კლოპის ვერდიქტი
გუშინ "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიღო. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრა შეაფასა :
"მომეჩვენა, რომ "იუნაიტედს" 1 ქულა სურდა. რა თქმა უნდა, ისინი 3 ქულაზეც თანახმა იქნებოდნენ, თუმცა მათგან განსხვავებით სწორედ გამარჯვება გვსურდა. ასე რომ, მეტოქე ბედნიერია, ჩვენ კი არა. ეს საშინაო მატჩი იყო და დომინანტებიც ჩვენ უნდა ვყოფილიყავით. "ლივერპულის" თამაშით კმაყოფილი ვარ, მოწინააღმდეგის თამაშის შეფასება კი ჩემი საქმე არაა.
შესაძლოა, ვერ შევქმენით საკმარისი მომენტები, რათა მოგვეგო. მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ თქვენ კითხვებს ყოველთვის ნეგატიურ კონტექსტში მისმევთ. დღეს საკმარისად ვიბრძოლეთ, უნდა დაედოთ პენალტი, შესაძლოა წითელი ბარათიც და მთელი ეს საუბარი... მაგრამ ასე არ მოხდა. შეგიძლიათ დაწეროთ რაც გინდათ, მაგრამ მე პოზიტიურ განწყობაზე უნდა დავრჩე, რადგან ნაჩვენები თამაში ამისთვის საკმარის მიზეზს მაძლევს.
ბიჭებმა კარგად ითამაშეს და ბოლო მატჩისგან ბევრი რამ ისწავლეს. მოვახერხეთ თავის კარგად დაცვა გუნდთან, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა კონტრშეტევებზე. მხითარიანი, რეშფორდი, ლუკაკუ, მარსიალი - ჩვენ საქმე კარგად გავაკეთეთ. იყო ყველაფერი იდეალურად ? ალბათ არა, რადგან ამ შემთხვევაში 3 ქულას ავიღებდით. დღეს მეტოქე თავს 9 მოთამაშით იცავდა, რომლებიც საჯარიმოს გარშემო იყვნენ განლაგებულნი. კარგით, მე მათ არ ვასამართლებ. ეს უბრალოდ საქმეს უფრო გვირთულებს.
თამაშის შემდეგ ჩემს ბიჭებს ვუთხარი : როდესაც ჩვენ "ლივერპულს" შევუერთდით, რთული გზა ავირჩიეთ. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და მჯერა, რომ მათ შეუძლიათ ამ სიტუაციასთან გამკლავება. არ მგონია, რომ ვინმე "იუნაიტედის" კართან შექმნილ 20 მომენტს ელოდა. საუკეთესო ფორმაში მყოფი "ბარსელონაც" კი ვერ იზამდა ამას. სეზონი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა.
შეგიძლიათ დაგვადანაშაულოთ, რომ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და ამაზე პასუხისმგებლები ჩვენ ვართ. ვფიქრობ, ვინც მატჩებს უყურებდა, ნახავდა რომ თითოელში შეგვეძლო გამარჯვება, "მანჩესტერ სიტისთანაც" კი. ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვვითარდეთ და მოვუმატოთ. ბოლო და დღევანდელ მატჩებს თუ შეადარებთ, ნახავთ რომ დაცვაში თამაში გამოვასწორეთ."