ვერნერით ლივერპული ინტერესდება

ავტორი: KD, 2-10-2017, 16:20, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 143, 24


დღეს ცნობილი გამოცემა "Mirror" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ევროპული გრანდები დაინტერესებულები არიან "ლაიფციგის" ახალგაზრდა ფეხბურთელით ტიმო ვერნერით, კერძოდ კი: "რეალ მადრიდი", "ბარსელონა" და ასევე "ლივერპულიც".

"Mirror" და "talk sport"-ი იტყობინება, რომ ხელმძღვანელობამ სკაუზერები უკვე გაუშვა გერმანიაში. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რამდენად რეალურია ვერნერის ტრანსფერი ლივერპულში. თავად ფეხბურთელს აღნიშნულ სატრანსფერო ჭორთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

21 წლის ფორვარდი მშვენიერ ფორმაშია, მას მიმდინარე სეზონში 9 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

დიდი ალბათობით ვერნერი იანვარში კლუბს დატოვებს, რადგან მისი გუნდი არც ისე კარგად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე. "ლაიფციგს" მხოლოდ 1 ქულა აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და მე-4 პოზიციას იკავებს, ისევერ როგორც ბუნდესლიგაში, სადაც 13 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება.

კომენტარები


lalana20
მომხმარებელი

გილოცავთ)იმედიაგაამართებს

GoGson
მომხმარებელი

მეეჭვება ეს მოგვყიდონ.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ლაიფციგის დონის გუნდებიდან ტრანსფერებს რო აკეთებს კლოპი მაგიტომაც აქვს ასეთი შედეგი. გამოცდილი ფეხბურთელია საჭირო რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არ გაუჭირდება და პრემიერ ლიგაშიც დაეხმარება გუნდს. რობერტსონებმა და სოლანკეებმა ხო დაგვაყარეს ხეირი და ახლა ეს 15

gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან მაგარი ფორვარდია ხო არ ღადაობთ, ნაკრებშიც რამდენს ყრის ვერ ხედავთ? ნეტა მოიყვანონ და მართლა ეჭველება ჩვენ თავდასხმას

Alexander.
მომხმარებელი

ვერნერი ძალიან კარგი ბიჭი ჩანს და ლივერპულის ფილოსოფიას უნდა მოერგოს ჩემი აზრით. მე ბედნიერი ვიქნები თუ ეს ტრანსფერი შედგება. რაც შეეხება სოლანკეს და რობერტსონს, არ აძლევს კლოპი სათამაშო დროს და სკამიდან რა უნდა დაგიმტკიცონ? რობერტოსნმა რამდენიც ითამაშა გუნდში ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მეტი რა უნდა გააკეთოს რო მოგეწონოთ? ან კლოპს რო მოეწონოს? ერთი ჩვეულებრივი *ცენზურა*ა კლოპი და მეტი არაფერი. დრო მიეცითო რო ამბობთ ხოლმე კიდე ძაან უსუსური არგუმენტი მგონია დღევანდელ ფეხბურთში ეგ. პირველივე წელს მოსული მწრთვნელები მწვერვალებზე ადიან და ისეთი ტემპია თუნდაც სატრანსფერო და თუნდაც წმინდა საფეხბურთო რომ არავითარი დროის მიცემა არ გამოასწორებს არსებულ შედეგს. ყველა ბერკეტი აქვთ იმისთვის მწრთვნელებს დღეს რომ საასურველ შედეგს მიაღწიონ და თუ ეს არათუ ვერ გამოგდის არამედ უარესობისკენ მიდის, საქმე მაშინ პრობლემა ზუსტად მწრთვნელის არაკომპეტენტურობაშია. საკმარისზე გაცილებით დიდი დრო ქონდა კლოპს რო თავისი სისუსტეებზე ემუშავა და გამოესწორებინა, შედეგად რა მივიღეთ არცერთი კვალიფიციური მცველი და ჩემბერლენში 35 მილიონი. რაღაც კონტურები რო ისახებოდეს პროგრესის გასაგებია რაც იგულისხმება დროის მიცემაში მაგრამ ერთი ადგილის ტკეპვნის მერე კიდე იძახოდე დრო მიეცითო სისულელე მგონია.

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ამას წინათ წავაწყდი ინტერვიუს ამ ბიჭსას კეიტაზე ამბობდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო აბა ვინ იტყვის ლივერპულში და ენფილდზე თამაშზე უარსო

OBviouS_
მომხმარებელი

ნეტავ მართლა მოიყვანონ ეს და ფორვარდის პრობლემა საერთოდ მოეხსნება გუნდს, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები ეს ბიჭი უმაღლესი დონის ფორვარდი დადგება!!

vaxo baratashvili
მომხმარებელი

კაია თუ მოვიყვანეთ მაგრად წაგვადგება სულ რო არაფერი გერმანიის ნაკრების ფახბურთელია

Bill_Shankly
მომხმარებელი

კლოუნი გერმანიის იქეთ ვერ იხედება.
ამაზეც ეტყობა რა კლოუნიცაა

LUIS SUARES 001
VIP Member

რაღაც არამგონია ჩვენთან წამოვიდეს ჩვენი თამაშებიდან გამონდინარე

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
სოლანკე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ჩემპიონიც გახდა მარა აზრი?
Alexander.,
და შენ ფიქრობ რომ 21 წლის ფორვარდი ლივერპულში 20 გოლზე მეტს გაიტანს სეზონში?
ნუთუ ვერ ხვდებით რო უკვე შემდგარი ფეხბუთელია საჭირო ვინც მართლა შეძლებს რო ბომბარდირობისთვის იბრძოლოს. ამას კეინი, ლუკაკუ და აგუერო ცოცხლად შეჭამენ პრემიერ ლიგაში. ბომბარდირობას ამას არავინ დაუთმობს. ატლეტიკოდან ტორესი მოვიყვანეთ რომელიც ბარსას არ ახარებდა და ლა ლიგას გუნდებს მერე გვყავდა სუარესი რომელიც დღესაც ძაან მაგრად თამაშობს ბარსაში. ხოლო აიაქსშიც გაცილებით მაგარი იყო ვიდრე ეს 21 წლის ლაწირაკი რომელიც ასე გეიმედებათ აქ ზოგოზგიერთებს მარა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს მისი გუნდი და ძაან ჩასვრილები არიან მეოთხე ადგილზე გავლენ საბოლოოდ და ეგ იქნება. . გაცილებით ძლიერი ტრანსფერია განსახორციელებელი ლივეპრულში და 70-80 მილიონზე ნაკლები არ უნდა დაიხარჯოს ცენტრფორვარდში. აუბამეიანგში 100 მილიონიც რო გადაიხადონ ჯობია. მაგაზე უნდა ჩალიჩობდნენ
ტიპები და არა ღლაპზე. გერმანელი ფეხბურთელი თუ გინდათ და თანაც შემტევი ისევ დრაქ*ცენზურა*რი ჯობია ბორდოსთანაც ბოლო მატჩში მშვენიერი გოლი გაიტანა მისი შექმნილი მომენტი იყო და საგოლე პასიც გააკეთა. ცენტრ ფორვარდს თუ არ მოიყვანს ეგ მაინც უნდა მოიყვანოს ზამთარშივე. დრაქ*ცენზურა*რის მყიდველიც რო არაა იმიტო გიხარიათ ლაიფციგის პატარა გამონათება ფეხბურთელი

oto1990
მომხმარებელი

Kaia dalagebul awyobili gundshi Verneric dolbergic Robertsonic, mara am domxalshi gamocdili dzlieri nebisyofis da fsiqologiis gvinda da ara mtirala bavshvebi, tore imdeni kai axalgazrdaa archeva gagichirdeba

gio_chyoi
რედაქტორი

სტივენ ჯერარდი,
რატო გგონია რო შეჭამენ. ერთი წუთი 21 წლის არ იყვნენ კეინი ან ლუკაკუ რო ყრიდნენ გოლებს? ოუენი არ ყრიდა მაგხელა გოლებს? შენ ეტყობა არ უყურებ ამის თამაშებს. ჯერესერთი მარტო გუნდში არ იტანს გოლებს, ნაკრებშიც რაც გამოიძახეს იმის მერე გააქ გოლები 8 თამაშში 6 გოლი აქვს უკვე და ისიც ყველა ძირითადში არ დაუწყია. ძაან მაგარი ფორვარდი იზრდება და აგერ ნახავ თუ არ გახდება დიდი ფეხბურთელი

liverpool-fan
VIP Member

ხო მერე დორტმუნდი ან ტოტენჰემი რო იყიდიან 30 მილიონად და 2 წელში 80 ექნება ფასი მერე დაიწყეთ აუ რატო არ ვიყიდეთო

oto1990
მომხმარებელი

Yvela sashvalo donis gundis axalgazrdoba viyidot vinme xo gaamartlebs mere ro ar vinanot rato ar viyideto, Isic iseti axalgazrdebi sxva grands ro ar unda tore Konkurencia Gauwios sitis,Chelsis,an utds magis chitia klopi

reversi
მომხმარებელი

ზოგი რა დილეტანტია
გერმანიის ნაკრების ძირითადის ფორვარდი და მომავალი კაცი რო არ იცი შეეშვი რა ამ სპორტს
თუ იცი და იწუნებ ლოგიკა არ გაქვს და მართლა სხვა სპორტი ეძებეთ
ტიპი გოლების მანქანაა ამის ასაკშიო ამას ასაკში ვინ იყო სუარესი? ან ნაკრებებს არ უყურებთ ან ბუნდესლიგას

sandrosandro20021125
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
ჯერ ახალგაზრდაა ძირითადის ფეხბურთელად არავის უყიდია განვითარდება და მერე შეიძლება

gio_chyoi
რედაქტორი

სტივენ ჯერარდი,
სოლანკეს ცუდი სად დაინახე ძაან მაინტერებს. საერთოდ არ ათამაშებს. როდესაც გამოვიდა მოედანზე ცუდი შთაბეჭდილება არასდროს დაუტოვებია, დააყენოს ძირითადში ერთხელ და ვნახოთ. სტარიჯს რო აჯობებს დარწმუნებული ვარ

fromanfield
მომხმარებელი

რას ამბობთ ტო ვერნერს უმაღლესი საშემსრულებლო კლასი აქ იმენა მომენტს არ აფუჭებს და წლიდან წლამდე აუმჯობესებს სტატისტიკას,ჯერ მაინც არამგონია რო ლაიფციგმა ეს დაგვითმოს და მერე თუ სადმე წავა ალბათ ბაიერნი არ დაუთმობს არავის.

gio_chyoi
რედაქტორი

fromanfield,
მეც მასე მგონია რო ბაიერნს ყავს ამოღებული მიზანში ეს. ლევანდოვსკი სეზონის ბოლოს 30 წლის იქნება უკვე და შეილება წავიდეს საერთოდ ან ჰა-ჰა 1-2 წელი გაჩერდეს კიდე და ბაიერნი იჩალიჩებს მაგრად ვერნერზე

lasha77
VIP Member

ჯერ სოტონს გადავეკიდეთ ახლა კი ლაიფციგიბუნდა გავამდიდროთ :დ კარგი ტრანსფერი იქნება . რეაკში და ბარსაში კი სულ სკამზე ჯდომა მოუწევს

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
gio_chyoi,
კეინი და ლუკაკუ რამდენი წელია რაც ინგლისში თამაშობენ?.. მაგ ლოგიკით ახლა ლორის კარიუსიც მომავალი ოლივერ კანი ან ნოიერი უნდა ყოფილიყო ლივერპულში რადგან გერმანიაში ტიპი ძაან მაგრად თამაშობდა. მარა ფაქტია რო ჩაჯმულია ლივერპულში და მინოლეც კი ვერ დასვა სკამზე. ოუენს რაც შეეხება მაგ შედარებას თუ მოვიყვან 21 წლის აკასში მან ლივერპულთან ერთად ოქროს ბურთიც მოიგო და ტრიპლეტიც გააკეთა ყველა კი ოუენი ვერ იქნება. . სოლანკეს რაც შეეხება ეგ ის ტიპი არაა ვინც პრემიერ ლიგაში ბომბარდირი გახდება უახლოეს წლებში რადგან შენს მიერ ზემოთ ხსენებული კეინი და ლუკაკუ ცოცხლად შეჭამენ მართლა და კონკურენციასაც ვერ გაუწევს. ეგ როდის გაიზრდება და 20 გოლზე მეტს შეყრის მაგას რო ჩვენ ველოდოთ კარგად გვქონია საქმე. ჩვენ ახლა გვჭირდება ისეთი თავდამსხმელი რომელიც უკვე შემდგარია. მასეთი ახალგაზრდა გერმანელი თავდამსხმელი გვყავდა იეზილი რო მარა ტიპი გუნდს მხოლოდ სახელად ყავდა და მეტი არაფერი. მართალი ხარ მისი თამაშის ყურებით თავს ნამდვილად არ ვიკლავ. ლაიფციგის თამაში მაგრად მკიდია აგერ ლიგაზე *ცენზურა*ავენ ერთი გაუვარდა წინა სეზონი და გააღმერთეს ეს გუნდი. ლესტერის არ იყოს პრემიერ ლიგა რო მოიგო და ხალხი გაგიჟებული იყო ყველა გრანდს ჩაჯმული რო ქონდა იმ წელს ეგ იმის ბრალი იყო და გაუმართლა ლესტერსაც. ლაიფციგი კი არაფერი გუნდი არაა. კეიტა ვიყიდეთ და მორჩა ახლა მაგასაც საუთჰემტონივით ნუ შე ვ ც ე მ თ!!
მე დამღალეს ამ ახალგაზრდა პერსპექტიულმა ახალგაზრდებმა რომლებიც შემდეგ გუნდში მოგვყავს და მაინც და მაინც ჩვენთან ყ ლ ე ვ დ ე ბ ი ა ნ !!!

sandrosandro20021125,
ზამენაზე თუ დასვამენ და სხვა თავდამსხმელსაც მოიყვანე არაა პრობლემა. მთავარია გუნდში იყოს ისეთი ვინმე ვისაც მაღალი ფინიშინგი ექნება. ახლა რო გადავხედოთ გუნდში ერთი ფეხბურთელიც არ მეგულება ვინც ამ სეზონში 20 გოლზე მეტის გატანას შეძლებს.

gio_chyoi
რედაქტორი

სტივენ ჯერარდი,
20 გოლზე მეტი შეყარა უკვე ბუნდესლიგაში და არც აქ გაუჭირდება დარწმუნებული ვარ

STEVEN8
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
სალაჰი გაიტანს 20 გოლს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze