"ლივერპული" ახალ კონტრაქტებზე მუშაობს

ავტორი: johnson, 5-10-2017, 15:51, კატეგორია - სიახლეები, 735, 6


უახლოეს ხანებში "ლივერპული" ბენ ვუდბარნსა და რობერტო ფირმინოს ახალ კონტრაქტებს გაუფორმებს. ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს.

ახალგაზრდა უელსელს პირველ გუნდში დებიუტი გასული წლის ნოემბერში ჰქონდა. სულ მალე კი მას 18 წელი უსრულდება. დაბადების დღის მილოცვას კი კლუბი სწორედ ახალი ხელშეკრულებით გეგმავს.

რაც შეეხება ბრაზილიელ შემტევს - ფირმინოს ამჟამინდელი კონტრაქტი "წითლებთან" 2020 წელს უსრულდება. ამ დროისთვის მას მერსისაიდელთა რიგებში უკვე 101 მატჩი აქვს ჩატარებული. "ლივერპულის" მაისურით ბობიმ მეტოქის კარი 27-ჯერ აიღო. ახლა ის კლუბის მთავარ თავდამსხმელად ითვლება.

აქვე გეტყვით, რომ კვლავ გაურკვეველია თუ რა ეტაპზეა მოლაპარაკებები ემრე ჩანთან. როგორც იცით, გერმანელი ნახევარმცველი უკვე რამდენიმე თვეა უარს ამბობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის კლუბისგან ითხოვს კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერას. გარდა ამისა, ჩანს სურს "ლივერპულის" ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდეს. თუ მხარეები უახლოეს ხანებში ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, გერმანელს იანვრიდან უფლება ექნება სხვა კლუბთან დაიწყოს მოლაპარაკებები და უკვე ზაფხულში, "ენფილდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სხვადასხვა ცნობებით, ემრეს გაფორმებით ყველაზე მეტად ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

კომენტარები


LUIS SUARES 001
VIP Member

ემრე ბევრს ხომ არ ითხოვ ბლინ? წავიდეს იუენტუსში მოგვშორდეს და ლოვრენიც წაიყოლოს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჩაუწერონ 30 მილიონი და გააჯმევინონ.

gio_chyoi
რედაქტორი

ამ ემრე ჩანს თუ არ უნდა კიდე გაუშვან რა და უფასოდ არი ზუსტად გორეცკაც და ეგ მოიყვანონ

shmatu
მომხმარებელი

ემრე ჯანი ზამთარში უნდა გაიყიდოს კლოპ შე *ცენზურა*

GoGson
მომხმარებელი

ემრე ატრაკებ

STEVEN8
მომხმარებელი

ეს თურქული ხასიათი რა :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze