"ლივერპული" : "მარიბორი" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 2-11-2017, 01:40, კატეგორია - სიახლეები, 668, 3


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მარიბორი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს.

"ლივერპული" : კარიუსი - არნოლდი - მატიპი - კლავანი - მორენო - ჩანი - მილნერი - ვეინალდუმი(17' ჰენდერსონი) - სალაჰი(74' სტარიჯი) - ჩემბერლენი - ფირმინო.

როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა "წითლების" სრული უპირატესობით წარიმართა. ბევრისთვის მოულოდნელად, პირველ ნახევარში მასპინძლებმა ანგარიშის გახსნა ვერ შეძლეს.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 4 წუთში კი სტუმართა კარი მოჰამედ სალაჰმა აიღო. მატჩის 53-ე წუთზე, სხვაობის გაზრდა ჯეიმს მილნერს შეეძლო, თუმცა მერსისაიდელთა ვიცე-კაპიტანმა 11 მეტრიანი ვერ გამოიყენა.

64-ე წუთზე "წითლებმა" გოლი მაინც გაიტანეს - თავი ემრე ჩანმა გამოიჩინა. შეხვედრაში საბოლოო ანგარიში კი მატჩის მიწურულს დანიელ სტარიჯმა დააფიქსირა. საბოლოოდ - 3:0. "ლივერპულმა" აქტივში მორიგი 3 ქულა ჩაიწერა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.


სტატისტიკა
"ლივერპული"
"მარიბორი"
75%ბურთის ფლობა25%
23დარტყმა5
9ზუსტი დარტყმა1
17კუთხური2
0თამაშგარე0
7ჯარიმა9
0ყვითელი ბარათი2
90,8%პასების სიზუსტე75,2%

 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

პირველი ტაიმი ცუდი იყო. ისევ ერთფეროვნება და პოზიციურად სუსტი თამაში. 17 კუთხურზე არაფერს ვამბობ.

მთავარია მოვიგეთ ადა ახლა საჭიროა ვესტ ჰემსაც მოვუგოთ

gio_chyoi
რედაქტორი

ჩვენ რო მოვიგებდით კი ვიცოდი მარა სევილიას მინდოდა ვერ მოეგო და ჩაგვეტოვებინა ჯგუფში. მარა არაუშავს მთავარია მოვუგოთ მაინც მაგათ და შური ვიძიოთ. ჯერ სპარტაკს უნდა მოვუგოთ უეჭველი. საერთოდ შემდეგი თამაშები მოსაგებია აქაც და ეპლშიც და კარგად წავიწევით წინ, კონკურენტები ერთმანეთს ეთამაშებიან

GoGson
მომხმარებელი

gio_chyoi,
მთავარია მოვუგოთ სახლში სევილიას,დამამცირებლად )))) მაგითაც ვიძიებთ შურს, დალშე გავიდნენ სადაც უნდათ, მაინც შეჭამენნ ფლეიოფში

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze