ახალგაზრდებმა "მარიბორი" გაანადგურეს

ავტორი: johnson, 17-10-2017, 17:51, კატეგორია - სიახლეები, 834, 5


დღეს "ლივერპულის" U19 გუნდმა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მატჩი გამართეს. სტივენ ჯერარდის შეგირდები სტუმრად "მარიბორს" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მერსისაიდელთა გამარჯვებით 1:4 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სტუმრებმა განსხვავებული ტაქტიკით დაიწყეს. ჯერარდმა გუნდი 3-4-3 სქემით ათამაშა, რის გამოც "წითლების" კაპიტანს, ბენ ვუდბარნს უფრო სიღრმიდან თამაში მოუხდა.

ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა "ლივერპულს" საწყისს წუთებში გაუჭირდა. ანგარიში "მარიბორმა" მატჩის 23-ე წუთზე გახსნა. თავი მატკომ გამოიჩინა. 30-ე წუთზე წონასწორობა ბობი ადეკანიემ აღადგინა, 2 წუთში კი სტუმრები ჰერბი კეინმა დააწინაურა. პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მერსისაიდელი ახალგაზრდები კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და თამაშის ბედიც მალევე გადაწყვიტეს. 52-ე წუთზე, ადეკანიეს გადაცემით სხვაობა ორამდე მილარმა გაზარდა. შეხვედრაში საბოლოო წერტილი კი 58-ე წუთზე თავად ბობიმ დააფიქსირა, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

"ლივერპულის" შემადგენლობა დღეს შემდეგნაირი იყო : გრაბარა - უილიამსი - ჯონსტონი - გლენონი - კამაჩო - ლუისი - ვუდბერნი - კეინი - ჯონსი(64' დიქსონი) - ადეკანიე(83' გლატცელი) - მილარი(74' მაკაული).

 აღნიშნულ შეხვედრაში გუნდს რაიან ბრიუსტერი და ედვარდ ტაგსეტი ვერ ეხმარებოდნენ - ისინი თავიანთი ქვეყნების ასაკობრივ ნაკრებში არიან გამოძახებულნი, კონორ მასტერსონს კი დისკვალიფიკაცია აქვს.

3 ტურის შემდეგ "ლივერპულის" 19 წლამდელთა გუნდს 6 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს - ბურთების შეფარდება 9:3-ზე.

კომენტარები


lashafss
მომხმარებელი

ყოჩაღ ბიჭებს მიდით მიაწექით :X სტივიი ტაქტიკებს უცვლის ბიჭეებს კაიაა :X: D

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვააა საღი ბიჭებს და საღო სტივის.

lasha77
VIP Member

ყოჩაღ სტივს . მომავალი მწვრთნელი მთავარი გუნდის

gio_chyoi
რედაქტორი

ეს გუნდიც და მეორე ახალგაზრდულიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაგეშილი ტალანტების მოძიებაზე თორე ამათი მოგებები რაში მჭირდება. ეს აკადემიის რეფორმა რაც კეთდება პირველ რიგში მაგას უნდა ემსახურებოდეს რო ბევრი ტალანტი მიიწვიონ და სულ მინუმუმ გაყიდონ ხოლმე, ფული მაინც გაკეთდება ყველაზე ცუდ შემთხვევაში, უკეთეს შემთხვევაში კიდე პირველ გუნდშI ითამაშებენ

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ვუდბარნი ჯერარდს თუ ყავს კაპიტნად შეიძლება ერთ დღეს ასნავნოისაც უკაპიტნოს სტივისთან. :)))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze