ანრი : არ ვიცი რა არის ალექსის ძლიერი მხარე

ავტორი: johnson, 10-09-2017, 21:14, კატეგორია - სიახლეები, 940, 11


სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ლივერპულმა" ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი გაიფორმა. მერსისაიდელებმა ინგლისელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გაიდახადეს.

ჩემბერლენს "წითლების" რიგებში დებიუტი შაბათს, "მან. სიტისთან" მატჩში ჰქონდა. ის თამაშში მეორე ტაიმის დასაწყისში, მოჰამედ სალაჰის ნაცვლად ჩაერთო.

მოგვიანებით ალექსზე კომენტარი "არსენალის" ლეგენდამ, ტიერი ანრიმ გააკეთა : "ჩემბერლენმა განაცხადა, რომ გუნდში არსებული ერთიანობა და საქმის სიყვარული მას აუცილებლად დაეხმარება. მას სურს თქვას, რომ "არსენალში" ასე არ იყო ? მან ეს სიტყვები პირველივე სავარჯიშო სესიის შემდეგ წარმოთქვა.

ახლა ალექსმა მოედანზე უნდა წარმოაჩინოს თავი. მას დიდი ხანია ვაკვირდები და ჯერ კიდევ ვერ გავიგე, რა არის მისი ძლიერი მხარე. თითქმის ყველა მოთამაშეს აქვს რაღაც სისუსტე, თუმცა მათზე ასევე იტყვი, რომ რაღაც კარგად გამოსდის. ჩემბერლენმა უნდა გვაჩვენოს თუ რაზე აქვს სამუშაო იურგენ კლოპს."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მგონია რომ უბრალოდ ახალგაზრდა მილნერია ჩემბერლენი. მუშა და უნივერსალი მაგრამ არაფერი განსაკუთრებული.

MonteCristo
მომხმარებელი

ძაან სწორხაზოვანია ჩემბერლეინი... პროსტა ფიზიკურად ძლიერია და სწრაფია... არაფრით გამორჩეული ფეხბურთელია

sulkhan
VIP Member

ჩემი აზრით ტყულა გადაყრილი ფულია მეც ვერ ვხედავ მართლა რაში აქვს პლიუსი ძლიერი მხარე რა აქვს?

რკინის მილნერი
მომხმარებელი

ოქსი ტყუილად გადაყრილი ფული არ მგონია. მას შეუძლია კარგი როლის შესრულება გუნდში მანამ სანამ სქემა მუშაობს. თუ მოიშლება გუნდის სქემა და სიტუაცია აირევა მას არა აქვს ლიდერის თვისებები და არ შეუძლია მარტომ ამოქაჩოს თამაში. მაგას მისგან არამგონია ვინმე ელოდებოდეს. თავის სიტყვას იტყვის. ოღონდ მაშინ როცა სიტუაცია 50-50 ზე იქნება.)

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჩემბერლეინი საჭირო კაცია. ჯონსონმა შეადარა მილნერს და ვფიქრობ რომ კარგია. რადგან მილნერმა ლივერპულისთვის შარშან ბევრი გააკეთა. და ჩემბერლეინს შეუძლია რომ მილნერზე უკეთესიც იყოს რადგან მას ასაკიც უწყობს და ის ფიზიკური მონაცემებიც რის ხარჯზეც შეუძლია იყოს ძალიან სწრაფი. შეგვიძლია პარალელების გავლება. აქ ალბერტო მორენო თითქმის არავის მოწონს რადგან შარშან საშინელი სეზონი ქონდა მაგრამ წელს ყველაფერს ცდილობს რომ გუნდიდან არ გაუშვან ძალიან მოუმატა. უაზროდ არ კარგავს ბურთს და დაცვასაც ეხმარება ხოლმე. უბრალოდ ახლა ცენტრალური მცველების პრობლემა უფრო გვაქვს და ამის ფონზეა რომ 8 გაშვებული გოლი დაგვიგროვდა პრემიერ ლიგაში. ბევრ სხვადასხვა ტურნირზე ვიღებთ მონაწილეობას და ჩემბერლეინი კი არა ნეტა რაიან კენტიც გვყოლოდა ამ სეზონში. ასეთი მომენტებისგან გუნდი დაზღვეული არაა წითელი ბარათი იქნება თუ ტრამვები ვიღაცა უნდა იყოს გუნდში რომელიც შეძლებს რომ გუნდს სტაბილურობა შეუნარჩუნოს

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

სიტისთან ეს აკეთებდა ზუსტ პასებს მარტო ))

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვნახოთ ჩემბერლენი რას იზამს კლოპის ხელში

giginio
VIP Member

რეეებს ლაპარაკობთ რა მილნერია და სწორხაზოვანიაა, მე გეტყვით ამის პლიუსი რარის , თამაშობს ფლანგებზეც და ცენტრშიც სუსლიკა არაა კარგად დგას ფეხზე მილნერზე ასჯერ სწრაფია, ტექნიკაც ბევრად უკეთესიაქ და დარტყმაც არაფერი სწორხაზოვნი არააა ბურთს ათრევს ისე რო შეილება 2-3 მცველი მაოტყუოს რაც ლივერპულში მარტო მანეს გამოსდისს

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ეჰ, რას გაუგებს კლოპს კაცი. ძირითადი თერთმეტეული დაბალანსებული რომ ყოფილიყო კიდევ მესმის, სკამისთვის უნდა ჩემბერლენი მოეყვანა და უნდა თორღან აზარი, მაგრამ ლოვრენ-კლავან-მორენოს პატრონი თავს იმის ფუფუნებას აძლევდე 35 მილიონი გადაიხადო ჩემბერლენში, გაუგებარია. ეგ 35 მილიონი ლაციოსთვის შეეთავაზებინათ, დე ვრეის შეფუთავდნენ და მადლობის წერილსაც გამოატანდნენ ლივერპულში. მერე თუ მოინდომებდნენ ის ვან დაიკიც დაემატებინათ და ეს ორი ყ.. გაეშვათ გუნდიდან. ვან დაიკი, დე ვრეი და მატიპი იქნებოდნენ ცენტრალურ მცველებად. ზამენიდან შეტევის გაძლიერებას რაც შეეხება, მეც ვთვლი და სხვა ბევრიც, რომ რაიან კენტიც მშვენივრად გაართმევდა თავს ამ საქმეს შანსი რომ მიეცათ. ჩემბერლენი არის შეუმდგარი ფეხბურთელი. რა დონეც იყო 4 წლის უკან, იგივეა დღეს, არანაირი მნიშვნელოვანი პროგრესი მაგას არ განუცდია ამ წლებში. კი, იასნია არის შანსი რომ კლოპის ხელში განვითარდება, მაგრამ მოდი რა ჯერ ძირითადი შემადგენლობის მძღ...ს მიხედე და ექპერიმენტები მერე ატარე.

sadio mane-19
მომხმარებელი

vfiqrob chemberleni gaamartlebs. Magram dacvas unda mieqces yuradgeba tore aseti dacvit amden turnirze gagvijirdeba.

sulkhan
VIP Member

ჩემბერლენი იყო ყველაზე ნაკლებ საჭირო ეხლა არარის ლივერპულის დონის ისკიარა ვინც გვყავს ისინიც გასაშვებია და საერთოდ ნახევარი გუნდი გასაწმენდია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze