Echo ინტერესს ადასტურებს

ავტორი: gio_chyoi, 17-10-2017, 14:44, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 590, 15


უკანასკნელ პერიოდში ლეონ გორეცკა "ლივერპულს" არაერთხელ დაუკავშირეს. სპეკულაციებს კი უფრო მეტად ის ფაქტი ამწვავებს, რომ სეზონის ბოლოს ახალგაზრდა გერმანელს კონტრაქტის ვადა ეწურება და, შესაბამისად, იგი გუნდს უფასო აგენტის სტატუსით დატოვებს.

მაისის თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ნახევარმცველმა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა, სულ მალე მან თავადვე უარყო ეს ჭორი და განაცხადა, რომ ასეთ ფაქტს ჯერ ადგილი არ ჰქონია და იგი ყველაფერს მაშნ გააცხადებდა, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამასთან ერთად გერმანული გამომცემლობა Bild იტყობინება, რომ თავად გელზერკირხენელები ფეხბურტესლ რეკორდულ, კვირაში 150.000 ევროიან კონტრაქტს უმზადებენ თავისი გამოსასყიდი თანხით.

თუმცა, აქვე, Liverpool Echo ავრცელებს ინფორმაციას, რომ მერსისაიდული კლუბი იმ რამოდენიმე კლუბთაგანია, რომელსაც სერიოზული ინტერესი გააჩნია გორეცკასადმი.

ნილ ჯოუნსი გორეცკას სიტუაციას ემრე ჯანის მდგომარეობასთან აიგივებს, რომელთანაც წითლები ჯერ კიდევ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება ლეონ გორეცკას, მასთან "დალაპარაკება" პრე-კოტრაქტის თაობაზე მერისისაიდული კლუბის მესვეურებს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე შეეძლებათ.

სამშაბათს დილით, Echo-ს ლაივ ბლოგთან საუბარში ჯოუნსმა დაადასტურა, რომ "ლივერპუულის" ინტერესი ლეონ გორეცკასადმი ნამდვილია.

ლეონ გორეცკა გერმანული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და ემრე ჯანის დაკარგვის შემთხვევაში, მისი ასევე უფასო აგენტის სტატუსით შეძენა ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატება იქნება.

იგი ტიპიური Box-to-box ნახევარმცველია, რომელსაც სათამაშო სტილით ხშირად პოლ პოგბასაც ადარებენ. ახალგაზრდა გერმანელი ფრანგი ვარსკვლავივით ძალიან მაღალია (1.89 მ), მეორე სართულზე კარგად თამაშობს, ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია და უყვარს შორეული დარტყმებით თავის გამოჩენა.

იგი იოახიმ ლიოვმა ნაკრებშიც გამოიძახა და უკვე მის რეგულარულ წევრადაც აქცია. აღსანიშნავია, რომ ემრე ჯანი ეროვნული ნაკრების მასზე სტაჟიანი წევრია, თუმცა, იოახიმ ლიოვი მაინც გორეცკას უფრო ენდობა და მას უფრო მეტ დროს აძლევს.  შეგახსენებთ, რომ გორეცკამ 2017 წლის ზაფხულში რუსეთში კონფედერაციის თასის მოგებაც შეძლო, სადაც 3 გოლის გატანაც შეძლო და ტიმო ვერნერთან და ლარს სტინდლთან ერთად ტურნირის ბომბარდირიც გახდა.

მიმდინარე სეზონში მისი მონაგარი 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან მაგარი იზრდება ეს. ლიოვი რო ენდობა და ესე სულ ათამაშებს მაქედან უკვე ეტყობა რო ძაან მაგარი იზრდება. ეს რო გავიგე ეხლა რო მართლა ვართ დაინტერესებული და მარტო ჩემ ოცნებებში არაა ეს ფეხბრუთლი უკვე გამიხარდა. იქნება გადმოიბიროს კლოპმა. გორეცკა-დე ვრეი-ხიმენესი, აი ეს სამივე ასაყვანია, სამივე უფასო აგენტია და არცერთის ხელიდან გაშვება არ შეიძლება

ჯანის მუშა მეშაურმე დედაც ვატირე, ეს ბევრად მაგარი იზრდება

lalana20
მომხმარებელი

დაინტერესება.მაგარი.ვიცით:Dყველა.ფეხბურთელით.დაინტერესებულია.ლფც:(

gio_chyoi
რედაქტორი

lalana20,
არაა მასე. ბევრზე დაგვიწერია მარა საბოლოოდ ისე გამოსულა რო საერთოდ ინტერსს არ იჩენდა ლივერპული და ეხლა კიდე თან რაც მთავარია ექო წერს რო დაინტერესებულიაო და ესე იგი მართალია და არა მგონია ესე უცებ შეელიონ ამას

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ამას განიხილაცენ ჯანის შემცვლელად? ამას აქეთ თუ გაუხდება ჯანი ზამენა თორე ამ ბიჭს რა ჭირს ვინმეს ალტერნატივად რომ განიხილავდნენ ვერ ვხვდები

GoGson
მომხმარებელი

ეს და კეიტა სასწაული იქნება ერთად !!!

Alexander.
მომხმარებელი

ჰო მეც წავიკითხე რო ინტერესი დაადასტურეს. აუცილებლად უნდა გააკეთონ ყველაფერი და მოიყვანონ დიდი მომავალი აქვს და ჩვენთან კიდე უფრო განვითარდება

gio_chyoi
რედაქტორი

Ynwa Scousers,
ჯანის ალტერნატივააო არ წერია. უბრალოდ წავა ალბათ ჯანი თან უფასოდ და ეს იდეალური შემცვლელია. თან ესეც უფასო აგენტი იქნება და თან მაგარი ფეხბრუთელია

chipe888
მომხმარებელი

კი კარგი იგროკია მარა ესენი რისი მომყვანები არიან. იყიდიან გარეტ ბერის და მაგით მორჩება ეს ამბავი

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ახალ თაობაში მართლა გამორჩეული ფეხბურთეია თუ მოვა მაგარი ამბავი იქნება.შემდეგ ზაფხულა ვან დაიკი დე ვრეი კეიტა გორეცკა ვერნერი ამ შემადგენლობას რო დაამატოს კლოპმა გადასარევი იქნება.ზამთარში ვან დაიკს უეჭველად ველოდები

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

კეიტა და ეს ერთად რო მოვიდეს გჯერათ ეგეთი სასწაულების? მერე რითიღა გვიშალონ ნერვები?
ტრაკზე უნდა გაიხეს კლოპი ამის დასათრევათ მარა შეშის მჩეხავი ჯანი ხო მყავსო იტყვის და დაიკიდებს.

reversi
მომხმარებელი

იმენა მომავალია გერმანიის ეს ბიჭი

ეს რო დავიმატოთ კეიტასთან ერთად აი ყველაზე დედისწიოკი ცენტრი გვეყოლება

სერიოზული იგროკით ანუ ძIრითადისთვის ვინც უნდოდა ვისითაც დაინტერესდა (რეალურად) აი ყველა ჰაი ლეველია ან მალე გახდება
მიდი კლოპ დაიკიდე რასაც ამბობენ მიაწექი შენ საქმეს შედეგიც მოვა
რაც მთავარია გუნდი მიზანმიმართულად მუშაობს ჩანს პროსტა ზოგჯერ ჯიუტობენ რადგან უნდა რო მისმა ტრანსფერებმა გაამართლოს და უარს როცა იღებს ელოდება კიდე დავითრევთ ზამთარში დეიკს მჯერა

lashafss
მომხმარებელი

ზამთარშივე თუ მოიყვანეს უფასოდ არ წამოვა : ) მარა არმაინტერესებს ეს მოვიდეს და უკვე დიდი წარმატებაა გუნდისთვის , ბევრს ნიშნავს გორეცკასნაირი ფეხბურთელის მოყვაანა ცენტრში

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

გორეცკა ყველაზე მაგარი ვარიანტი იქნება.ძაან მაგარი

gio_chyoi
რედაქტორი

lashafss,
ზამთარშივე მოყვანაზე კი არაა საუბარი ზამთარშივე შეთანხმებაზე, როგორც მატიპზე ქნეს. ზამთარში უკვე შეუძლიათ სხვა გუნდებს რო წინსაწარი შეთანხმება გააფორმონ. მაგაზეა საუბარი რო ზამთარში უკვე ავიყვანოთ და ზაფხულში უფასოდ გადმოვა მერე

reversi
მომხმარებელი

პირველი იანვრიდან შეიძლება ამასთან კონტრაქტის გაფორმება რომ მერე ზაფხულში მოვიდეს

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze