კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 2-11-2017, 10:42, კატეგორია - სიახლეები, 520, 9


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე "მარიბორი" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 დაამარცხეს.

მოგვიანებით იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან განვლილი შეხვედრა შეაფასა :

მოთმინება
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ შეხვედრას კარგად იწყებ, მაშინ ცხოვრება უფრო ადვილია. პირველი ნახევარში გულშემატკივარმა საინტერესო ფეხბურთი ვერ იხილა. მართლაც რთული იყო. ვიცოდით, რომ მეტოქე ასეც ითამაშებდა. საჯარიმოში "მარიბორის" ძალიან ბევრი მოთამაშე იდგა და ჩვენ სწორად არ ვმოქმედებდით. მაგალითისთვის, რობერტო ფირმინო ბევრს ცდილობდა, მაგრამ როდესაც საჯარიმოში ბურთს ვაწვდიდით, ის იქ არ იყო. ასე რომ, გარკვეული პრობლემები მართლაც გვქონდა.

გულახდილად რომ ვთქვა, ეს ჩვენს წინა მატჩს ჰგავდა. შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ იმედგაცრუების დრო არ იყო და ისინი მომთმენნი უნდა ყოფილიყვნენ. მეორე ტაიმში კარგი გოლი გავიტანეთ, სწორ დროს სწორად ვიმოქმედეთ. შესანიშნავი იყო მეორე გოლიც, როცა ფეხბურთელებმა ბურთი პატარა სივრცეშიც კი გაითამაშეს. მესამე კი სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა. მე კმაყოფილი ვარ. ვიცი, რომ ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო, თუმცა ავიღეთ ქულათა მაქსიმუმი, გავიტანეთ 3 გოლი და კარი მშრალად შევინახეთ. იდეალურია.

მოჰამედ სალაჰი
ის ძალიან შემტევი ნახევარმცველია, თუ თავდამსხმელი არა. მას უყვარს ასეთი სიტუაციები და ის ასეთ დროს თავის სისწრაფეს პატარა სივრცეებშიც იყენებს. ცხადია, ფირმინოს სჭირდება მოთამაშეები ბურთის გასათამაშებლად, ოქსი და სალაჰი კი სწორედ ამას აკეთებდნენ, თუმცა ყოველთვის არ გამოდიოდა. ასეთ დროს კი ისევ მოთმინებაა საჭირო.

პირველი გოლი
თავდამსხმელებისთვის ეს ყოველთვის არის გარკვეული შვება. ამან მეტოქე შეცვალა, მათ ფეხბურთის თამაში დაიწყეს, ჩვენ კი უფრო მეტი მოძრაობის საშუალება მოგვეცა. მათ არ ჰქონიათ რეალური მომენტები, მხოლოდ 1-2 დარტყმა. გატანილი გოლები ნამდვილად დაგვეხმარა.

ზედიზედ მეოთხე გაცუდებული პენალტი
მოგებული მატჩის შემდეგ, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ეს არ მოგვწონს. ვფიქრობ, დღეს მილნერმა პენალტი კარგად შეასრულა, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა. მანამდე ბობიმაც ვერ გაიტანა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიპოვნით საჭირო მოთამაშეს.

გუნდის მზადყოფნა
როდესაც განვლილ 2 შეხვედრას გადახედავთ, იტყვით, რომ ჩვენ გამარჯვება შეგვიძლია. შემდეგი "ვესტ ჰემია" - ჩვენ გარკვეულ ანალიზს გავაკეთებთ მანამ, სანამ რამეს ვიტყვით. დიახ, ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რაც მოსაგებად გვჭირდება. წაგებული შეხვედრის შემდეგ ფეხბურტელებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ დღეს 3 მათგანი გვაკლდა და ალბათ მათ ვეინალდუმიც შეუერთდება, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული მოთამაშეები - ადამ ლალანა, ფილიპე კოუტინიო, სადიო მანე და ჟორჟინიო ვეინალდუმი. ეს ცხოვრებას არ აადვილებს, თუმცა რასაც თამაშამდე დაგეგმავ, ფეხბურთელებმა ის უნდა გააკეთონ.

ოქსლეიდ-ჩემბერლენი
ვიტყოდი, რომ როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩში ძირითად შემადგენლობაში ხვდები, ესე იგი სასტარტო 11-ეულისგან შორს არც პრემიერ ლიგის მატჩში უნდა იყო. ის კარგი იყო, პირველ ნახევარში ბევრი რამ შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ ვერ გამოვიყენეთ. არ ვთვლი, რომ მას ბევრჯერ აქვს კონტრპრესინგი ნათამაშები. სწრაფი მოთამაშეებისთვის ასეთი შეხვედრები ადვილი არ არის, თუმცა მე ჩემბერლენის თამაშით კმაყოფილი ვარ.

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

ჩემბერლენი ნელ ნელა ფეხბურთელს ემსგავსება და მომწონს... მიდით მიდით ზამთრამდე ცოტა გაჭირვებით მაგრამ მაინც მოგებებით უნდა მივიდეთ და მერე აუცილებლად შევივსოთ ნორმალურად. ძალიან ცუდი მეტოქეა მარიბორი ჩვენი გუნდის შესაფასებლად, მაგრამ ხანდახან ესეც არ გამოგვდის. ვსწავლობთ ნელ ნელა ყველაფერს.... აქაც მაქ მოლოდინები და პრემიერლიგაშიც......... სიტიიიიიიიიიიმ უნდა წაიფორთხილოოსსს ცოტააა

johnson
ადმინისტრატორი

ფირმინოზე რატო გიკვირს ცენტრში ჩანი-ჰენდო-მილნერია და ბობის უწევს უკან ჩამოსვლა ან ფლანგე გადასვლა ბურთისთვის. მაგიტომ გჭირდება ზუსტად ტიპიური ცენტრფორვარდი მაგ ჩაწოდებულ ბურთებს რო დახვდეს, თორე ფირმინოს პლიუსი არასდროს ყოფილა თავით თამაში.

ნუ რა უნდა ვთქვა იგივე ფეხბურთს ვთამაშობთ რასაც მთელი ეს სეზონია. მარიბორთან და ჰადერსფილდთან ამართლებს. ტოტენჰემთან და სიტისთან რაც დაგვემართა კი ვნახეთ. იმედია ახლა ვესტ ჰემს მოუგებენ და მერე დაბრუნება ხალხიც

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Maribori advili gasasvleli iyo da gavedit kidec ,awi vnaxot ras vizamt.

reversi
მომხმარებელი

ჩაწოდებებზე ფირმინო არ იყოო შეჩემის გადანგრეულო რანაირად იქნებოდა პასის გამკეთებელი არ გყავს ბლიად ცენტრში და არნოლდამდე ან მორენომდე ბურთი ვინ მიიტანოს ჩასაწოდებლად თუ ჰენდერსონის და ჩანი განივი და უკან პასების მერე შეძლებს რომელიმე ჩაწოდებას...
აქეთ რო უკვირს ჩაწოდებაზე ფირმინო არ იყოო მაგარი კაიფია რა.... ჩაწოდებებზე უნდა იყოს სოლანკე ან სტარიჯი ფირმინო უნდა იდგეს ფორვარდის, ფირმინოს უკან ცენტრში ის ცხენები 2 ვე ერთად დააყენე დიდი აზრ არ აქვს მარა ეგდონ... მილნერი/ჩემბერლენი ამ ორიდან ერთი დააყენე ადინ ხუია მარა უფრო ჩემბო იქნება შეთამაშდეს დროზე გუნდთან

და კიდევ ერთი შევდექი კლავანს გომესი მარჯვნივ ხო ერთერთი საუკეთესოა გუნდში ცენტრში რას იზამს ხუევოზნაეტო რო იძახის ხალხი ცადოს ახლა იმაზე დიდი უბედურება რა უნდა ქნას რასაც შვრებიან თან მარჯვნივ არნოლდი ფუჭდება ასე კლაინი რო დაბრუნდება ისედაც სკამზე მოუწევს გადასვლა ხშირად და ახლა მესამე ოფციად უნდა დატოვოთ ბავშვი?

მინოლე
არნოლდი მატიპი გომესი მორენო
ჩანი ჰენდერსონი
სალაჰი ფირმინო ჩემბერლენი
სოლანკე

ეს გვაღირსე შეჩემა რა

gio_chyoi
რედაქტორი

reversi,
აი ეგ გუნდი რო გამოვიდეს ვესტ ჰემთან ძაან კარგი იქნება. ნუ არაგმონია ცენტრში შეწიოს გომესი მარა იყოს კლავანი და ცენტრ-ფორვარდი დააყენოს მთავარია. მარა არ იზავს მაინც რა. ეს 4-3-3 ამოჩემებული აქვს არ ცდის სხვას

Capitan
მომხმარებელი

კლოპ პენალი არნოლდს უნდა დაერტყა..... დარწმუნებული ვარ გაიტანდა და გოლი და საგოლე გადაცემა ექნებოდა )))) ამ ასაკში თავდაჯერებულობა თუ ექნება არნოლდს ლეგენდების სიას შეუერთდება დარწმუნებული ვარ

gio_chyoi
რედაქტორი

Capitan,
ისე მართალია, მაგარი დარტყმა აქვს და დაარტყევინონ ხოლმე მაგას ჯარიმებიც და პენლებიც. ნუ თუ კოუტინიო იქნება ეგ დაარტყავს ჯარიმას

ThisIsAnfield
მომხმარებელი

Capitan,
gio_chyoi,
დარტყმაც კარგი აქვს და ფსიქოლოგიურადაც ძლიერი ბიჭია...

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

მატიფი იმდენედ დაბალი დონის ფეხბურთელია რო უმოტივაციოდ იყო დარჩენლი მარიბორი მეორე ტაიმში სადღაც 5 წუთის ინტერვალში ტიპს სახე გააძრეს როგორც პატარა ბავშვს ისე ცდებოდნე. რუსი კომენტატორი დასცინოდა უკვე ესაა პრემიერ ლიგის მცველიო? :დდ ლოვრენი და მატიპი უნდა წიხლის კვრით გაყარონ ზამთარში. კლავანიც გუნდს ათვლია უაზროდ. არც ეგაა დასატოვებელი. ლივერპულის ყველაზე სუსტი წერტილ იარის დაცვის ცენტრი და ცენტრფორვარდის პოზიცია. სწორედ ამიტომ არის რომ ბევრ გოლებს უშვებენ და ბევრ მომენტებსაც ვერ იყენებენ. გუნდი საგოლე მომენტების შექმნაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში მაგრამ არც დაცვა არ უვარგა, არც თავდამსხმელი ყავს ვინც ბომბარდირობისთვის იბრძოლებს. ყველაზე დიდი პრობლემა ლივერპულს აქვს ეს ორი რამ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze