უილსონი : ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი

ავტორი: johnson, 26-10-2017, 16:40, კატეგორია - სიახლეები, 435, 6


2016/17 წლების სეზონში ჰარი უილსონი "ლივერპულის" სარეზერვო გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო. მან "წითლების" რიგებში 28 გოლი გაიტანა. მისი პროგრესი არც მელვუდში დარჩენიათ უყურადღებოთ. კლოპმა მას "პლიმუთ არგაილთან" თამაშის საშუალება მისცა.

უელსელი განსაკუთრებით ელოდა ზაფხულს, რადგან პრე-სეზონზე ის უფრო მეტ შანსს მიიღებდა და ეცდებოდა პირველი გუნდში დაემკვიდრებინა ადგილი. სამწუხაროდ, ზაფხულში მან ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანს რამდენიმე კვირით ჩამოშორდა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან შარშანდელი სეზონი ჩემთვის ძალიან კარგი იყო. მე უელსის ნაკრებშიც ვიყავი მიწვეული.

პრე-სეზონისთვის როცა დავბრუნდი, მსურდა მწვრთნელზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ტრავმამ კი მასწავლა, რომ ფეხბურთელი მენტალურადაც ძლიერი უნდა იყოს. მას არ უნდა მისცე უფლება, რომ დაგამარცხოს.

გასულ სეზონში მე დებიუტი მქონდა კლუბში, რომელშიც 8 წლიდან ვირიცხები. ეს დიდებული იყო, თუმცა არ მსურს, რომ ყველაფერი მხოლოდ 1 მატჩით შემოიფარგლოს. მე მეტი მსურს და იმედი მაქვს, რომ 23 წლამდელთა გუნდში თამაშით მოვახდენ მწვრთნელზე შთაბეჭდილებას." -
ციტირებს უილსონის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ უილსონმა "მან. იუნაიტედის" 23 წლამდელთა გუნდსაც გაუტანა. ის მატჩი მერსისაიდელებმა 1:3 მოიგეს.

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ასეთ ბიჭებს, შესაბამის თამაშებში, არც ეს არც სოლანკე, გინდ ეჯარია, გომესი, არნოლდი, უორდი, გრუიჩი... ისეთი ტიპები არიან რო შეიძლება მოულოდნელად გაამართლონ, ვერ განსაზღვრავ.. ამიტო უნდა დავტესტოთ რაა ხშირად

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ჯობია ისევ აკადემიიდან მოიოხოდონ ბიჭები და ათამაშოს პრემიერ ლიგაში. თუმცა მათ წაეგოთ 4-1 ეგ მერჩივნა ვიდრე ამ შემადგენლობას ვითომ და უფრო დიდი იმედები რომ მყარდება. რაიან კენტიც უნდა დაეტოვებინა და გერმანულ კლუბში არ უნდა გაენათხოვრებინა. წლები დაჭირდება აკადეემის ფეხბურთელებით შედეგის მიღწევას მარა ტრანსფერებში მაინც მოისუსტებენ და აკადემიას მიხედონ ჯობია.

gio_chyoi
რედაქტორი

ამან მეტი რა უნდა ქნა ვერ გავიგრო რო პირველ გუნდში შანსი მიეცეს. ყოველ თამაშში გოლი გააქ ან საგოლე გადაცემას აკეთებს და სხვა რაღა უნდა ქნას

LFC_TSA
მომხმარებელი

არვიცი, რატო უნდა ჰქონდეს გრუიჩს საიდანღაც მოთრეულს ამაზე მეტი შანსი ?! ძალიან კარგი ფეხბურთელია, და ძალიან ჭკვიანია თამაშისას... მე პირადად ვუდბარნსაც მირჩევნია, ორიგისაც, გრუიჩსაც, ინგსსაც, და როცა ლალანა დაიტრავმა მეგონა, სკამის ამით შეავსებდა და კარგიც იქნებოდა...

STEVEN8
მომხმარებელი

სტატია კარგია ჩემი თხოვნა იქნება დაწეროთ ხოლმე სტატიაში რამდენი წლისაა ესა თუ ის ფეხბურთელი. ჰარი უილსონს რაც შეეხება მართლა რაღა უდნა გააკეთოს რომ პირველ გუნდში ათამაშონ. 15-20 წუთი რომ მიეცეს შეცვლაზე არამგონია რამე დააშავოს, ძირიტადის სასტავიც დაისვენებს და როტაციაც შედგება ,

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

შანსს რატომ არ აძლევენ ასეთ ტალანტებს ვერ ვხვდები.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze