კრეიგ ბარლი: "ლივერპულის" მცველებს ჭკუა არ აქვთ"

ავტორი: gio_chyoi, 27-10-2017, 11:55, კატეგორია - სიახლეები, 691, 11


კრეიბ ბარლი, ყოფილი "ჩელსისა" და "სელტიკის" ფეხბურთელი შეუერთდა დეიან ლოვრენის კრიტიკოსთა გუნდს, თუმცა მან არც ალბერტო მორენო დაინდო.

აშკარაა, რომ ხორვატი მცველი ძალიან არასტაბილურია და მისი ბოლო პერფორმანსი "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ალბათ მისი ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო "ლივპერულის" მაისურით.

ალბერტო მორენოს კი ნამდვილად კარგი დრო უდგას და მან ნამდვილად მოუმატა პერფორმანსის მხრივ, თუმცა ბარლიმ არც იგი დაინდო.

თუმცა, საინტერესოა, რომ სხვა კრიტიკოსებისგან განსხვავებით, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ფეხბურთელების ცუდ თამაშს ხშირად მათ ცუდ დამოკიდებულებასა და არაშეუპოვრობას უკავშირებდნენ, ბარლიმ პირდაპირ განაცხადა, რომ ისინი საკმარისად კარგი ფეხბურთელები არ არიან.

"აქ არაფერ შუაშია დამოკიდებულება, პრობლემა საფეხბურთო ინტელექტია, ჭკუა, თამაშის წაკითხვის უნარი. არაა საჭირო იყო უსწრაფესი მცველი, ან ყველაზე დიდი, ყველაზე ძლიერი, საუკეთესო მეორე სართულზე.

საჭიროა, რომ საუკეთესო იყო თამაშის წაკითხვაში. "ლივერპულის" მცველებს არ აქვთ უნარი წაიკითხონ და იყნოსონ სახიფათო სიტუაციები.

შეგვიძლია მთელი დღე ვისაუბროთ ლოვრენზე, მაგრამ მას ძალიან ბევრი შეცდომა აქვს დაშვებული. მას არ უნდა ეცვას "ლივერპულის" მაისური." - დაასრულა კრეიგ ბარლიმ Echo-სთან საუბრისას.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ყველაფერი სიმართლე. მარა ეს თუ ხვდება და მერე აგერ ვაკეში გიორგი ჭყოიძე ჩუსტებით ეს ხისთავა კლოპი რატო ვერ ხვდება. რით ვერ შეიგნო რო არააქვთ შესაფერისი კლასი არც მინოლეს არც ლოვრენს და არც კლავანს და არც მორენოს. 4-ვე გასაგდებია გუნდიდან.

GoGson
მომხმარებელი

აგერ კანავაროს არც სიმაღლე ქონდა , არც განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები. მართალია ეს კაცი, და ვაფშე მეეჭვება რო კლოპი ვერ ხედავდეს ამას, თუ ვერ ხედავს მაშინ კარგ და ცუდ მწვრთნელობაზე აღაარააა საქმე უკვე, მაშინ პროსტა დებილი ყოფილა და გონება შეზღუდული
პ.ს. გიო,4 კაცი ცოტაა მე ერთი 8-9 კაცს გამოვცვლიდი სიამოვნებით

gio_chyoi
რედაქტორი

GoGson,
ეს 4 ისე ვთქვი თორე მასე სტარიჯიც გასაშვებია ინგსიც ორიჯიც გასაყიდია საბოლოოდ მარკოვიჩიც ზედ მისაყოლებელი და ძირითადიდან ჰედნერსონიც არაა ჩვენი დონის. ნუ მაქსიმუმ სკამზე უნდა იჯდეს ეგ

GoGson
მომხმარებელი

ხო ჰენდერსონი სკამზე იჯდეს, კაპიტნობის პონტში პატივი ვცეთ

არადა ლოვრენი ძაან მეცოდება , ვხვდები ძაან უნდა იმსახურებდეს ლივერპულს, მარა არააა დონე და მოკალით თუგინდა. მორენოც მასეა, იმენა თავის თავს ახტება ისე თამაშობს , ეგეც არაა საკმარისი. მაგრად გამისწორდებოდა ეგეთი ტიპაჟები კაი მცველები რო იყვნენ მაგრამ....

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ლოვრენი მიხვდა რომ მაგარი ჭამა,დათვლილია მისი დღეები

gio_chyoi
რედაქტორი

LUIS SUARES 001,
ლოვრენი რას მიხვდა რა მნიშვნელობა აქვს. ლოვრენი კი არა კლოპი უნდა მიხვდეს და ეგ თუ ეხლა, მაინცდამაინც მაგ თამაშით მიხვდა რო მაგის დღეები უნდა დაეთვალა კარგად ყოფილა მაგის საქმე

johnson
ადმინისტრატორი

მართალია რომ რეალურად მაღალი დონის მცველი გუნდში არ გვყავს და უმეტესად გამონათებების იმედზე ვართ, მაგრამ ნახევარდაცვა და მეკარემ რომ საიმედო იყოს, უფრო ნაკრები ტვირთი დააწვებოდათ მცველებს

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
რა თქმა უნდა პრობლემა ერთი პოზიცია ან ფეხბურთელი არაა მარა ეს კაცი არც ერთს ასწორესბ და არც მეორეს და გვიწევს ესე ყოფნა

liverpool-fan
VIP Member

ინგლისის 95 % ჩვენ დაცვაზე ლაპარაკობს და ზამთარში რო არ იყიდოს მინიმუმ 1 მცველი (ვანდეიკი ან დევრეი) მართლა დოდოლა იქნება რა და ზაფხულში გააევინებენ

lasha77
VIP Member

ვივი რომ ამ ზამთარს არავისაც არ მოიყვანენ მაგრამ იმედი მაინც მაქვს იავნრის ბოლომდე

GoGson
მომხმარებელი

მოიყვანენ მოიყვანენ )) კლოპს ზამთრამდე მიცესო ვადა, და არამგონია ლივერპულიდან წასვლა ისე უნდოდეს რო ზამთარში სახე არ აიძროს ტრანსფერებზე. მე ჯერ კიდევ მაქვს ყველაფრის იმედი, ამ წელსაც))) 1 %ია მაგის შანსი მაგრამ სანამ 0 პროცენტი არ იქნება მანამდე მექნება იმედი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze