შმეიხელი : კლოპმა ლოვრენი მოკლა

ავტორი: johnson, 23-10-2017, 13:06, კატეგორია - სიახლეები, 1 104, 10


გუშინ "ტოტენჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მატჩი ძალიან უხვგოლიანი გამოდგა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ძალიან ცუდად ითამაშა დეიან ლოვრენმა, რომელიც მწვრთნელმა პირველივე ნახევარში შეცვალა. სწორედ მის შეცდომებს მოჰყვა მინიოლეს კარში გატანილი 2 გოლი.

მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი ლეგენდარულმა კიპერმა, პიტერ შმეიხელმა გააკეთა : "მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ კლოპი მას არასდროს არაფერს ეუბნებოდა. მან ლოვრენი მოკლა. მისი შეცვლაც კი არ დაეხმარა გუნდს - ისინი ისე იცავდნენ თავს, თითქოს ამას პირველად აკეთებდნენ.

ის, თუ როგორ იცავს "ლივერპული" თავს ახლა და თუნდაც მიმდინარე სეზონში - ამაზე უკვე კლოპია პასუხისმგებელი. ლოვრენის შეცვლით კი მან ეს ტვირთი ფეხბურთელზე გადაიტანა. ახლა გაზეთის პირველ გვერდზე სწორედ დეიანის ფოტო იქნება, რაც უსამართლობაა - მის ადგილას მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

რო არ შეეცვალათ ვიტყოდით რატო არ შეცვალაო. დიდი წნეხი იყო ლოვრენზე და კი შესაცვლელი იყო.. მაგის მერე რო კარგად ეთამაშა გუნდს ეგ უფრო უარესი იქნებოდა მისთვის ახლა გამოჩნდა რო თურმე მარტო დეიანის ბრალიარ ყოფილა ყველაფერი. + გაუგებარია ჩანი რატო გადაიყვანა მარჯვენა მცველად როცა მილნერი იყო გუნდში რომელმაც მთელი შარშანდელი სეზონი დაცვის ფლანგზე გაატარა

ნუ ვეთანხმები შმეიხელს კლოპია პასუხისმგებელი მოსვლის დღიდან 2 წელზე მეტი გავიდა და ზუსტად ისევე ვიცავთ თავს(თუ უარესად არა) როგორც მაშინ

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

johnson,
ჯანი იმიტო გადაიყვანა, რომ ძალიან ატორმუზებდა გუნდს რაც ჩემბოს გამოსვლის მერე გამოჩნდა და გუნდი ცოტა გამოცოცხლდა, მაგრამ რათ გინდა, ტაიმის ბოლოს ჯანმა მაინც გამოიჩინა თავი და მოკლა თამაში.
მაგრად შეცდა რო ასეთ ფეხბურთელებს ანდო ნახევარი ასნავნოი.

levan.klopp
მომხმარებელი

შე *ცენზურა*ვარო მეკარევ მოდი იდი ნახუი გააკეთე!

johnson
ადმინისტრატორი

levan.klopp,
შმეიხელთან რა გინდა ? მაგრად არ მომწონს თუნდაც მანუტდზე რო ვხედავ მსგავს რაღაცას - რაც არ უნდა 10000% რამე თქვას კარაგერმა, მაშნ დედას აგინებენ იმიტომ რომ ლივერპულის მოთამასეა. რამე თქვა ტყუილი ? იმის მაგივრად მართლა კლოპს დაასხათ კიდე ამ კაცს აგინებთ :დ ;დ

George
ტოპ კომენტატორი

johnson,
პირველი ტაიმის მერე უნდა შეეცვალა ლოვრენი და პრველი ტაიმი ჩაემთავრებინა. ფსიქოლოგიურად დედა უტირა მართლა ლოვრენს და მალე გამოჩნდება მაგის შედეგები. უფრო მეტ უაზრო შეცდომას დაუშვებს. არა და რეალურად ეს ყველაფერი მწვრთნელის ბრალია, ზაფხულიდან დაწყებული როდესაც მინიმუმ 2 მცველი უნდა ეყიდა და ერთ მცველს გადაყვა რომელიც არ მოგვიდეს

GoGson
მომხმარებელი

არა კარიუსი არ არის ან 15 წლის ბიჭი ლოვრენი რო მაგით წნეხში მოექცეს, ჩემი აზრით პირიქით გამოსწორდება... მაგრამ ზამთარში თუარა ზაფხულში აუცილებლად უნდა დაგვტოვოს, აღარ შემიძლია მართლა
პ.ს. მატიპიც არაა ბეკენბაუერი, მე მაგალითად 3 მცველის მოყვანა ზაფხულის ჩათვლით მინდა და კლვანი, მატიპი, ლოვრენის სუპერ ტრიოს გაშვება

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

გუნდს ყველა პოზიციაზე სერიოზული პრობლემა აქვს. მეკარიდან დაწყებული და თავდამსხმელით დამთავრებული. ყველა ძლიერ კლუბს ყავს ნომერ პირველი მეკარე მაგალითად, დე ხეა ესპანეთიდან. ლორისი საფრანგეთიდან, კურტუა ბელგიიდან და ასე შემდეგ.. ჩვენ კი ყველანი ვინებიც გვყავს ზამენები არიან. მინოლე ბელგიის ზამენა მეკარეა ხოლო კარიუსს კი გერმანიის ნაკრებში ნოიერი არ გაახარებს. ცენტრალურ მცველებს რაც შეეხებაა ეს ახლა ყველაზე დიდი პრობლემაა რადგან მხოლოდ ერთი კი არა ერთბაშად 3 ცენტრალური მცველია მოსაყვანი. 2 ძირითადში რომ იყოს და ერთმა კი კონკურენცია გაზარდოს გუნდში და ტრამვის შემთხვევაში ღირსეულად ჩაანაცვლოს ძირითადის ფეხბურთელი. საყრდენზეც არ გვყავს ისეთი ფეხბურთელი რომელიც შეძლებს რომ შეტევა ჩაშალოს ხეირიანად და კეინის მსგავსი დარბევებისგან ლივერპულის უსუსური დაცვის ხაზი არ იხსნას რომელიც შემდგომ ვერ გაუმკლავდებიან მაღალი დონის ცენტრფორვარდს და ფარჩაკ მეკარესაც შეუგდებენ გოლს. რაც შეეხება ფირმინოს თავდასხმაში აწევას ეს ცალკე ფენომენია. კლოპის დებილი დედას რომ *ცენზურა* ფირმინოს აწევა მაგ პოზიციაზე მისი უვიცობის პიკი იყო. ამ ორ სეზონში გუნდს ყავს მხოლოდ კარგი ვინგერები და კოუტინიო რომელიც სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დროს ყველაფერს იგლეჯავდა რომ გუნდიდან გაეშვათ ბარსაში. კლოპი რომ მოვიდა კლუბში თქვა რომ ტრანსფერებს მე გავაკონტროლებ ამას ვიზამ იმას ვიზამო ტრაბახობდა მარა გუნდში ამდენი პრობლემა როჯერსის დროსაც არ იყო. ძლიერ გუნდებთან მაინც თამაშობდნენ შემართებით და ასე სამარცხვინოთ არ აგებდნენ ჰანდიკაპით. კლოპის ძალისხმევით კი რომელმაც ლივერპული დაამსგავსა მაინცს, გუშინდელ მატჩში ტოტენჰემს შეეძლო გაცილებით მეტი გოლი გაეტანა ისე ადვილად მოიგეს. სამარცხვინოა და მეტი არაფერი ამდენი წაგებული ფინალი და ასე უნიათოდ წაგებული მატჩები მან სიტისთან და ტოტენჰემთან. ეს ორი კლუბი მაგარ ფორმაშია მაგრამ თუნდაც ის რომ მან სიტი 1-0 იგებდა და ლივერპულს კაცი გაუგდეს იცოდა რომ მანჩესტერიდან 3 ქულის წამოღება კაცნაკლული გუნდით შეუძლებელი იქნებოდა და ამ დროს მწვრთვნელს კოზირი უნდა ქონდეს ის რომ სტანდარტულებიდან 1 გოლი მაინც გაიტანოს და თავი კარგად დაიცვას რომ მეტი არ გაუშვას. თუმცა მაგაშიც არ უქნია ღმერთს. ყველაზე სუსტი გუნდია სტანდარტებში. ჩააწოდე ბურთი რა აზრი აქვს, კუთხურიდან იქნება, ჯარიმიდან თუ ისე მაინც აზრი არ ააქვს თავით გოლის გატანაც უჭიროთ. ვერც საჰაერო ორთაბრძოლებით გამოირჩევიან. ძალიან დიდი პრობლემები აქვს კლოპს და მისი დონის მწვრთვნელს რომელსაც ევროპული ფინალები აქვს ნათამაშები (თუმცა კი წაგებული) მაინც ბევრს მოველოდი დღემდე. თუმცა ვუყურებ და ვხვდები რომ ძალიან სუსტია ლივერპულისთვის და პრემიერ ლიგისთვის. კლოპის იმედი მე პირადად აღარ მაქვს. 12 12

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ასე თუ გააგრძელა კლოპმა მისი დღეები დათვლილი იქნება ლივეში

gio_chyoi
რედაქტორი

რა თქმა უნდა მართალია. თუ არ აღარ მოსწონს კიდე ეგეც თავის ბრალია. ამდენი ხანი რო გყავს ლოვრენი გუნდში და კიდე რო ვერ მიმხვდარხარ რა პიტალოცაა ძაან გიჭირს ესეიგი, შენ უარესი ხარ. არ ვიცი რა ძმაო ეს კაცი მაზოხისტია თუ რა არი ვერ ვხვდები

Mr.archil
მომხმარებელი

2 წელი როცა გაიძახი ხარვეზები დავინახეთ და სამუშაო გვაქვსო და ფაქტია ეს სამუშაო არ სრულდება აქ ფეხბურთელის პრობლემა ნაკლებად ჩანს.. აქ მწვრთნელის პასუხისმგელობა, რომელიც ვერ მოერგო პრემიერ ლიგას.... კაი ჯანდაბას ჩვენ არ გვესმის რომელ ადგილზე რომელი მოთამაშე ჰყავს დასამატებელი,, აფსოლიტურად ყველა სერიოზული ექსპერტი განიხილავს კლოპის პრობლემას დაცვაში და თავდასხმაში.....ტიპს იმხელა ხელფას უხდიან ცოტაც რომ დაემატებინათ გვარდიოლა გვეყოლებოდა მწვრთნელად და ეს კიდე ფხანას უნდება ბლიად

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze