"ლივერპული" ახალგაზრდა ტალანტისთვის 10 მილიონს ამზადებს

ავტორი: gio_chyoi, 17-10-2017, 15:28, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 517, 7


"ლივერპული" იმ კლუბების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც "შეფილდ იუნაიტედის" ახალგაზრდა ტალანტ დევიდ ბრუქსით არიან დაინტრესებულნი.

ბრუქსი ოქტომბერში უელსის ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, თუმცა არც საქართველოს და არც ირლანდიის რესპუბლიკის წინააღმდეგ მას სათამაშო დრო არ მისცემია.

კრის კოულმენი ახალგაზრდა ფეხბრუთელის გადმობირებას საკუთარ ნაკრებში დიდ მიღწევად აფასებს ( დევიდი ინგლისშია დაბადებული და ინგლისის ასაკობრივ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები).

ბრუქსმა სახელი გასულ სეზონში გაითქვა, როდესაც საკუთარ გუნდს ჩემპიონშიფში დაწინაურებაში დაეხმარა და ე.წ Steel derby-შიც ( Sheffield utd vs Sheffield wednsday) მიიღო მონაწილეობა.

ახლა კი მან ინგლისის გრანდების ყურადღებაც მიიპყრო და თუ Mirror-ს დავუჯერებთ, "ლივერპული" მისთვის ბრძოლაშია ჩართული "არსენალთან", "ვესტ ჰემთან" და "ნიუკალთან" ერთად, თუმცა მერსისაიდელები ჯერ-ჯერობით ლიდერობას ინარჩუნებენ და იმისათვის, რათა ახალგაზრდა ტალანტი ხელიდან არ გაექცეთ, იანვარში მის საკუთარ გუნდში ასაყვანად 10 მილიონ ფუნტიან შეთავაზებასაც უმზადებენ შეფილდელებს, თუმცა, აქვს უნდ აღინიშნოს, რომ "შეფილდ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის, კრის უილდერსის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი იანვარში არსად არ წავა.

მნიშვნელოვანია, რომ დევიდ ბრუქსის გადმობირებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ბენ ვუდბარნს, რომელიც მისი ახლო მეგობარია.

რა თქმა უნდა გაურკვეველია რამდენად სანდოა Mirror-ის მიერ მოწოდებული აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვნეი კლუბის სატრანსფერო საქმიანობიდან გამომდინარე, ასეთი ფეხბურთელით დაინტერესება ნამდვილად შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში "ლივერპული" დაუკავშირეს სხვა რამოდენიმე ტალანტსაც, მათ შორის - კაი ჰავერცს ლევერკუზენის "ბაიერიდან", ნორვეგიული "როსენბორგის" ოლაუს ჯაირ სკარსემსა და ჰოლანდიური მეორე დივიზიონის "ფორტუნა სიტარდის" პერ შუურსს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

არადა ესენი მართა ტალანტები არიან, ეს ლევერკუზენის ჰავერცი ძაან მაგარი იზრდება მარა უბრალოდ ჯერ სხვა იმდენი პრობლემაა რო ამ ხალხით მაგათი გადაჭრა არ შეიძლება. თორე ისეთი ცუდი ახალგაზრდები გვყავდა ბოლო პერიოდი რო მაგათ ყოლას ამათი ყოლა ნაღდად ჯობია.
ეტყობა აშკარად რო კლუბი ახალ გეგმას აწყობს რაზეც უნდა დაეხარჯათ ეს 50 მილიონი იმ აკადემიის გადაკეტებაში ეგ საქმე იხოდება ალბათ და ასეთი ტალანტები უნდა მოყარონ ზუსტად მარა პირველი გუნდისთვის სხვა ტრანსფერებია საჭირო

Alexander.
მომხმარებელი

გიო ვინაა რა პოზიციაზე თამაშობს

GoGson
მომხმარებელი

gio_chyoi,
მერე იყიდონ და დატოვონ გაანათხოვრონ. როგორც კი გამოანათებს დავტაცებთ ეგრევე ხელს, მე ვემხრობი ახალგაზრდებზე გათვლას, ძალიან ვემხრობი.. პროსტა სწორი პოლიტიკით და არა ისე რომ ვიყიდოთ არც გავანათხოვროთ და გუნდში ჩავალპოთ და მერე სხვაგან გაგაზოს და სუპერვარსკვლავი გახდეს.

gio_chyoi
რედაქტორი

Alexander.,
ეს პირადად შემტევი ნახევარმცველია, ლევერკუზენის ჰავერციც მაგ პოზიცაზე თამაშობს ის შუურსი ცენტრალური მცველია და ის ნორვეგიელი სკარსემი ნახევარმცველია

Alexander.
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
Alexander.,
ეს პირადად შემტევი ნახევარმცველია, ლევერკუზენის ჰავერციც მაგ პოზიცაზე თამაშობს ის შუურსი ცენტრალური მცველია და ის ნორვეგიელი სკარსემი ნახევარმცველია

ჯიგარი ხარ

gio_chyoi
რედაქტორი

სხვათა შორის მაგ შუურსზე დაიწერა დღეს რო ლივეპრულში იყო უკვე და ივარჯიშაო, ჯერარდი გუნდში. კაი იქნება თუ აიყვანენ 17 წლისაა და 1.92 არი სიმაღლეში თან ჰოლანდიელია იქნება ვან დეიკი გავზარდოთ მომავალი :)

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

კლოპს მომავლის კლუბის აწყობა უნდა ახალი ტალაბტებით მაგრამ სხვა პრობლემები უფრო გვაქვს,დაცვას მივხედოთ..ისე ხელიდან არაა გასაშვები

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze