მეფის კარიერა ციფრებში

ავტორი: johnson, 13-10-2017, 13:05, კატეგორია - სიახლეები, 385, 3


როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩს "ლივერპულის" საშინაო არენა დიდი ცვლილებით ხვდება. კლუბის ოფიციალური საიტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თახნამად, "ენფილდის" ერთ-ერთ ტრიბუნას კენი დალგლიშის სახელი დაერქმევა.

Centenary Stand ანუ ასწლეულის ტრიბუნა - ეს სახელი მას 1992 წელს, კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწოდა. ახლა კი ის "მეფე კენის" სახელს ატარებს. გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ, პირადად ჯონ ჰენრიმ მიიღო.

მოდით კიდევ ერთხელ გადავხედოთ დალგლიშის მერსისაიდულ კარიერას და მნიშვნელოვან ციფრებს :

* შოტლანდიელის სანაცვლოდ "ლივერპულმა" 1977 წელს 440 000 ფუნტი გადაუხადა "სელტიკს".

* კენიმ "წითლების" რიგებში სულ 515 მატჩი ჩაატარა.

* ჯამში დალგლიშმა "ლივერპულს" 381 შეხვედრაში უხელმძღვანელა.

* ინგლისის ჩემპიონატსა და თასზე შოტლანდიელმა მერსისაიდელთა რიგებში 172 მატჩი ჩაატარა - ის კლუბის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მეშვიდეა.

* აღსანიშნავია, რომ "მეფეს" მწვრთნელის რანგში 100 მატჩის მოსაგებად 167 შეხვედრა დასჭირდა - საუკეთესო მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში.

* "ლივერპულის" 7 ნომრიანი მაისურით დალგლიშმა ზედიზედ 147 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - შოტლანდიელი ამ მხრივაც საუკეთესოა.

* კენიმ ეროვნულ ნაკრებში 102 მატჩი ჩაატარა - მეტი, ვიდრე რომელიმე მისმა თანამემამულემ.

* მერსისაიდელთა მწვრთნელის რანგში, დალგლიშმა სულ 75 მოთამაშე გამოიყენა.

* "წითლების" მწვრთნელის რანგში კენიმ მერსისაიდული დერბების 62% მოიგო.

* დალგლიში 35 წლის იყო, როდესაც 1986 წელს "ლივერპულს" ინგლისის ჩემპიონატი და თასი მოაგებინა.

* შოტლანდიელმა "ლივერპულის" რიგებში ერთ სეზონში 31 გოლის გატანაც კი შეძლო(1977/78 წლების სეზონში).

* კენის ხელმძღვანელობით "ლივერპული" ინგლისის ჩემპიონატში 1987/88 წლების სეზონში 29 მატჩის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი.

* დალგლიშმა ჯამში "წითლებთან" ერთად 18 მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო.

* კენი ერთ-ერთია იმ 7 ფეხბურთელიდან, რომლებმაც "ენფილდზე" 100-ზე მეტი გოლის გატანა შეძლეს - დალგლიშმა "ლივერპულის" საშინაო კედლებში მეტოქის კარი 104-ჯერ აიღო.

* შოტლანდიელმა სულ 3-ჯერ შეძლო ჰეტ-ტრიკის შესრულება - სამივეჯერ "მან. სიტისთან" მატჩში.

* დალგლიში ჟურნალისტებმა 2-ჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო მოთამაშედ - 1979 და 1983 წლებში.

კიდევ უფრო მეტი ლეგენდარულ შვიდიანზე შეგიძლიათ იხილოთ ​ლინკზე 

კომენტარები


Lasha badzagua
მომხმარებელი

Is ietive legenda rogorc mesia barsashi tvrameti tituli carmoidginet is ra iyo da ra aris liverpoolis tvis legenda romelic dro ver moklavs

gio_chyoi
რედაქტორი

მართლა ლეგენდა კაცია. როგორ მინდა რო ლივეპულში კეინი ალი და ზოგადად მაგარი ბრიტანელი ფეხბრუთელები თამაშობდნენ. და მწვრთნელიც ესეთი გვინდა ჩვენი ლეგენდა ვინმე. როგორც ზიდანი თუნდაც

LUIS SUARES 001
VIP Member

ცოცხალი ლეგენდაა ეს ადამიანი და მართლაც პატივისცენის ღირსია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი 23:59 სთ


  • ლივერპული
  • VS

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:1

    10.12.2017


  • ევერტონი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze