ვან დერ სარი: "ლივერპულში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ავტორი: gio_chyoi, 4-10-2017, 16:42, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 725, 12


ედვინ ვან დერ სარ სულ ცოტა დააკლდა, რომ "ლივერპულის" ფეხბურთელი გამხდარიყო ჯერ კიდევ 1999 წელს.

სინამდვილეში, სწორედ იგი იყო ჩვენი პირველი სამიზნე მანამ, სანამ ჟერარ ულიე მის ნაცვლად სანდერ ვესტერფელდს მოიყვანდა გუნდში.

იმ დროისათვის, ჰოლანდიელ მეკარეს უკვე 9 წელიწადი ჰქონდა ამსტერდამის "აიაქსში" გატარებული და 29 წლის ასაკში უკვე ფორმის პიკში იმყოფებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მან "ლივერპულში" თამაშს ტურინის "იუვენტუსში" არჩია კარიერის გაგრძელება.

" როდესაც აიაქსი დავტოვე 1999 წელს, მე ლივერპულში გავემგზავრე და ულიესთან საუბარიც მქონდა, მე ენფილდზეც მომატარეს და კლუბის თავმჯდომარესა და რამოდენიმე ფეხბურთელსაც შევხვდი. მე ამ შემოთავაზებაზე ვფიქრობდი, თუმცა, საბოლოოდ "იუვენტუსიც" გამოჩნდა მივიჩნია, რომ კარიერის იტალიაში გაგრძელება უფრო დიდი გამოწვევა იქნებოდა." - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა ინტერვიუში.

ამ მოვლენიდან 2 წლის შემდეგ ტურინულმა კლუბმა თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე - ჯანლუიჯი ბუფონი შეიძინა და ვან დერ სარმა კარიერა ლონდონურ "ფულემში" გააგრძელა, რის შემდეგაც მან თავი ოლდ ტრაფორდზე ამოჰყო, სადაც მან სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის ქვეშ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება შეძლო.

ჩვენ რა თქმა უნდა ძლიან გვსურს სწორედ ახლა, ლეგენდარული ჰოლანდიელის მსგავსი მეკარის გუნდში ყოლა, თუმცა უნდა ითქვას, მისი ასპარეზობის პერიოდში "ლივერპული" კარგი მეკარეების სიმცირეს არ უჩიოდა.

მერსისაიდელთა კარებს ჯერ იერჟი დუდეკი, ხოლო შემდეგ პეპე რეინა იცავდნენ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ როდის გვეღირსება მათი მსგავსი 1-ლი ნომრები გუნდში, ვინაიდად არც სიმონ მინიოლე და არც ლორის კარიუსი არ ჩანს ისეთი, რომელზეც გრძელვადიანი იმედების დამყარება შეიძლება.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

სიმართლე ვთქვათ არც დუდეკი იყო ძაან მაგარი და არც რეინა მარა ამჟამინდელების შემხედვარე კი გვყავს ეგენი საოცნებო

Mate chavchavadze
მომხმარებელი

რატო რეინა მართლა მაგარი მეკარე იყო მე მაგრად მევასებოდა პეპე ბოლოს აგუეროსთან ცუდად რო გამოვიდა ბურთზე მაგის მერე წავიდა კრიტიკა თორე ყოველთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო გუნდში

GoGson
მომხმარებელი

კარგები იყვნენნ, მატა მაგრები არააა... ნეტადუდეკი მოგვცა ეხლა:ფდ

gio_chyoi
რედაქტორი

Mate chavchavadze,
კი მარა ჩვენს კონკურენტებს ყოველთვის უკეთესი მეკარეები ჰყავდათ. რეინა კარგი იყო მარა ჩეხი ხო ჯობდა და ვან დერ სარი, ან თუნდაც ლემანი

LUIS SUARES 001
VIP Member

მეკარეებშიარ გვიმართლებდა მაგრამ იყო გამონათებაც.როგორც ყოველთვის სხვამ უნდა აგვახიოს საუკეთესო იგროკი

shmatu
მომხმარებელი

ზაFხულში უნდა ვიყიდოთ ობლაკი და არავინ სხვა და მაგით მოგვერდება საბოლოოდ მეკარის პრობლემა.დაცვას რაც შეეხება ზამთარში ვან დეიკი თუ დავიმატეთ ზაფხულში ტიაგო სილვა უნდა დავითრიოთ ან ვინმე გამოცდილი მცველი

liverpool-fan
VIP Member

აუ ობლიკი მეც როგორ მინდა ეგ ვანდეიკი დე ვრეი და ჰარი კეინი არაფერი მინდა მეტი დაჟე კოუ წავიდეს ოღონდ ეს 4 ვიყიდოთ

gio_chyoi
რედაქტორი

კაით რა ობლაკი ძაან ოცნებაა :))) მიზეზიც არ აქვს აქ რო გადმოვიდეს და თან იმხელა ფასს დაადებს ატლეტიკო რო აზრი არ ექნება. მე ყველაზე მეტად მინდა ისეთი მეკარე მოიყვანონ რომლეიც პრემიერ ლიგაში თამაშობს კაი ხანია და გამოცდილება აქვს. აი ბატლენდი მინდა ყველაზე მეტად ან თუნდაც ბარნლის ჰიტონი. აქაურ ფეხბურთს მიჩვეული უნდა იყოს და თან მაქეედან ორივე იაფიანი ვარიანტია. აგერ ეს პიკფორდიც ევერტონმა რო იყიდა ჩვენ სამივე მეკარეს 100 თავით ჯობია

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

რეინა რო და*ცენზურა*ვდა ბოლო ორი სეზონი, ეგეთი მეორე არ მახსოვს. :D დუდეკი კი ძალიან საშუალო დონე იყო, არაფერში გამორჩეული. მინოლე ჯობია ორივეს როცა ფორმაშია.

jerar-toria-liverpool
მომხმარებელი

Me kide ver vxvdebi jo harti rato gaushva liverpulma xelidan.gvardiolas dedas *ცენზურა* klavanim harti ro gaushva uketesi vin moiyvana

Logan
მომხმარებელი

arc dudeki iyo kai mekare da arc reina gaixsenet reinas *ცენზურა*obebis gamo ramdeni qula davkarget. tipi sajarimos garedan tavit dartymit gaidirka supta gle

deqstera
მომხმარებელი

liverpool-fan
კეინი მართლა დახატავდა, ცრუ ფორვარდზე ვერვკაიფობ, ბოლო თავდამსხმელი კი არყავს ლივერპულს, ობლაკიც მშვენიერი იქნება, ვან დეიკზე არვგიჟდები მაგრამ შედარებით გამოასწორებს სიტუაციას(დე ვრეი კი მართლა არგინდათ, მაგდონისები ისედაც გყავთ, ვინმე ექსტრა კლასის უნდა იჩალიჩონ)....

gio_chyoi
ფასი დაადოს, აბა მაგრამ მეკარეს იაფად არავინ მოგცემთ... თუ ყიდვა გინდა საუკეთესო უნდა იყიდო, ამ ეტაპზე ლივერპულის საქმე მასეა, ეხლა არგაქვთ იმის დრო ვინმე იყიდოთ და დააკვირდეთ გრანდში და წამყვან გუნდში როგორ ითამაშებსო, მაგათ ისევ რომერო ჯობია რომელიც იუნაიტედში ზამენაზეა....
მ.კინი იუნაიტედის აღზრდილია მაგრამ მაინც არმინდოდა დაბრუნება რადგან ბარნილიში თამაში ბევრს არაფერს ნიშნავს, ლოურენი მაგარი იყო საუთჰემფტონში, მატიპსაც აქებდნენ გადმოსვლამდე მაგრამ ჩემპიონობისთვის რო იბრძვის გუნდი იქ სხვა მოთხოვნაა ;)

თუ პრემიერლიგაში გამოცდილი მეკარე გინდათ დე ხეას, კურტუას და ლორისს არავინ დათმობს, მათთან ერთად კი ლიგაში საუკეთესო შმეიხელია და მაგაზე რატო არჩალიჩობთ ვერვხვდები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze