კლოპი მარიბორთან მატჩის წინ
იურგენ კლოპმა ენფილდზე მარიბორთან მატჩის შესახებ ისაუბრა.
"მე გერმანიიდან ვარ და აქ ყველამ იცის 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. როგორ გაგვანადგურა უნგრეთმა პირველივე შეხვედრაში და როგორ დავამარცხეთ ისინი ფინალში. არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიწყებ, მთავარი ის არის რა მოხდება შემდეგ."
"ჩვენ ჰადელსფილდთან მატჩი უნდა უნდა მოვიყვანოთ მისაბაძ მაგალითად. ისინი სივრცეებს გვიზღუდავდნენ, მოძრაობდნენ სწორად და ვიწროს, თუმცა მაინც მოვახერხეთ მათი გატეხვა. დღესაც მზად უნდა ვიყოთ ამისთვის."
"მათ ჩვენთან თამაშის შემდეგ ყველაფერი მოიგეს. არ ვფიქრობ, რომ წინა შეხვედრა გუნდის ხარისხის მაჩვენებელია, რადგან იმ შეხვედრაში ჩვენ გამოვიყურებოდით ძალიან კარგად. 2-3 გოლი მეტოქის საჯარიმოსთან ჩვენს აქტიურ პრესინგს მოჰყვა. გავიხსნოთ მომოს პირველი გოლი, სადაც მან სისწრაფით მეტოქის მცველები შეაწუხა და შეცდომა დააშვებინა."
"ჩვენ ისეთივე კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორც წინა შეხვედრაში, რადგან სხვა არაფერი დაგვრჩენია. პირველ შეხვედრებში კარგი ვიყავით, მაგრამ ქულები დავკარგეთ, რის გამოც ვალდებული ვართ დარჩენილ სამივე თამაშში სამი ქულისთვის ვიბრძოლოთ."
"ამ შეხვედრას დიდი სერიოზულობით ვეკიდები, რადგან 3 ქულა ძალიან გვჭირდება. თუ მოვიგებთ, 1-0-ს ეს იქნება სამი ქულა და პრობლემა არ მაქვს. თუ ხალხი ისევ 7:0-ს ელოდება, ეს მათი ნებაა, ამას ნამდვილად ვერ დავუშლი, მაგრამ დიდი ანგარიშის მოლოდინით პირველი წუთიდან ნერვიულობა არ ღირს. მიიღეთ ყველაფერი მარტივად, თუმცა თამაში ენფილდზეა და ლივერპული ვალდებულია კარგი ფეხბურთი აჩვენოს. "
"ფილს და დეიანს არ უვარჯიშიათ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მატჩისთვის მზად არ იქნებიან. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო მათ მდგომარეობას გადავხედოთ და გადაწყვეტილებაც მხოლოდ უკანასკნელი მდგომარეობის გათვალისწინებით მივიღოთ" - განაცხადა გერმანელმა.
შეგახსენებთ, რომ მარიბორთან შეხვედრა დღეს თბილისის დროით 23:45სთ-ზე დაიწყება.