სეზონის რევიუ - ვის რა შეუძლია

ავტორი: Javaxa, 11-08-2017, 03:02, კატეგორია - სიახლეები, 640, 10


დღეს, 22:45 წუთზე პრემიერ ლიგის 2017-18 წლის სეზონი იწყება. მეტნაკლებად კი უნდა შევეხოთ გუნდს, რომელიც ძალიან გვიყვარს და მცირე პროგნოზი გავაკეთოთ იმაზე თუ რა შეუძლია კლუბის თითოეულ ფეხბურთელს. დავიწყოთ მეკარეებით.

ალბათ ზამთარში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ახალი სეზონიდან გუნდის პირველ ნომრად კვლავ სიმონ მინოლე მოიაზრებოდა, მაგრამ ბელგიელმა შეძლო და მოახერხა გარდაქმა - სეზონის ბოლო ტურებში სიმონმა ბევრი მნიშნვენლოვანი ბურთი აიღო და გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დიდი დახმარება გაუწია, თუმცა...მინოლე მაინც არ არის იმ კონდინციებში, რომ გუნდის ძირითადი მეკარე ერქვას. ის არასტაბილურია, განსაკუთრებით კი მაშინ თუ საქმე გამოსვლებს ეხება, აი რაც შეეხება სხვა კომპონენტებს ის ხაზზე უბრალოდ შეუდარებელია, აქვს რა ძალიან დასაკვეხნი გაწელვა.

გუნდის მეორე მეკარე ლორის კარიუსია, რომელიც მოდელის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე კიპერის. კარიუსი "ენფილდზე" დიდი ზარზეიმით მოვიდა, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა. ეს პრესეზონიც არ შეიძლება მისთვის წარმატებად ჩაითვალოს, რადგან არ გვინახავს მისი შესრულებით არც რაიმე განსაკუთრებელი სეივი და არც მიუტოვებელი შეცდომა. დანი უარდი სავარაუდოდ თასებისთვის იქნება, თუმცა სრული უფლება ექნება მეორე მეკარესაც გაუწიოს კონკურენცია და მთავარსაც - ატლეტიკოსთან სეივი ყველას გვახსოვს. აი ადამ ბოგდანს კი გუნდში რა ფუნქცია აქვს, ეს არც ჩვენ ვიცით და არც პატივცემულმა მკითხველმა. დარწმუნებულნი ვართ, რომ ბევრს მისი არსებობაც კი აღარ ახსოვდა.

დაცვა - წარმოიდგენდა კი ვინმე საზაფხულოდ "წითლებს" ეს პრობლემა დღემდე პრობლემადვე რომ დარჩებოდათ? კლოპმა არანაირი ნაბიჯი არ გადადგა ამ სიცარიელის ამოსავსებად - ენდრიუ რობერტსონი არაა ის ფეხბურთელი "წითლების" გული თავდანვე რომ მოიგოს, თუმცა მისი კარიერა და სიმაღლეებისადმი ლტოლვა პატარა იმედს მაინც აჩენს. მამადუ საკო ვარჯიშებზეც კი არ დაჰყავს კლოპს, ფრანგი მხოლოდ თავისი სურვილისამებრ ვარჯიშობს მელვუდში, დეიან ლოვრენი, ჯო გომესი და რაგნარ კლავანი იმ კონდინციებში არ არიან, რომ გაუვალი კედელი შექმნან. ერთადერთი, ვინც დაცვაში უცვლელ წევრად მოიაზრება ჟოელ მატიპია, თუმცა მისი არადამაჯერებლი თამაშებიც გვახსენდება. კლაინი და მორენო არიან ფეხბურთელები, რომლებსაც კლოპი გულდასმით აკვირდება, მათი იმედი აქვს და ჩვენც ამას გვაფიქრებინებს. ერთადერთი, ვინც ფურორი უნდა მოახდინოს ტრენტ არნოლდია, რომელმაც პრესეზონზე ნამდვილად გაგვაოცა და მოიგო თითოეული "სქაუზერის" გული. ფლანაგანს კი ალბათ სიცარიელების შევსება მოუწევს - გაისად გადაწყდება იმსახურებს კლუბში დარჩენას თუ უკვე დროა ბარგის ჩალაგებაზე იფიქროს.

გუნდის შუაწელი - ეს ის პოზიციაა, სადაც "წითლებს" ყველაზე ბევრი ნახევარმცველი ჰყავთ დარეგისტრირებული, მაგრამ ხეირიანად თამაში რომელს შეუძლია ამაზე თქვენ უნდა იფიქროთ. გუნდის კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ტრავმებისკენ მიდრეკილია და სავარაუდოდ ხერხემლად ყოფნა ამ წელსაც არ გამოუვა. ემრე ჯანი უნდა იქცეს #1 კაცად, ამისი კლოპს სწამს. ჟორჯინიო ვეინალდუმი, მარკო გრუიჩი და ადამ ლალანა ცალსახად კარგად მოასპარეზე ფეხბურთელები არიან, აქედან ერთს გასვლებზე თამაში ძალიან უჭირს, მეორე გამოუცდელია და პრაქტიკა ესაჭიროება, ხოლო მესამე ახალ წლამდე თამაშს ვერ შეძლებს, თუ ექიმებმა რაიმე ახალი წამალი არ გამოიგონეს. ცენტრში უნდა იფრინოს თავისუფლად მოფარფატე მხატვარმა ფელიპე კოუტინიომ - მასზე დიდი ავანსებია და თუ გაამართლა ისტორიაში აუცილებად შევა.

თავდასხმა - ერთადერთი ნათელი წერტილი გუნდში, ბოდიშით, ფერმკრთალი. "ლივერპულს" ფრთები ჰყავს შეიძლება ბაიერნის რობენი-რიბერი მონაგონი დარჩეს. ცხადია მანესაც და სალაჰსაც შეიუძლიათ გუნდის ლიდერობა და მათზე ტყუილად არც ამყარებენ იმედებეს. რობერტო ფირმინო შეუდარებელია პირველი შეხების დროს, აქვს ძალიან კარგი პრესინგი, სისწრაფე, ტექნიკა, თუმცა მეგოლე არაა და უჭირს ბევრი გოლის გატანა, თუმცა მისი შესრულება ყველას კარგად მოეხსენება. დანიელ სტარიჯს სრული უფლება ექნება ძირითადისთვის იბრძოლოს, რა თქმა უნდა თუ იჯანმრთელებს, თუარადა არის ვარიანტი დომენიკ სოლანკესი, რომელიც ერთადერთი ტიპური ცენტრფორვარდია გუნდში. დენი ინგსი და დივოკ ორიჯი ბოლო ვარიანტებია, თუმცა ისინი ყველაზე ნაკლებად მიიღებენ დროს, გუნდს ხომ ახალგაზრდების სახით კენტი და ვუდბერნი ჰყავს, გერმანელ დამრიგებელს კი ისინი ძალიან მოსწონს.

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

1 კარგი მცველი... უმაღლესი კალიბრის... 1 ჩამშლელი ( თუნდაც ასაკიანი სანამ კეიტას დავითრევთ)... ნაგავიც მალე მოვიშოროთ გძეტა 5-6 კაცი სტატიაში ნახსენები იგროკებიდან და ვსო... ყველა ტურნირზე ყველაფრის სპასობნები ვართ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

მცველი აუცილებლად მოსაყვანია,ნახევარ დაცვაში ჰენდერსონის ტრამვიანობიდან გამომდინარე არამგონია კარგი დღე დაგვადგეს,ჩანმა უნდა დაამტკიცოს რომ ცენტრში ღირსეულად შეუძლია ენდონ.დანარჩენი შეტევა არაა პრობლემა.

chipe888
მომხმარებელი

როგორც შარშან წელსაც ველოდები რო სტარტი იქნება კარგი და თუ არ იქნება 1-2 თვიანი ჩაძინება შანსი გვექნება. ჩაძინება რომ არ მოხდეს გრძელი სკამია საჭირო და კონკურენცია

gio_chyoi
რედაქტორი

რამდენი კაცია აქედან გასაყიდი :(((

Lasha badzagua
მომხმარებელი

Erti mcveli centraluri da egari chemi azrit am cels meti ara sachiro

Ynwa Scousers
მომხმარებელი

რეალურად არაფრის ტრაკი არ გვაქვს

Carroll_9
მომხმარებელი

1) დანი უორდი
2) არნოლდი
3) ჯო გომესი

აი ამ სამიოგან ველოები სერიოზულ განაცხადს. ამათ შეუძლიათ ძირითადზე ქონდეთ პრეტენზია

liverpool515
VIP Member

არ ვიცი რა ამ დაცვით რამდენად გავქაცავთ მართლა...ლიგაა ბოლო ბოლო

liverpool3333
მომხმარებელი

იმ აზრზე ჩამოვედი რომ ვან დეიკი მოიყვანონ და მერე ვინც უნდათ ის მოუყვანიათ ან არაც რა თქმა უნდა წელს

Steve.G.8
მომხმარებელი

რატომ ხართ ესე სკეპტიკურად განწყობილები, მშვენიერი გუნდი გვყავს! რეალურად ცენტრალური მცველის გარდა არავინ გვჭირდება, ისიც იმიტომ გვჭირდება რომ ლოვრენი სულ ლაზარეთშია. ლალანა, კოუტინიო, ვეინალდუმი, ჰენდერსონი, ჩანი, მანე, სალაჰი, ფირმინო, სტარიჯი, ორიჯი, სოლანკე. გრუიჩი, რომელიმეს რას ერჩით? აქედან 6 კაცი სკამზე იქნება და მეტი სკამი რაღა გინდათ)) თუ სოლანკე ბრაზილიელი რო არაა და სიტიში რომ არ თამაშობს (ჟესუს ვადარებ) სანდო არაა? ან ამ ორიჯის რას ერჩით ეგ გამაგებინა))
მოკლედ ენდეთ კლოპს)) ხვალ გადავირტყავთ ვოტფორდს და მერე დაიწყება საჩემპიონო გუნდი გვყავს და ა.შ)))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი,20:30 სთ.


  • ლესტერი
  • VS

    23.09.17


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 2:0

    19.09.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze