წითლები მუნდიალზე და მუნდიალს მიღმა

ავტორი: akaki, 9-10-2017, 19:31, კატეგორია - სიახლეები, 552, 8


სალაჰი ეგვიპტის გმირი გახდა, მაგრამ არც სხვა წითლები ყოფილან უქმად...

ემრე ჩანმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. გერმანიამ ბოლო შეხვედრა 5:1 მოიგო აზერბაიჯანთან და 30 ქულით, უდანაკარგოდ დაასრულა შესარჩევი ეტაპი. გუნდისთვის ბოლო გოლი ემრე ჩანმა გაიტანა. ლივერპულის ნახევარცმველის დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მეკარემ რეაგირება ვერ მოახდინა და ბურთმა ბადეში შეაღწია.



მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩა რობერტსონი, რომლის შოტლანდიამაც გადამწყვეტ შეხვედრაში სლოვენიიდან ვერ მოახერხა 3 ქულის წამოღება და სლოვაკეთს მისცა დაწევის საშალება. შოტლანდიელებმა 2:2 ითამაშეს და სლოვაკების დარი ქულა დააგროვეს, ბურთების შეფარდებით კი ჩამირჩნენ.

ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ჯერკიდევ სლოვენიასთან მატჩში გაინაღდა, სადაც კეინის ბოლო წუთებზე გატანილიგოლით 1:0 იმარჯვა. შემდეგ კი ლიტვის გუნდი კეინის თერთმეტმეტრიანით დაამარცხა 0:1. ორივე მატჩში 90წუთი ითამაშა კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა, მან პენალტის ეპიზოდშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა. ლიტვასთან მატჩში 72-ე წუთიდან რაშფორდის ნაცვლად შევიდა დანიელ სტარიჯი. სლოვენიასთან მატჩი სასტარტოში დაიწყო ოქსლეიდ ჩემბერლენმა, ის 64-ე წუთზე გაიყვანეს, მან მოედანი გაბრაზებულმა დატოვა და ბოთლიც მოისროლა.

ჰოლანდიამ ჯინი ვეინალდუმთან ერთად დაამარცხა ბელარუსი 1:3, მაგრამ მუნდიალის გარეთ დარჩა. მათ ბოლო ტურში შვედეთი 7 ბურთით უნდა დაამარცხონ,რაც წარმოუდგენელია.

რაგნარ კლავანის ესტონეთმა გამოსვლა პოზიტიურად დაასრულა. ჯერ კვიპროსს სძლიეს 1:0, შემდეგ კი გიბრალტარი 0:6 დაამარცხეს.

სიმონ მინოლე კიდევ ერთი მერსისაიდელია, რომელიც მუნდიალზე ითამაშებს, თუმცა კვლავაც სათადარიგო სკამზე იმყოფება. მინოლეს მსგავსად სათადარიგო სკამიდან ადევნებდა შეხვედრებს თვალს დივოკ ორიჯი.

ზემოთხსენებული ფეხბურთელების მსგავსად სათადარიგო სკამიდან ადევნა თვალი ბოლივიასთან 0:0 მატჩს რობერტო ფირმინომ. კოუტინიომ კი მოედანზე 66 წუთი დაჰყო.

ნაბი კეიტამ გვინეის მაისურით ჯგუფის ლიდერის, ტუნისის წინააღმდეგ გახსნა ანგარიში, მაგრამ მეორე ტაიმში 4 უპასუხო ბურთი მიიღო. შეხვედრის ბოლო ლივერპულის ახალწვეულს ნერვებმა უმტყუნა და მორიგი წითელი ბარათი მიიღო.

მუნდიალზე თამაშთან ახლოსაა სადიო მანე, რომლის სენეგალმაც პრინციპულ შეხვედრაში კაბო ვერდეს კუნძულები 0:2 დაამარცხა. მათ გადამწყვეტ შეხვედრაში სამხრეთ აფრიკა უნდა დაამარცხონ.



ინგლისის 21 წლამდელთა გუნდმა 3:1 დაამარცხა შოტლანდიის გუნდი. შეხვედრაში წერტილი დომენიკ სოლანკეს გოლმა დასვა.





კომენტარები


iuristi
მომხმარებელი

ეგვიპტის ტრენერი კუპერი ხოა? ჩვენ ნაკრებს რომ ავარჯიშებდა?

vaxo baratashvili
მომხმარებელი

პროსტა დარტყმა აქ კაი

Kabula 543
მომხმარებელი

Keita 6 ram gaagiza meramdenea wels????aman ase tu gaagrdzela dagvgupavs sadgac 12

GoGson
მომხმარებელი

კარგი სტატიაა, ჰოლანდია მეცოდება ძააან, ძლიერი ევროპა მინდა მსოფლიოზე

lalana20
მომხმარებელი

ჰოლანდია :/

gio_chyoi
რედაქტორი

მაგ ჰოლანდიას არგენტინა რო მიყვეს უნიკალური მუნდიალი იქნება :))

sadio mane-19
მომხმარებელი

rusetshi yvelaze cudi msoflio iqneba fexburtis istoriashi

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ჰოლანდია მაგრა შემეცოდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze