საგა გრძელდება - Echo უარყოფს, Sky Sports ადასტურებს

ავტორი: johnson, 11-08-2017, 15:57, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 022, 16


დღეს "ლივერპულმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა ფილიპე კოუტინიოს მომავალთან დაკავშირებით - მერსისაიდულმა გრანდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ფილიპე კოუტინიო არ გაიყიდება.

როგორც იცით, გასულ კვირაში ესპანური მედია აქტიურად წერდა ბრაზილიელის "ბარსელონაში" ტრანსფერის შესახებ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კოუტინიო უკვე შეუთანხმდა კატალონიურ გრანდს და ტრანსფერიც მალე დადასტურდებოდა, თუმცა "ლივერპულის" ამ გაცხადების შემდეგ ყველაფერს წერტილი უნდა დასმოდა...  სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და "წითლების" ათიანის გარშემო ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები კვლავ ვრცელდება.

Sky Sports-ის ინფორმაციით, სულ ცოტა ხნის წინ კოუტინიომ კლუბს ტრანსფერზე დაყენება და მისი "ბარსელონაში" გაშვება მოსთხოვა. წყაროს მტკიცებით, მათ ეს სიახლე ფეხბურთელის ოჯახთან დაახლოებულმა პირმა აცნობა : "ფილი ცდილობდა მეგობრული შეთანხმების მიღწევას, თუმცა ასე არ მოხდა. მას ძალიან უყვარს ეს კლუბი და მისი ფანები, თუმცა როგორც ადრე ჯერარდმა და სუარესმა აღნიშნეს, "ლივერპული" არ აძლევს ფეხბურთელებს მეგობრულად წასვლის საშუალებას."

Liverpool Echo კი ცალსახად აცხადებს, რომ მელვუდში ეს ინფორმაცია უარყვეს და ბრაზილიელის მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. ფაქტია, საგა გრძელდება და სავარაუდოდ, ურთიერთგამომრიცხავ ჭორებს ამ საკითხზე ისევ მოვისმენთ.

აქვე გეტყვით, რომ კოუტინიოს კონტრაქტში არ არის მითითებული ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, რაც "ლივერპულს" მომგებიან პოზიციაში აყენებს. რამდენადაც ვიცით, იურგენ კლოპი და გუნდის ხელმძღვანელები არ აპირებენ ფილის გასხვისებას.



UPDATE : ახლა უკვე Liverpool Echo-ც ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას. როგორც ჩანს, კოუტინიომ მართლაც მოსთხოვა "ლივერპულს" ტრანსფერზე დაყენება. სხვადასხვა ცნობებით, "ბარსელონა" 110 მილიონ ფუნტიან წინადადებას ამზადებს. 

ყველაფრისდა მიუხედავად, მერსისისაიდელებს შეუძლიათ უარი თქვან კოუტინიოს გაყიდვაზე, როგორც კლუბმა დღეს უკვე განაცხადა.

კომენტარები


Mr.archil
მომხმარებელი

ეხლა რა გამოდის დილას დაიწერა კლუბი არ აპირებს გაყიდვასო 1 საათში იწერება კოუმ ტრანსფერზე დაყენება მოითხოვაო, მემგონი თემა იმ საკითხშია რომ კლუბმა პირდაპირ რომ გაყიდოს დედას მოუტ.... მთელი ლივერპული და რაღაც ხოდებს ათამაშებენ .. ეს ბიჭი თუ წავა ჩემი აზრით უეჭელი ეს საკითხი იჩალიჩეს და კოუს შეტენიან ვერ გავაჩერეთ და თვითონ წავიდაო............

reversi
მომხმარებელი

აუ გამოვიდეს ეს დედამი*რეული და თქვას რა თუ რჩება

gio_chyoi
რედაქტორი

ზუსტად ასე დაწერა 1 თვის წინ დაახლოებით სკაიმ ასე ყვითელი პრესით რო ლევანდოვსკის უნდა წასვლა ბაიერნიდანო და ჩლესის სურსო მარა ეგრევე გამოვიდა ბაიერნი და არაფერი მსგავსი არ არისო. დიდი ალბათობით აქაც იგივე შემთხვევაშთან გვაქვს საქმე

Carroll_9
მომხმარებელი

თუ მართლა შეიტანა, ესეიგი არ უნდა დარჩენა და მე ამათ ადგილზე ვიტყოდი რო

"პატივს ვცემ ფეხბურთელის პოზიციას, მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთა და მზად ვარ გავუშვა. ნებისმიერ კლუბს რომელსაც კოუტინიოს ყიდვა სურს მოუწევს 150 მილიონი ფუნტის გადახდა, და ამავდროულად შემოთავაზებები მიიღება მომდევნო ერთი კვირა რათა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე მოესწროს შემცვლელის პოვნა."

ვსო ვნახავთ მერე ბარსა რამდენად დაინტერესებულია. 150 თუ გადაიხადეს ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, სამ კოუტინიოს ვიყიდი მაგ ფასად.

johnson
ადმინისტრატორი

შეიძლება სქაი იტყუება ამ შემთხვევაში მაგრამ მაინც მგონია რომ კოუტინიოს წასვლა უნდა. მფლობელეი არაფერ შუაშია ამჯერად. უბრალოდ 1 თვეა ხმას არ იღებს. გამოვიდეს და თქვას არ მივდივარო მაშინ. სქაიც და ესპანელებიც ამბობენ რომ კოუტინიო შეუთანხმდა ბარსელონასო უბრალოდ ტრანსფერზე დაყენება არ მოუთხოვია ჯერო. ვნახოთ რა ლივერპულს აქვს შესაძლებლობა ძალიან დიდ ფასად გაყიდოს ან დაალპოს სკამზე თუ მოუნდება.

არც იმის მჯერა რო ზურგის ტრავმა აქვს

dudu
მომხმარებელი

იტოკში ფაქტია როო წასვლაა უნდა და მარლაც რაა დაადონ ნორმალურიი ფასიი და გაუშვან და ეგ იქნებაა იქნება დროულად წავიდეს და მოვასწროთ ვინმეს ყიდვა და ეგ იქნებაა რა აზრი აქვს გაჩერებას თუ წასვლა უნდა ტრამვაც მოგონილია მგონიაა

firmino9
მომხმარებელი

აუ წაიღეს ტვინი

კოუტინიოს რომ ბარსელონაში თამაში ურჩევნია უკვე დაიწერა და ისედაც ნათელია, აქამდე თავად დაუსვავდა წერტილს ყველაფერს... უბრალოდ არ უნდა ერთი არასწორი ნაბიჯით ლივერპულში გატარებულ წლებს, აქაურ ფეხბურთელებთა ნ, ხალხთან, გულშემატკივრებთან დამოკიდებულებას ხაზი გადაუსვას და გუნდისთვის ზურგში დანის ჩაცემა გამოუვიდეს, მითუმეტეს რაც დღესაა იმად მთლიანად ლივერპულში იქცა... გუნდს პატივს სცემს და ყოყმანობს... შეიძლება სკაი ცდება, მაგრამ კოუტინიო ალბათ ამ ნაბიჯზეც ფიქრობს და შეიძლება უახლოეს დღეებში მართლა მოითხოვოს გაშვება...

იგივე სიტუაციაში იყო 2013 წელს სუარესი, არსენალი 40 მილიონ ერთ ფუნტს რომ იხდიდა... სუარესს მაშინ მოსათხოვადაც არ ჰქონდა საქმე, ერთს იტყოდა მივდივარო და გუნდი ვეღარ დააკავებდა, 40 მილიონი ეწერა გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში... მაგრამ სუარესიც ყოყმანობდა და მაში ნ სტივენ ჯერარდმა გადააფიქრებინა წასვლა გუნდთან ერთად... დარჩა და ლამის პრემიერ ლიგა მოიგო იმავე წელს... მართალია ის არსენალი იყო და ბარსას სუარესმაც ვერ უთხრა უარი, მაგრამ გუნდში ყველაფერი უნდა გააკეთონ რომ დაიტოვონ... სტივი საჯაროდაც ბევრს ამბობს და დარწმუნებული ვარ პირადადაც დაელაპარაკებოდა და დაელაპარაკევა კოუტონიოს... ცალკე კლოპის ფაქტორი...

ეს ყოყმანი კიდე არანაირად არ შეიძლება არასწორ საქციელად ჩამოვართვათ კოუტინიოს... ლაპარაკია ბარსელონაში თამაშის შანსზე... 2005 წელს თვითონ ჯერარდიც ყოყმანობდა ჩელსიში გადასვლა არგადასვლაზე... ახლა ვნახოთ რა კაცია კოუტინიო...

L-F-C
მომხმარებელი

ფაქტია, რომ რომელიღაც გამომცემლობას მაგრად შეელახება ავტორიტეტი ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, და ალბათ სკაი სპორტს :D

gerrarda_8
მომხმარებელი

ციტატა: johnson
შეიძლება სქაი იტყუება ამ შემთხვევაში მაგრამ მაინც მგონია რომ კოუტინიოს წასვლა უნდა. მფლობელეი არაფერ შუაშია ამჯერად. უბრალოდ 1 თვეა ხმას არ იღებს. გამოვიდეს და თქვას არ მივდივარო მაშინ. სქაიც და ესპანელებიც ამბობენ რომ კოუტინიო შეუთანხმდა ბარსელონასო უბრალოდ ტრანსფერზე დაყენება არ მოუთხოვია ჯერო. ვნახოთ რა ლივერპულს აქვს შესაძლებლობა ძალიან დიდ ფასად გაყიდოს ან დაალპოს სკამზე თუ მოუნდება.

არც იმის მჯერა რო ზურგის ტრავმა აქვს

ai vabshe kvela winadadebashi getanxmebi guga tavis zurgis tkivilian kvelafrianad

მე ძაან დამწყდება გული კოუ თ წავა, მაგრამ ვერც გავამტყუვნებ მე პირადად, ბარსას დონის გუნდი რო გთხოვს გადმოსვლას იქ უკვე ძაან ძნელია უარის თქმა ამას დამატებული ლივერპულის ძაან უპერსპექტივო მომავალი ძნელია მაგისთვისაც აქ დარჩენა, თან თუაღარ უნდა აქ დარჩენა მითუმეტეს აღარ აქ აზრი ამის აქ ყოფნას. წავიდეს და იმედია მოიყვანენ ვინმეს, ნეეჭვება მარა იმედი მაინც მაქ, ეს ვინ უნდა შეცვალოს არ ვიცი, ზიეჩი არაა ვუდი ბიჭი ვიდალს ესენი ვერ იყიდიან და მოკლედ ამის წასვლის ნერე ძაან ცუდად უნდა იყოს ნახევარ დაცვაში საქმე, დაცვაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია.

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

კაროჩე მაგრა გაწელეს ეს საქმე რა დაგვაყენონ საშველინ

liverpool515
VIP Member

ახლა ამის გაშვება იქნება ძალიან უპრინციპობა და პირდაპირ კლუბის სახელს დაარტყავს მაგრამ მე მირცჰევნია გაუშვან და ალი მოიყვანონ.... და აქ ჰენდერსონებს მიდარებტ კიდე ამ მოგალატე ბანდას ამისთანა არც ვარსკვლავი მინდა და არც არაფერი სუფთა ნეხვი ყოფილა

chipe888
მომხმარებელი

როცა ბარსა გეპატიჟება ძნელია უარის თქმა ბაზარი არაა ეგრეა თიუ ხარ ტიტულებზე და ფულზე დახამებული. თუ ესეა უნდა გაუშვან მნიშვნელობა არ აქვს ჯერარდია,დაგლიში თუ ვინც გინდა ის(ეს სახელები ზოგადად).მარა თუ გუდის ერთგულია და აფასებს იმას რაც კლუბმა მისთვის გაკეთა მაშინ ბარსა კიარა ვინც გინდათ ის მოვიდეს მაინც არ წავა. აქ მეორე საკითხია გაშვება უნდათ და კარგ ფულსაც იშოვიან უბრალოდ დროს წელავენ ბოლომდე რო კარგი ფული დარჩეთ და არც ფანობამ არ გაკრიტიკოს. ადრე უკვე ვთქვი რო ესე იზავენთქო და აჰა ისევ მიდის ჭორაობა ამთემაზე. თუ არ მიდის გამოიყვანდნენ და ათქმევინებდნენ რო არ მიდის. ცივი სიო შემოკრავ თუ რა რო არ გვიჩენენ. ამაშია საქმე რო ყველას მაგრად კიდიათ კლუბი და მისი ავტორიტეტი დღევანდელ ლივერპულში.დღეს სტატია რომ ოყო ერთერთი ეხსპერტი ამბობდა რო კოუტინიო საუკეთესო გახდება წლევანდელ სეზონში და მე ესე გავიგე ეს ტიპი ლივეს გულშემატკივარია და დამატებით სტიმულს აძლევსთქო. სხვა რაღაცას ვერ ვფიქრობ ამ თემაზე. გაუშვან თუ უშვებენ და თუ არა მაშინ გამოათრიონ და ათქმევინონ რო არ მიდის. სეზონი იწყება და იმის აგივრად რო ვინმეს ყიდვას ვჩალიჩობდეთ ამაზე ვბაზრობთ. კლოპო და ჰენრი თქვენი ძალათ ამბიციური დედა მ............. მაგიტომაცაა რო ვერაფერს ვიგებთ

F.tores
მომხმარებელი

Amis dedac Tu wava fulic daideba deikze ipiqron an vinme kargi moiyvanon ra sheces am kous darchenas vigac unda davimatot da amati truxa deda*ცენზურა* sadaris 200 milioni daxarjuli klop ertiadgili gandzrie da vigac sakaipo dagde dacvashi da centrshi martla mometyna ukve tvini am *ცენზურა* klop is xelshi ra yvela dzlierdeba inglisshi chven vsustdebit jer lalanas tranva axalgazrdebis risi mogweva unda ver vxvdebi ra radediswiokiunda am klops ramdeniwlia ukve bervebs mishlis

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი,20:30 სთ.


  • ლესტერი
  • VS

    23.09.17


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 2:0

    19.09.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze