კლოპი: ჩემი ნებით წავალ თუ...

ავტორი: akaki, 14-10-2017, 12:02, კატეგორია - სიახლეები, 1 096, 11


იურგენ კლოპმა გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და გუნდის პოზიციაზე ისაუბრა.

მან ისაუბრა მისი გუნდის მდგომარეობაზე 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, გამოეხმაურა მისი წასვლის სპეკულაციებს და მფლობელებთან მის ურთიერთობასაც შეეხო.

"რომ ვფიქრობდე, რომ ჩემს გუნდთან ერთად პრემიერლიგის მოგება არ შემიძლია, ჩემი ნებით წავიდოდი. მე მჯერა იმ გზის, რომელსაც ვადგავართ. თქვენგან მხოლოდ იმას ვითხოვ, რომ მოითმინოთ, მაგრამ ზოგს მოთმენა არ შეუძლია, ეს ბუნებრივია, ჩვენ კი მოვითმენთ და შედეგს აუცილებლად მივიღებთ. გუნდის მფლობელებს სჯერათ რასაც ვაკეთებ და მენდობიან. მათ დღესვე რომ დამითხოვონ ამ მდგომარეობაში ჩემზე უკეთეს მწვრთნელს უნდისთვის ბევრს ნამდვილად ვერ მოძებნიან, მაგრამ ეს ასე არ მოხდება, რადგან ლივერპულელების 98% ჩემს გვერდითაა."

"მე არ ვამბობ, რომ ვარ იდეალური მწვრთნელი, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ იდეალური იმ ადგილისთვის, სადაც ვმუშაობ, მე ვჭირდები ლივერპულს"

"ახლაც ისეთივე ენთუზიაზმით და მიზნებით ვარ, როგორც აქ მოსვლის დღეს. ჩემს საქმეს იმაზე დიდი პაუსუხისმგებლობით ვეკიდები, ვიდრე შეიძლება იყოს. მე არ ვამბობ "რაც არ ის ეს არის", მე ვამბობ, რომ კარგ გზაზე ვართ."


კლოპმა გასული თვის მატჩები მიმოიხილა და განაცხადა, რომ ცუდი შედეგების მიუხედავად გუნდი კვლავ იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

"გასულ მატჩებს რომ გადავხედოთ, ფეხბურთის ხარისხში ყველა გუნდზე ვდომინირებდით, მაგრამ შესაბამისი შედეგი არ იყო, გარდა ლესტერისა. სიტისთანაც კი, სანამ 10 კაცით დავრჩებოდით, უკეთესად ვთამაშობდით. ეს თავისით არ მოდის. ნიუკასლთან 1:1 მატჩში გვქონდა დიდი უპირატესობა, რასაც მომენტებიც მოყვებოდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ, მათ კი ერთი მომენტი შექმნეს და გამოიყენეს. გასულ კვირას ჟურნალისტი მეკითხება, -იყო ეს სამართლიანი შედეგი ? მე ვკითხე თუ რას ფიქრობდა ის და მან მიპასუხა დიახ. მე ვუთხარი, კარგი ადექი. როგორც ადამიანი არ ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე. რომ გამოვედი ვიფიქრე, დაბრუნდი და ხელი ჩამოართვის, ეს მისი საქმეა და არაფერ შუაშია, თუმცა ცხოვრებააასეთი, ხალხი ყველაფერს შედეგებით აფასებს და არა შედეგისთვის განვლილი გზით."


მანჩესტერთან მატჩის წინ ბევრი საუბარია კლოპისა და მოურინიოს დაპირისპირებაზე და  მათ მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. გერმანელი ამ თემასაც მკაფიოდ შეეხო.

"დიახ წელს მოურინიოს ჩემზე უკეთესი შედეგი აქვს, მაგრამ უბრალოდ ვერ დავემსგავსები იმ მეზობელს, რომელსაც მეზობლის ახალი მანქანის ყიდვის ან დასასვენებლად წასვლის შურს. როცა შენს მეზობელს უკეთესი შედეგი აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი მდგომარეობით არ უნდა ისიამოვნო, თუ თვლი რომ საქმეები კარგად მიგდის. დიახ, ჩვენ ვთვლით რომ სწორ გზაზე ვართ, მხოლოდ ცოტა იღბალი გვჭრდება და შესაბამისი შედეგიც იქნება. ჩვენ ამას დაველოდებით."


ბოლო კომენტარი მატჩის წინ.

"ახლა ყველას ყველაზე მეტად თავდაჯერება გვჭირდება. გუნდი ყველა თამაშში თავს მეტოქეს სჯობდა და ასე იქნება ახლაც, ჩვენ ისევ შევქმნით ბევრ მომენტს, უბრალოდ ახლა ამ მომენტებს უკეთ გამოვიყენებთ. ჩვენ გვაკლია ძლიერი ფეხბურთელები, მაგრამ მათ ასევე ძლიერი ფეხბურთელებით შევცვლით, შეიძლება მათ ერთი გრძელი პასი გავუდეთ და გაგვიტანონ, მაგრამ ჩვენ გავიტანთ უფრო მეტს".


შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდი ამჟამად მანჩესტერს 7 ქულით ჩამორჩება. ეს შეხვედრა კი მნიშვნელოვანი ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალება იქნება.

კომენტარები


Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

3

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვაცადოთ იურგენას რა,მჯერა ბაინც კლოპოს.

Ynwa Scousers
მომხმარებელი

რა დამაჯერებლად იბაზრა ამ შობელძაღლმა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

მიდი იურა დღეს კაი პალასაზე გადავდივართ, მთავარია მახინჯი ავტობუსი გაარღვიო.

Lasha badzagua
მომხმარებელი

Kargi mcvrtnelia me mjera am kacis cota ixbali dagvakldao martals izaxis martla ixbali dagvaklda ase ro gamoscordeba ai naxavt

kloppo
მომხმარებელი

არადა ცუდი შედეგიაქ მაგრამ უნდა ვაღიაროთ რო სანამ კლოპი მოვიდოდა უდიდეს მძღნერში ვიყავით

gio_chyoi
რედაქტორი

ისე თავდაჯერებით ლაპარაკობს გეგონება ჩაწყობილი აქვს და უნდა მოაგებინონ პრემიერ ლიგა. რავიცი აგერა ბურთი და მოედანი და ვნახავთ რასაც მიაღწევს

Bill_Shankly
მომხმარებელი

კლოუნია რა ხო ვამბობ: მეზობელს არ შევეჯიბრებიო... ეგაა შენი კონკურენტი და აბა ჰოფენჰაიმზე უკეთესი შენამდეც იყო ლივერპული!!!
რაც შეეხება შედეგს ამაზეც აცდენილია რეალობას. დორტმუნდი არაა ლივერპული რომ მეორე ადგილზე გასვლისთვის ტაში გიკრან.
როგორც ზემოთ არვნიშნე კლოუნია კვირაში 200 000 გირვანქად დაქირავებული

liverpolel
მომხმარებელი

Bill_Shankly,
ეხლა რო მეორე ადგილზე გავიდეს გუნდი ტაშს არ დაუკრავ? ცოტა რეალობას შეხედე მორჩა ის ლივერპული რაც ადრე იყო ახალი ერა იწყება და ნელ ნელა უნდა აღდგეს ყველაფერი

sadio mane-19
მომხმარებელი

dges unda movigot iurgen, marto laparakit saqme ar gamova.

GoGson
მომხმარებელი

მიდი კლოპპ... არვიცი რატო მარა მართლა მჯერა რო დიდებას დაგვიბრუნებ..

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze