"ლივერპული" : "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

ავტორი: johnson, 13-10-2017, 19:04, კატეგორია - სიახლეები, 1 727, 12


ხვალ, თბილისის დროით 15:30 წუთზე, "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" მიიღებს.

მომავალ მატჩს გუნდები შემდეგნაირი საკადრო მდგომარეობით ხვდებიან :

* ტრავმის გამო მასპინძლებს ხვალ სადიო მანე, ადამ ლალანა და ნათანიელ კლაინი ვერ დაეხმარებიან.

* მწყობრში არიან რობერტო ფირმინო, ფილიპე კოუტინიო და დეიან ლოვრენი. მათ მელვუდში ვარჯიში გუშინ განაახლეს.

* დანაკლისი აქვთ სტუმრებსაც - "ეშმაკებს" ხვალ პოლ პოგბა, მარუან ფელაინი, მარკოს როხო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარებიან.

* "ლივერპულის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის რომელუ ლუკაკუ.

პრევიუ

ინგლისი დიდი ზეიმისთვის ემზადება, საუბარია "ლივერპულისა" და "მანჩესტერს" შორის დაპირისპირებაზე, რომელიც ზოგისთვის უკვე რელიგიადაა ცნობილი, ზოგი კი მას როგორც დერბს ისე აღიქვამს. მართალია ქალაქებს შორის მანძილი სულ რაღაც 57 კილომეტრია, მაგრამ ბევრის აზრით ეს სულაც არ წარმოადგენს იმ პრობლემას, რომ ამ უმრავლესობისთვის "მსოფლიო თამაშად" აღიარებულ შეხვედრას დერბი ვერ დაარქვან. მიმდინარე სეზონი ჯერ-ჯერობით წარმატებულია "იუნაიტედისთვის", რაც ჟოზე მაურინიოს თავის მართლებების საშუალებას არ აძლევს, ხოლო არამდგრადია "ლივერპულისთვის", რომელსაც შანსი აქვს ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლას. გუნდებს შორის სხვაობა ამჟამად 7 ქულაა, "იუნაიტედი" ცხრილში მეორეა, ხოლო "ლივერპული" - მეშვიდე.

საუაბრი იმაზე, თუ რა პრინციპული თამაშია ხვალ არსალაპარაკოა, რადგან ეს ძალიან დიდ დროსა და ენერგიას წაიღებს, ამიტომ გადავავლოთ თვალი იმას თუ რა თქვეს მწვრთნელებმა: "მანიუკიელთა" დამრიგებელი ჟოზე მოურინიო საკმაოდ თავმდაბალი გამოდგა ამ შემთხვევაში და თქვა რომ "ლივერპული" მართალია ამ დროისთვის არასახარბიელო სიტუაციაშია, მაგრამ მათ ჩემპიონატის მოგების ძალა ნამდვილად შესწევთო. მან ასევე დაამატა რომ ჩემთვის ეს უბრალოდ სამქულიანი მატჩია და მეტი არაფერი, რამდენად ცინიკურად დახარჯა ეს სიტყვები ჟოზემ ეს კრიტიკოსების საქმეა და მათ მივანდოთ ამის განხილვა, ჩვენ კი უბრალოდ ფაქტებით დავკავდეთ.

დიახ, ეს ის თამაშია, სადაც 2 საათის განმავლობაში ორ ქალაქში ყველანაირ საქმიანობას წყდებიან და იმ პერიოდში ქუჩაში წყლის დალევაც რომ დაგჭირდეს, ალბათ შენთვის არც არავის ეცლება. მანჩესტერელებს ზურგს 20 მოგებული თასი უმაგრებთ, ლივერპულელებს კი - 18. ისინი ყველაფერს გააკეთებენ რომ სხვაობა მაქსიმალურად შეამაცირონ. ამ თამაშში "მერსისაიდელთა" დაცვა დაცვას ემგვანება, ხოლო სხვა დაპირისპირებებში კი რა მოგახსენოთ. მოკლედ, თამაში რამდენიმე საათში დაიწყება და დანარჩენს ეკრანებიდან ვადევნოთ თვალი.

რას ამბობენ მწვრთნელები

იურგენ კლოპი : "დიდებული მატჩია, ვისურვებდი პრემიერ ლიგას ორივე გუნდისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო მიეცა. მეტოქე ახლა გაცილებით უკეთესს სიტუაციაშია, ვიდრე გასულ წელს იყო, თუმცა ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ. ვიცით მეტოქის დონის და გამოცდილების შესახებ.

შეხვედრას მოუთმენლად ველით. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება მსოფლიო ფეხბურთში. ეს დიდი მატჩია და ჩვენ ეს გვესმის. გვსურს ვითამაშოთ და შედეგს მივაღწიოთ."

ჟოზე მოურინიო : "როდესაც დიდ კლუბში ხარ, შენთვის ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ეს უბრალოდ მორიგი მატჩია. აქ სასწორზე მხოლოდ 3 ქულა დევს. ამავდროულად, ასეთ მატჩებში თითოეულ მომენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენი მეტოქე კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია.

"ენფილდზე" განმიცდია კარგი და ცუდი მომენტები. "ლივერპულსაც" ჰქონია ჩემი გუნდების წინააღმდეგ კარგი და ცუდი მომენტები."

სტატისტიკა & ფაქტები

* უკვე 6 შეხვედრაა "ლივერპული" პრემიერ ლიგის ეგიდით ვერ ახერხებს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებას.

* ამ ორი გუნდის დაპირისპირებებში ყველაზე მეტი გოლი სტივენ ჯერარდს აქვს გატანილი(8).

* "ეშმაკებმა" "ენფილდზე" ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან 3 მოიგეს - 1 ფრე და 1 მარცხი. ამავდროულად, მათ უკანასკნელ 2 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვაც შეძლეს.

* 2016 წლის აგვისტოდან მოყოლებული, მოურინიომ და კლოპმა პრემიერ ლიგაში თანაბარი რაოდენობის ქულები მოიპოვეს.


"ლივერპული"

* საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან "ლივერპულმა" მხოლოდ 1 წააგო(ყველა ტურნირზე) - 8 მოგება და 5 ფრე.

* ამავდროულად, კლოპის შეგირდებმა უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგეს - 4 ფრე და 2 მარცხი.

* მარცხის შემთხვევაში, მერსისაიდელებს 8 ტურის შემდეგ მხოლოდ 12 ქულა ექნებათ - სწორედ მსგავსი შედეგი ჰქონდა "ლივერპულს" ბრენდან როჯერსის დათხოვნის მომენტში.

* იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს 7 დაპირისპირებიდან 3 გერმანელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა - 3 ფრე და 1 მარცხი.

* პრემიერ ლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 12 მატჩში ფილიპე კოუტინიომ 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


"მანჩესტერ იუნაიტედი"

* თუ ხვალ "ეშმაკები" გაიმარჯვებენ, განვლილი 8 ტურის შემდეგ მათ ანგარიშზე სარეკორდო - 22 ქულა იქნება.

* 2017 წელს მოურინიოს შეგირდებმა კარი მშრალად 17-ჯერ შეინახეს - საუკეთესო მაჩვენებელი პრემიერ ლიგაში.

* ამავდროულად, ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში "იუნაიტედმა" 8-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა.

* რომელუ ლუკაკუს აქვს შანსი გახდეს პირველი მოთამაშე კლუბის ისტორიაში, რომელმაც საწყისს 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა.

* ამავდროულად, ბელგიელმა თავდამსხმელმა "ლივერპულის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა - 5 მათგანში კი კარში ზუსტად დარტყმაც ვერ შეძლო.

* უკანასკნელ 10 შეხვედრაში, მარკუს რეშფორდმა 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.



Sky Sports-ის მკითხველთა სასურველი შემადგენლობები

"ლივერპული" : მინიოლე - არნოლდი - მატიპი - ლოვრენი - რობერტსონი - ჩანი - ჰენდერსონი - ვეინალდუმი - კოუტინიო - სალაჰი - ფირმინო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" : დე ხეა - ვალენსია - ბაიი - ჯონსი - იანგი - მატიჩი - ერერა - მატა - მხითარიანი - რეშფორდი - ლუკაკუ.

 
მთავარი მსაჯი - მარტინ ატკინსონი

ექსპერტის პროგნოზი - 2:0 და პირველს გაიტანს ფირმინო(ფილ ტომპსონი);  0-1 და გაიტანს მარსიალი(ჩარლი ნიკოსალი);  1:1 და პირველს გაიტანს რეშფორდი(პოლ მერსონი)

პირდაპირი ტრანსლაცია - სილქ უნივერსალი;    Liverpoolfc.ge;      МАТЧ! Футбол 1

კომენტარები


DIVOK ORIGI 007
VIP Member

2-0ს ვიგებთ

vaxo baratashvili
მომხმარებელი

DIVOK ORIGI 007,
ღმერთმა ქნას

David Meskhidze
მომხმარებელი

5-0 ფილის ჰეტრიკი და სალაჰის დუბლი

Plungera
მომხმარებელი

უნდა შევჭამოთ ეს ძუკნები 5

vaxo baratashvili
მომხმარებელი

წითელ ეშმაკებს ხვალ ჯოჯოხეთში ვისტუმრებთ მიდით ლომებო მიდით

liverpolel
მომხმარებელი

როგორ ფორმაშიც არ უნდა ვიყოთ, რა ადგილასაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ვიცი რო ამათ სათანადოდ დავუდგებით და ყოველთვის შეეშინდებათ ჩვენთან თამაში, ჩვენ ლივერპული ვართ და ვიცით ესეთ ძუკნებთან როგორ უნდა ვითამაშოთ

chipe888
მომხმარებელი

ფსიქოლოგიურად მაგარი მუხტი იქნება ხვალ მოგება და ყველაფერი უნდა გაკეთონ რომ მოიგონ. საკუთარი თავები უნდა მიკლავანოს და უსიკვდილოდ უნდა მოიგონ. 2-0 იქნება თუ 10-9 უნდა მოიგონ თუ არადა კლოპი ნახუი კარებისკენ

DIMAX777
მომხმარებელი

არვიცი ბიჭებო ძაან მიმდა ამ თამაშის მოგება მაგრამ ( N1 არ მგონია კარი მწრალად შევინახოთ( N2 მანეს გარეშე ვიცით როგორ გვიჭირს N3 დაცვა !!!!!!!! N4 რო რამე ცვლილებების იმედი ნაკლებად მაქვს ( .....მოკლედ ყველაფრის და მიუხედავად ენფილდის იმედი მაქ და მიდით ბიჭებო !!!!!

GoGson
მომხმარებელი

აუუუუ მალე გათენდესსს ჟოზეეეს დედიიიის კვნესააააა როოო გავიგოოოოი

keklo123
მომხმარებელი

3 1 დაააარჭობს ლივე უეჭველი წიტელ ქათმებს

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვააახ ხვალ მოვიგოთ და არ მინდა არაფერი.

gio_chyoi
რედაქტორი

ესეც თუ წააგო კლოპმა უკვე თვითონ უნდა იფიქროს წასვლაზე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze