კლოპი პენალტებსა და ემრე ჩანზე

ავტორი: johnson, 3-11-2017, 22:15, კატეგორია - სიახლეები, 568, 6


იურგენ კლოპმა დღეს მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის იყო 11 მეტრიანების წარუმატებლად შესრულება და ემრე ჩანის ახალი კონტრაქტი.

როგორც იცით, "წითლებმა" ბოლო რამდენიმე შემთხვევაში პენალტების რეალიზება ვერ შეძლეს. უკანასკნელად თავის გამოჩენა ჯეიმს მილნერს შეეძლო, თუმცა მერსისაიდელთა ნახევარმცველს "მარიბორის" მეკარემ აჯობა.

"ამ საკითხზე კვლავ უნდა ვისაუბროთ. წინა ორ შემთხვევაში მიზანს ვერ მივაღწიეთ და ეს თემა ახლა კვლავ ღიაა. ვფიქრობ, პენალტი უნდა შეასრულოს მან, ვინც თავს ყველაზე კარგად იგრძნობს.

ცხადია, ჩვენ არ ვეცდებით მოვიპოვოთ 11 მეტრიანები, თუმცა როცა ამ შანსს მივიღებთ, ნამდვილად ვიცი, რომ მას გამოვიყენებთ კიდეც. ბიჭებს ამის გაკეთება შეუძლიათ. მილნერმა მართლაც კარგად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბრწყინვალე სეივი შემოგვთავაზა და მას პატივი უნდა ვცეთ."


რაც შეეხება ემრე ჩანს - როგორც იცით, გერმანელს "ლივერპულთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები კი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, თუმცა მხარეები შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებენ.

"ახალი არაფერია. ეს ადრეც ვთქვი და ამის გამეორე ჩემთვის პრობლემა არაა. ჩვენი საქმეა ეს კლუბი შეძლებისდაგვარად საინტერესო გავხადოთ. სანამ ფეხბურთელი თავად არ მომცემს ნიშანს, რომ მისი გონება სადღაც სხვაგან არის, მე ამ თემაზე არ ვისაუბრებ." - განახცადა კლოპმა. 

კომენტარები


liverpool515
VIP Member

Karoche chsni wava

johnson
ადმინისტრატორი

9 თვე რა ვერ შეთანხმდნენ ესე იგი წავა რა ჩანი. წესიერი ნახევარმცველი რომ გვყავდეს, ასეთ დროს არც ათამაშებდა მაგას კაცი

liverpool-fan
VIP Member

გავმაზავ შემდეგ პენალს ფირმინო დაარტყავს

GoGson
მომხმარებელი

ჯანი მინდა, რო კაი ბიჭი იყოს მარა ძაან არასტაბილურია, თუ წავა კეიტა არ გვეყოფა მარტო, რაბიო ან გორეცკაც გვინდა (გორეცკა მეეჭვება, ბაიერნში ან ბარსაში წავა), აი რაბიო ძაან თემა იქნება

პენლებს რაც შეეხება, კოუ როცა იქნება აუცილებლად კოუმ უნდა დაარტყას, ან აქამდე რატო არ არტყავდა ვერ ვხვდები, თუარადა ჯინიმ

gio_chyoi
რედაქტორი

გააგდონ ეს ჯანი არ უნდა და ნუ უნდა. გორეცკაზე იჩალიჩოს კლოპმა მაქსიმალურად. ესეც უფასოდ წავა ისიც უფასოდ მოვა და ეგაა რა. ბევრად მირჩევია ჯანს გორეცკა

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ხოოო პენალტებს მაგრა ვაცუდებთ.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze