კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 29-10-2017, 11:19, კატეგორია - სიახლეები, 791, 6


გუშინ "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "ჰადერსფილდი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს. გოლები დანიელ სტარიჯმა, რობერტო ფირმინომ და ჟორჟინიო ვეინალდუმმა გაიტანეს.

მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა :

მნიშვნელოვანი გამარჯვება
ჩვენ არ გვქონდა საუკეთესო კვირა. "ტოტენჰემთან" ჩატარებული მატჩი იყო ყველაზე ცუდი მიმდინარე სეზონში და ამის იგნორირება არ შეიძლებოდა. უნდა გვემუშავა და ეს გავაკეთეთ კიდეც. დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მეტოქემ დაცვითი სტილი არჩია, ჩვენ კი ბურთის უკან ბევრი მოთამაშე გვყავდა, რაც მათ კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა. ამავდროულად, ამისთვის 7 ფეხბურთელი არ არის საჭირო. მეორე ნახევარში თავადაც ნახეთ, რომ საჭირო ზონებში უფრო მეტი მოთამაშე გვყავდა, რაც "ჰადერსფილდს" საქმეს ურთულებდა. მეორე გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გავიტანეთ და ეს თითქოს რაღაც განსაკუთრებული იყო. გავიგე, რომ ზოგიერთს პირველ ტაიმი არ მოეწონა, თუმცა საბოლოოდ ჩვენ მოვიგეთ და ალბათ, ბევრს პირველი ნახევარი არც ემახსოვრება. 3 ქულა, 3 გოლი და მშრალად შენახული კარი - ეს ძალიან დაგვეხმარება.

შემადგენლობის შერჩევა
"ტოტენჰემთან" მატჩამდე მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორი იქნებოდა ამ ბიჭებზე არჩევანის შეჩერება. ცუდად ჩატარებული 1 მატჩის გამო კი მათ არ შეცვლიდი. თუმცა, დეიანის ტრავმის გამო ეს მაინც მოგვიხდა და თქვენ შეამჩნევდით, რომ თავდაპირველად რაგნარს დრო დასჭირდა თამაშში ჩასართველად. მეორე ნახევარში კი ის გაცილებით უკეთესი იყო.

ლოვრენის ტრავმა
ეს ბოლო პასი იყო. შესაძლოა დაინახეთ კიდეც. დეიანი და ჟოელი ერთმანეთს აძლევდნენ პასებს, როცა ლოვრენმა რაღაც ცუდი იგრძნო. ზუსტად არ ვიცი მისი მდგომარეობის შესახებ, რადგან ამის დრო არ გვქონდა. გასახდელში მას ვკითხე : კი თუ არა ? და მან მიპასუხა, რომ არა.

სატურნირო მდგომარეობა
ცხადია, არ ვართ კარგ პოზიციაში, თუმცა არ ვაპირებ კვლავაც და კვლავაც ამის ახსნას - ჩვენ უფრო მეტი კარგი მატჩი ჩავატარეთ, ვიდრე ამაზე ქულები მეტყველებს. ამავდროულად, მთელმა მსოფლიომ ნახა "ტოტენჰემთან" მატჩი და მის იგნორირებას არც ჩვენ ვაპირებთ.

დღეს რთული იყო მოთმინებით თამაში. სწორ დროს სწორი გადაწვეტილების მიღება... მეტოქემ ითამაშა ისე, როგორც ეს "მან. იუნაიტედთან" გააკეთა და მათ ის შეხვედრა მოიგეს. რთული იყო მათი კონტრშეტევების არიდებაც, თუმცა ეს გავაკეთეთ, ბიჭებმა ეს გააკეთეს და მე ბედნიერი ვარ. ზუსტად არც კი ვიცი რომელ პოზიციაზე ვიმყოფებით, თუმცა ცხადია, ის კარგი არ არის.

კომენტარები


reversi
მომხმარებელი

ან იგრძნო ტკივილი ან არა
შენ კიდე ერთი ცუდად ჩატარებული თამაშის გამო თუ არ აპირებ 7-8 ჩავატარეთ წელს და მაგაზე გქონოდა რეაქცია ჯობდა

gio_chyoi
რედაქტორი

მარიბორი-ვესტ ჰემი ეს ორი უნდა მოიგონ და მერე სანაკრებო პაუზის შემდეგ ლალანა-მანე დაბრუნდებიან და უკვე სერიოზულად უნდა შევუდგეთ საქმეს. პრემიერ ლიგაში მთავარია ოთხეულშI ვიყოთ ან ნუ ყოველ შემთხვევაში ძაან ახლოს ვიყოთ ოთხეულთან და ისე მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გადავერთოთ მერე

GoGson
მომხმარებელი

უკვეე იციის რაცაა საჭიროოო ზამთარშიიი... ეხლა ხვდებააა

liverpool-fan
VIP Member

ბოქსინდეიზე მაქსიმუმ 1-2 ქულა უნდა გვაშორებდეს 4ეულის თუ გვინდა რო მომავალ წელს ევროპის ლიგაზე არ ვითამაშოთ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ზანთრის სატრანსფერი ფანჯრისას თუ მცველი არ მოვიყვანეთ მაგრა დაგვერხევა

gerrarda_8
მომხმარებელი

mgonia ro lovrenma moimizeza es tramva matchis win da ra gavaketo )))

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze