კლოპი სანაკრებო შესვენებაზე

ავტორი: johnson, 3-11-2017, 22:39, კატეგორია - სიახლეები, 445, 7


როგორც იცით, მომდევნო კვირიდან "ლივერპულის" ფეხბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებს შეურთდებიან. აღსანიშნავია, რომ ინგლისის ნაკრებში გარეტ საუტგეიტმა ჯო გომესს უხმო. ასევე, ესპანეთის ნაკრებში უხმეს "წითლების" კიდევ ერთ მცველს - ალბერტო მორენოს.

კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში, იურგენ კლოპმა სწორედ ამ მოთამაშეებზე ისაუბრა : "ჯო ამას იმსახურებდა. ბოლო კვირეებში მან წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, ის შესანიშნავი ახალგაზრდაა. ის ამისთვის მზად არის.

ნაკრებში გამოძახებას ალბერტოც იმსახურებდა. ვფიქრობ, ნამდვილად რთულია ასეთ იქ მოხვედრა, რადგან მათ მარცხენა მცველის პოზიციაზე პრობლემები არ აქვთ. ცხადია, ისინი ადევნებდნენ თვალს მორენოს, რომელიც წელს კარგ სეზონს ატარებს.

ამავდროულად, ვთვლით, რომ გომესის მსგავსად, გარეტ საუტგეიტს ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენისთვის და დანიელ სტარიჯისთვისაც უნდა ეხმო."

გასულ კვირას, ბევრისთვის მოულოდნელად, სენეგალის ნაკრებში გამოიძახეს სადიო მანე, რომელიც იმ მომენტისთვის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. როგორც იცით, ტრავმის შემდეგ, მანემ გუშინ პირველად ივარჯიშა გუნდთან ერთად. კლოპმა კომენტარი ამ საკითხზეც გააკეთა :

"არსებულ სიტუაციას ვერ შევცვლით. ვერ ვიტყვით, რომ არ გვანაღვლებს ითამაშებს თუ არა სენეგალი მუნდიალზე. ეს არ იქნება სწორი. ჩვენ კონტაქტი გვექნება სენეგალის ფეხბურთის ფედერაციასთან. სადიო აღარ არის ტრავმირებული, მაგრამ არის კი ის 100%-ით მზად ? ეს სხვა საკითხია.

ვფიქრობ, თუ ისინი პირველივე შეხვედრაში შეძლებენ საჭირო ქულის აღებას, მაშინ მათ ვთხოვთ, რომ მეორე მატჩში სადიომ მონაწილეობა აღარ მიიღოს და მელვუდში ნაადრევად დაბრუნდეს. ეს იდეალური იქნებოდა, რადგან ფიფა არ აძლევს კლუბებს უფლებას თვითონ გადაწყვიტონ თუ ვის გაუშვებენ ეროვნულ ნაკრებში და ჩვენ ამ წესებს პატივი უნდა ვცეთ.

ტრავმის მიღების რისკი ყოველთვის არსებობს. ვარჯიშზეც კი და ჩვენ ამას თავიდან ვერ ავიცილებთ."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

ორ თამაშში 1 ქულა უნდა სენეგალს პირველივე თამაშში დაამთავრონ ყველაფერი და გამოუშვან რა მანე მერე. მორენოს მოხვედრას მაინც არ ველოდი საინტერესოა თუ ათამაშებენ. გომესის ნახვა კარგი იქნება

GoGson
მომხმარებელი

მორენოს რესფექთ ძმაოო წელს....

მანეს კიდე რა შესცეს იმენა, თან რა მხეცები არიან ამ აფრიკაში ზოროს ხმალივით იქნევენ ამ ფეხებს, ფრთხილად იყოს

liverpool515
VIP Member

Morenos wels kai sezoni aq mara robertsonic mainteresebs

gio_chyoi
რედაქტორი

მეზიზღება ეს აფრკის კონტინენტი მთლიანად. ტვინი წაიღეს მართლა რა ჯერ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ თან შუა სეზონში ჩემპიონატს ატარებენ ეხლა კიდე რით ვერ დაამთავრეს ეს შესარჩევი

burkinafaso
მომხმარებელი

აი ძმაო შარშან პირველ ნახევარში სეზონისრა ფორმაშიც ვიყავით ეგ დაგვიბრუნა და ვერავინ მოგვჩამს *ცენზურა*ს.. ახლანდელ სიტიზე უფრო სახიფათოები ვიყავით მაშინ

Capitan
მომხმარებელი

მორენო გომესი მართლაც კარგია... რობერტსონი ალბათ ასე იქნება დეკემბრამდე და იქ უკვე დაუწყებს ათამაშებას და მიეცემა შანსი იქამდე არამგონია ათამაშოს))) მანეს წარმატებებს ვუსურვებ, კლოპ მტყუანს *ცენზურა* რაც სტარიჯი და ჩემბო უნდა გამოძახებინათ :დ სანაკრებოს მერე ყველა დაბრუნდება კლაინის გარდა და უნდა დაიწყოს მოგებები ზამთარში ტრანსფერი უნდა გაკეთდეს მცველი და ჩამშლელი...

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ამ სანაკრებო პაუზებმა მაგრა მო*ცენზურა*ა ტვინი უკვე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze