ოფიციალურად: ვუდბარნი "ლივერპულში" 2022 წლამდე დარჩება

ავტორი: gio_chyoi, 25-10-2017, 21:29, კატეგორია - სიახლეები, 516, 10


უელსის ეროვნული ნაკრებისა და "ლივერპულის" ფეხბურთელმა ბენ ვუდბარნმა კლუბთან ახალ და გაუმჯობესებულ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც იგი კლუბში 2022 წლამდე დარჩება.

18 წლის ფეხბურთელისთვის გასული სეზონი უაღრესად წარმატებული გამოდგა, იგი კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელსაც გოლი აქვს გატანილი და ამასთან, მან უელსის ეროვნულ ნაკრებში თავის სადებიუტო მატჩშიც შეძლო მეტოქის კარი აღება, რამაც, საბოლოოდ, მის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ვუდბარნის ამგვარი პროგრესი კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან შეუმჩნეველი და დაუფასებელი არ დარჩენილა და მათ ახალგაზრდა ფეხბურთელს ახალი, გრძელვადიანი (5 წლიანი) კონტრაქტი გაუფორმეს.

ვუდბარნმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა "ლივერპულის" ოფიციალურ საიტთან: " წარმოუდგენელი გრძნობაა "ლივერპულთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება, ახლა მე უნდა გავაგრძელო განვითარება და დავანახო მწვრთნელს თუ რა შემიძლია.

ვფიქრობ, რომ ბევრი კომპონენტია, რაშიც გაუმჯობესება მჭირდება. მე უნდა გავაგრძელო იმავე ტემპით ვარჯიში ყოველ დღე და იმედი მაქვს, რომ განვვითარდები.

მსურს უკეთ ვითამაშო დაცვაში და უფრო მეტი გოლი გავიტანო. ვითამაშო ისე როგორ პირველი გუნდის ფეხბურთელმა.

თუმცა, ვფიქრობ, რომ მე ნამდვილი ფეხბურთელივით ვარ აღზრდილი როგორც ტექნიკურად ისე ფიზიკურად და გონებრივად.

დარჩენილი სეზონისთვის ჩემი მიზანია უფრო მეტად განვვითარდებე და უფრო მეტი შეხვედრა ჩავატარა როგორც 19 წლამდელების, ისე პირველ გუნდში".

შეგახსენებთ, რომ ბენჯამინ ვუდბარნი "ლივერპულის" აკადემიას 7 წლამდელთა გუნდში შეუერთდა მაშ შემდეგ წითელი მაისური აცვია. იგი გასულ სეზონში აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.ახალგაზრდა შემტევმა კლოპის გუნდში მოიკიდა ფეხი და უელსის ეროვნულ ნაკრებშიც 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ასევე გთავაზობთ კლუბის ოფიციალური საიტიდან გავრცელებულ ფოტოებს:

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ეს კარგი მარა თუ არ ათამაშა ეს და სხვა ახალგაზრდები წავლენ ბოლოს ან მოკვდება მაგათი კარიერა. როდემდე ვუყუროთ ამ უსარგებლო ხალხს პირველ გუნდში? მბაპეს კეინს და ბევრ სხვას ეგრე მისცეს შანსი და გამოიყენეს. თუ არ ათამაშა ეს სოლანკე და გრუიჩი რისთვის მოყავდა საერთოდ. დააყენოს ერთიც და მეორეც და დაჟე ბრიუსტერი დასვას სკამზე და ეს სტარიჯი მოაშოროს

Capitan
მომხმარებელი

თაობა მოდის ძალიან კაი არნოლდი და ეს ბიჭი მიემედება რათქმაუნდა კენტთან და ვილსინთან ერთად <3

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
სოლანკე და გრუიჩი და ეჯარია და ბრიუსტერიც მარა რად გინდა გვაყურებინებს ისევ ამ სტარიჯებს და ჰენდერსონებს

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ყველაფერზე კლოპის ლანძღვა შეიძლება?ამაზე კარგად იცით ფეხბურთი?ვუდბერნი რო უელსის ნაკრებში ხვდება და ლივერპულთამ ახალ კონტრაქტს აფორმებს ვისი დამსახურებაა რა საინტერესოა კლოპის არა?გომესი არნოლდი.სოლანკეს და გრუიჩსაც იმდენი ეძლევათ დრო რამდენიც საჭიროა ისინიც იტყვიან თავის სიტყვას

GoGson
მომხმარებელი

გუნდში რო გყავდეს მოდრიჩი ან ინიესტა რათქმაუნდა ვერ იტყვი კლოპი შანსს გრუიჩს რატო არ აძლევსო, მარა ჩვენს შემთხვევაში ბევრჯერ იყო ისეთი შემთხვევა როცა უკვე წაგებული ან მოგებული იყო თამაში და მაინც იგივე სახეებს ვხედავდით, აი ამ დროს ვითხოვთ შანსის მიცემას და თუ ამართლებს მეტე უკვე სრულყოფილ ასნავნოიში დაყენებას. გუნდები 18-19 ბიჭებით გადიან ფონს, და ან მაგაზე გააკეთე აქცენტი და იპოვე ესეთი ტალანტები შენ აკადემიაში ან სხვაგან, თუარადაა მოათრიეთ მესები და რონალდოებიი, დავიღალეთ ამ საშუალო ასაკის საშუალო ფეხბურთელებით (ყველა არ იგულისხმება იასნად)

gio_chyoi
რედაქტორი

Mate chavchavadze,
აბა შენ რას გვთავაზობ სამი ასო სტარიჯის თამაშის ყურება ვამჯობინოთ სოლანკეს თამაშს?

Mate chavchavadze
მომხმარებელი

ციტატა: gio_chyoi
Mate chavchavadze,
აბა შენ რას გვთავაზობ სამი ასო სტარიჯის თამაშის ყურება ვამჯობინოთ სოლანკეს თამაშს?

სტარიჯის დონის ფორვარდი სკამზე გყავდეს და არ ათამაშო? კიდე ცოტას თამაშობს სტარიჯი სოლანკეზე ბევრად მეტიც არ უთამაშია.სოლანკე ნელნელა ჩაჯდება სასტავში

ikagg
მომხმარებელი

Mate chavchavadze,
ბოლო 2 წლის განმავლობაში სტარიჯის "დონე" სად დაინახე ერთი გვითხარი, დაძUნძულებს მთელი თამაში

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ძაან მაგარი კაცია,ინედია კლოპი მისცემს შანსს

STEVEN8
მომხმარებელი

ikagg,
ევერტონთან ;)

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze