინი თამაშობენ, მაგრამ დაცვა თუ არ გვეყოლება კონკურენციას ვერ გავუწევთ სხვა გუნდებს. 13/14 სეზონზე მაგიტო ვერ გავხდით ჩემპიონები დაცვა რო დირკა გვყავდა. პალასთან არ გახსოვთ რა მოხდა? 72 დან 85 წუთამდე 3 გოლი რო გაგვიტანეს და ფრედ რო დამთავრდა, სუარესის ტირილი, ზუსტად დაცვის გამო იყო ეგ. ლივეს შეტევა ყოველთვის კარგი ყავდა, დაცვა კიდევ ყოველთვის ცუდი. ერთადერთი ჰიპია კარაგერი რო იყო მაშინ არ გვქონდა ასე თუ ისე დიდი პრობლემები. აღარ მახსოვს სად ვნახე სტატისტიკა, კარაგერმა 6 სეზონში 8 თამაში გამოტოვა ტრამვების გამო მხოლოდ(გამოტოვებული თამაში 8 რო იყო ზუსტად მახსოვს სეზონი კიდევ 6 ზე ნაკლები არ იყო, თუ უფრო მეტი არა) ჰიპიაც დაახლოებით ეგრე იყო, შარშან კიდევ რა ხდებოდა, გადაბმულად 2 ცენტრალური მცველი ჰაჰა 3 თამაში გვყავდა. მოკლედ როგორც ნათქვამია, შეტევა იგებს თამაშს, დაცვა ტიტულს.

Logan
მომხმარებელი

maladec avtor, vapaseb shens shromas.
rac sheexeba am expertebs, yvela ert azzrzea rom city chempionia da hadersfildi gavardeba, magram chemi, rogorc mdabio ara expertis azria, rom arc erti moxdeba da arc meore.
aseve yvela agnishnavs rom liverpools 1-2 kaci chirdeba, (rit ver mixvdnen amas klubshi?) rom ragac miznistvis ibrdzolon.
kidev ertxel madloba johnson rom amdeni ishrome

ციტატა: Papuashvili
100% ყველამ თქვა სიტიო, და რატომ? იმიტომ რო დაცვა გააძლიერეს საგრძნობლად, კატასტროფულად, წარმოუდგენლად. ჩვენ რას ვშვრებით? ისედაც წარმოუდგენლად ძლიერ შემტევ ხაზს ვაძლიერებთ, დაცვაში კი არაფერს ვშვრებით. შეიძლევა დაიკი ვერ მოვიყვანოთ, კეიტაც წელს არ გადმოდის, ანუ გამოდის რო დაცვის მხრივ ვერ ვითარდებით და მოგება როგორ გვინდა? მაურინიო არ გვევასება არავის, დაჟე მანჩეს ფანებსაც მაგრამ შარშან 2 ტიტული მოიგო დაცვის წყალობით. მე არ ვამბობ რო ისე საზიზღრად უნდა ვითამაშოთ როგორც ისინი თამაშობენ, მაგრამ დაცვა თუ არ გვეყოლება კონკურენციას ვერ გავუწევთ სხვა გუნდებს. 13/14 სეზონზე მაგიტო ვერ გავხდით ჩემპიონები დაცვა რო დირკა გვყავდა. პალასთან არ გახსოვთ რა მოხდა? 72 დან 85 წუთამდე 3 გოლი რო გაგვიტანეს და ფრედ რო დამთავრდა, სუარესის ტირილი, ზუსტად დაცვის გამო იყო ეგ. ლივეს შეტევა ყოველთვის კარგი ყავდა, დაცვა კიდევ ყოველთვის ცუდი. ერთადერთი ჰიპია კარაგერი რო იყო მაშინ არ გვქონდა ასე თუ ისე დიდი პრობლემები. აღარ მახსოვს სად ვნახე სტატისტიკა, კარაგერმა 6 სეზონში 8 თამაში გამოტოვა ტრამვების გამო მხოლოდ(გამოტოვებული თამაში 8 რო იყო ზუსტად მახსოვს სეზონი კიდევ 6 ზე ნაკლები არ იყო, თუ უფრო მეტი არა) ჰიპიაც დაახლოებით ეგრე იყო, შარშან კიდევ რა ხდებოდა, გადაბმულად 2 ცენტრალური მცველი ჰაჰა 3 თამაში გვყავდა. მოკლედ როგორც ნათქვამია, შეტევა იგებს თამაშს, დაცვა ტიტულს.

arada odesgac shenkli mainc ar gvyoloda. ex :X

Lasha badzagua
მომხმარებელი

Yvelas siti gonia da me kide saertot ar mgonia siti, siti ubralod otxeulshi moxvdeba sami gundi ibrzolebs live chelsi da siti

firmino9
მომხმარებელი

1) მან.სიტი ან ლივერპული უეჭველი 2)ან 1 ან 2 3)სალაჰი ძან მოუხდება ლივერპულლს სოლაკს უნდა მისცეს კლოპმა სათამაშო დრო , რადდგან დიდ იმედებს ვამყარებ, რობერტსონი კი ვნახოთ იმედია გაამართლებს 4)ვესტ ჰამი ან ევერტონი 5)კოუტინიო ან ქევინ დებრიუ 6) ჰალი, , ბარნი და ბრაიტონი ჩემი ააზრით 8)სოლაკეს ყყველაზე მეტად

G.p
VIP Member

Iქიდან დავიწყოთ რო არასოდეს Mოგვიგია პრემიერლიგა ოცდახუთი წელია Yველაზე უამბიციო გრანდის შთაბეჭდილებას ვტოვებთ.ამაზე Eრთი თავით უკეთEსი გუნდი გვყოლია Dა შEდეგი იმიტო ვერ Dავდეთ რო სკამი Aრ გვყავდა ეხლა Kიდე ნორმალური ძირითადიც არ გვყავს რისი იმედი Gაქვთ შAერთოდ Aრც კი Vიქნებით ტიტულთან ახლოს,არ მესმის რა Gაძლევთ საბაბს რო Iფიქროთ რო თIტულს მოვიგებთ ერთერთი ყველაზე დაუბალანსებელი Dა Uამრავი სისუსტის მქონე Gუნდი ვართ გრანდებს შორის ნახევარდაცვა ჩვენ არ Gვყავს და Dაცვა და ფორვარდი Aრ გვყავს .ამას Dამატებული ის რო სკამიდან Mხოლოდ სტარიჯის შემოყვანა შEგვიძლია დანარჩენი ვერაფერს Vცვლით .რავი Aღარ გავაგრძელებ Mეტი ცუდი რა ვთქვა იმენა OთხეულისთVის ვიბრძOLებთ პირდაპირი გაგებით ვიბრძOლებთ და ტრაკშიც Gაუთხრიათ ეგ ოთხეული.

Alexander.
მომხმარებელი

მეც სიტი მგონია მაგრამ დარწმუნებული არ ვარ.კენტი და არნოლდი იქნებიან საინტერესოები სოლანკეც. ალბათ ბარნლი სუონსი ვოტფორდი გავარდებიან. საუკეთესო ჟესუსი ან კოუტინიო

G.p
VIP Member

Xო და Dავამატებ ვან დეიკიც ღO მოიყვნონ და ცენტრში კიდევ Eრთი კაცი მაინც Vერაფრისთვის ვიბრძOლებთ .აქ რო კლოპის გარდა სხვა მწვრთნელი იყოს თუნდაც მაურინიო ან ნებისმიერი ტოპ კლასის მწვრთნელი ორი და სამი ტრანსფერი კი არა ექვს ტრანსფერს მინიმუმ გააკეთებდა და ძირითადს მაინც შეავსებდა მაღალი დონის იგროკებით.კაით რა ლიგაზე ვართ ვიცი რო ფეხბურთი მხოლოდ შემადგენლობა არაა მარა რეალის სასტავიც სასტავია და ჩვენიც ? გინდაც სიტის ჩელსის იუვენუსის პესეჟესი და რავი რა ჩამოვთვალო .გუნდს გეგმ ბ არ აქვს ფიზიკურად არ შეულიათ გეგმა ბ ს განხორციელება იმიტო რო ელემენტარულად ზამენა არ გვყავს .კი არადა ვიმეორებ ძირითადიც საშინელი გვყავს .კოუს მანეს და სალაჰის გარდა არ გვყავს მაღალი დონის არავინ.

phoenixx
მომხმარებელი

Nu koutinios sauketeso axe ro psonebs deben eg Ravi ))) sharshan travma ro ar miegovo eg gaxdebodao arada this sauketesoc ar gamxdara premier ligashi arasdros dzalian arastabiluria da igive premier ligashi minimum 5 fegburteli agemateba klasit martla realobas nu davkargavt Ra ... Azaris dges n1 igroki premier ligis romelsac yvelanairi jildo mogebuli aqvs premier ligis sauketeso axalgzardac iyo sauketeso fegburtelic meore kacic da mesamec ... Sanchessac didi shansi aqvs keinsac lukakusac debruinsac Ravi bevrii igrokia... Transferi tu. Ar gaaketa gundma otxeulshi ver Sheva gundi eg vici
P.s konte erterti mtavari pavoritia da stabiluri gundi yavs ... Am rqspertebs shiv aqvt klops kidev ufro grmad aqvs am wels am shemadgenlobit arafris imedi at maqvs presezoni arafers nishnavs saertod arafers

GoGson
მომხმარებელი

# ჩემპიონობაზე არცერთი გუნდის ბიცია არ გამაკვირვებს ტოპ 5 დან ( ტოტენჰემი გამოვრიცხეთ), მაინც მგონია რო ტიტულისთვის ჩვენ და მანუტდ ვიბრძოლებთ

# ყველაზე გაუარესებული გუნდი ტოტენჰემი იქნება ალბათ

# აღმოჩენა- ვესტ ჰემი ან ნიუკასლი

# გავარდნით- ბრაიტონი, ბარნლი უოტფორდი

# სასიამოვნო მოულოდნელობა- კენტი ვუდბარნი გომესი სოლანკე გრუიჩი და რათქმაუნდა რობერტსონი ( შანსები მიეცეს აუცილებლად)

# კოუ, მანე,მომო, ფირმინო 50-60 გოლს გაიტანენ ჯამში

პ. ს. - სახო, კლავანი, ორიჯი, მორენო აღარ მინდა დავინახოო... +60 მილიონია ერთად.. მაგ ფასად 1 კარგი ფეხბურთელი დავითრიოთ და ახალგაზრდებსაც გავუხსნათ გზა...

პ. პ. ს - კაროჩე ყველა ხვდება ექსპერტი თუ დილეტანტი რო სიღრმე არ გვაქვს და ტრანსფერებია საჭირო... ოღონდ აუცილებლად კლასნები.. 2 ან 3. და ნამდვილად გავიქაჩებით ორივე პრესტიჟულ ტიტულზე ყოველგვარი სუბიექტურობის გარეშე ვფიქრობ))) [b][/b]

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ეგ ბიჭი იტყვის თავის სიტყვას.ყველა მიხვდა რომ არაგვყავს სკამი და ვერც გვექნება პრეტენზია ეპლის მოგებაზე.სიტიმ რამდენიც არ უნდ დახარჯოს დაცვაში მაინც გავუტანთ.

chipe888
მომხმარებელი

1)ვინ მოიგებს ეგ რთული გამოსაცნობი ამბავია.მახსოვს შარშან სიტი და იუნატიდედს ასახელებდნენ.მარა რაც მოხდა ყველამ ნახა.ჩელსი და ლივერპული იყვნენ ყველაზე რეალურები თავიდა ორივემ მაგრად დაიწო.პროსტა ჩელსი თითქმის ერთი სასტავით თამაშობდა და ლივეს ჩავარდნა რომ არა 1-2 ჩვენ გავიყოფდით.ამიტომ გვჩირდება ერთი კარგი მცველი,რო შეილება ვერ გავითანოთ ბევრი ან გავიტანოთ(ბორმუთის შემთხვევა) მარა მაინც ვერ მოვიგოთ.
2)საუკეთოსო წელს კოუტინიო იქნება უდავოდ.ტრანვებისგან შორს დადგეს და ეგააა
3)აღმოჩენა ნიუკასლი იქნება ბევრ გრანდ გამწარებს.ბენიტესი ბენიტესია და გაგვაოცებს.
4)სალაჰის მაღალ კლასს პირველივე თამაში ვნახავთ და საუკეთესო წინა ხაზი გვყავს.მანე,ფირმინო,სალაჰი და კოუ უბრალოდ გაპობს ნებისმიერ დაცვას.სიტიზე ხო ამბობდნენ ეს ექპერტები რო ფავორიტია და ასეც რომც მოხდეს არავის გაუკვირდება მარა მე მგონია რო გავაპობთ.გახსნილ ფეხბურთს თამაშობს და შანსი გვექნება 2 თამაში.სოლანკე იქნება ოქროს ზამენა მაგარი პოტენციალი აქვს და იმედია ყველაფერი კარგად წაუვა.
5)ლივერპული დიდი ხნის მანძილზე იქნება ცხრილის ლიდერი და ვნახოთ რა მოხდება ბოლოსკენ
6)გავარდნით ვინ გავარდება ძნელია მაგისთქმა.ვიტყვი ვინ არ გავარდება 6ეულის გუნდები,სოტონი,ევერტონი და ვესტბრომი. დანარჩენს ყველას აქვს შანსი "ივაშკაცონ" და გავარდნენ.
7)ვის შეიძლება დავაკვირდეთ და უდავოდ.ტრენტი,სოლანკე,კენტი.რაღა თქმა უნდა შემტევ 4ეულს.შეთამეშების კუთხით ერთი თავით მაღლა დგანან სხვებზე,სისწრფე და გაფარჩაკებულ მცველებს.

dominus555
მომხმარებელი

ციტატა: G.p

ღადაობ?წინა სეზონში ვინ გყვავდა?ახლა ცოტათი უკეთესები ვართ.. არცერთ ძლიერ გუნდთან არ წაგვიგია.. და უბრალოდ სწორი ტაქტიკით ჩემი აზრით უფრო მეტს მივახწევთ ვიდრე წინაზე.. ნუ ვიქნებით პესიმისტები.. უამბიციო ნაგდად არაა გუნდი.. და ამას მარტო მე არ ვხედავ..ბევრი პრობლემებია გეთანხმები მაგრამ,შესაძლებელია რამოდენიმე კაცის დამატებით მოგვარდეს.. უბრალოდ სურვილი უკეთესობის არაა,დგეს ვფიქრობ უკეთესია.. ახალგაზრდების იმედიც მაგრად მაქ.. ვნახოთ რა იქნება..

F.tores
მომხმარებელი

0 % shansi rom chven chempionebi gavxdet :( arada rogor minda premier ligis tasi lives fexburtelebs echirod :( vin unda mogvagebinos premier liga icit vinmem?salahi mane cou Es Sami gamorcheuli adamiani :) sxva grandebs gadavxedot yvelas uketesi kamanda yavs chelsi chvenze dzlieria sitic arsenalis da totenhemis donisvart ra da erti tavit magla dganan manchesterebi da chelsi da kidev am *ცენზურა* gundebtan tamahi iswavlos am liverpulma mometyna tvini kaco shvideulis gundebs vugebt da vinebtan vagebt magas sististan wageba mirchevnia isev ise lukaku pirminos magivrad rasityvit lukakuze?

vakuna
მომხმარებელი

firmino9,
ჰალი?

rezo26
მომხმარებელი

Ai matipi da lovreni tu ertdroulad daitramva visi imedi ak klops, lakazeti morata aguero lukaku da ramdeni erti chamovtvalo agar vici vin unda gaacheros? Arnoldma da robertsonma marto? Tu klavanis imedi akvs kide vinmes da chven ar gveubnevian? Neitraluri gulshematkivari ro viyo da ase ar miyvardes liveri am sastavit da tramvianobaze midrekilebis didi albatobit me livers otxeulshi ar sheviyvandi, mara mainc imedi mak ro van daiki da kidev 2 kaci mova iseti ro chempionobistvis vibrdzolebt! Sauketeso didi imedi mak ro jina gaxdeba kouze arana*ცენზურა*bi klasi da moednis xedva ak, pirveli celi konda da darcmunebuli var bevri sheudzlia ufro, zogzogiertebivit ar chausvria da daamtkica dzlier gundebtan rogor doneze sheudzlia tamashi.dakvirvebit arnoldi da solanke aseve kentic tu dro miecema..

liverpool3333
მომხმარებელი

ექსპრტების აზრით ლივერპული წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ უნდა გასულიყო ასე რო ეხლა კიარა სეზონის დაკვნით ნაწილშიდაც რთულია პროგნოზის გაკეთება ბოლო-ბოლო პრემიერ ლიგაა ლა ლიგა ხოარაა წინასწარ როა გაწერილი ყველაფერი. ძნელი წარმოსადგენია ამ 6ეულს ვინმემ აჯობოს მაგრამ პრემიერ ლიგაში ყველაფერი ხდება და მაგიტო მომწონს ყველაზე მეთად აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    19.08.2017


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ჰოფენჰაიმი
  • 1:2

    15.08.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ჰოფენჰაიმი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze