"მარიბორი" : "ლივერპული" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 18-10-2017, 00:55, კატეგორია - სიახლეები, 1 530, 20


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში "მარიბორმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 0:7 განადგურდა. გოლები რობერტო ფირმინომ(2), ფილიპე კოუტინიომ, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა და მოჰამედ სალაჰმა(2) გაიტანეს.

"ლივერპულის" შემადგენლობა შემდეგნაირი იყო : კარიუსი - არნოლდი - მატიპი - ლოვრენი - მორენო - ჩანი - მილნერი - ვეინალდუმი(76' სოლანკე) - კოუტინიო - სალაჰი(57' ჩემბერლენი) - ფირმინო(68' სტარიჯი).

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უპირატესობით დაიწყო და ასეც გაგრძელდა. მერსისაიდელებმა დაწინაურება მატჩის მე-4 წუთზე შეძლეს და მე-19 წუთისთვის უკვე 0:4-ს იგებდნენ. პირველ ტაიმი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.

სცენარი არც მეორე ნახევარში შეცვლილა. კლოპის შეგირდები სრულად აკონტროლებდნენ თამაშს. როგორც უკვე გითხარით, აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმაც დშეძლო, რომელმაც "ლივერპულის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. საბოლოოდ 0:7 და მნიშვნელოვანი სამი ქულა "წითლებს".


სტატისტიკა
"მარიბორი"
"ლივერპული"
30%ბურთის ფლობა 70%
5დარტყმა 26
2ზუსტი დარტყმა14
0კუთხური 9
3თამაშგარე3
10ჯარიმა11
3ყვითელი ბარათი0
73,4%პასების სიზუსტე89,3%


კომენტარები


Luis_Garcia
მომხმარებელი

26 დავარტით, 14 კარში, 7 გავიდა - უკვე რაღაცას გავსგ

Alexander.
მომხმარებელი

[b]ესეიგი დავიწყოთ იქიდან რომ ამ დონის გუნდთან თამაში არ იქნება ლივერპულის სიძლიერის საზომი არასდროს. ეს არაფერს ცვლის და კლოპი ამით ვერაფერს ამტკიცებს, სალაჰი და დანარჩენები რო დაფრინავდნენ ეს მანჩესტერთან და მზგავს გუნდებთან უნდა გააკეთონ, წარმოუდგენლად სუსტი გუნდი აღმოჩნდა მარიბორი თუმცა რა თქმა უნდა 3 ქულით ბედნიერი ვარ, ის თამაში აჩვენა ლივერპულმა რასაც გრანდი უნდა აჩვენებდეს აუტსაიდერთან. იყო პოზიტივები და ძალიან სასიამოვნოა თუმცა იყო ხარვეზებიც და როგორც წესი მზგავს თამაშებში უფრო ადვილი დასანახია ეს, როცა ხელს ფაქტობრივად ვერავინ გიშლის და შენ მაინც არაფერი გამოგდის. ემრე ჯანმა არ იცის როგორ გაიხსნას საჭიროების შემთხვევაში ეს არაერთხელ გამოჩნდა და დღევანდელ შეხვედრაშიც ასე იყო რაც ძალიან ცუდია როცა ლივერპულის დონის ფეხბურთელობაზე პრეტენზია გაქ, ფირმინოს ტექნიკისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად (ალბათ გუნდში ყველაზე ტექნიკურიც კია) ბურთის მიღების კულტურა არ აქვს , მორენო როგორი გამოუსადეგარიც იყო დაცვაში ზუსტად იგივეა არაფერი შეცვლილა, უბანში რო *ცენზურა*ვარი ბავშვი მატაობს და ტვინს *ცენზურა*ავს ისე თამაშობს, შეტევაშიც არაა პროდუქტიული ასი შანსი ქონდა დარტყმისაც და პასისაც და მარტო ერთი გამოუვიდა. მოკლედ კლოპიპს კიდევ ერთხელ დედა ვატირე მაგის ნდობისთვის, სალაჰის სისწრაფე და ასე შემდეგ გასაგებია უბრალოდ ძალიან უნორმო ფეხბურთელია, როცა საჭიროა ძლიერი პასი ნელა ურტყავს ბურთს და როცა სუსტი პასია საჭირო სტადიონს აცილებს იმხელაზე ურტყავს, ძალიან ცუდად ურტყავს წარმოუდგენლად ცუდად. ვეინალდუმი საერთოდ ამოუხსნელი ფენომენია ტიპი გასვლაზე მარიბორთანაც *ცენზურა*ა! კოუტინიოს რიგ მომენტებში ზედმეტი მოზდიოდა უაზროდ მატაობდა მაგრამ საერთო ჯამში იდეალური იყო ძალიან კარგად ანაწილებდა ბურთებს მითუმეტეს რაც უკან გადაიწია იმის მერე, ლოვრენი ისევ *ცენზურა*ა სტანდარულზე ტიპს ისე დაარტყმევინეს კინაღამ გაგვიტანეს. ისევ არასწორად შერჩეული პოზიცია და ვეინალდუმთან დარჩენილი ლოვრენის კაცი და უწყინარ სიტუაციაში არაზუსტი სულელური გადაცემები. არნოლდი შეტევაში მართლა კარგია, შემდგარი მცველივით აზრიანად ერთვება და უტევს თუმცა დაცვაზე ბევრი აქ სამუშაო. მილნერი იყო საოცრად კარგი ვრწმუნდები რომ ჰენდერსონი კლავს ხშირად ლივერპულის თამაშს, არც გამწვავებაზე მიდის არც ზუსტი პასი გამოზდის არაფერი საერთოდ, მილნერმა ეს ყველაფერი იდეალურად გააკეთა სიტიდან გამოგდებულმა ბებერმა კაცმა ! გუნდსაც იდეალურად ხელმძღვანელობდა. სირცხვილია და თან სასიხარულო :) ჰენდერსონი ამის ნახევარს ვერ გააკეთებდა დარწმუნებული ვარ. ჩემბერლენი რო მოსაყვანი არ იყო და სტარიჯი გასაჩერებელი არაა იდეალურად ჩანს, ჩემბერლესნ რო საფეხბურთო ინტელექტი ქონოდა ის პასი სტარიჯისთვის უნდა მიეცა მარა 0 ია ჩვეულებრივი *ცენზურა*. და თუ კლოპს ეს ტიპი მოსწონს აფსოლიტურად კარგავს ჩემ პატივისცემას როგორც კარგი მწრთვნელი . დროზე შეცვალა შანსი მისცა მაგრამ ვერ გამოიყენა, სოლანკეც ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა, დრო ჭირდება ამ ბიჭს ესე 10-10 წუთით ვერ დადგება ფეხბურთელი არადა ერთ მომენტში იმათ საჯარიმოში ბურთი არამარტო მიიღო არამედ ჩამოიღო და დააარტყა კაი ხანია ასეთი რამ გვჭირდება. ერთი სიტყვით კარგი იყო მაგრამ შეცდომები გამოსასწორებელი და დასანახია. კლოპი თუ ამას ვერ ხედავს ძალიან დიდი *ცენზურა*ა ჩემბერლენთან ერთად. ბრავო კოუტინიო და მილნერი, ამ ორმა შექმნა დღევანდელი თამაში :)

Mate chavchavadze
მომხმარებელი

როგორი სუსტი მეტოქეც არ უნდა ყოფილიყო ლიგაზე 7-0 ის მოგება მაინც რთულია მაგრად ითამაშეს იმედია ხასიათზე მოვლენ

gio_chyoi
რედაქტორი

ტოტენჰემთან თუ ვერ მოვიგეთ ყველაფერი წყალში იყრება ისევ.
ისე დღეს გამარჯვებასთან ერთად კარგი ის იყო რო სევილიამ წააგო და იქნება საერთოდ ჯგუფში ჩავტოვოთ :)))

Alexander.
მომხმარებელი

gio_chyoi,
სევილიამ რო წააგო ძაან კარგი იყო მაგრამ ჩვენთვის წესით სირცხვილია ეგ, ორივესთვის უშანსოდ უნდა მოგვეგო განსაკუთრებით სპარტაკისთვის და დღეს ნახე რაც უქნა სპარტაკმა სევილიას :| ჩვენ ორივეს ფრე ვეთამაშეთ

lashafss
მომხმარებელი

ბიჭოოოოოოოო რა პესიმისტი კამანდა ხართ გადავირიე , მთავარია მოიგო ლივერპულმა მკიდია ვინ რაქნა ჯგუფიდან რომ გავალთ ამაზე ორი აზრი არ არსებობს და მე ის მსიამოვნებს მარტო რომ ასეთმა გამარჯვებებმა შეილება დიდი მოგეებების სერია დაიწყოს , ტოტენჰემი არ დაფრინავს ასე მგონია და რომ მოვუგებთ აი მერე გუნდი ძალიანნ მონდომებით ითამაშებს ყველა თამაშს და გამოაცხობენ დიდ სერიას დამიჯერეთ !

gio_chyoi
რედაქტორი

Alexander.,
სევილიასთვის რო მოგვეგო ეხლა დიდი ალბათობით ჩარჩენილი იქნებოდა

Alexander.
მომხმარებელი

gio_chyoi,
სპარტაკსაც რო მოეგო მარიბორისთვის ვაფშე დაგვხატავდა, ისე რანაირად ვერ მოუგეს ტო ან დღეს რა ქნა დორტმუნდმა. ხანდახან ისეთი რაღაცეები ხდება გაგიჟდება კაცი

sadio mane-19
მომხმარებელი

kargi iyo. Didi siamovneba mivige.

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

http://www.fullmatchesandshows.com/2017/10/17/maribor-vs-liverpool-highlights/2
/ აქ უკეთესი ხარისხითაა.
ამ საიტიდან --- > http://www.fullmatchesandshows.com/ დადეთ ხოლმე მიმოხილვები. 1 მაუსის მარჯვენა კნოპკას დააკლიკებთ ვიდეოზე და პატარა ფანჯარა გაჩნდება საიდანაც შესაძლებელია ვიდეოს გადმოწერაც. :))))
გილოცავთ საჭირო ქულები დავაგროვეთ გამანადგურებელი ანგარიშით იმედია პრემიერ ლიგაშიც გაიხსნებიან ბიჭები და ბევრ გოლებს შეყრიან 16

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ტურში გასვლა განაღდებული გვაქვს იასნა,მთავარი ტიტენჰემია რა.

საღო ბიჭებს საღო.

s_u_a_r_e_z
მომხმარებელი

gio_chyoi,
რა აზრი აქ გაფიცებ სევილია ჩარჩება თუ არა ჩვენთვის, აშკარად ყველაზე ძლიერები ვართ ჯგუფში და სხვა ვინ გავა კიდე რა აზრი აქ, აქედან ყველასთან ფავორიტები ვიქნებით

liverpool-fan
VIP Member

კაროჩე კარგია ესეთი მოგება და ეს სერია უნდა გაგრძელდეს ტოტენჰემთან თორე მარიბორს რო ამოვტენიდით ეგ ყველამ ვიცოდით

xvitia
მომხმარებელი

სევილია მე-3 ადგილას გავა და მერე ევროპას მოიგებს :D

gio_chyoi
რედაქტორი

s_u_a_r_e_z,
როგორ არ აქვს აზრი. ორმაგად სასიხარულო იქნება მაგათ რო ჩავტოვებთ ჯგუფში. თან პრემირე ლიგისთვისაც კაიაი პრიმერა დივიზიონს დააკლდება ქულები

GoGson
მომხმარებელი

გასაგებია რო პრობლემები არის და რაღაც დოზით იქნება კიდეც, მაგრამ ნელ ნელა გამოსწორდება ყველაფერი, ზამთარში და ზაფხულში... ჩემი თხოვნაა რო 7-0 მოგების მერე მაინც შევიკავოთ თავი პესიმიზმისგან, მეც არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ მართლა ცუდი აურა იქმნება რა

Duck.
მომხმარებელი

2005 ში ჯგუფში კიბაღამ ჩავრჩით და ლიგა მოვიგეთ, ეხლა ეაღაცა ნიუანსებს დასდევთ, იდეალურად არც ერთი გიბდი არ თამაშობს და ლივერპულის ფაბებს ასეთი პესიმიზმი არ გეკადრებათ, ძლივს გუნდი რაღაცას გავს და იმენა ასე მგონია ჰოჯსონია ისევ მწვრთნელი

gio-torres
მომხმარებელი

სასიამოვნო იყო და თან 7 ბურთიანი სხვაობით არცერთ ინგლისურ გუნდს არ მოუგია გასვლაზე.
მე კიდე ვფიქრობ, რომ რო არ გაეყვანა სალაჰი კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოვიგევდით, მაგრამ ტოტენჰემთან მძიმე მატჩი იქნება და კარგია, რომ დაისვენა.
ჩემბერლენს რაც შეეხება 0-ია იმ პოზიციაზე სადაც თამაშობს . აზრი არ აქვს, სკამზე იქნება მთელი სეზონი ან ფლანგი უნდა შეუცვალოს ანაც ისევ მარჯვენა მცველად დააყენოს

Alexander.
მომხმარებელი

ციტატა: GoGson
გასაგებია რო პრობლემები არის და რაღაც დოზით იქნება კიდეც, მაგრამ ნელ ნელა გამოსწორდება ყველაფერი, ზამთარში და ზაფხულში... ჩემი თხოვნაა რო 7-0 მოგების მერე მაინც შევიკავოთ თავი პესიმიზმისგან, მეც არ მომწონს ბევრი რამ, მაგრამ მართლა ცუდი აურა იქმნება რა
არ ყოფილა ჩემი კომენტარი პესიმიზმური განწყობით დაწერილი ან სად გინახავს ლივერპულის პესიმისტი ფანი :დ ხო აზე ხარ რამხელა პარადოქსია. შევაფასე უბრალოდ დადებითი და უარყოფითი რაც დავინახე დავწერე სულ ესაა. არავისზე ნაკლებად არ მინდა ლივერპულის წარმატება :)

lasha77
VIP Member

ყველა გუნდთან ასე თამაშობენ მაგრამ განსხვავება ის არის რომ აქ მომენტები მაქსიმალურად გამოიყენეს . სხვა გუნდებთანაც თუ ასე მაქსიმალურად გამოიყენებენ შანსებს ჩვენ ჩემპიონები გავხდებით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze