მოურინიოს უარი "ლივერპულს"

ავტორი: johnson, 16-10-2017, 13:07, კატეგორია - სიახლეები, 816, 16


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ორჯერ განაცხადა უარი "ლივერპულის" გაწვრთნაზე. ინფორმაციას Yahoo Sport UK ავრცელებს.

როგორც ირკვევა, FSG-მ პორტუგალიელი სპეციალისტის გადაბირება 2015 წელს, იურგენ კლოპის მოსვლამდე სცადა, თუმცა მოურინიომ მერსისაიდელთა ხელმძღვანელობა სასტიკი უარით გაისუმრა. როგორც იცით, ჟოზე მაშინ "ჩელსიში" მუშაობდა და იმ მომენტისთვის, გუნდში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრას ცდილობდა. მისი უარის მიუხედავად, მელვუდში ბრენდან როჯერსის დათხოვნა მაინც არ გადაიფიქრეს და მის ნაცვლად კლუბში სწორედ გერმანელი სპეციალისტი მოიყვანეს.

გარდა ზემოთხსენებული შემთხვევისა, "ლივერპული" მოურინიოს სამსახურს 2004 წელსაც სთავაზობდა - მაშინ ჟოზე "პორტუს" წვრთნიდა, "წითლები" კი მას ჟერარ ულის შემცვლელად მოიაზრებდნენ. მხარეებს შორის შეთანხმება ვერც მაშინ მოხერხდა. წყაროს მტკიცებით, მოურინიო მზად იყო "ენფილდზე" ემუშავა, თუმცა მისმა აგენტმა და "გულუხვმა" რომან აბრამოვიჩმა ის "ჩელსიში" წასვლაზე დაითანხმეს.

როგორც იცით, ულიეს შემდეგ "ლივერპულმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფაელ ბენიტესი დანიშნა, რომელმაც სადებიუტო სეზონშივე შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ფინალში, ესპანელის შეგირდებმა "მილანი" 11 მეტრიანების სერიაში დაამარცხეს და ეს ტიტული კლუბის ისტორიაში მეხუთედ მოიპოვეს.

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მიუხედავად იმისა რომ ეს კაცი ყველგან დაცვით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, მაინც ძალიან მაღალი დონის სპეციალისტად მიმაჩნია და დღეს მწვრთნელების სამეულშიც კი შევიყვანდი მე.

GoGson
მომხმარებელი

უდაოდ მაღალი დონის სპეციალისტია , ერთერთი საუკეთესო... პროსტა ამის *ცენზურა*ი დედამოვ*ცენზურა* :დდდ ამის მოყვანას ქეცბაიას გაეწვრთნა ლივერპული ის მირჩევნია

ThisIsAnfield
მომხმარებელი

johnson,
რა თქმა უნდა ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია ჟოზე. რაც შეეხება მის "ავტობუსობას" , მეც პირადად არ ვარ მოყვარული დაცვითი ფეხბურთის, მაგრამ ფაქტია ეს კაცი დებს რეზულტატს და გინდა ავტობუსი ეძახე და გინდა ტრანვაი... ეგ დაცვითი ფეხბურთის არცოდნაა, ამ დღეში რო ჩაგვაგდო... ისევ ჟოზეს გადაკეტილი ფეხბურთი მირჩევნია ამ გაუთავებელ უაზრო და უცოდინარ მოქმედებებს უკანა ხაზში, რასაც კლოპის ხელში ვხედავ... ჩვენ რომ იმ დონეზე ვიყოთ, რომ 2-3 წლის წინ ტიტულებს ვიგებდით და რეზულტატს ვდებდით და მოგვებზრდა ეს მარტო შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი, ცოტა გახალისება და სანახაობა გვჭირდება, მაშინ გასაგები იქნებოდა იმ გუნდის "შენება" რაცას კლოპი აკეთებს, მაგრამ დავიღალეთ, თანახმა ვარ ყველა თამაში 1-0 მოვიგოთ, მაგრამ წელი ტრიუმფით დავასრულოთ...

liverpool-fan
VIP Member

კი გეთანხმებით უდაოდ მაგარი მწვრთნელია მარა არ მომწონს მაგისი და სიმეონეს სტილი და მომკალით რაა 3 ჯერ რო 4-0 მოიგო ეგ იმას არ ნიშნავს რო სულ ეგრე გაგრძელდება უბრალოდ წარმოვიდვინე ბაიერს ან ბარსელონას რო შევხვდეთ და მწვრთნელი მაურინიო გვყავდეს ფირმინო რო საყრდენად იდგება და კოუ-სალაჰი მარცხენა მცველად ხო უნდა ვარწყიო თამაშზე რა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კიდევ კარგი არ დათანხმდა ეს *ცენზურა*ს გაგდებული. ამის საცოდავი ავტობუსი და საჯარიმოში ჩაწოდებები მაშინ მუშაობს, როცა ნახევარ მილიარდს ხარჯავს კლუბი ორ სეზონში... მიდი აბა ორიგებით და მორენოებით გასულიყო ევროპა ლიგის ფინალში ან მეოთხე ადგილზე.

gio_chyoi
რედაქტორი

ისე მე ცოტა სხვანაირად ვიცი. 2004 წელს პირიქით, თვითონ შესთავაზა თავის თავი ლივეპრულს მარა ჩვენებმა საბოლოოდ რაფა დანიშნეს. ადრე ეწერა მახსოვს empireofthekop.com-ზე
თვითონ მწვრთნელს რაც შეეხება თვითონ მწვრთნელს. ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია. მსფოლიოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა და მე მაგრად მევასება

abrama
მომხმარებელი

მანჩესტერის ფანი ვარ და ხან არც მე მომწონს ამის ტაქტიკა, თუმცა ვფიქრობ დღეს მოუზე უკეთესი მანჩესტერს ვერავი ეყოლება. ფაქტია შედეგს დებს, შრაშან შეიძლებაითქვას სეზონი ჩააგდო, თუმცა 2 მნიშვნელოვანი ტიტული მოიგო, იცის გუნდის აშენება და სწორი ტაქტიკის შემუშავება, სადაც იყო ყველგან დატოვა კვალი და მჯერა მანჩესტერში ბევრს მიაღწევს. კლოპოს და მოუს შედარება არ შეიძლება, კლოპს ძალიან ბევრი აქვს დასამტკიცებელი და მოუმ სულ, რომ არაფერი პორტოთი და ინტერით მოიგო ლიგა, მაშინ როცა ამ გუნდეებს არავინ მიიჩნევდა ფავორიტებად.

gio_chyoi
რედაქტორი

abrama,
მართალია. ჯერ კლოპს დასამტკიცებელი აქვს კიდევ რო მაღალი დონის მწვრNთელებში გადის. ნუ ზოგადა არა. ვამბობ მოურინიოს და გუარდიოლას დონეებში. თუ მიაღწევს ლივერპულში რამეს ხო და თუ არადა აბა მერე არც მგონია რამე ქნას

ThisIsAnfield
მომხმარებელი

abrama,
გეთანხმები, კლოპის და მოურინიოს კვალიფიკაციის შედარება არ შეიძლება, ცხადია მოურინიო სხვა კატეგორიის ტაქტიკოსებში გადის. კიდე ერთხელ გავიმეორებ, რაც არ უნდა "ავტობუსა" ვეძახოთ, ფაქტი ჯიუტია- დებს ეგ კაცი შედეგს... ჯერ-ჯერობით კლოპის მხარეს ბევრი წაგებული ფინალია:))) იმედია თავის სიტყვას იტყვის კლოპიც, თუ არადა დიდხანს მაგის გაჩერებაც აღარ შეიძლება, უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა საიმისოდ, რომ რისთვისაც მოვიდა ის გააკეთოს, ტიტული დადოს!

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ორი აზრი არ არსებობს ერთ ერთი საუკეთესოა.მაგრამ მაინც არ მევასება

abrama
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
abrama,
მართალია. ჯერ კლოპს დასამტკიცებელი აქვს კიდევ რო მაღალი დონის მწვრNთელებში გადის. ნუ ზოგადა არა. ვამბობ მოურინიოს და გუარდიოლას დონეებში. თუ მიაღწევს ლივერპულში რამეს ხო და თუ არადა აბა მერე არც მგონია რამე ქნას

ციტატა: ThisIsAnfield
abrama,
გეთანხმები, კლოპის და მოურინიოს კვალიფიკაციის შედარება არ შეიძლება, ცხადია მოურინიო სხვა კატეგორიის ტაქტიკოსებში გადის. კიდე ერთხელ გავიმეორებ, რაც არ უნდა "ავტობუსა" ვეძახოთ, ფაქტი ჯიუტია- დებს ეგ კაცი შედეგს... ჯერ-ჯერობით კლოპის მხარეს ბევრი წაგებული ფინალია:))) იმედია თავის სიტყვას იტყვის კლოპიც, თუ არადა დიდხანს მაგის გაჩერებაც აღარ შეიძლება, უკვე საკმარისზე მეტი დრო გავიდა საიმისოდ, რომ რისთვისაც მოვიდა ის გააკეთოს, ტიტული დადოს!


ძმაკაცი მყავსლივერპულის ფანი, შესაძლოა იცნობდეთ კიდეც ვალერი მარგიევი და რომ ვსაუბრობთფეხბურთზე კლოპზე სულ იმას ვამბობ, რომ კლოპი არაა ტაქტიკოსი, მარ არ შეუძლია თამაშში გარდატეხის შეტანა, არ შეუძლია ტაქტიკურად ითამაშოს და სხვა, ამას წაგებული უამრავი ფინალიც მოწმობს, კლოპი უფრო მოტივატორია, უყვარს სწრაფი ფეხბურთელები, მაგრამ მოდით შევხედოთ სხვა მხრივ, თქვენ უფრო მეტად ადევნებთ თვალს ლივერპულის თამაშებს და გინახავთ, რომ ტაქტიკირად ეთამაშოს? მე მაგალითდ არმინახავს, ყველაზე ადვილად გასაშიფრია კლოპის თამაში და მოუმ სწორად განსაზღვრა ყველაფერი, არ მომეწონა მეც ეს თამაში, მაგრამ არ გვყავდა ცენტრი, არ გვყავდა ბაი, რომელიც სმოლინგს და დარმიანს ერთად უდრის, არ გარისკა და 1 ქულა წამოიღო, თამაში არ იყო სანახაობრივი მარა ერთირამ ფაქტია, ცხრილში მეორეა მანჩესტერი და 7 ქულიანი ჰანდიკაპიც შენარჩუნებულია!

ThisIsAnfield
მომხმარებელი

abrama,
ბაზარი არ არი, გეთანხმები. იმაშიც გეთანხმები, რომ კლოპი ძლიერი ტაქტიკოსი არ არის და ძირითადად ემოციებზე და მოტივაციებზე აკეთებს აქცენტს და იმაშიც გეთანხმები, რომ მოურინიოს სცენარით წავიდა თავიდან ბოლომდე თამაში...

giginio
VIP Member

დაცვით ფეხბურთსაც გააჩნიაა ბენიტესიც დაცვით ფეხბურტს თამასობდა მარაა ამნაირი სვარკა არ იყოოო კაით რა მაურინიოო ტოოო , ეს კაი ხანი ვერაფერ ს მოიგებსს ტაქტიკურად არის 0 მარტო 11 კაცის დაცვაში დაყენება იცის , გაიხსენეთ ამის კარიერაა ყველა გუნდში ვარკვლავური შემადგენლობები ყავდა სადაც რაიმე მოიგოო

keklo123
მომხმარებელი

ამის ჩმო დედას სჰევეცი ფეხბურტი ფეხბურტს უნდა გავდეს და არა ავტობუსს1

gio_chyoi
რედაქტორი

giginio,
კაი რა სამაგიეროდ ხო მოიგო. მასე ანჩელოტისაც ვარსკვლავეი ყავდა ყველგან და გუარდიოლას. სვარკა ეძახე და პორტოთი და ინტერით მოიგო ლიგები

STEVEN8
მომხმარებელი

მოურინიო არის პრაგმატული ფეხბურთის მიმდევარი, სწორად მოიქცა როგორც მოიქცა, შეიძლება ეს ერთი ქულა გადამწყვეტი იყოს მისთვის. ფეხბურთში მთავარი სანახაობაა, მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთი ყოველთვის არ დებს შედეგს. თანამედროვე ფეხბურთში შედეგი უფრო ფასობს ვიდრე სანახაობა. კლოპს პრაგმატიზმი აკლია და ეს ძალიან დიდი მინუსია. მე კლოპს ჯერ მაინც ვაცდი მაქვს ჯერ კიდევ იმედი ვნახოთ რამოხდება.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze