ფელაინი "ლივერპულთან" გამოირიცხა

ავტორი: gio_chyoi, 8-10-2017, 22:05, კატეგორია - სიახლეები, 592, 10


დიდი ალბათობით ჟოზე მოურინიო "ლივერპულთან" შეხვედრაში თავის "საყვარელ" ფეხბურთელს, მარუან ფელაინის ვერ გამოიყენებს.

ბელგიელმა ნახევარმცველმა ტრავმა (მარცხენა მუხლზე) ნაკრებში ასპარეზობისას, კერძოდ კი, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, ბოსნია და ჰერცეგოვინას წინააღმდეგ მიიღო.

მატჩის შემგომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Sky Sports-თან კომენტარი ბელგიელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ( "ევერტონის" ყოფილი მწვრთნელი) რობერტო მარტინესმაც გააკეთა: " ყველანი ვღელავთ ფელაინის გამო. ვშიშობთ, რომ იოგი არის დაზიანებული." 

თუ რობერტო მარტინესის ვარაუდი გამართლდა, მარუან ფელაინის რამოდენიმე თვით მოუწევს უქმად ყოფნა.

მისი არყოფნა კი დიდი დარტყმა იქნება ჟოზე მოურინიოსათვის, რომელიც მას ძალიან აფასებს და საკუთარი გუდის უცვლელ წევრად მიიჩნევს. მან სულ ცოტა ხნის წინ ისიც კი თქვა, რომ მის (ფელაინის) გარეშე მისი გუნდი უფრო სუსტად გამოიყურება.

უნდა აღინიშნოს, რომ მარუან ფელაინის არყოფნა "ლივერპულისთვის" ძალიან სახარბიელოა, ვინაიდან მისი შესაძლებლობები მეორე სართულზე ნამდვილად დიდია და ჩვენი გუნდისთვის დიდი ხიფათის შექმნა შეეძლო.

ახლა კი, სტანდარტულ სიტუაციებზე მანჩესტერელები საკვანძო ფეხბურთელის გარეშე იქნებიან.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

არ ვუსურვებ არავის ასეთ ცუდ ტრავმას მარა ნადმვილად დიდი შეღავათი იქნება ჩვენთვის. უეჭველი ძირითადში იქნებოდა და ამის თავმა დაგვღუპა ერთხელ უკვე ენფილდზე. სტანდარტულებზე ერთი-ორად დასუსტდებიან

GoGson
მომხმარებელი

ღადაობის გარეშე ვიძახი რო განსაკუთრებით ჩვენთამ დიდი ძალაა ფელაინი, ჩვენი სუსტი სტანდარტულის დაცვის ფონზე, ტაკშტო კაი ამბავია

ThisIsAnfield
მომხმარებელი

აი ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს მანჩესტერს, არც პოგბა ყავთ, არც ფელაინი... უნდა გამოვიყენოთ ეგ ყველაფერი...

chipe888
მომხმარებელი

არ ვიცი ფელაინი ან ლუკაკუ იქნება თუ არა მარა უნდა მოვიგოთ. კლოპოს ბედი ამ თამაშში გადაწყდება და წაგება დამღუპველი იქნება. ტრანვას არცერთ ფეხბურთელს არ ვუსურვებ და არ მგონია მის გარეშე ნაკლებად ძლიერია სირჩესტერი. ეს ინგლისური კლასიკაა და აქ ყველა ტრ აკს იტყ..ნავს რო მაგრად რომ ითამაშოს.შარშან ალბათ უხაროდათ კლაინი რომ გამოგვაკლდა მარა ტრენტმა როგორი თამაში აჩვენა. ამ თამაში გუნდის ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს ისეთი თამაში იქნება. მოურინიო ჩაკეტავს თამაშს და შორიდან გასროლები გამოგვადგება. კოუტინიო იქნება და ჯანიც მინდა სასტავში.

deqstera
მომხმარებელი

სამაგიეროდ ერერა ხვდება დასვენებული რომელსაც აქამდე თამაში ნაკლებად უწევდა, მეეჭვება ამან ნახევარდაცვა ძაან დაასუსტოს, თავზე კი მთავარი პრობლემა მაინც ლუკაკუსგან წამოვა...

ამ თამაშში ვერგიბალეშჩიკებთმ მაგრამ იმედია დაბრუნდებით და ჩააჩოჩებთ ამ სიტის, მაგრამ ჯერ მინიმუმ 2 მცველი გინდათ და ექსტრა კლასის საყრდენი, ეს როგორც მინიმუმ თორე ინგლისში გიჭირთ და ლიგაზე გაწევის შანსი ხო ამ ეტაპზე გუნდს საერთოდ არაქვს...

lashafss
მომხმარებელი

ეს მოგება შეიძლება გახდეს დიდი სერიიის დასაწყისი ასე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩია ლივერპულისთვის. ყოველ წელს ეს თამაში საინტერესოა , მაგრამ წელს უფრო დიდი დატვირთვა აქვს ჩვენი გუნდისთვის მე ასე ვფიქრობ , ვიდრე აქამდე ბოლო წლებში

deqstera
მომხმარებელი

lashafss
დიდი სერიის დასაწყისი ესეთი დაცვის ფონზე?? ლუკაკუ რომც ამოკეტონ შემდეგ თამაშში კეინი ეყოლებათ და მატიპი-ლოურენს არაქვს ზედიზედ ესეთი თამაშის ჩატარების რესურსი...

იუნაიტედი - 21-2
ტოტენჰემი - 15-4

GoGson
მომხმარებელი

[quote=lashafss] გეთანხმებიიიი, შეიძლება უთე*ცენზურა*სი სერია წამოვიწყოთ თუ დამაჯერებლად მოუგებენ

LUIS SUARES 001
VIP Member

Ertit na*ცენზურა*bi sanerviulo gveqneba.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ევერტონშიც რო თამაშობდა ორმაგად მოტივირებულია ხოლმე ლივერპულთან და მაგ მხრივ კარგია რო მანჩესტერს დააკლდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze