რა დონეზეა "მარიბორი"

ავტორი: Javaxa, 16-10-2017, 12:26, კატეგორია - სიახლეები, 505, 7


ხვალ, ჩვენი დროით 22:45 წუთზე ინგლისის "ლივერპული" სლოვენიაში ჩემპიონთა ლიგის III ტურის მატჩს "მარიბორის" წინააღმდეგ გამართავს და პირველი 3 ქულის აღებას შეეცდება. ჩვენი ვებ-გვერდი ამ გუნდის შესახებ მცირე, მაგრამ მთავარ ინფორმაციას გთავაზობთ.

"მარიბორი" საკმაოდ ძლიერი დაცვით გამოირჩევა. ისინი ადგილობრივ ჩემპიონატში ჯერ კიდევ დაუმარცხებლები არიან. "ვარდისფერები" 12 ტურის შემდეგ 28 ქულით მეორე ადგილზე არიან და ლუბლიანას "ოლიმპიას" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან. 12 შეხვედრიდან "მარიბორის" ანგარიშზე 8 გამარჯვება და 4 ფრეა. ბოლო მატჩში მათ მეორე ტაიმში 2 გოლი გაუტანეს "ალუმინს" და "ქამბექით" საბოლოო ანგარიში 1-2 დააფიქსირეს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მათ 2 ტურში მხოლოდ ქულის აღება მოახერხეს მოსკოვის "სპარტაკის" წინააღმდეგ. ისინი ჯგუფში ქულით ბოლო ადგილზე არიან. გასულ თვეში კი შუა ევროპელები "სევილიას" დაუპირისპირდნენ და 3 უპასუხო გოლიც გაუშვეს.

"მარიბორის" მთავარი მწვრთნელი ინგლისის გულშემატკივრების მცირე ნაწილს კარგად ახსოვს. დარკო მილანიჩი 2014 წელს "ლიდს იუნაიტედს" 32 დღის განმავლობაში წვრთნიდა. მილანიჩმა ადგილობრივი ჩემპიონატი "მარიბორთან" ერთად 5-ჯერ მოიგო და 4-ჯერ სლოვენიის თასიც დაისაკუთრა, როგორც ფეხბურთელი კი გამოიდოდა ისეთი გუნდების შემადგენლობაში, როგორებიცაა: ბელგრადის "პარტიზანი" და "შტურმ გრაცი". სლოვენიის ნაკრების მაისური კი დარკომ 42 შეხვედრაში მოირგო, მეტიც, ევრო 2000-ზე ის საკუთარ ქვეყანას კაპიტნის სამკლაურითაც კი გაუძღვა.

მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საჩემპიონო მარათონშია ჩაბმული, გამორჩეული გამტანი ფორვარდი სლოვენიელებს მაინც არ ჰყავთ. გუნდის გოლეადორები ამჟამად ჟასმინ მესანოვიჩი და ლუკა ზაჰოვიჩი 4-4 გოლით არიან, თუმცა ყველაზე დიდ საფრთხედ კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ბრაზილიელი ფორვარდი მარკოს ტრავარესი შეიძლება მივიჩნიოთ.

რაც შეეხება დაპირისპირებებს: "ლივერპული" და "მარიბორი" ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. აქამდე "წითლები" სლოვენიას ერთხელ, 2003 წელს ესტუმრნენ. მაშინ ეს უეფას თასის გათამაშების პირველი ეტაპი იყო, სადაც მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა. "მერსისაიდელთა" მხირდან თავი მაიკლ ოუენმა გამოიჩინა.

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

კარიუსი ,
არნოლდი გომესი ჯონსი (თუა განაცხადში, თუარადა ლოვრენი) რობერტსონი

ჩემბერლენი ჯანი გრუიჩი

სტარიჯი სოლანკე ვუდბარნი

ეს შემადგენლობა მინდა ძირითადში იმედია გაამართლებს თუარადა ზამენაზე მძიმე არტილერია გვყავდეს ყოველშემთხვევაში

johnson
ადმინისტრატორი

ტიპიური ცენტრფორვარდის გარეშე მაგრად გაგვიჭირდება. თუნდაც ეს სოლანკე იყოს რადგან არც მარიბორი გაგვიხსნის თამაშს

gio_chyoi
რედაქტორი

რა დონეზე და აი იმ დონეზე როგორც ბეშიქთაშებს ვუგებდი 8-0-ებს ეგრე რო უნდა მოვუგოთ. ამათთან რომელიმე თამაშის ვერ მოგებაზე არც მინდა დავფიქრდე

Mate chavchavadze
მომხმარებელი

კარიუსი არნოლდი გომესი ლოვრენი რობერტსონი გრუიჩი მილნერი ჩემბერლენი ვუდბერნი სტარიჯი სოლანკე ამ ხალხმა რო დაიწყოს და მოიგოს კაი იქნება ტოტენჰემთან შეისვენებს ძირითადი გუნდი.ამ შემადგენლობას შანსი მიეცემა

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

როგორი დაცვის სტილითაც არ უნდა ითამაშოს მარიბორმა მაინც ჩვენი ბულკი იქნება

lalana20
მომხმარებელი

GoGson,
ჯონსი?ჯონსი რატო უნდა დააყენოს რითი დაიმსახურა?

danagger
მომხმარებელი

ჰანდიკაპით თუ არ მოვიგეთ წელს ლივერპულის თამაშს აღარ ვუყურებ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze