კოუტინიოს საგა - ნამდვილი ამბავი

ავტორი: johnson, 25-09-2017, 12:30, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 310, 9


გასული ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საკითხი ფილიპე კოუტინიოს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლა იყო. როგორც იცით, ბრიტანული და ესპანური მედია ამ საკითხზე მთელი აგვისტოს განმავლობაში წერდა. სპეკულაციები არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შეწყვეტილა.

კატალონიური გრანდი აცხადებდა, რომ "წითლები" ბრაზილიელს 200 მილიონ ევროდ აფასებდნენ. "ნისლიან ალბიონზე" კი "ბლაუგრანას" სიცრუეში ადანაშაულებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მერსისაიდელთა გეგმებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა არ შედიოდა.

სულ ცოტა ხნის წინ, გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა Football Leaks-ის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს სტატია მიუძღვნა. როგორც გაირკვა, "ლივერპულის" სპორტული დირექტორი, მაიკლ ედვარდსი ცალსახად ეუბნებოდა "ბარსელონას" უარს კოუტინიოს მიყიდვაზე :

"კოუტინიო არ გაიყიდება ! თავაზიანად მოგმართავთ შეწყვიტოთ ფეხბურთელის საჯაროდ და პირადად შეწუხება. ჩვენს პოზიციას ვერანაირი თანხა ვერ შეცვლის." - ასეთი პასუხი მიიღო "ბლაუგრანამ" ედვარდსისგან.

როგორც ირკვევა, აგვისტოს დასაწყისიდან მოყოლებული, "ბარსელონასა" და კოუტინიოს შორის არსებობდა 20 გვერდიანი შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ "ლივერპულის" ხელმძღვანელობის ხელმოწერაღა აკლდა. კატალონიელები მზად იყვნენ მერსისაიდელებისთვის 90 მილიონი ევრო გადაეხადათ(+40 მილიონი ბონუსი). თავის მხრივ, ბრაზილიელი "ბარსელონასთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებდა და აღნიშნულ დროში ის ჯამში 115 მილიონ ევროს მიიღებდა.

თუ როგორ დასრულდა ეს ისტორია, ყველას კარგად მოგეხსენებათ - რამდენიმე დღის წინ კოუტინიომ "ლივერპულის" მაისურით კიდევ ერთი შესანიშნავი გოლი გაიტანა ! 

კომენტარები


ThisIsAnfield
მომხმარებელი

შერჩათ კულეებს დალეწილი დემბელე : )))

STEVEN8
მომხმარებელი

კოუტინიოს დარჩენა პრინციპის ამბავი იყო და გამიხარდა რომ კლუბმა ბოლომდე დაიცვა თავისი ინტერესი.

kirvala123
მომხმარებელი

თე*ცენზურა*ბი ნაძირლები არამზადები :დ

vaxo baratashvili
მომხმარებელი

დაჩმორდა ბარსა :დ

chipe888
მომხმარებელი

ედვარდს დაუდგით ძეგლი. მაგარი ამბავი კი იყო. ედვარდსმა საერთო პოზიცია პრინციპულად დაიცვა. ამ ამბავით ეჭვი არაა წითლები იხეირებენ. იმ ფულით ვერავის დაითრევდნენ ნორმალურს მაინც.

პ.ს. კოუს ბევრი ძალა დაჭირდება რომ დაგვავიწყოს ეს ამბავი თავის 20 გვერდიანი ხელშეკრულებით

reversi
მომხმარებელი

მოდი ანი გასინჯე სიახლე <3 :დდდდდდ

gio_chyoi
რედაქტორი

სეზონის ბოლოს თუ წავა ეგაა საინტერესო

lashafss
მომხმარებელი

არწავა მგონია რომ ეს სეზონი წარმატებული იქნება და ეს ჩავარდნა აღმოიფხვრება ! დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვააააას !

LUIS SUARES 001
VIP Member

არაა ეს მაინც გაჩერებელი ასე მგონია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze