Centenary Stand-ს სახელი შეეცვალა

ავტორი: johnson, 6-10-2017, 16:41, კატეგორია - სიახლეები, 500, 4


"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს "ლივერპულის" საშინაო არენა დიდი ცვლილებით ხვდება. კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თახნამად, "ენფილდის" ერთ-ერთ ტრიბუნას კენი დალგლიშის სახელი დაერქმევა.

Centenary Stand ანუ ასწლეულის ტრიბუნა - ეს სახელი მას 1992 წელს, კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწოდა. ახლა კი ის "მეფე კენის" სახელს ატარებს. გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ, პირადად ჯონ ჰენრიმ მიიღო. როგორც იცით, აღნიშნული ტრიბუნა "ენფილდზე" სიდიდით მესამეა და ამჟამად 11762 გულშემატკივარს იტევს.

ახალ ტრიბუნაზე სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. ახალი სახელით ის სკაუზერებს 14 სექტემბერს უმასპინძლებს. მატჩის დაწყებამდე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები და სპეციალური მოზაიკა კენი დალგლიშის საპატივცემულოდ.

"ეს მოწმობს კლუბის ისტორიასა და სტატუსზე, რომ ჩვენ არ გვაკლია ისეთი დონის მოთამაშეები, რომელთა სახელებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაამშვენონ "ენფილდის" ტრიბუნა. 

კენი დალგლიში არის პიროვნება, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუღძვის კლუბის აღორძინებაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ისე, როგორც მას შეეფერება. ის განსაკუთრებულია არამხოლოდ "ლივერპულისთვის", არამედ სრულიად ინგლისისთვის. მან დიდებულ წარმატებას მიაღწია როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. კენის ფასეულობები, კლუბის ფასეულობებია და ის წარმოადგენს იმას, რაც "ლივერპულში" საუკეთესოა. 

მისი სახელი "ლივერპულთან", ჩვენს სახლთან და ქალაქთან ასოცირდება." - ციტირებს ჯონ ჰენრის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელის მერსისაიდული კარიერა 1977 წელს, 40 წლის წინ დაიწყო, როცა "წითლებმა" მის სანაცვლოდ "სელტიკს" 440 000 ფუნტი გადაუხადეს. "ლივერპულის" რიგებში მან 515 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა. ამ დროში მან 8-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის თასი, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი და ერთხელაც ევროპის სუპერ თასი. გეტყვით იმასაც, რომ "ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატი უკანასკნელად სწორედ დალგლიშის თაოსნობით მოიგო. შოტლანდიელმა მერსისიადული გრანდი როი ჰოჯსონის გათავისუფლების შემდეგაც ჩაიბარა და გუნდთან ერთად 2012 წელს ლიგის თასი მოიგო - ამჟამად კლუბის უკანასკნელი ტიტული.
 
დალგლიშის კლუბისადმი ღვაწლი შეუფასებელია. ჰილსბროს ტრაგედიის დროს, დალგლიში აქტიურად უჭერდა მხარს დაღუპულთა ოჯახებს. 2005 წელს კი კენის ცოლმა დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მერსისაიდში სიმსივნით დაავადებულებსა და მათ ოჯახებს ეხმარება. უფრო მეტი კენის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე

კომენტარები


LIVERPOOL FANAT
მომხმარებელი

ეს როიყოს მწვრტნელი ისევ რაღაცას მოვიგებთ

LUIS SUARES 001
VIP Member

კენი ლეგენდაა.კარგი გააკეთეს რომ კენის სახელს არქმევენ

gio_chyoi
რედაქტორი

ამაზე ადრე მიდიოდა საუბარი მახსოვს.
მარა ტრიბუნის სახელი კი არა ასეთი ხალხი კლუბში დააბრუნეთ

lashafss
მომხმარებელი

მაგარი კაცია კენი , ყველა თამაშს ესწრება არარსებობს რო არიყოს :D "ჩემნაირია". სამსახური გამიცდენია ლივერპულის თამაშისთვის :X როცა ლივერი თამაშობს მორჩა იქ ყველაფერი ის 90 წუთი არვარ : ))))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze