"ტოტენჰემი" - "ლივერპული" [პრევიუ]

ავტორი: Javaxa, 21-10-2017, 21:34, კატეგორია - სიახლეები, 789, 10


ხვალ, თბილისის დროით 19:00 წუთზე პრემიერ ლიგის IX ტურში, პრემიერ ლიგის ცენტრალურ მატჩში "ტოტენჰემი" "ლივერპულს" დაუხვდება.

გუნდების ახალი ამბები

"ტოტენჰემს" ნახევარმცველი დელე ალი დაუბრუნდა, რომელიც "რეალთან" დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობდა. მას ვიქტორ ვანიამასთან, ერიკ ლამელასთან და მუსა დემბელესთან მოუწევს კონკურენციის გაწევა.

ბენ დევისი გამოჯანმრთელად და სათამაშოდ მზადაა, დენი როუზი სავარაუდოდ კვლავ სათადარიგოებში იქნება.

"ლივერპულის" ფეხბურთელები ადამ ლალანა, ნათანიელ კლაინი და სადიო მანე ისევ ლაზარეთში იმყოფებიან.

იურგენ კლოპმა ნათლად მიანიშნა, რომ კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი "მარიბორთან" დასვენების შემდეგ ხვალ ძირითადში იქნება.

პრევიუ

ზედიზედ სამი ფრის შემდეგ იურგენ კლოპის გუნდი როგორც იქნა გამოფხიზლდა და საჩემპიონთალიგო მატჩში სლოვენიური "მარიბორი" პირწმინდად გაანადგურა. "ლივერპულის" ფანებს ეს სიძლიერის საზომად არ უნდა გამოადგეთ, მიუხედავად იმისა, რომ "მერსისაიდული" გუნდი გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელმაც გასვლაზე შვიდბურთიანი სხვაობით მოიგო და ელიტაში საკუთარი ადგილი უფრო ღრმად გაიმყარა. 

აღსანიშნავია, რომ ინგლისური ორკესტრის გერმანელი სპეციალისტის სიტყვები ჯეიმს მილნერის შესახებ საგრძნობლად თუ არა ერთი-ორად გამყარდა: დავაზუსტებთ - ზაფხულში, როდესაც ნაბი კეიტას ტრანსფერი არ გამოვიდა იურგენმა მილნერის ტრანსფორმაციას ახალი ფეხბურთელის შეძენა უწოდა, "ოთხთვალა ქერამ" მილი მარცხენა მცველობიდან მოხსნა და ცენტრისკენ შეწია. მართლაც, წინა მატჩში "წითელთა" 7-იანი მოედნის ამ მონაკვეთში უბრალოდ შეუდარებელი იყო. თამაშის შემდეგ კლოპმა კი აქო და ადიდა ვიცე კაპიტანი, მაგრამ ხვალ არც მას და არც ოქსლეიდ-ჩემბერლეინს ძირითადში მაინც არ უნდა ველოდოთ.

შეიძლება, ვიღაცამ "ბერნაბეუზე" ფრეს შთამბეჭდავი შედეგი უწოდოს, მაგრამ "ლივერპულთან" ამით ტრაბახი სასაცილოცაა, რადგან მერსისაიდული კლუბი ერთადერთია ინგლისიდან, ვინც "რეალი" თავისივე სტადიონზე დაამარცხა. ოფიციალურად "დეზები" სახლში თამაშობენ, მაგრამ "უემბლიზე" ვინ იქნება მასპინძელი და ვინ სტუმარი ეს კიდევ საკითხავია. საქმე ეხება "ლივერპულის" ფანებს, რომლებიც ინგლისს გარეთ საყვარელ კლუბს 2000-3000 კაცად დაჰყვებიან. "თეთრები" დიდი ფან-კლუბით ვერ დაიკვეხნიან, ამიტომ ადვილად სავარაუდოა რომ ინგლისის ნაკრების სტადიონზე "მერსისაიდელთა" ქომაგი უფრო მეტი იქნება, ვიდრე - ლონდონელთა.

ეს უმნიშვნელო ფაქტორი, რომელიც შეიძლება მატჩის მსვლელობისას ყველაზე მნიშვნელოვნადაც იქცეს მარტო როდია. მაურისიო პოჩეტინოს დანიშვნის დღიდან არა და არ გამოსდის "ლივერპულის" წინააღმდეგ თამაში, აი თავად "ლივერპული" კი 2012 წლის შემდეგ "მამლების" წინააღმდეგ დაუმარცხებელია. რაღა თქმა უნდა, "სკაუზერები" ამით თავს არ უნდა იმშვიდებდნენ, რადგან ხვალ უპრინციპულესი თამაშია, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ტოტე" ცხრილში მესამეა, ხოლო "ლივე" მერვე, ინგლისელი პროგნოზისტები ფავორიტად მაინც მერსისაიდულ მხარეს მოიაზრებენ. ხვალინდელ თამაშში დამარცხება პირველადგილოსანთან 9 ტურის შემდეგ 12 ქულით მოწყვიტავს გუნდს, ამან კი შეიძლება კლოპის "წითელი" კარიერაც კი შეიწიროს.

ფაქტები

  1. უკანასკენელი 9 მატჩში "ტოტენჰემს" "ლივერპული" არ დაუმარცხებია. 6 წაგება, 3 ფრე და 22 გაშვებული გოლი - ასეთია "დეზების ნავაჟკაცარი". 
  2. ორი გუნდს შორის ბოლო ოთხი მატჩი სამი ფრედ დასრულდა.

    "ტოტენჰემი"

  3. როგორც უკვე ვახსენეთ, მაურისიო პოჩეტინოს "ტოტენჰემით" "ლივერპულისთვის" არ მოუგია. 7 დაპირისპირებაში მან 4-ჯერ წააგო და 3-ჯერ ითამაშა ფრედ.
  4. ბოლო 5 მატჩში "დეზებმა" კარი 4-ჯერ შეინახეს მშრალად.
  5. ბომბარდირმა ჰარი კეინმა ბოლო 12 გოლი "გასვლაზე" გაიტანა.
  6. ბოლო 5 თამაშში კრისტიან ერიკსენის ანგარშიზე 3 გოლია.

    "ლივერპული"

  7. "უემბლი" შეიძლება გახდეს 53-ე სტადიონი, სადაც "წითლები" პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმაჯრვებენ.
  8.  მათ 52 განსხვავებულ სტადიონზე აქვთ მოგებული, რაც რეკორდია.
  9. "მერსისაიდელებს" ლიგაში 998 გოლი აქვთ გაშვებული და შეიძლება გახდნენ მეექვსე კლუბი, რომელიც 1000-იან ნიშნულს მიაღწევს.
  10. ყველა ტურნირზე ერთად ფელიპე კოუტინიომ 5-დან 4 გოლი გაიტანა და 4-ვე "ენფილდს" მიღმა იყო.

სავარაუდო შემადგენლობები
&

მთავარჯი მსაჯი - ანდრე მარინერი

ექსპერტის პროგნოზი - 3:2

პირდაპირი ტრანსლაცია - სილქ უნივერსალი; Liverpoolfc.ge; МАТЧ! Футбол 1; Sky Sports Premier League

კომენტარები


Ynwa Scousers
მომხმარებელი

კაროჩე ხვალ ჰენდერსონი თუ იქნება გამოდის ერთით ნაკლები ვიქნებით მოედანზე

GoGson
მომხმარებელი

1-4 ანგარიში, მე2 შემადგენლობა ჯობს

gio_chyoi
რედაქტორი

იუნაიტედმა წააგო და შემდეგი ტური საერთოდ იუნაიტედი ტოტენჰემია. ასე რომ. უეჭველი მოსაგები გვაქვს. ტოტენჰემია წამოვეწევით და შემდეგ ტურში შეგვეძლება კიდევ უფრო გავიუმჯობესოთ სატურნირო მდგომარეობა.
თან ხვალ არსენალსაც რთული თამაში აქვს. მგონია ვერ მოიგებენ

DIVOK ORIGI 007
VIP Member

უნდა მოვუგოთ შემდეგ ქულა დაკარგავს ისევ მანჩესტერი და კარგ მდგომარეობაში ვიქნებით

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

იასნა მეორე კამანდა ჯობია მაგრამ მაინც მოსაგებია რომელი კამანდითაც არ უნდა გავიდეთ.

liverpool33
მომხმარებელი

53

GoGson
მომხმარებელი

აი პროსტა ეგეც მისწორდება რო ვიცი ჩაჯმული თამაში არ იქნება მანჩესტერივით,ავტობუსის სტაიანკა არ გაიჩითება და ნამდვილად გაამართლებს მლოდინებს,

Reds
მომხმარებელი

იურგენ ძია, ჰენდო არაააა რააა

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჰენდერსონის სკამზე დასმა დაივიწყეთ, მაგის საქმეს ვერავინ გაააკეთებს გუნდში.

vaxo baratashvili
მომხმარებელი

ე ბიჭო არ გინდა ეს ჰენდერსონი არა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze