კოუტინიოს საგა ( ვრცელი სტატია )

ავტორი: RUSH, 11-08-2017, 20:13, კატეგორია - სიახლეები, 1 460, 26


2013 წლის იანვარში, როდესაც ჩემი პორტატული კომპიუტერის ეკრანზე "ინტერნაციონალედან" შეძენილი ტალანტის ინფორმაცია ამოტივტივდა, გავიფიქრე - Coutin-who ??? შემდეგ უკვე მივხვდი, ჩემი ქვეცნობიერი უმალ "ფლოპთან" და "ბანკროტთან" ასოცირდა, რაღა დაგიმალოთ და 10 მილიონის ნაგვის ყუთში გადაგდება დამენანა კიდეც.

ოჰ, ჩემო დღეებო, არასწორი ვყოფილვარ!

ახალგაზრდა ბრაზილილიელმა, მას შემდეგ რაც პრემიერ-ლიგური მინდვრის სურნელი შეიგრძნო, მალევე ჯარიმების ოსტატური მოთავსება, ზე-ორიგინალური პასების კეთება და კლუბზე თამაში დაიწყო. ფილის თინეიჯერული ასაკი თანდათან კონკურენტთა საჯარიმოში ყვავილობდა, ბევრჯერ Oh, what a brilliant goal-იც გვაძახებინა...

1990-იანი წლებიდან, "ლივერპული" საერთაშორისო ბაზრის დომინაციური, მომთხოვნი როლიდან გამოდის და ახლა თვითონ ხდება მოთხოვნადი. მსოფლიო კლასის მოთამაშეებმა, ვისი რეიტინგიც ბრიტანეთში ქუხდა (მაკმანამანი, ოუენი, ფაულერი), შინამეურნეობის ლოკაცია დატოვეს, 2000-იანი წლების ეპოქის ტენდენციური სვლა მასკემ, ელ ნინიომ, ალონსომ და სხვებმა გააგრძელეს და მაშინაც კი როდესაც 2014 წლის იმედიანი სეზონი დადგა, მომდევნო სეზონში, კოპიტების არმიას ლუის სუარესი გამოეთხოვა. ამ უკანასკნელის "გაკატალონიელებამ" კიდევ უფრო გაამყარა იმ ნოტაციის ადეკვატური არსებობის შესახებ, რომელიც "ლივერპულს", როგორც ძველი დიდების სტეპის ქვას, აღარაფრად აგდებდა.

მაგრამ 2015 წელს რაჰიმ სტერლინგის გასხვისების შემდეგ, მერსისპირელები "გონში" ჩავარდნენ - რობერტო ფირმინო, კრისტიან ბენტეკე, სადიო მანე და მომო სალაჰი დიადი თანხის სანაცვლოდ, კლუბის ახალ პოლიტიკას წარმოადგენდნენ; და მაინც, თუ მათი ძველი სცენა ფენომენალურ გრძნობებს არ აღძრავდა, არსებობდა მოლოდინი, მოლოდინი იმისა, რომ მოთამაშეების ასპირაციული წყობა გუნდს წარმატებას მოუტანდა.

მიმდინარე გადარიცხვის ანგარიშები, რომლებიც ნაბი კეიტასა და ვირჯილ ვან დაიკთან პირდაპირ შემხებლობაშია, მეტად პოზიტიურ განწყობილებას გვიქმნის, ეს უთუოდ ახალი მენეჯერის იურგენ კლოპის დამსახურებაა. ვან დაიკი, რომელიც ეს-ესაა ოფიციალური გამოთხოვების განცხადებით წარსდგა და ნაბი კეიტა, რომელიც იმდენად დაინტერესდა "ლივერპულით", მზად იყო თანაგუნდელიც კი მიქელ-გაბრიელთან გაეშვა. მეგობრებო და მოამაგენო, ეს ნიშნავს იმას, რომ კლუბის ავტორიტეტმა, როგორც რუსები იტყვიან, სერიოზული "ვზლიოტი" განიცადა. ჰოლანდიელის ღია წერილში, რომლის არა სრულ ვერსიასაც შემოგთავაზებთ, ვკითხულობთ:

" მე საოცრად ამბიციური ფეხბურთელი ვარ, მსურს საკუთარი პოტენციალი ევროპულ მინდვრებზე გამოვავლინო. ბოლო 6 თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ წასვლის თაობაზე, ძველ მენეჯერს, კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე, ახლა იმ ასაკში ვარ, რომ ტიტულების მოსაგებად ვიბრძოლო. "

მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელს განცხადებაში "ლივერპული" არ უხსენებია, ჩემში მაინც დიდი დოზით სენტიმენტები აღიძრა. ეს განცხადება ჩემთვის დამაჯერებელია, რომ "ლივერპული" იმ მოთამაშეების რწმენას განეკუთვნება, ვისაც ტიტულისთვის რბოლა არ აშინებს, ეს რწმენა ფაქტია, რომ "ენფილდზე" უკვე გაჩენილია. კოუტინიოს გაყიდვა, ნებისმიერ ფასად, 2014 წლიდან წარმოებული პროგრესის ერთიანი დესტრუქცია და 2014 წლის საზაფხულო ინფარქტის დეჟავიუ იქნება.

თუ "ლივერპულის" ნამდვილი ამბიცია უმაღლესი ორდერის პოზიციისკენ მიილტვის, ოფცია, როგორიც კოუტინიოა ფასდაუდებელ აქტივად უნდა აღიქმებოდეს. კლუბში ჩაბერებული ვარსკლავი, სახელად ფილიპე, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი იქნება, კოპი კი დანიშნულების ადგილი, სადაც მიზნებს უნდა მიაღწიო. ბოლო წლების "ლივერპული" კარგ მეძავეს ჰგავდა, რომელიც სექსუალური ცხოვრების "სტარტ-აპზე", გზას უხსნიდა ჭაბუკებს, ასე და ამგვარადა ბევრი "დავავაჟკაცეთ"!

პირადად მე კოუტინიოს წასვლის წინააღმდეგი ვარ. ის ტოპ-მოთამაშეა, რომელიც ტოპ ფეხბურთის თამაშს იმსახურებს; და სანამ, კლუბი ჩემპიონთა ლიგაზეა და ამავდროულად გამალებული ცდილობს კიდევ უფრო გაზარდოს კვალიფიცური მოთამაშეების სია, ამაზე საუბარი მითუმეტეს მეუხერხულება. "ბარსელონა" მიმზიდველი ბრენდია, "ბარსელონას" მიმზიდველი გეგმები და სათამაშო სტილი გააჩნია; აღნიშნული უსათუოდ მოქმედებს კოუტინიოზე, რომელსაც ბოლო-ბოლო "ჰოლივუდური" სცენისა და "კალიფორნიული" როლის შეთავსება სწადია. მას რომ სურს კატალონიურ კლუბში თამაში, ბუნებრივია; მისი ინტერესიც ბუნებრივია!

მაგრამ კლუბისთვის და კლოპის გეგმებისთვის ძალზედ საშიში იქნებოდა კოუტინიოს გასხვისება, მითუმეტეს მიმდინარე ზაფხულში. ისინი დაკარგავენ თავის საუკეთესო ფეხბურთელს, შიშველი ტანით დარჩებიან ოთხ ფრონტზე, ოთხი თასის წინაშე... 3 კვირაში გაკეთებული ალტერნატიული ტრანსფერები, რომ უკეთესის სურვილს დატოვებს, რათ უნდა საუბარი, მოკლედ სრული ქაოსი შეიქმნება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასახდელ ოთახში ფეხბურთელები არა თუ კლუბის წარმატებაზე, არამედ კარგ თამაშზე იფიქრებენ, რათა მალევე შეძლონ უფრო მაღალი დონის გრანდში გადაბარგება. თქვენ როგორ გგონიათ, სადიო მანემ მოიჭრა "ჭიპი" მერსისაიდში თუ რობერტო ფირმინომ, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში ორივე ფეხბურთელის შენარჩუნება დროის ამბავი იქნება.

შეუცვლელი მოთამაშე არ არსებობს, კოუტინიოს გარეშეც შესაძლებელია შთამბეჭდავი ფეხბურთის თამაში და მეტიც, ტიტულების მოპოვება, თუმცა საქმე რეპუტაციას ეხება, ესპანურ "მარშუტკად" ვიქეცით, რომლის რეისი ყოველ წელს ან მადრიდში ან ბარსელონაში ხორციელდება, დროა დამთავრდეს არსებული პოლიტიკა!

და ბოლოს, შენ რას ფიქრობ რიგითო სქაუზერო ?!

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

აბსოლიტურად ყველა ბერკეტი უნდა ავამოქმედოთ კოუს დასარწმუნებლად, რომ დარჩეს, ცოტა დამამცირებელი ნათქვამია, მაგრამ ფაქტია: ერთი შანსიც მოგვცეს, და თუ ეს წელიც იგივე გამოდგა მაშინ გავუშვებთ., 150 მილიონად მინიმუმ:)
თუ მაინც უარზე იყო არვიცი... ვერ ავიტან ფსიქოლოგიურად მაგას ლივერის მაისურში... თუ უარი გვტკიცა ამ წელზე)))

fromanfield
მომხმარებელი

არ უნდა გაყიდონ და ვსიო!არ გვაინტერესებს კოუტინიოს რა უნდა მთავარია ლივერპულს რა უნდა!!!!

GoGson
მომხმარებელი

პ. ს. რაშ, ფორმაში ხარ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

კარგი სტატიაა რაშ ბრავო..კოუტინიოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი ბენიტესს მიუძღვის,მართალი ხარ არავინ ვიცოდით ვინ იყო კოუტინიო და საერთოდ გაამართლებდა თუ არა მაგრამ გაამართლა და ისეთ ლიდერად ჩამოყალიბდა რომლის გარეშეც დღევანდელი ფორმაციის ლივერპული არაფერია.კოუს შენარჩუნება პრესტიჟის ამბავია უკვე,დღეს კოუ იქნება ერთი წლის მერე მანე ,ლალანა და სხვები,ჩვენ ინგლისური გრანდი ვართ და არა ფეხბურთელების საჩეკი და აღმზრდელი მანქანა რომეელიც შემდეგ სხვა კლუბში გაუშვებს მის აღზრდილს..კოუტინიო უნდა დარჩეს და ეს უნდა იქცეს კლუბის და სხვა ფეხბურთელების მაგალითად რომ მთავარი კლუბია ,ოჯახი რომელსაც ლივერპული ქვია და არა მილიონები.

firmino9
მომხმარებელი

არ უნდა გაუშვან მართლაც რო დდიდი შეცდომა იქნება

giginio
VIP Member

დროა ჩაალაგოს და წავიდეს, აქ ძალით დარჩენილი ფეხბურთელის დედა მოვ*ცენზურა*ნ, თავად სდომბია წასვლა და კარი ღიაა დადონ 150 მილიონი, იგი წავად ა სხვა მოვა, იემდია კლოპი შემცვლელს მოიყვას ად როეჯრსივით უარესებს არაა

levan.klopp
მომხმარებელი

სამწუხაროდ ეს კახპაც წავა!

Lasha badzagua
მომხმარებელი

Es celi unda darches amas cyali ar gaua exla ro gaushvat chatvale rac avacyet yvelaperi chamogveshleba

Duck.
მომხმარებელი

სუარეზსაც უნდოდა წასვლა, დე ხეასაც მანჩესტერიდან და ჯერარდიც ფიქრობდა ერთ დროს წასვლაზე, ჯერ რეალში და ჩელსიში, უნდა დავიტოვოთ აუცილებლად იქამდე სანამ პროტესტს არ გამოაცხადებს და ცალკე არ ივარჯიშებს.

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ყველა ვარიანტში უნდა დარჩეს პრინციპის საკითზია ავტორს ვეთანხმები 100%

johnson
ადმინისტრატორი

არ უნდა გაყიდონ არავითარ შემთხვევაში !!!

reversi
მომხმარებელი

ამიტო მევასები რაშ <3
4 კაცი მოვა ობამა კოშტა მოშტა ვიდალი ალკანტარა ზოგმავაბშე კეიტა და აზარი ახსენა
რეებს არ იტყვიან ხოლმე აგერ გაქცეული ვან დეიკი ვერ დაუთრევიათ რა კოშტა ობამაზე ბაზრობთ არ მესმის
მაგის გარდა ჩამოაყალიბა კაცმა ზემოთ რასაც ამდენი ხანი ვიძახი გუნდი ხარ თუ პროპკა ბლიად მოუნდება ვინმეს რომელიმე იგროკი მოვა წაგვართმევს
არ უნდა წავიდეს ჰმ სასაცილოც იქნებოდა ეს არგუმენტი სატირალი რომ არ იყოს ყველაფერი ისე რომ ხდებოდეს როგორც ყველას უნდა წარმოდგენაც არ მინდა რა ქაოსი იქნებოდა არამარტო ფეხბურთში.... არ უნდა მოანდომე მოიყვანონ დეიკი ან დე ვრეი დროზე 3-4 დღეში მოიყვანონ ნორმალური საყრდენი გორეცკა -კოვაჩიჩი ეგენიც დროზე
თან ყველაფერს თავი დავანებოთ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა გამოსასყიდი თანხის გარეშე ბევრიც არ გაატრაკოს რა თავისუფლად შეუძლია ლივერს უბრალოდ თავის სურვილზე არ გაყიდოს და აქციოს თავის მონად (როგორც ვანდეიკი სოტონმა) ამ სიტყვს სრული მნიშვნელობით მსოფლიოს წინ ასე თუ აწყობს ბაზარი არაა მაგ გნიდა ბავშვს საერთოდ მოე*ყვნება კარიერა და მომავალ წელს წავა კატალონიაში მარა უფრო ესპანიოლისკენ ;)

ყველა ჩვენგანს უოცნებია აი ლივერპულის ცეოდ გამჩIთამ რამემ ამას და ამას ვიზამ იმას დავითრევ ამას ასე გავასხმევინებ.... რამემ ლივერის ცეოდ გამჩIთა არავის დათრევა არ მინდა ამ *ლე ბავშვს მოუ*ნავ საქციელს ვინ გაგზარდა შე მუ*ელო ინტერიდან გამოგდებული ფლოპი აქციეს ეპლის ერთერთ საუკეთესო იგროკად მაშIნ ენდნენ როცა მამიმისიც არ ენდობოდა და გუნდის ხერხემლად აქციეს ამან კიდე ტრანსფერ რექუსთები და დვიჟენიები დაიწყო. ვინც ეს გაუშვა ის იყოს უკანასკნელი. ბარემ დახურონ გუნდი და მარილი მოაყარონ ენფილდზე რომ მეორედ ამისთანა *ლეობა წარმონაქმნი არ გაჩნდეს პლანეტაზე

Duck.,
ივარჯიშოს მერე ცალკე ძმა სულ წავიდეს ბრაზილიაში და დაიკიდოს მსოფლიოს წინ ტრ*კის თამაში რო დაიწყო აი მაგის გამო არის ეს გამზრ*ელ მოტ*ნული ჭკუასუსტი
შეეხვეწება კლოპს სექტემბრიდან სკამზე მაინც დამსვიო

juja
მომხმარებელი

გაორებული გრძნობა მაქვს ამ თემაზე მაგრად მევასება კოუ და მინდა რო დარჩეს მაგრამ თუ თვითონ უნდა წასვლა (და მგონია რო ეგრეა) გ*ცენზურა*ას!!! ვისაც ჩვენთან არ უნდა
არც ჩვენ გვჭირდება, დარჩეს ერთი სეზონი მოიგოს რამე და თავაწეული წავიდეს

Logan
მომხმარებელი

dedasshevecci cota imedi gagvichndeba rom iqneb rame vqnat da vis imedzec vart yvelani garbian amati dedaasssshevecccciii
gaaajmevinet am *ცენზურა* bavshvs agar davinaxo gundshi

avto9
მომხმარებელი

საუკეთესო სტატია ბრავო რაშ..

chipe888
მომხმარებელი

მაგრად ტეხავს რო ასეთი ფეხბურთელების იმედი გაქვს და გვინდა რამე მოვიგოთ.ეს რო სულს დაგულს ჩადებს საქმეში აი მესმის პროფესიონალიზმი. ვაფშე ძირითადი არ უნდა ანახო ამას უნდა ახეხინო სკამი ან ვაფშე წყალი მოატანინონხოლმე და მორენოს ტრუსები გარეცხინონ. მსოფლიოზე რა ჩემს ყ. იზავს მაგასაც ვნახავთ. ამის უმადური დედა ვატირე

Shako13
მომხმარებელი

ძალით დატოვეს სუარესიც 13/14სჰი ტორე ეგეც არსენალსჰი გადავლაზე იკლავდა თავს

liverpool777
მომხმარებელი

არ უნდა გაუშვან არავითარ შემთხვევაში.

gio-torres
მომხმარებელი

იმ 100 მილიონს ჯობია დატოვონ ლივერპულში და სკამზე მოსვაან. ცუდი მიდგომაა, მაგრამ ერთხელ მაინც მოუწევთ ამის გაკეთება და ეს არამარტო ლივერპულმა უნდა გააკეთოს არამედ სხვა პრემიერლიგის გუნდებმაც, რომ ბარსელონას და რეალს აჩვენონ რისი გამკეთებლები არიან.
სხვა შემთხვევაში ასე დაუსრულებლად გაგრძელდება. გაზრდის , ჩამოაყალიბებს ვარსკვლავად ლივერპული და მანჩესტერი და შემდეგ რეალი და ბარსელონა ამით იგებენ ტურნირებს.

Logan
მომხმარებელი

am yvelapris mere manchesteri agar mezigeba. barcelona shens damaarsebels moudgan patroni

ara mainc mezizgeba manchesteri

RoML
მომხმარებელი

სუარესი მოვინელეთ ეს ვინ ჩემი ... მასთან შედარებით პროსტა საქმე სუ სხვა რაღაცაშია რო გაქ ამბიცია ტოპ გუნდობაზე ყოველ წელს ლიდერს არ უნდა ყიდიდე !!!!!!!! პორტო ხო არ ვართ ან აიაქსი ეს დედა ნაქაჩი .. უნდა მორბოდნენ აქეთ და პირიქით გარბიან ამ მფლობელების დედას რა ვუთხარი ამ პოლიტიკისთვის .. ძალიან დიდი რევოლიუცია უნდა ამათ მიტინგები ლივერპულში სასწრაფოდ გა*ცენზურა*ან ამათმა

beini
მომხმარებელი

ნახუიი 100 მილიონიც და 150 იც, პრინციპსი ამბვია, მოკვეთონ გუნდიდან და 1 წელი დასაჯონ, და მერე გ*ცენზურა*ას მაგ გველმა. და ფანებიც კმაყოფილები დავრჩებიტ, და თუ გაყიდეს მაშინ ჩვენი თავმოყვარეობა მაგრად შეილახება და ყველას გული აუცრუვდება.

gio_chyoi
რედაქტორი

აქ პრობლემა ისაა რო ცოტა დრო რჩება ტრანსფერებისთვის. თუ წასვლას აპირებდა აქამდე ვერ გ*ცენზურა*ა მაგ დედა მოტყ ნულმა ფეხბურთელმა? არ უნდა გაუშვან და თU საჭიროა დაალპონ სკამზე ამის ხამი დედას შევ ეცი მე. და თუ გაყიდვა დააპირეს კიდე 150 მილიონ ფუნტზე ნაკლები შემოთავაზება არც უნდა მიიღონ

Ynwa Scousers
მომხმარებელი

სასტიკი წინააღმდეგი ვარ ამ ბიჭის გაყიდვის წასვლა უნდა? კატეგორიულად მოითხოვა? დასვით სკამზე და ლოჟიდან აყურებინეთ მთელი სეზონი თამაშებს ეხლა ნუ გამომიხტებით და დამიწყებთ არ გვაქვს მაგის ფუფუნებაო სულ რომ ათი კაცით მოგვიწიოს თამაში არ უნდა ვაფიქრებინოთ რომელიმე ფეხბურთელს რომ კლუბზე დიდია, მითუმეტეს რომ ამის გაყიდვიდან აღებული ფულით მაინც არავის მომყვანი არაა ჰენრი და კლოპი

liverpool3333
მომხმარებელი

წელს გააჩერონ და მომავალ წელსსაც ჩვენთან ერთად იქნება იმიტომ რომ ბარსელონა ნეიმარის ალტერნატივას ეძებს დაარა უბრალოდ ფეხბურთელს და ასე რომ წელს მის შემცვლელს აუცილებლად დაიმატებენ და მომავალ წელს ეგეთი ზეწოლა არ იქნება და არც ამდენის გადამხდელები არიან

gacherdiiii123
მომხმარებელი

fromanfield,
ძალით დატოვებული ფეხბურთელი რად გვინდა? :D

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze