"ლივერპულის" ახალწვეული - ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი

ავტორი: johnson, 31-08-2017, 15:53, კატეგორია - სიახლეები / ბიოგრაფიები, 1 047, 12


"ლივერპულმა" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დადასტურდა. როგორც ცნობილია, 24 წლის ნახევარმცველმა მერსისაიდულ გრანდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. მისი ყოველკვირეული გასამრჯელო დაახლოებით 120 000 ფუნტი იქნება.

მოდით ერთად გადავხედოთ ინგლისელის კარიერას :

პორტსმუტში დაბადებული ალექსი "საუთჰემპტონის" აკადემიაში 7 წლის ასაკში ჩაირიცხა. სწორედ აქ აიდგა ფეხი ახლა უკვე "ლივერპულის" მოთამაშემ. მას "სოტონის" პირველ გუნდში დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა. ცნობისთვის, იმ მატჩში მონაწილეობას ადამ ლალანაც იღებდა.

უკვე მომდევნო სეზონში ის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახდა. მან ლიგა 1-ში 34 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა, "საუთჰემპტონს" ჩემპიონშიპში აღზევებაში დაეხმარა და წლის სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა - მაშინ ჩემბერლენი მხოლოდ 17 წლის იყო.

2011 წლის აგვისტოში ინგლისელი უკვე "არსენალს" შეურთდა და სადებიუტო სეზონში 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო გოლის გატანა.

18 წლის ალექსმა როი ჰოჯსონის ყურადღებაც მიიპყრო, რომელმაც ის 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა. ამ წუთისთვის, "ოქსის" ეროვნული ნაკრების მაისურით 27 მატჩი აქვს ჩატარებული.

"არსენალის" რიგებში" ჩემბერლენმა სულ 198 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში მას სხვადასხვა პოზიციაზე უწევდა თამაში - ბოლო პერიოდში არსენ ვენგერი მას "ვინგბექად" იყენებდა. მან "არსენალთან" ერთად სამჯერ მოიგო FA თასი.

აქვე გეტყვით, რომ ალექსის მამა, მარკი 1980-იან წლებში ინგლისის ნაკრებში თამაშობდა. მისი ბიძა კი "პორტ ვალესა" და "სტოკის" ღირსებას იცავდა. რაც შეეხება მის უმცროს ძმას - კრისტიანი ამჟამად "პორტსმუტის" ღირსებას იცავს.

კომენტარები


YNWAPhoenix
VIP Member

kloppis saxe ra kacia bolo suratshii

fromanfield
მომხმარებელი

ოქსი გაამართლებს დარწმუნებული ვარ.!!!

gio_chyoi
რედაქტორი

დარწმუნებული ვარ რო გაამართლებს და აგერ ნახავთ რა კარგად ითამაშებს, თან დარწმუნებული ვარ რო ადაპტაცია არ დასჭირდება ისეთი მოტივირებულია და მოკლედ მოუთმენლად ველი ამის თამაშის ხილვას. კიდევ უფრო სახიფათოს გახდის ჩვენ შეტევებს.
ყოველთვის როცა არსენალში ამის თამაშებს ვუყურებდი, ვამბობდი რო აშკარად მეტი პოტენციალი აქვსთქო, რომელსაც ვენგერი ვერ იყენებდა, კლოპი კიდე გამოიყენებს

liverpool3333
მომხმარებელი

ძაან მიხარი ამის დამატება და წარმატებებს უსურვებ მაგრამ ვენდეიკი ტუ არ მოიყვანა დაცვის გარეშე არამგონია რამე ტიტული მოიგონ
ამ ბიჩის კი ბოლომდე მჯერა მეც დიდი ხანია ვაკვირდები და ძაან მაგრად მომწონს სულ მიკვირდა ძირითადში რომ ვერ ხვდებოდა

sadio mane-19
მომხმარებელი

aba shen ici aleqs.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ოქსი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი იქნება !!! 5

barda22
მომხმარებელი

ვა დეიკიც და სერიოზულ ტიტულებს მოვიპოვებთ წელს .

rezo26
მომხმარებელი

ოქსი შემიძლია თამამად ვთქვა რო გააამართლებს ისევე როგორც მანე
და სალაჰი.. ვირჯილის და ლემარის მოლოდინში გიერთდებით ძმებო!!!...

LUIS SUARES 001
VIP Member

სწორი შენაძენია და თან დროული.

Kabula 543
მომხმარებელი

Me mjera shemi oqs 8

misha live
მომხმარებელი

Ocsi magaria zmebo magari gundi gvekoleba Da cavedit titulebisken

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჩემბო მაგარია მარა ღადაობა ისაა რო ესეც სოტონის ფეხბურთელი იყო 13 ზოგადად ყჯვე საუთჰემტონის ფანებს ლივერპული სერიოზულად სძულთ. ვან დეიკის წართმევაც გვინდოდა. იმენა დედას ვუ*ცენზურა*ავთ საუთჰემტონს და ეს გუნდი ჩემპიონ შიპში მაინც ვერ გავაგდეთ და ვერ დავასუსტეთ ისე 12

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze