"ლივერპული" : "არსენალი" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 27-08-2017, 22:21, კატეგორია - სიახლეები, 1 368, 16


პრემიერ ლიგის მესამე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "არსენალი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე ძალიან 4:0 გაანადგურეს.

"ლივერპული" : კარიუსი - გომესი - მატიპი - ლოვრენი - მორენო - ემრე(84' გრუიჩი) - ჰენდერსონი - ვეინალდუმი - სალაჰი - მანე(74' სტარიჯი) - ფირმინო(80' მილნერი).

აღნიშნული შეხვედრა "ლივერპულმა" ოდნავ შეცვლილი შემადგენლობით დაიწყო. პირველივე წუთებიდან საქმეში ვიხილეთ ჯო გომესი, ლორის კარიუსი და ალბერტო მორენო. როგორც გაირკვა, სიმონ მინიოლეს კლოპმა უბრალოდ დასვენების საშუალება მისცა, ენდი რობერტსონი კი სულ ცოტა ხნის წინ მამა გახდა.

გადავიდეთ უშუალოდ მატჩზე - ის თავიდანვე "ლივერპულის" სრული დომინირებით დაიწყო და უკანასკნელ წუთამდე თამაში სწორედ "წითლების" კარნახით მიმდინარეობდა.

ანგარიში მე-17 წუთზე რობერტო ფირმინომ გახსნა, რომელმაც ჯო გომესის ჩაწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა მეტოქის კარში. მე-40 წუთზე კი ბრაზილიელმა აქტივში უკვე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, გოლი კი სადიო მანემ გაიტანა. შესვენებაზე "ლივერპული" ორ ბურთიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმი კვლავ მერსისაიდელთა დომინირებით წარიმართა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ "არსენალს" რეალური საგოლე მომენტი ფაქტობრივად არც შეუქმნია. ამის მიუხედავად, საკმაოდ არადამაჯერებლად გამოიყურებოდა მასპინძელთა კარის დარაჯი - ლორის კარიუსი.

მატჩის 57-ე წუთზე, სხვაობა განამადგურებელი მოჰამედ სალაჰმა გახადა. ეგვიპტელმა ვინგერმა მეტოქის ცუდი თამაშით ისარგებლა და "ლივერპულის" მაისურით კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლო.

შეხვედრაში საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შემოსულმა დანიელ სტარიჯმა დააფიქსირა, რომელმაც სალაჰის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით აიღო ჩეხის კარი. დარჩენილ დროში "წითლებს" კვლავ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა სტუმართა მეკარე მოწოდების სიმაღლეზე იყო.

საბოლოოდ "ლივერპულმა" 4:0 მოიგო და უშუალო კონკურენტთან საჭირო 3 ქულა მოიპოვა. ახლა სანაკრებო პაუზაა, რომლის შემდეგაც კლოპის შეგირდები "სიტის" დაუპირისპირდებიან.


 სტატისტიკა

"ლივერპული"

"არსენალი"
49%
ბურთის ფლობა
51%
18
დარტმა
8
10
კარში დარტყმა
0
4
კუთხური
3
3
თამაშგარე
5
6
ჯარიმა
9
2
ყვითელი ბარათი
4
81%
პასების სიზუსტე
81%

 

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

გილოცავთ ძმებო სიტის მოვუგოთ და მერე იწყებს არდავიწყება

YNWAPhoenix
VIP Member

liverpool-fan,
uproblemod mougebt magat tamashs gagvixsnis da mand moetyneba gvardiolas catalonieli deda

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ბრავო, ბრავო ბიჭებო!!! ყველამ ძალიან მაგრად ითამაშა, აი ყველამ, ვერავის გამოვყობ... გარდა კარიუსისა რათქმა უნდა, ეგ ბიჭი სხვაგან არის, აშკარად სხვაგან.

gio_chyoi
რედაქტორი

სირვხვილია მართლა სირცხვილია არსენალი რო ხარ და კარში რო ვერ ურტყავ. ყველაზე სამარცხვინო გუნდია. სალაჰზე ხო ვამბობდი დრო სჭირდევათქო თამაშიდან თამაშამდე მოუმატებს ეგ კაცი. დღესაც გოლი პლიუს საგოლე გააკეთა.
შემდეგ თამაშს რაც შეეხება დიდი შანსი გვაქ მოგების. არაა სიტი მაგარ ფორმაში ბოლო ორივე თამაში დამატებით დროში გადაარჩინა. მოკლედ სიტისაც თუ მოვუგეთ ძაან სერიოზული განაცხადი იქნება

ThisIsAnfield
მომხმარებელი

gio_chyoi,
ბაზარი არ არი, მეც მაგას გავყვირი...სალაჰს დრო ჭირდება და მიუხედავან მაგისა ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს და საკმაოდ პროდუქტიულია. გოლს პლიუს პასს, რომ თავი დავანებოთ არსენალის უკანახაზელი არ დატოვა, რო ბურთი არ მოეპარა...კიდე მოუმატებს სალა და მანე ფირმინოსთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო თავდასხმას შექმნის ევროპაში ...

GoGson
მომხმარებელი

სალაჰი შეიძლება ვერაა ფირმინოსავით ტექნიკური მაგრამ ის 1-1ზე გასვლებიც თავისი დამსახურებააა.... ძაან სარგებლიანია... პირველი სკეპტიკოსი მე ვიყავი ამაზე, მაგრამ აზრი შევიცვალე

Logan
მომხმარებელი

jigari xar johnson

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: ThisIsAnfield
gio_chyoi,
ბაზარი არ არი, მეც მაგას გავყვირი...სალაჰს დრო ჭირდება და მიუხედავან მაგისა ძალიან კარგი სტატისტიკა აქვს და საკმაოდ პროდუქტიულია. გოლს პლიუს პასს, რომ თავი დავანებოთ არსენალის უკანახაზელი არ დატოვა, რო ბურთი არ მოეპარა...კიდე მოუმატებს სალა და მანე ფირმინოსთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო თავდასხმას შექმნის ევროპაში ...

მართალი ხარ ძმა აი მაგათ უკან ბოდიშ მომხდელი კოუტინიო და მაგის უკან ვანდეიკი რაღაც სასწაული იქნება,ერთი სეზონი გაგვიმართლოს ხო შეილება ტრამვების გარეშე დავასრულოთ მანე მინიმუმ 20 გოლს დადებს და ასევე ფირმინო 17-18 სალაჰიც მაგაზე მეტს შეაგდებს დაცვაა მოსახოდი და ეგაა რა

Kabula 543
მომხმარებელი

Manchesteri unda cavagdot amaze cud dgeshi da chemze bednieri kaci ar iqneba qveyanaze.gilocavt da kide bevrjer momelocos

liverpool777
მომხმარებელი

დავადუღეთ არსენალი. ესე მინდა მანჩესტერი მოვიმწყვდრიოთ კლანჭებში. იმ 5:1 es 4:0 ჯობდა. ტიპებმა ერთხელ კარში ვერ დაარტყეს.

gulivera
მომხმარებელი

არ მინახავს თამაში მაგრამ არსენალთან ყოველთვის ზრდასრულების სანახავია ხოლმე, გუნდი უფრო შეთAმაშდებაკიდევ უბრალოდ ტრამვები აგარ მიიღონ და მომენტების გამოყენება გააუმჯობესონ არანაკლებს ველი სიტისთანაც. 11 4

sadio mane-19
მომხმარებელი

sagol bijebs martla marad itamashe. Kariusi iyo ubralod brwyinvale :)

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ისეთი თამაში იყო გულს რომ გაგიხარებს.გილოცავთ ძმებო

hattrick
მომხმარებელი

მოგებას და მარიამობას ერთად გილოცავთ!
კარგად ითამაშეს მთლიანობაში, სალაჰმა რეალიზაციაზე უნდა იმუშაოს, ჰენდერსონმა ღამაც უნდა ივარჯიშოს, ან წინ არ უნდა წავიდეს :)
გომესი კარგი იყო, თუმცა იმ მომენტში ბავშვივით შეცდა.
ერთი ნორმალური მეკარე რა გახდა.... წყალში თუ არ ჩაყარეს შეტევაში მოპოვებული პირატესობა წელს მაღალი შედეგი გვექნება.

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

ლალანა,კლაოინი,კოუტინიო რო დაბრუნდება სკამიც მაგარი გვეყოლება,არავინ არაა გასაშვები გარდა მეკარისა,წავიკითხე ლორისი მოყავთო და ეგ თუ გადმოიყვანეს ტოტენჰემიდან მერე ყველას გავანადგურებთ

აი ვეინალდუნი კი დღითი დღე მაკვირვებს რა,აი მანესგან უკვე არაფერი მიკვირს,უბრალოდ საუკეტესოა მსოფლიოში

chikhladzeg
მომხმარებელი

სასწაული იყო..

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze