"უოტფორდი" : "ლივერპული" (პრევიუ)

ავტორი: Javaxa, 11-08-2017, 12:49, კატეგორია - სიახლეები, 708, 7


ხვალ, ჩვენი დროით 15:30 წუთზე პრემიერ ლიგის I ტურში "ლივერპული" "უოტფორდს" დაუპირიპირდება.

მაშ ასე! სამთვიანი ლოდინი დასასრულს უახლოვდება და ჩვენც საშუალებას გაძლევთ ეს ფუფუნება რაც შეიძლება უფრო გაგიხანგრძლივოთ. პრემიერ ლიგის 2017-18 სეზონის პირველ პრემიერ ლიგურ მატჩს "ლივერპული" გასვლაზე "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. ვნახოთ, რა ხდება ორი გუნდის სამზარეულოში.

გუნდების ახალი ამბები

* "უოტფორდს" ერთი სული აქვს, როდის გამოვა მათი რეკორდული შენაძელი ენდი გრეი მოედანზე, რომელიც £18.5 მილიონი ფუნტი დაჯდა. მასთან ერთად დებიუტს ელოდება ბრაზილიელი ფორვარდი რიჩარლიონსიც.

* არსებობს ფიტნეს ეჭვები ტროი დინისთან და კრისტიან კაბასელესთან დაკავშირებით.

* "ლივერპულს" ზურგის ტრავმის გამო ფელიპე კოუტინიო არ ეყოლება, მაგრამ კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა ვირუსი მოიშორა და სათამაშოდ მზადაა.

* დანიელ სტარიჯის ვარგისიანობას ხვალ შეაფასებენ, ხოლო ადამ ლალანა კი გუნდს 2 თვე ვერ დაეხმარება.

პრევიუ

"ლივერპული" ახალ სეზონს სულმოუთქმელად ელის. თუმცა ასეა უკვე აგერ მერვე წელია, სადაც გუნდმა მხოლოდ ორჯერ მოახერხა ტოპ ოთხეულში მოხვედრა. ალბათ, ზაფხულის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა, რომ იურგენ კლოპი საკადრო კი არა საერთოდ არ გააკეთებდა ცვლილებებს - სამი ფეხბურთელის, აქედან ორი სკამის და ერთი ძირითადის დამატება დიდი ვერაფერი შედეგია ისეთი კლუბისთვის, როგორც მოფარფატე "ლივერპულია". 


ყველას სჯეროდა იმის, რომ ამ ზაფხულს გუნდს უამრავი ფეხბურთელი დატოვებდა, დაიმატებდა რა მეკარეს, ცენტრალურ მცველს [ზოგი ორსაც კი ფიქრობდა], მარცხენა მცველს [ეს პოზიცია კი შეივსო, მაგრამ ხარისხის რა მოგახსენოთ], ცენტრალურ ნახევარმცველსა და ფორვარდს, მაგრამ კლოპის ილუზიები უფრო შორსაა გაწელილი და როგორც ჩანს თავისი პირამიდების აშენებას მხოლოდ მუჰამედ სალაჰით აპირებს [ახალწვეულებზეა საუბარი].

იმის მაგივრად, რომ "სქაუზერებმა" რომელიმე კონკრეტულ ფეხბურთელზე იოცნებონ, ნერვიულობა იმაზე უწევთ, რომ კოუტინო არ წავიდეს "ბარსელონაში", თუმცა ეს საგა უკვე დასრულებულია და ვენების გადასაჭრელიც აღარაფერია. 25 წლის ბრაზილიელი შუახაზელი ახალ სეზონს კვლავ "წითლებში" დაიწყებს, ოღონდ განსხვავებულ პოზიციაზე. ალბათ, გულზე ხელს თუ დავიდებთ ეს არის სეზონი, სადაც თვითოეული ჩვენგანი სკეპტიკურადაა განწყობილი.

ჯერ-ჯერობით კლოპი კლოპურს კი ამართლებს, მაგრამ რად გინდა - მიუხედავად იმისა, რომ გერმანელის კლუბში მუშაობის შემდეგ "წითლებმა" 133 პრემიერ ლიგური გოლი გაიტანეს, დაცვა მაინც კატასტროფას ჰგავს და ამას პირველ რიგში მწვრთნელი უნდა ხვდებოდეს. შეიძლება ხვდება კიდეც, მაგრამ, როცა ხარ "ლივერპული" და ვერ ყიდულობ ისეთი გუნდის ფეხბურთელს, როგორიც "საუთჰემპტონი" და მისი არშემდგარი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დეიკია, ცოტა არ იყოს , სირცხვილია. სავარაუდოდ ეს ტრანსფერ საგაც ისეთ სახეს მიიღებს, როგორც ეს ნაბი კეიტას შემთხვევაში იყო. ჩვენის ვარაუდით, დეიკი "ლივერპულში" არ გადავა.

დაცვა კი ხვალ აუცილებლად გამოიცდება, რადგან "უოტფორდმა" მოახერხა და  დაიმატა ისეთი შემტევები, როგორებიც არიან ანდრე გრეი და რიჩარლიონსი. თუმცა ვნახოთ, მიუხედავად ძალიან უინტერესო თვეებისა და დღეების შემდეგ, წინ კიდევ 19 დღეა და ამ დროისთვის სეზონიც უკვე კარგად გახურებული იქნება. სადაც ამდენი, დაველოდოთ ამ სამ კვირასაც.

რა თქვეს მენეჯერებმა

მარკო სილვა: "ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კვლავ დავრჩეთ პრემიერ ლიგაში, ოღონდ იმაზე უფრო მაღლა, ვიდრე ეს ორი სეზონის განმავლობაში მოხდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვცდილობ, რომ ვარჯიშიდან ვარჯიშამდე და თამაშიდან თამაშამდე რაც შეიძლება მეტად დავიხარჯოთ და ძლიერად ვითამაშოთ თითიეულ მეტოქესთან".

იურგენ კლოპი: "ყველა ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ფიქრობს, მაგრამ ჩვენი პირველი სამიზნე "უოტფორდია". "ჩვენ კარგ ფორმაში ვართ, ფეხბურთელები კარგ ხასიათზე არიან, ვარჯიშებზე მათდამი დამოკიდებულება კი - გადასარევია.

ფაქტები

* ორ გუნდს შორის "ლივერპულმა" ბოლო სამი მატჩი მოიგო, გაიტანა 9 გოლი და გაუშვა მხოლოდ 1.

* ბოლო 5 მატჩიდან "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "მერსისაიდელთა" წინააღმდეგ 4 წააგო.

"უოტფორდი"

* გუნდს არასდროს მოუგია გახსნითი მატჩი პრემიერ ლიგაში. მათ სულ ოთხჯერ ითამაშეს ზედა ეშელონში - აქედან 2 წააგეს და 2-იც ფრედ ითამაშეს.

* 1987-88 წლებში "ჰორნეტებმა" პირველი მატჩი კი მოიგეს, მაგრამ მაშინ არც პრემიერ ლიგა ერქვა და ჩემპიონშიფშიც გავარდნენ.

* გასულ სეზონში, გუნდის ახალი მწვრთნელი მაური სილვა, რომელიც "ჰალს" წვრთინდა პირველ 7 მატჩში არ დამარცხებულა - 6 მოგება, 1 ფრე.

* სილვას "ჰალმა" კლოპის "ლივერპულს" წინა სეზონში "კქომ სთედიუმზე" თებერვალში 2-0 მოუგო.

"ლივერპული"

* "ლივერპული" მზადაა ზედიზედ მეხუთედ თავისი გახსნითი მატჩი მოიგოს.

* მათი პირველი მარცხები პრემიერ ლიგის სეზონში 4-დან 3 გასვლაზე იყო და ერთიც "ენფილდზე".

* გასულ სეზონში "ჭითლებმა" ბოლო ოთხ გასვლით მატჩში 4-ვე მოიგეს.

* კლოპის ყველაზე დიდი მარცხი "ლივერპულის" შემადგენლობაში, 2015 წელს სწორედ "უოტფორდის" წინააღმდეგ, 3-0 იყო.
 

მთავარი მსაჯი - ენტონი ტეილორი

ექსპერტის პროგნოზი - 0:3

პირდაპირი ტრანსლაცია - 
Sky Sports, МАТЧ! Футбол 1, Liverpoolfc.ge

კომენტარები


liverpool515
VIP Member

ექსპერტები ამხელა ჰანდიკაპს რო გვაძლევენ იმედიაა მინიმალური ანგარისით მაინც მოვიგებთ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

მთავარია მოგებაა ჰანდიკაპით მოვიგებთ თუ ერთით ნოლს ჩემთვის დატვირთვა არააქვს.პირველი თამაშის მოგება აუცილებელია..მოვიგებთ უეჭველი

Lasha badzagua
მომხმარებელი

Sascrapot mcveli gvinda

Sruli shadgenloba tu dayena handikapit unda mougot eset gundebtan burtebis plobazec unda vipiqrot raici rashi gamogvadgeba boloshi

gio_chyoi
ჟურნალისტი

მოვიგებთ მჯერა. მარა ე ვან დეიკი რა გახდა რაა ამ საუთჰემპტონის ბოღმიანი დედა ვატირე მე

avto9
მომხმარებელი

ბაზარია რაა ვან დეიკი გვინდა მაგრამ ცოტა გულახდილები რო ვიყოთ მართლა *ცენზურა*თ ამ სოუთჰემპტონს რა იმენა ყველა ფეხბურთელი ავახიეთ

hattrick
მომხმარებელი

ასეთ გუნდებთან 3 ქულა გვჭირდება! აუცილებლად უნდა მოვიგოთ!

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    19.08.2017


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ჰოფენჰაიმი
  • 1:2

    15.08.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ჰოფენჰაიმი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze