ერთი ყველასათვის და ყველა კოუტინიოსთვის

ავტორი: Jolliroger, 13-08-2017, 08:51, კატეგორია - სიახლეები, 1 244, 28


მოგესალმებით ძვირფასო "სქაუზერებო" და არამხოლოდ წითელი სენით დავადებულო მკითხველნო. დღეს პირველად ვისარგებლებ მონიჭებული უფლებით, ვიყო ავტორი საიტზე და მინდა ეს "პრივილეგია" გავხსნა კოუტინიოს შესაძლო ან შეუძლებელ ტრანსფერზე საუბრით. ვის ვის და აი ჩვენ ("სქაუზერებს") დაგვაწყდა ნერვები, თვალები და შესაძლოა სხვა კიდურებიც თემის გარშემო ნერვიულობით - გთავაზობთ ანალიტიკურ მიმოხილვას.

პირველად ჯერ კიდევ რამოდენიმე წლის წინ გააქტიურდა კოუტინიო-ბარსელონას "ქეისი", მაშინ როდესაც  ჯერ ისევ ცდილობდა ფრენას ხავი (გნებავთ ჩავი) - ინიესტას დუეტი, ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი რონალდინიო, რომელსაც დიდად არავინ არაფერს ეკითხებოდა, წარსდგა პირველყოფილი უბიწოების იერით მედიის წინაშე და აღმატებით ხარისხში გვამცნო საწითლეთს, რომ კოუტინიო იდეალურად ჩაანაცვლებდა ხავის. მაშინ ლივერპულის გულშემატკივართა უდიდესი ნაწილი გაგებით მოეკიდა, ნამუსჰყო პირველყოვლისა საკუთარი თავი და დიდად არ გამოულანძღავს ბრაზილიელი შემტევი.  

წლების შემდეგ დაბერდა ინიესტაც და ნელ-ნელა ნეიმარისა და კოუტინიოს ახლო მეგობრობაზე ალაპარაკდა მედია, გაუგებრად დარჩა რას აკეთებდა შარშან ლონდონში სუარესი, რომელთანაც ასევე კარგი მეგობრობა აკავშირებს ფილიპს, რიტორიკა კი უფრო ჯიუტი აღმოჩნდა და უკვე გასული ზამთრიდან მოყოლებული კვირაში ერთხელ, რომელიმე გამოცემა მაინც წერდა, რომ "კოუტინიოს ბარსაში ელიან", "კოუტინიოს ბარსაში სურს", "კოუტინიოს ნეიმართან ერთად უნდა თამაში". "კოუტინიოს კამპ ნოუ ელის" ....
ვისაც არ ახსოვს, როგორ გადავიდა ჯერარდი ერთდროულად "ჩელსიში", "რეალსა" და "მილანში", მათთვის დღევანდელი სიტუაცია დამთავრებული ამბავია და იმედგაცრუებულია - თუმცაღა კოუტინიოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის არცთუ ცხოველურ ინტერესს გამოხატავს ბარსასადმი და ეს აიხსნება იმით, რომ ის ლივერპულში საკმაოდ ბედნიერია, მას უყვარს გუნდი, ფანები და თავისი საქმე.

რას აკეთებს მედია?! მედია ცდილობს გამოიწვიოს გულშემატკივრების გაღიზიანება და შესაშური ენთუზიაზმით წერს, რომ ფილი უკვე "შემოწმებას გადის", "ბარსა ფასზე შეუთანხმდა ლივერპულს", "რაკიტიჩში ცვლიან", "70 მილიონი და არდა თურანი კოუს სანაცვლოდ" და ბოლო ასე ვთქვთათ ჟანრის კლასიკა იყო, ის რომ "ფილმა ტრანსფერზე დაყენება მოითხოვა" .

საქმე იმაში კი არ არის დატოვებს თუ არა "ლივერპულს" კოუტინიო ?! საქმე იმაშია, რა გვეშველება იმ შემთხვევაში თუკი "ბარსელონა" მიაღწევს თავისას და წაიყვანს კოუტინიოს, ვინ ან როგორ შეავსებს 10 ნომრის პოზიციას.  

პირველ რიგში შეუცვლელი არავინაა, მეორე ის რომ გუნდს სათავეში უდგას კლოპი და როჯერსისგან განსხვავებით ერთი ფეხბურთელის დაკარგვით, ერთბაშად 6 საფეხურით არ დაქვეითდება წლის ბოლოს ცხრილში. შეიცვლება ტაქტიკა, სათამაშო სქემა და იმის გათვალისწინებით, რომ ლალანაც დამტვრეულია, ხოლო ფირმინოს მარგი ქმედების კოეფიციენტი 10-იანის პოზიციაზე არცთუ შესაშურია, ვინმეს დავიმატებთ და ეს ვინმე როგორც უმრავლეს შემთხვევაში ხდება ხოლმე, აუცილებლად იქნება მაღალკვალიფიციური "დეგენერატი", რომელსაც თავმოყვარეობა არ ეყოფა ითამაშოს ფეხბურთი ან სულ მცირე ხელი მაინც არ შეუშალოს სხვებს ამის კეთებაში.
 
ვიცით ეს, ნანახი კინოა, წაკითხული წიგნია, განცდილი იმედგაცრუებაა და აქედან გამომდინარე დაძაბულები ვადევნებთ თვალყურს საინფორმაციო საააგენტოებს, რაიმე სასიხარულო ინფორმაციის იმედით. ასეთი ინფორმაციები ნაკლებად იქნება, რადგან ყველას აწყობს სიტუაციის კიდევ უფრო დრამატიზირება. ესეც ჟანრის კლასიკაა და მას "პური და სანახობა" ქვია.

კოუტინიო არ გადავიდა "ბარსელონაში" შარშან ზაფხულს, არ გადავიდა ზამთრის სატრანფერო ფანჯრის დროს, არ გადავიდა მაშინ, როდესაც მისი საუკეთესო მეგობარი ჯერ ისევ თამაშობდა ბარსაში, საერთოდაც მას მანამდეც, ნებისმერ წუთს შეეძლო გადაწყვეტილება მიეღო და დაეტოვებინა ნისლიანი კუნძული და ახლა მითუმეტეს რთულია პროგნოზის გაკეთება რა მიზეზით უნდა გადავიდეს. მაშინ, როცა "ბარსელონას" ჰეგემონია სულს ღაფავს და კარგავს პოზიციებს მოწინავე გრანდებს შორის.

ჩვენთან არს კლოპო. კლოპომ არაოოო !!! მადლობა ყურადღებისთვის.

კომენტარები


Jolliroger
ჟურნალისტი

პ.ს ტელეფონით ვიჩალიჩე და თუ გამეპარა შეცდომა ამ ერთხელ მომიტევეთ

sosoia.liverpool
მომხმარებელი

ციტატა: Jolliroger
პ.ს ტელეფონით ვიჩალიჩე და თუ გამეპარა შეცდომა ამ ერთხელ მომიტევეთ

Kaia brat mase gaagrdzele koutinii chventan rcheba xo?

chipe888
მომხმარებელი

Jolliroger,
გილოცავ და მადლობა კარგი სტატიაა! კოუს რაც შეხება უკვე ტვინი წაიღო მაგ ბიჭმა. თუ მიდის ან თუ არ მიდის გამოვიდეს დათქვას.არ მგონია რომელიმე ლივერპულის ბანაკში აწყობდეს ვინმეს სკაუზერების ნერვების მოშლა და რომ არ გამოდის და არაფერს ამბობს ვფიქრობ წასვლა უნდა.მე ვამბობ რომ არ უნდა გაუშვან და არც უნდა ათამაშონ.თუ ის ექცევა კლუბს და გულშემატკივარს უნამუსოდ,დროა კლუბმაც რაღაც ქნას.პირველი შემთხვევა რომ იყოს კიდე იტყვის კაცი გაუშვანო მარა სულ ესე ხდება. მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და მაგარი დასჯა გამოვა. ერთხელ და სამუდამოდ ეცოდინება ყველას ვისაც რაღაც პასუხისმგებლობა აქვს კლუბის წინაშე რომ ვერ დაიკიდებენ და თუ დაიკიდებენ აქეთ იქნებიან დაკიდებულები. ლივერპული მეტია ვიდრე კოუტინიო,კლოპი,სუარესი და ა.შ. არავის აქვს უფლება უპატივცემულოთ მოექცეს კლუბს და მის ბალეშიკებს. იმედია ამაზე ნაფიქრი აქვთ და ესეც მოიქცევიან. სულ რო ჩემპიონშიპში გავარდეთ ესე უნდა მოხდე.პრესტიჟის ამბავია და ყველას ექნება იმის განცდას რო ფეხბურთელს სანამ დაუკავშირდებიან უნდა გაითვალისწინოს კლუბის ინტერესი

Jolliroger
ჟურნალისტი

sosoia.liverpool,
სოსოია , არამგონია გადავიდეს , ყველაფერი ჩაწყობილი შოუა :D სუნი ასეთი ასდრის ყოველშემთხვევაში

Logan
მომხმარებელი

ციტატა: chipe888
Jolliroger,
გილოცავ და მადლობა კარგი სტატიაა! კოუს რაც შეხება უკვე ტვინი წაიღო მაგ ბიჭმა. თუ მიდის ან თუ არ მიდის გამოვიდეს დათქვას.არ მგონია რომელიმე ლივერპულის ბანაკში აწყობდეს ვინმეს სკაუზერების ნერვების მოშლა და რომ არ გამოდის და არაფერს ამბობს ვფიქრობ წასვლა უნდა.მე ვამბობ რომ არ უნდა გაუშვან და არც უნდა ათამაშონ.თუ ის ექცევა კლუბს და გულშემატკივარს უნამუსოდ,დროა კლუბმაც რაღაც ქნას.პირველი შემთხვევა რომ იყოს კიდე იტყვის კაცი გაუშვანო მარა სულ ესე ხდება. მსოფლიო ჩემპიონატი მოდის და მაგარი დასჯა გამოვა. ერთხელ და სამუდამოდ ეცოდინება ყველას ვისაც რაღაც პასუხისმგებლობა აქვს კლუბის წინაშე რომ ვერ დაიკიდებენ და თუ დაიკიდებენ აქეთ იქნებიან დაკიდებულები. ლივერპული მეტია ვიდრე კოუტინიო,კლოპი,სუარესი და ა.შ. არავის აქვს უფლება უპატივცემულოთ მოექცეს კლუბს და მის ბალეშიკებს. იმედია ამაზე ნაფიქრი აქვთ და ესეც მოიქცევიან. სულ რო ჩემპიონშიპში გავარდეთ ესე უნდა მოხდე.პრესტიჟის ამბავია და ყველას ექნება იმის განცდას რო ფეხბურთელს სანამ დაუკავშირდებიან უნდა გაითვალისწინოს კლუბის ინტერესი

2022 wlamde unda datovon sanam kontraqti ar amoewureba da arc unda atamashon da vapshe chaklan talantad. amis girsia es nabozvari bavshvi

da mere kide wava 30 wlis rom iqneba braziliashi dabrundeba

chipe888
მომხმარებელი

Logan,
100%

Jolliroger
ჟურნალისტი

chipe888,
ჩიპე რა აგრესული ხარ :D :D ცივილიზებულ სამაყროში ასე არ ხდება . )))))

Logan
მომხმარებელი

ციტატა: Jolliroger
chipe888,
ჩიპე რა აგრესული ხარ :D :D ცივილიზებულ სამაყროში ასე არ ხდება . )))))

da civilizebul samyaroshi sheidzleba chveni amdeni nerviuloba?

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Jolliroger,
წარმატებები ძმა.მალე დაგეწეროს რომ ერთხელ და სამუდამოდ კოუ რჩება

chipe888
მომხმარებელი

Jolliroger,
ნერვების ამბავია.ერთი იყო ნორმალური გუნდში,იმედი გაჩნადა და წასვლა უნდაო.ბოლო პერიოდში ლიგაზე გასვლაც ვეღარ გაგვხარებია.წინაზე გავედით სუარესი წავიდა ახლა ამას ეჩალიჩებიან.ხო უნდა დამთავრდეს როდისღაცა ესეთი რაღაცები.
არავის ცუდი არ გამხარებია და არც გამიხარდება უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რო კლუბმა რაღაც უნდა გაკეთოს.სახო დასაჯეს ხუმრობის გამო და ვინმეს პრივილეგია აქვს გუნდში

Jolliroger
ჟურნალისტი

chipe888,
ვერ დასჯი ფეხბურთელს იმის გამო , რომ კლუბის გამოცვლა უნდა

gio_chyoi
ჟურნალისტი

კოუტინიოს წასვლით არამგონია ტაქტიკაში რამე შეიცვალო და ისე მგონია რო დატოვებენ მაინც რა

RUSH
რედაქტორი

ჯოლი კაი კაცი ხარ, გრამატიკა დალნეიში, ლიშნი ხუია, მაგას გავასწორებთ - კოუტინიოც კაი კაცია, პროსტა ნუ გაგვაბოროტებს, თორე პად ზამასკუ ყველა საშიშია ;))

chipe888
მომხმარებელი

Jolliroger,
გასაგებია რო კლუბის გამოცვლა უნდა მარა არ გაეფორმებინა ახალი კონტრაქტი ან წასულიყო ადრე ვინ დაუშალა.ესეთ დროს წასვლა უნდა ეგრე სადაა. თან კონტარქტში არაა გამოსასყიდი თანხა და კლუბზეა დამოკიდებული გაუშვებს თუ არა.ნეიმარის ტრასფერის დროს ბარსა წამგებიან სიტუაციაში იყო,თანხა იყო კონტრაქტის გამოსყიდვის. კონტრაქტს ვერ დარღვევს და ერთი ვარიანტი რჩება კლუბმა უნდა იჯიგროს და ორმხრივი შეთანხმებით უნდა გაუშვას. წამგებიან სიტუაციაში ჩავარდებით.ესენი ვერავის მოიყვანენ ნორმალურს და შეიძლება ჯგუფში(თუ გავედით) ჩვენთან მოხვდეს ან მერე შეგვხდეს.კონკურენტს გავაძლიერებთ და ჩვენ დავსუსტდებით.ამაზე დიდ ყ.... ვერ გაკეთებენ. თუ დატოვებენ როგორ უნდა ენდო ტიპს რომელიც ასეთ სიტუაციაში გაგდებს და მერე არ უშვებ. მე არ ვიცი ეს როგორ მოხდება და თუ ვინმე მეტყვის კარგი იქნება.მე რა მაგის ჯინი კი არ მჭირს

Jolliroger
ჟურნალისტი

აუ მეორე სტატია ვიჩალიჩე ასევე ტელეფონით და წამიშალეს - რის გამო ნეტა :D

2 საათი ვწვალობდი და ადგენენ და მარტოვად წასშალეს - განა დახურეს , ეგრევე წაშალეს , რა სტრანნი ადმინისტრაციააა

DIVOK ORIGI 007
VIP Member

Jolliroger, წავიკითხე შენი სტატია ალბათ იმიტომ წაგიშალეს რომ ძანნ სუბიექკტური იყავი:დ და არიყო ცუდი სტატია მაგრამ ცეტრალური მცველი არგვჭირდებაო რომ თქვი აი მაგ გავჭედე ცოტა ობიეკტურობა აკლდა შენ სტატიას ჩემი აზრით

Jolliroger
ჟურნალისტი

RUSH,
მადლობა - რა არიც იცი ?! ჯერ ის რომ ტელეფონით ვწერდი და თანაც წლებია ვწერ, მაგრამ უფრო პოლიტიკაზე , სხვა ენაა , "სხვა გრამატიკაა" საჭირო შეიძლება ასე ითქვას - ცოტა გამიჭირდა ადაპტაცია

DIVOK ORIGI 007,
ხო აი მაგის გამო თუ წაშალეს - საერთოდ არ დავწერ არასდროს და არეფრს ! მარტივად აიხსენბა , ვწერ ჩემ ხედვას , ვუკეთებ ანალიზს , ზოგადად თავად ანალიტიკა როგორც წესი სუბიექტურა ხოლმე - ჟურნალისტი ვარ , რა გასაკვირია რომ ფეხბურთზე ვწერ საკუთარი მოსაზრების მიხედვით და ვაწყობ სტტაიას?! , რა სისულელეა ამის გამო თუ წაშალეს , მართლა აღარსდროს დავწერ ! ასეთი დებილი არამგონია რომელიმე ადმინისტრატორი იყოს .

GoGson
მომხმარებელი

ძალიან კარგი სტატიააა))))))) კარგია ოპტიმიზმი, მაგრამ კოუ არ დარჩება და ჯობია შევეგუოთ ( და მოულოდნელი დარჩენა გაგვიხარდეს, ვიდრე პირიქით)

Mycroft
მომხმარებელი

სუბიექტური მოსაზრებების საწერად ვფიქრობ ფორუმები და ბლოგის ტიპის საიტები არსებობს, ან სულაც კომენტარები. ყველა ჟურნალისტმა ერთი და იგივე თემაზე თუ წერა თავისი სუბიექტური მსჯელობა და ანალიზი გალამაზებულ ფორუმ.გეთ იქცევა. P.S ეს სტატია ნამდვილად კარგია და წარმატებები ! peace 4

DIVOK ORIGI 007
VIP Member

Jolliroger,
ხო ვიცი რომ შენ აზრს აფიქსირებ და საკმაოდ ხარისხიანად მაგრამ ტექსტში ცოტა რასიზმიც იყო შეიძლება ეგ არ მოეწონათ მაგრამ როცა ჟურნალისტი ხარ ნუ მარტო შენი აზრის დაფიქსირება არ გევალება ანუ მოკლედ რომ ვთქვათ უცხოური საიტებიდან უნდა თარგმნო "ლივერპულის" შესახებ ახალი ნიუსები.

firmino9
მომხმარებელი

ძან მაგარი სტატიაა მაგრამ მაინც მგონიაა რო წავა 12

Jolliroger
ჟურნალისტი

DIVOK ORIGI 007,
ჩრდილო კორეაში ვართ ?! - სად იყო რასიზმი ?! ზანგი საერთაშორისო სიტყვაა ))) ჩემ ზანგ მეგობარსაც ზანგოს ვეძახი , იმის მეგობრესაც ზანგოთი მივმართავ . კონტექსტს გააჩნია ))) ორმეტრიან მოხეულ ზანგს ადვილად ვერ გადააფრინდები თავზე - არაა რასიზმი . ამ დამპალ ფერდაკანიან მუტრუკს ადვილად ვერ გადააფრინდები თავზე - რასიზმია !!!
ასევე არ ვიცი რამდენად შორს ხარ წასული და ჩახედული ხარ თემაში , მაგრამ თანამედროვე სტანდარტებით , რომელიც სულაც არ არის უახლესი და აგერ უკვე 2009 -2010 წლებიდან შეიმჩნევა - ასეთი შენი თქმით ბლოგერული სტილის სტატიები ცხვება და იდება , სხვადსხვა საიტებზე - რუსეთშიც კი .

Javaxa
ადმინისტრატორი

Jolliroger,

ვაფასებ შენს შრომას მეგობარო, მაგრამ როცა ასეთ საპასუხიმგებლო სტატიის დაწერას იწყებ ბევრი მოგეთხოვება. პირველ რიგში ლივერპულის საიტზე სიტყვა მანჩესტერი აღიზიანებს ხალს და შენ მანჩესტერის მწვრთნელი და ფეხბურთელები გყავდა მოყვანილი მაგალითად. მეორე, ძალიან ბევრი სტილისტური შეცდომა იყო დაშვებული და მესამე ანალიზი არ იყო მაინც და მაინც მყარი. მოკლედ, ბლოგს უფრო ჰგავდა ვიდრე სტატიას.

Jolliroger
ჟურნალისტი

Javaxa,
გუგა მყავდა გაფრთხილებული , ტელეფონით ვჩალიჩობდი ,(თან გადარბენაზე ვარ ქალაქში ვმოძრაობ ) - იცი რა ანალიზი იყო , იმისა რაც ხდება დაცვაში და ზოგადად დაცვის თამაშზე იყო მოყვანილი ინფორმაციები , ისეტი რაც სხვამ შეიძ₾ება არ იცის - მანჩესტერის ფეხბურთელები და მწვრთნელი მყავდა ნახსენები და არც მაინდამაინც დადებით კონტექტსში , არ ვიცი რამდენად გაქვს იუმორის გრძნობა , მაგრამ იყო მიჯმითი ხასიათის დაფარული ქვეტექსტი . მოდი როგორ მოვიქცეთ იცი ? სხვა დროს ნუ წამიშლი რამე თუ არ მპოგეწონება , რადგან მე ძალიან ბევრი ვიწვალე ტელეფონით ამის ასაკრებად და შენ ფაქტიურად უაპელაციოდ წაშალე , როცა თავისუფლად შეგეძლო დაგემალა სტატია და არ გამოგეჩნა - მოგეწერა ჩემთვის , რა არ მოგეწონა , რა უნდა გამეთვალისწინებინა და ვფიქრობ მივაღწევდით კონსესუს . კვლავინდებურად ვიტოვებ იმედს , რომ ჩრდილო კორეაში არ ვართ და რაც ყველაზე მთავრია , ერთ და გასაგებ ენაზე ვსაუბრობთ .
პ.ს
რაც შეეხება ჩემო მეგობარო შენიშვნას ბოლგურ სტილთან დაკავშირებით - ახალი სტანდარტია , ვახსენე კიდეც , სპორტული მიმოხილვები და ანალიტიკა , კი არა წარმოიდგინე პოლიტიკური ანალიზიც კი ონალინ მედიაში ამ სტანდარტზეა გადმოსული - წლებია ვწერ , წლებია ვმუშაობ , როგორც კამერის წინ , ისე მის უკან და თუ ჭიპი არა ნეკა თითი მაინც მექენბა ჩადებული ამ საქმეში - სწორად გამიგე , არ დავწერ ისეთ , რამეს რაც არ ვიცი და რაშიც დარწმუნებული არ ვარ .
ხლა ჩვენ შეგვიძლია ვიდეოთ და გავაგრძელოთ გარჩევა , მაგრამ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე , სხვა დროს ასე უაპელაციოდ და #ეზე დაკიდებით ნუ მოექცევი სხვის ნაშრომს - დამატყდა თითები სანამ 3000 + სიტყვიანი სტატია ავაწყე Iphone 5 ზე - puffin-ით . მადლობა , ნახვამდის ,.

Javaxa
ადმინისტრატორი

გასაგებია, იწვალე მაგრამ არაფრის მომცემი სტატია იყო. ბოდიში სიახლის წაშლისთვის მაგრამ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა :) და ამას ვერ გავექცევით. ანალიზი იყო ძალიან სუსტი, ძალიან. მე პირადად მანდ ვერაფერი დავინახე, თანაც ამგვარი სტატიები იყო უკვე საიტზე და გამეორება ცოდნის დედაა ამ შემთხვევაში არ გამოდის. თუ გინდა ამგვარი სტატიები წერო, კი ბატონო, მაგრამ ამისთვის მყარი არგუმენტები და მცირეოდენი ავტორიტეტი მაინც გჭირდება. ასე ადგე და მეორე სტატიაზევე გუნდის შენებური ხედვა დაიწყო მიუღებელია. დაწერო, აქვეყნო რაც გინდა ბლოგზე ხდება, გითხარი კიდეც უკვე. ბიჭებმაც მოგცეს შენიშვნები, გადახედე მაგასაც და გაითვალისწინე.

Jolliroger
ჟურნალისტი

Javaxa,
მართლა მგონია , რომ ის ენა რაზეც მე და შენ ვსაუბრობთ ერთი და იგივეა - არ მსურს ასე დაუსრულებად კამათი . მარტივია ჩემი პრეტენზია - ასე უაპელაციოდ და გაუფრთხილებლად არ შეიძლება ადამიანის ნაწვალების #ეზე დაკიდება , რა ვქნათ ჯავახ , ძმაო დაუსრულებლად ვწერიოთ არგუმენტები ? - დაგეტოვებინა 1 საათით და ვნახავდით ვის მოეწონებოდა და ვის არა )))) ავტორიტეტი უნდა გქონდეს , რომ მეუბნები ,მაშინ , მოდი ისეც მითხარი მცდარი და ალოგიკური რა მეწერა , მე უავტორიტეტოს. დავწერე ზემოთ - ჭყპ - დონის სპორტული საიტი კი არა , სერიოზული ონლანინ გამომცემლობები არიან ახალ სტილზე გადასულები - რასაც შენ ბლოგერობას ეძახი - ცალკე პრობლემაა როცა ვერ არჩევ , მაგრამ მაგაზე სხვა დროს . შედი და გადახედე , აიპიენის , ექსპრესნიუსის საიტებს და გადაავლე თვალი სტატიებსაც . ანალიტიკა სუსტი იყო , რკინის , რკინა-ბეტონის თუ ალმატურის , უკვე მკითხველი გადაწყვეტდა . მე ვარ ჯავახა , ია სკაზალ , ზნაჩიტ ბოგ სკაზალ , ეგრე არაა ძმაო :*

https://www.facebook.com/kvipriane აქვე ჩემი ფეისბუქის გვერდი . და ასე საჯაროდ განხილვა ცოტა უფრო ცივილურ ფორმებში გადავიყვანოთ , თუ არ შეწუხდები . თან რაღაცეები ვერ გავიგე ადმინ პანელში და უნდა გკითხო

DIVOK ORIGI 007
VIP Member

Jolliroger,
შენი ჯინი არამაქ კარგად წერ უბრალოდ ძაან სუბიეკტური ხარ მეც დავწერე რამდენიმე თვის წინ ასეთი შიინაარსის სტატია მაგრამ მივხვდი რომ სიახლეს არ ჰქონდა მყარი არგუმენტი ეს ერთი მერე მეორე აქ ხალხს უფრო მრავალფეროვანი სტატიები უყვარს შენ კი მთლიანად შენი აზრი მოახვიე სტატიას ცოტა ობიეკტურობა გმართებდა ხო და ხალხს უფრო მოსწონს მნიშვნელოვანი სიახლეები გუნდზე როგორ სატრანსფერო ისიე სხვა შინაარსის სიახლეები გირჩევ დადო ესეთი სიახლეები ხალხს უფრო მოსწონს რაც შეეხება რაზისმს ზანგი არაეთიკური სიტყვაა . შავკანიანი აი ეს შეიძლება. პ.ს გთხოვ იუნაიტედს ნუღარ ახსენებს ეს ხალხს აღეზიანებს.

ლევან არჩუაძე
მომხმარებელი

ციტატა: Jolliroger
პ.ს ტელეფონით ვიჩალიჩე და თუ გამეპარა შეცდომა ამ ერთხელ მომიტევეთ

შეცდომა ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში მთავარი შინაარსია. პროფესიონალი ჟურნალისტი რომ ყოფილიყავი, კრიტიკის ქარცეცხლში გაგახვევდი, მაგრამ ახლა ბრავოს მეტს ვერაფერს გეტყვი. კარგი სტატია იყო და უნდა აღვნიშნო, ბოლო პერიოდში მწერლები მაოცებთ... საუკეთესო სპორტულ ვებ-გვერდად ჩამოყალიბდა ჩვენი liverpoolfc.ge, ბარსამანიას შემდეგ... ეს, რა თქმა უნდა, ცინიკურად :DDDD

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 18:00 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    19.08.2017


  • კრისტალ პალასი

მიმოხილვა


  • ჰოფენჰაიმი
  • 1:2

    15.08.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ჰოფენჰაიმი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze