"ლივერპული" : "ჰადერსფილდი" (პრევიუ)

ავტორი: johnson, 27-10-2017, 17:58, კატეგორია - სიახლეები, 783, 8


ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე, "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდს" მიიღებს.

მომავალ მატჩს გუნდები შემდეგნაირი საკადრო მდგომარეობით ხვდებიან :

* მოედანს უბრუნდება ჟორჟინიო ვეინალდუმი, რომელმაც გასულ კვირას ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

* საეჭვოა ფილიპე კოუტინიოს თამაში. მერსისაიდელებს კვლავ ვერ ეხმარებიან ადამ ლალანა, ნათან კლაინი და სადიო მანე.

* კითხვის ნიშნის ქვეშაა ელიას კაჩუნგას თამაში, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა ზურგის ტრავმა. იმას თქმა შეიძლება კოლინ ქონერზე.

* ლაზარეთში რჩებიან კესი პალმერი, ფილიპ ბილინგი, ჯონ გორენც სტანკოვიჩი და მაიკლ ჰეფელი.

პრევიუ
"ტოტენჰემთან" განცვდილი გამადგურებელი მარცხის შემდეგ, იურგენ კლოპისგან გულშემატკივრები და ექსპერტები რამდენიმე ცვლილებასა და დამაჯერებელ გამარჯვებას ელიან. გერმანელის რეპუტაციას ახლა მხოლოდ კარგი, სტაბილური თამაში და მოპოვებული ქულები გადაარჩენენ.

აღსანიშნავია, რომ საწყისს 9 ტურში კლოპმა თავის მეჯვარეზე მხოლოდ 1 ქულით მეტის აღება შეძლო. რა არის ამის მიზეზი - "ჰადერსფილდის" კარგი სტარტი თუ მერსისაიდელთა ჩაგდებული მატჩები ? ვიტყოდი რომ ორივე ერთად. მართლაც, დავიდ ვაგნერის შეგირდებმა გასულ კვირას საკუთარ კედლებში "მანჩესტერ იუნაიტედს" სეზონში პირველი მარცხი აგემეს.

ასე თუ ისე, "ლივერპულსა" და კლოპს ახლა გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ. საკადრო პრობლემების ფონზე, შედეგის მიღწევა ცხადია უფრო რთული იქნება, თუმცა "წითლებს" მასზე გაცილებით სუსტი მეტოქის დამარცხება არც ასე უნდა გაუჭირდეთ.


რას ამბობენ მწვრთნელები
იურგენ კლოპი : "მე და ვაგნერს ორშაბათს გვქონდა საუბარი. ჩვენ არ გვიკითხავს ერთმანეთისთვის თუ როგორი შემადგენლობით ვაპირებთ თამაშს. ბედნიერი ვარ, რომ პრემიერ ლიგაში შეგვიძლია ერთმანეთთან ვითამაშოთ. 20 ან 30 წლის წინ ამას ვერ წარმოვიდგენდით. მე და დავიდი საუკეთესო მეგობრები ვართ, თუმცა ეს ახლა არაფერს ცვლის. ეს ურთიერთობა მატჩის შემდეგაც ჩვეულებრივად გაგრძელდება. ჩვენ ერთად ვთამაშობდით და არავისთვის მითქვამს უფრო ცუდი რამ, ვიდრე დავიდისთვის. ამის მიუხედავად, ჩვენ კვლავ მეგობრები ვართ.

ჩვენ მთელი კვირა ვმუშაობდით და ახლა შესაბამისი რეაქცია უნდა გვქონდეს. ამავდროულად, ვერ ვიტყვი, რომ წინა მატჩი რომელიმე სხვა შეხვედრაზე დიდი იყო."

დავიდ ვაგნერი : "დიახ, ეს არა არის ჩვეულებრივი მატჩი., რადგან კლოპი ჩემი საუკეთესო მეგობარია, თუმცა ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერ ლიგის მატჩში ერთმანეთს "ლივერპული" და "ჰადერსფილდი" ხვდებიან. ეს არავის უნდა დაავიწყდეს.

არ ვიცი რამდენი წლის წინ ჩაატარა ამ გუნდმა "ენფილდზე" ოფიციალური მატჩი. ეს ჩვენთვის დიდი ისტორიაა.

სტატისტიკა & ფაქტები
* ამ ორი გუნდების ბოლო 10 დაპირისპირდებიან 3 ფრედ დასრულდა, ხოლო 7 "წითლებმა" მოიგეს.

* "ჰადერსფილდმა" უმაღლეს დივიზიონში "ენფილდზე" ბოლოს გამარჯვება 1954 წლის მარტში იზეიმა(1:3). იმ წელს "ლივერპული" ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

* ხვალინდელი მატჩი იქნება ინგლისის ჩემპიონატში ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1972 წლის შემდეგ.


"ლივერპული"
* მერსისაიდელებმა უკვე 16 გოლი გაუშვეს და ეს მათი ყველაზე ცუდი შედეგია 1964 წლის შემდეგ.

* ამავდროულად, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში "წითლებმა" საკუთარ კედლებში მხოლოდ 1 გოლი გაუშვეს - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "მან. იუნაიტედს" აქვს.

* უკანასკნელი "ლივერპული" საშინაო არენაზე ახლად აღზევებულ გუნდთან 2010 წლის ოქტომბერში დამარცხდა("ბლექპულთან").

* "ენფილდზე" ჩატარებული ბოლო 15 მატჩიდან კლოპის შეგირდებმა მხოლოდ 1 წააგეს - 8 მოგება და 6 ფრე.

"ჰადერსფილდი"
* ვაგნერის შეგირდებს აქვთ შანსი გახდნენ მეოთხე გუნდი, რომელმაც პრემიერ ლიგაში აღზევებისთანავე შეძლო ერთ სეზონში "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება. ბოლოს მსგავსი რამ "პორტსმუტმა" შეძლო 2003/04 წლების სეზონში.

* უმაღლეს დივიზიონში ჩატარებული უკანასკნელი 19 გასვლითი შეხვედრიდან "ჰადერსფილდმა" მხოლოდ 1 მოიგო - აგვისტოში "კრისტალ პალასთან".

* პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 8 მატჩიდან ვაგნერის გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო - გასულ კვირას "იუნაიტედთან".

მთავარი მსაჯი - კევინ ფრენდი

ექსპერტის პროგნოზი - 2:0

პირდაპირი ტრანსლაცია - МАТЧ! Футбол 2, Liverpoolfc.ge

კომენტარები


danagger
მომხმარებელი

ჰანდიკაპი მინიმუმ, თორე აღარ ეპატიება არცერთს

gio_chyoi
რედაქტორი

საერთოდ დამეკარგა მუღამი. ჩემპიონობაზე როგორ უნდა იფიქრო 12 ქულაა უკვე სხვაობა და ოთხეულისთვისაც შანსები არც ისე ბევრია და რომც მოვხვდეთ არ მიმაჩნია ეგ წარმატებად.
ერთადერთი სანუგეშო ჩემიონთა ლიგაღა დამრჩა და მაგას ველოდები

Lasha badzagua
მომხმარებელი

Exla ro shexedo otxeulidan vin unda amovardes manchesterulebi magar pormashi arian es gamovricxet chelsi gamovricxot isic karg mormashia ertaderti totenxemia romelic keintan ertad magar pormashia memgoni liverpools zan gauchirdeba otxeulshi shesvla magram jer yvelaperi cina da yvelaperi liverpoolzea damokidebuli imedia momaval cels ligaze gava radgan cota stabilroba unda tore cels imedi ar maq rames izams liverpooli ligaze

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

gio_chyoi,
პრემიერ ლიგის ყურების მუღამი მეც დამიკარგეს. ტიპებმა სეზონის დასაწყისშივე მოსპეს ყველანაირი იმედი. ჩემპიონთა ლიგას მაინც თავის მუღამი აქვს თან მარიბორს სახლში მიიღებენ და მაგათთან მაინც გაიხარონ ამ უბედურებმა. ძალიან დიდი პრობლემებია გუნდში და ძირეულადაა ყველაფერი შესაცვლელი.

reversi
მომხმარებელი

Lasha badzagua,
რომელ ჩელსიზე ლაპარაკობ კონტესაც წასვლაზე უჭირავს თვალი და შეიძლება აქეთ აბრამოვიჩმაც დაასწროს და პირიქით გააგდოს
სამი ქულითაა გუნდი წინ ლიგაზე ჩვენზე რთულ ჯგუფში მოხვდა და ჯერ არაფერი არ გაუნაღდებია ამ დროს იმათზე იძახით აუ ესენი არ ამოვარდებიან ჩვენ კიდე უკვე გამოვაცხადეთ კაპიტულაცია ვსიო მორჩა ჩემპიონატი დავიკიდოთ მე-17 ადგილისთვის ვიბრძოლოთ კაით რა

phoenixx
მომხმარებელი

Dges tu movigebt msajit an igbalit tumca igbalshi hadersfildis igrokebma unda i*ცენზურა*on wels otxeulshi ver shevlen kloptan ertad shansi Araa.

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ესეც თუ ვერ მ9ვიგეთ მერე ყველა უნდა გაუშვან კლუბიდან.

vaxo baratashvili
მომხმარებელი

ესეც თუ ვერ მოვიგეთ ამათი საშველი აღარ ყოფილა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze