კლოპმა გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა

ავტორი: johnson, 3-11-2017, 22:25, კატეგორია - სიახლეები, 467, 10


ხვალ "ლივერპული" პრემიერ ლიგაში მორიგ მატჩს გამართავს. მერსისაიდელები გასვლაზე "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდებიან.

აღნიშნულ შეხვედრაში "წითლებს" რამდენიმე მოთამაშე ვერ დაეხმარებიან. დღეს მელვუდში გამართულ პრესკონფერენციაზე, იურგენ კლოპმა სწორედ გუნდის საკადრო პრობლემებზე ისაუბრა :

"სადიომ გუშინ პირველად ივარჯიშა და კარგად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ის მზად იქნება ხვალ 20-25 წუთის სათამაშოდ, თუმცა ჩვენ მას უნდა დავაკვირდეთ.

კლაინის მდგომარეობა უმჯობესდებოდა, თუმცა გარკვეულ მომენტში საქმე უკან წავიდა. მას ზურგის პრობლემები აქვს. ყველამ ვიცით თუ რამდენად დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს მას რეაბილიტაციისთვის. ჩვენ ის მსოფლიოს გარშემო არაერთ სპეციალისტს ვაჩვენეთ, ასე რომ, ახლა მას უბრალოდ დრო სჭირდება.

კოუტინიო კვლავ ვერ დაგვეხმარება. ჯინიზე კი ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. იმავეს თქმა შეიძლება ლოვრენზეც - ასეთ დროს ჩვენ უკანასკნელ მომენტამდე უნდა დავიცადოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება.

ლალანა დაბრუნებასთან ახლოსაა, თუმცა ჯერ არ უვარჯიშია გუნდთან ერთად. ის ვარჯიშს მომდევნო კვირაში განაახლებს. ვფიქრობ, 2 კვირის შემდეგ, ის უკვე შეძლებს ჩვენს დახმარებას."
- ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი. 

კომენტარები


liverpool515
VIP Member

Mtavaria axla ar daimtvres vinme

lalana20
მომხმარებელი

კლაინი:((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((((
((((((((()

chipe888
მომხმარებელი

კაროჩე ლოვრენის ტრანვა ტრუხააა რა. მე ასე მგონია იმთამაშის მერე რო არ ათამაშებდა კარგა ხანს ეს ნათელი იყო. კოუტინიოს წასვლა რომ უნდოდა და არ თამაშობდა ეს არ იძახდა ტრანვა აქვსო,მერე ნაკრებში ითამაშა. მანეს დაბრუნება კარგი ამბავია და ლალანაც რაღა თქმა უნდა. ისე რა მაინტერესებს რა ჭირს კლაინს ასეთი საშინელი რომ ამდენ ხანს ვერაფერი მოუხერხეს. ჯინის ტრანვა არ იქნება სერიოზული ასე მგონია. ვესტჰემს უნდა მოვუგოთ და მერე სრული კამანდა იქნება იმედია და რაღაცის გაფაფხურება შეიძლება

johnson
ადმინისტრატორი

დააყენოს რა გომესი ცენტრში რა მოხდება. არ გვინდა ეს კლავანი. ფირმინო ჩამოწიოს კოუტინიოს ადგილას და წინ თავდამსხმელი დაუყენოს

liverpool-fan
VIP Member

ეს რა მაგარი დაამუღამეს ლალანა ძალიან ახლოსაა თამაშთან უკვე 20 დღეა ეგ მესმის და გუნდთან ერთად ჯერ კიდევ არ უთამაშია შეიყვეს რაა

reversi
მომხმარებელი

მანე სკამიდან შემოვა ნაკრებში გამოიძახეს ისედაც დამალვას არ აქვს აზრი თან კომუნიკაცია აქვთ ნაკრებთან და მოკლედ გაიასნებული თემაა მიდის გაინაღდებს პირველივეში საგზურს და მეორეს აღარ ელოდება ასე რომ შემოვა 20-25 წუთი ითამაშებს კაია

მინოლე
არბოლდი მატიპი გომესი მორენო
ჰენდო ემრე
სალაჰი ბობი ჩემბო
სოლანკე (კაი ჯანდაბას დააყენოს ეს სტარიჯი პროსტა ნუ დაამწვნილა ეს ბავშვი დროზე შემოაგდოს ხოლმე)

GoGson
მომხმარებელი

ვესტჰემი მარიბორში არ აგერიოთ ეგენი გრანდებთანაც და სუსტებთანაც ერთ ხოდზე თამაშობენ რაც ფეხბურთს ვუყურებ.... თან ამ სეზონში მართალია ცუდ ფორმაში არიან მაგრამ არც ჩვენ ვართ უკეტესში, პლიუს ამას ძლიერი სასტავი ყავთ ყველა ადგილზე. კაროჩე 1 ბურთით მოვიგოთ და მადლობა ვთქვათ და წამოციდეთ სახლში

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
აი ზუსტად ეგ ორი რაღაცაა გასაკეთებელი. დაჟე იყო კლავანი მარა დააყენოს ეს ცენტრ-ფორვარდი

Capitan
მომხმარებელი

ლალანა ვეინალდუმი მანე კოუტინიო ლოვრენი ყველა დაბრუდებიან სანაკრებო პაუზის შემდეგ.... კლაინი სეზონის ბოლომდე არ იქნება ალბათ...საბედნიეროდ გომესი და ტრენტი იდალურად ართმევენ თავს... ახალგაზრდებს მიეცათ შანსი და გამოიყენეს ამ პოზციაზე იქნება კლოპ ასეა სხვა პოზიციაზეც გრუიჩს მისცე იქნება შანსი და უკეთესია ვიდრე ველა ერთად აღებული ან თუნდაც სოლანკე იქნება სუ ჯობია ფირმინოს და სტარიჯის ხო უნდა ნახო :))))))

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვინმე რომ დაგვემტვრეს დაგვერხევა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze