რეალურად რამდენი დახარჯა FSG-მ ტრანსფერებზე?

ავტორი: gio_chyoi, 10-10-2017, 12:31, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 564, 9


" ჯერ ადრეა იმაზე საუბარი თუ რას გავაკეთებთ მომავალში, თუმცა, ნათელია, რომ ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ გავიმარჯვოთ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭირო იქნება." - სწორედ ეს სიტყვები წარმოთქვა ჯონ ჰენრიმ ლონდონში, საადვოკატო ფირმა Slaughter and May-დან გამოსვლისას, მას შემდეგ, რაც იგი ოფიციალურად გახდა საფეხბურთო კლუბ "ლივერპულის" მფლობელი.

მომავალ კვირას ზუსტად ერთი წელიწადი გავა მას შემდეგ, რაც 2010 წელს "ლივერპული" ერთი ამერიკელი მფლობებლისგან (New England Sports Ventures) მეორის ხელში გადავიდა (Fenway Sports Group (FSG).

რა თქმა უნდა, ვერავინ დაიწყებს დავას იმის თაობაზე, რომ ახალი მფლობელები მათ წინამორბედებზე უკეთესები არიან. მათ ხელში კლუბმა უფრო მეტი სტაბილურობა შეიძინა, გაიზარდა შემოსავალი ( და შესაბამისად კლუბის საბაზრო ღირებულება) და, გარდა ამისა, რეკონსტრუქია ჩატარდა ლეგენდარულ "ენფილდს". კერძოდ კი ჯერ მისი ტევადობა გაიზარდა 8500 დასაჯდომით (დაემატა სრულიად ახალი ტრიბუნა) და, ამასთან, რენოვაცია განიცადა თავად მოედანმაც.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ დაგეგმილია Kirkby-ს აკადემიისა და პირველი გუნდის სავარჯიშო ბაზების გაერთიანება. 

ეს პროცესები შეუქცევადია და მომავალში კიდევ მეტი სიახლე იქნება. სულ ხოტა ხნის წინ ყოფილ Centenary Stand-ის ტრიბუნასაც გადაერქვა სახელი და კოპის ლეგენდის, კენი დალგლიშის სახელი ეწოდა.

თუმცა მიუხედავად ამისა, ჯონ ჰენრის მიერ 2010 წელს წარმოთქმული ზემოთხსენებული ფრაზის უკანასკნელი 3 სიტყვა არის ის, რაც სკაუზერებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს - "რაც საჭირო იქნება". გასამარჯვებლად.

ერთადერთი, რაც FSG-ს მმართველობის პერიოდში "ლივერპულმა" მოიგო, ეს ინგლისის ლიგის თასია (მაშინდელი Carling Cup). და მიუხედავად ამისა კენი დალგლიში მაინც გაათავისუფლეს.

რა თქმა უნდა იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც "ლივერპული" ძალიან ახლოს იყო უფრო დიდ გამარჯვებებთანაც. 2012 წლის ინგლისის ასოციაციის თასი ისევ დალგიშთან ერთად, 2015 წელს ევროპის ლიგისა და ლიგის თასის ფინალები იურგენ კლოპის ხელმძღვანელობითა და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი 2-13/14 წლების პრემიერ ლიგის კამპანია ბრენდან როჯერსის მწვრთნელობისას.

ინგლისში იმისათვის, რომ "ყველაფერი გააკეთო", აუცილებელია ტრანსფერებზე ფული დახარჯო. აკეთებს კი ამას FSG?

ამას ქვემოთ მოყვანილი ციფრებით ვნახავთ, სადაც მოცემულია წლების მიხედვით (ბოლო 7 წელიწადი, FSG-ს ხელში) "ლივერპულის' მიერ სატრანსფერო ფანჯრებისას დახარჯული და შემოსული თანხები, და, შესაბამისად, მიღებული წმინდა დანახარჯი.

P.S თანხები მოცემულია ბრიტანულ ფუნტ სტერლინგებში

2011: დახარჯული 109.95 მილიონი მიღებული 79.1   წმინდა დანახარჯი 20.8 მილიონი

2012: დახარჯული 30.23 მილიონი მიღებული 14.3   წმინდა დანახარჯი 15.93 მილიონი

2013: დახარჯული 65.3 მილიონი მიღებული 28.7   წმინდა დანახარჯი 36.6 მილიონი

2014: დახარჯული 116.85 მილიონი მიღებული 72.875   წმინდა დანახარჯი 43.975 მილიონი

2015: დახარჯული 88.5 მილიონი მიღებული 76.02   წმინდა დანახარჯი 12,488 მილიონი

2016: დახარჯული 69 მილიონი მიღებული 86.5    წმინდა დანახარჯი -17.7 მილიონი

2017: დახარჯული 88.9 მილიონი მიღებული 47.25   წმინდა დანახარჯი 41.65 მილიონი

საერთო ჯამში: დახარჯული 568.73 მილიონი მიღებული 404.745   წმინდა დანახარჯი FSG-მიერ 7 წლის განმავლობაში 163.985 მილიონი

საშუალოდ ერთ წელიწადში: 23.426 მილიონი

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები შესაძლოა სავსებით ზუსტი არ იყოს, რადგან, ხშირად, ფეხბურთელის ტრანსფერი დამატებით ბონუსებს ითვალისწინებს, ან დეტალები ბურუსითაა ხოლმე მოცული.

გარდა ამისა, ზემოთ მოცემული ციფრები არ მოიცავს ნაბი კეიტას ტრანსფერს, რომელიც მომავალ ზაფხულს დარულდება.

ახლა კი, მოცემული ციფრები შევადაროთ ჩვენი კონკურენტი კლუბების შესაბამის მაჩვენებლებს.

ჩევნი მეტოქეების სუფთა დანახარჯები 2010 წლიდან:

მანჩესტერ სიტი - 718.05 მილიონი

მანჩესტერ იუნაიტედი - 540.05 მილიონი

ჩელსი - 351.8 მილიონი

არსენალი - 179.8 მილიონი

ტოტენჰემი - მნიშვნელოვანი 20.5 მილიონიანი მოგება.

მოცემული ციფრები, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის გადაჭრით თქმის უფლებას, FSG არის კარგი თუ ცუდი მფლობელი და უნდა იყოს თუ არა სახარბიელო ბოლო პერიოდში გავრცელებული ჭორები მათ მიერ კლუბის შესაძლო გაყიდვასთან დაკავშირებით.

თუმცა, ისინი გარკვეულ ეჭვებს აჩენენ იმასთან დაკავშირებით, რამდენად "აკეთებენ ყველაფერს" იმისათვის, რათა კლუბმა ძველი დიდება დაიბრუნოს. 

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ნუ რა უნდა თქვა მოკლედ, შედეგიც სახეზეა, ყველაზე ნაკლები დახარჯული და ყველაზე ცუდიც შედეგი. არსენალმაც კიდე რამოდნეიმე ფა თასი მოიგო ამ პერიოდში. სანამ არ დაიხარჯება თანხები არაფერი გვეშველება

DIVOK ORIGI 007
VIP Member

უნდა გაიყიდოს ლივერპული

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ესენი მარტო ფულის გასაკეთებლად არიან მოსულები დანარჩენი არ აინტერესებთ.

Carroll_9
მომხმარებელი

მე არ ვფიქრობ რო ეს ტრაგედიაა, ტრაგედია ისაა რომ დახარჯული ფული სწორად არ იხარჯება, თორე რეალმა ისეთი ნახევარდაცვა შეკრა კროოსი-კაზემირო-ასენსიო-სებალოსი-კოვაჩიჩი ერთად სალაჰი_ჩემბერლენის ფასი არ დამჯდარა. პრობლემა ისააა რომ 568 მილიონი დაიხარჯა ამ ბოლო წლებში და რეალურად თუ შევხედავთ ამათი მოსვლის შემდეგ მხოლოდ მასკერანო სუარრესი და ტორესი გავყიდეტ ვინც რეალურად გუნდს დააკლდა. და რო გადახედო 568 მილიონის შესყიდვებს გუნდმა მეკარის ცენტრალური მცველის და ნახევარმცველის პრობლემა ვერ მოაგვარა ამ ფასად.

chipe888
მომხმარებელი

გიო როგორც შენ სტატიაში 7 წელი განვიხილოთ. დავიწყოთ იმით,რომ მწვრთნელებს როგორ არჩევდნენ. ახსენე ლიგის თასის მოგება და დაგლიშის გაშვება.როჯერას მოსვლა და ახლა უკვე იურგენა. ჩემი აზრი ასეთია. კლუბს,როცა უჭირდა და ფანობის გულის მოგება უნდოდათ მაშინ დაუძახეს ისეთს ვისაც სენტიმენტები აქვს კლუბის მიმართ.დაგლიშმა დაბრუნა იმედი და შემდეგ კარისკენ მიუთითეს. აქ ერთი პრობლემაა რატო გაუშვეს მეფე და რატო მოიყვანეს როჯერა?ამ კითხვაზე პასუხი წლები გავიდა და არ მაქვს. დაგლიშს ხო სეზონ ნახევარი ქონდა და კი ლიგის თასია მარა ტიტული ხო დადო. მერე როჯერსის მოიყვანეს და აცადეს მეტი ვიდრე კენის. და დღეს იურგენას უკვე აქვს იმაზე მეტი დრო ვიდრე კენის ქონდა. ამით იმის თქმა მინდა რო კლუბში ისეთების მოყვანა არ ხდება ვისაც უყვარს კლუბი. არცერთ თანამდებობაზე არ არის ეგეთი ვინმე დანიშნული. კენის გაშვებით ის დამტკიცდა რო არ უნდათ ეგეთები გუნდში.რატო? ჩემი აზრი ასეთია:ბიზნესს არ უყვარს სენტიმენტები და ამით ფული არ იშოვება. ვერ მართავე ეგრე მომგებიანად.ამერიკელების პირველი სავიზიტო ბარათი ხო ეგაა. ის რაც კარგად იციან ვერ დავმალავ ეს ბიზნესია და ფულის კეთება. იმასაც ვიტყვი რაც არ იციან ეს რა თქმა უნდა ფეხბურთია. მაგათ ისევ ჰგონიათ,რო 22 ყ... დასდევს 1 ბურთს.დესუზასი არ იყოს 22-მ დაუკლავანა ამერიკას. ბოლოს კი ვიტყვი რო თუ გაიყიდება კარგი იქნება,ოღონდ არა ამერიკელზე. გუნდის მომავლისთვის უფრო კარგი იქნება ასე. ვერ ვიტყვი რო წინა მფლობელებს არ ჯობიან მარა არა ფეხბურთი ამერიკელების საქმე.
პ.ს. რა თქმა უნდა სტატიისთვის მადლობა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ფული სრულიად საკმარისია დახარჯული, ტრაგედია იმაშია, რომ მაგ ფულით ბორინები და მარკოვიჩები მოყავდათ და დელეალებს იწუნებდნენ.

gio_chyoi
რედაქტორი

ნუ რა თქმა უნდა ორი ასპექტია გამოსაყოფი: 1. ის რო ფული არასწორად დაიხარჯა რაც უფრო მნიშვნელოვანია, იმიტო რო აგერ ტოტენჰემმა ჩვენზე უკეთესი გუნდი შეკრა მარა პირიქით, პლიუსში არიან გასულები. და 2. კიდე ის რო მაინც არ იხარჯება იმდენი რამდენიც უნდა დაიხარჯოს რა.
მოკლედ უნდა დაიხარჯოს ბევრი და რაც მთავარია სწორად

giginio
VIP Member

ეს რამაგრი იცით ხოლმე სანამ თანხებია რ დაიხარჯენაა და ისა და ესაა, ჩელსიდ ა სიტი რო მეტს დახარჯავდა გაგიკვირდათ? იუვენტუსი რამდენს ხარჯავს მონაკო რამდენს ხარჯავს ატლეტიკო რამდენს ხარჯავს ნაპოლი რამდენს ხარჯავს? ტოტენჰემს ხო ხედავთ დაჟე მოგებაში არიან ამრა ჩვენზე სტაბილური გუნდი ყავთ მარტო ფულში არაა საქმე ეგრე რო იყოს კოუტინიო უკვ ბარსლონაში იქნებოდა, ტორესი ღორი იყო და წასვლა უნდოდა რა ამატი ბრალიააა , სუარესი ცოლის ჩმორი იყოს რა ამათი ბრალია თუ დაგავიწყდატ იგსი და ჯილეტი 20 ლარს რო გმოდიოდნენ წელიწადში დაჟე მაშინაც უკეთესი გუნდი იყო უფრო პატარა ბიუჯეტით, ამატი დიდი მინუსი არისს ის რომ გუნდის საქმაინობა კიდიათ და არ იხედებიან თორეე ჟმოტებს ამათ ვერ უწოდებ, მერავიცი ატლეტიკოს 2010 წლიდან დღემდე 2 ლარი არ ექნება დახარჯული მარა კი აწოვინებს ბარსა რეალს ყოველ წელსსს

deqstera
მომხმარებელი

მეკარე იყო რეინა, დაცვის ცენტრში გყავდათ შკრტელი-აგერი, ნახევარდაცვაში მასკერანო-მეირელეში-ჯერარდი, თავდასხმაში სუარესი, პლიუს სტერლინგი რომელიც პროგრესირებდა.... რეალურად რომ ვთქვა ამ სასტავის მოსვლამდე უფრო ძლიერი იყო მემგონი ლივერპული რო ვუფიქრდები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 19:00 სთ.


  • ტოტენჰემი
  • VS

    22.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • მარიბორი
  • 0:7

    18.10.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მარიბორი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze