კლოპის ვერდიქტი

ავტორი: johnson, 5-11-2017, 15:56, კატეგორია - სიახლეები, 798, 7


პრემიერ ლიგის მე-11 ტურში, "ვესტ ჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო და 1:4 განადგურდა. სტუმართაგან გოლები მოჰამედ სალაჰმა(2), ჟოელ მატიპმა და ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანეს.

მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება :

შედეგი და თამაში
ასეთ დღეებში არ დაგავიწყდეთ რობერტო ფირმინო. მას არ გაუტანია და ამიტომაც ნამდვილად გაბრაზებული იყო. მნიშვნელოვანია გუნდში ასეთი ფეხბურთელების ყოფნა, რადგან როგორი კარგი გეგმა და ტაქტიკაც არ უნდა გქონდეს, აუცილებელია გყავდეს მოთამაშეები, რომლებიც მას გაიგებენ და შეასრულებენ.

ჩვენ მატჩის წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - ძირითადში იყო სადიო მანე, რომელმაც გუნდთან ერთად ვარჯიში მხოლოდ 2 დღის წინ დაიწყო. ასეთი რამ ადრე არასდროს გამიკეთებია. ჩვენ სისტემა შევცვალეთ და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა 4-4-2 სისტემით ვითამაშეთ. გვსურდა თავი უფრო ღრმად დაგვეცვა და არსებული სივრცეები გამოგვეყენებინა. ამას კიდევ უფრო უნდა მივეჩვიოთ.

პირველი გოლი ფანტასტიურად წარმართულ კონტრშეტევაზე გავიტანეთ, შემდეგ კი იყო გოლი, რომელიც სტანდარტულ მდგომარეობას მოჰყვა - ეს იყო მეორე შემთხვევა მიმდინარე კვირაში. ჩემი აქ მოსვლის შემდეგ, მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. შემდეგ მეტოქემ ცვლილებები მოახდინა, მოედანზე კეროლი შემოვიდა. გაშვებული გოლის დროს, აქცენტი სწორედ მასზე გავაკეთეთ, იმ ეპიზოდში ერთი ნაბიჯით უკან ვიყავით. ეს ჩვენი შეცდომა იყო. შემდეგ კი ფირმინოს ფანტასტიური თამაში, ოქსის ორი მცდელობა და გატანილი გოლი იყო. ბოლოს კი კვლავ მანეს და სალაჰის კარგი თამაში, რომელიც ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

ფანტასტიური კვირა იყო. ორი კვირის წინ, აქედან არც ისე მოშორებით ვიყავი და თავს ნამდვილად განსხვავებულად ვგრძნობდი. ვიცოდით, რომ "ტოტენჰემთან" ცუდად ვითამაშეთ, მაშინ მეტოქე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა შედეგი ჩვენმა ცუდმა თამაშმა განაპირობა. ამ ყველაფერზე კი პასუხი უნდა გვქონოდა. ბიჭებმა კი სწორედ ეს გააკეთეს.

სადიო მანეს დაბრუნება
მე გადაწყვეტილება პირველივე ვარჯიშის მერე მივიღე, თუმცა მას გუშინაც ვაკვირდებოდით. მე მას კითხვა დავუსვი, რადგან არ ვიცოდი თუ როგორ გრძნობდა ის თავს. პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ მანე 25 წუთისთვის იქნებოდა მზად, თუმცა მას მეტიც შეეძლო. ეს კი ჩვენთვის კარგია.

ჰენდერსონის ტრავმა და ვეინალდუმის დაბრუნება
დღე ცუდად დაიწყო. გუშინ ახალ სისტემაზე ვიმუშავეთ და გეგმა შევიმუშავეთ. ჯორდანს 6 ნომრის პოზიციაზე უნდა ეთამაშა. მან მითხრა, რომ სათამაშოდ მზად იყო, თუმცა სამედიცინო პერსონალი სხვაგვარად ფიქრობდა. შესაძლოა მას შეეძლო ეთამაშა, თუმცა დარწმუნებული არ ვარ, ამიტომ ის განაცხადს მიღმა დავტოვე. ეს არ იყო კარგი ამბავი, თუმცა დღეს ჩვენ ჯინი დაგვიბრუნდა. გუშინ, ვარჯიშის შემდეგ ვთქვით, რომ მას შანსიც კი არ ჰქონდა. ღამით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის ლონდონში მაინც წამოვიყვანეთ. მას თან საჭირო ფეხსაცმელიც კი არ ჰქონდა. დილით თავს კიდევ უფრო უკეთ გრძნობდა. ერთადერთი პრობლემა მისი ფეხსაცმელი იყო და არ ვიცი, როგორ მოაგვარეს მათ ეს საკითხი.


დაძლეული კრიზისი
მედიას არ ვუსმენ, რადგან ამას აზრი არ აქვს. თუ ცუდად ვითამაშებთ, ეს მანამ მეცოდინება, სანამ თქვეს ამას დაწერთ. ეს არ უნდა მომხდარიყო და ჩემს გუნდებს ეს ხშირად არ მოსდით. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ. სწორია წარუმატებლობაში არა რომელიმე ფეხბურთელის, არამედ მთლიანად გუნდის დადანაშაულება. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, სისტემა შევცვალეთ - ძალიან შემტევი გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით, თუმცა ამავდროულად, ძალიან დაცვითი გუნდიც ვიყავით. გვყავდა 2 ექვსი ნომერი, ორი ფლანგის მოთამაშე სადიოსა და ოქსის სახით, თავს სალაჰი და ბობიც იცავდნენ.

სანაკრებო შესვენება
გულახდილად გეტყვით, მე ფეხბურთელებზე ყოველთვის ვღელავ. ეს ჩემთვის ყველაზე რთული დროა. ტრავმა შეიძლება ნებისმიერ დროს მიიღო. მე არ მაქვს პრობლემა სანაკრებო მატჩებთან, ბედნიერი ვიქნები, თუ მანე და სენეგალის ნაკრები მუნდიალზე ითამაშებენ, მაგრამ მათ მხოლოდ 1 რამეს ვთხოვდი -თუ მიზანს პირველივე შეხვედრაში მიაღწევენ, მაშინ კარგი იქნება თუ სადიო დაგვიბრუნდება და "საუთჰემპტონისთვის" დაიწყებს მზადებას. ასეთ საკითხებს მე არ ვწყვეტ, თუმცა კონტაქტზე ვიქნები.

ბურთების შეფარდება
შეხვედრაზე ეს არ აღმინიშნავს, თუმცა კარგია, როცა დადებითი ბალანსი გაქვს. დღევანდელი მატჩის შემდეგ, შემიძლია გადასხელში შევიდე და 1 გაშვებულ გოლზე ვიყვირო ? საბედნიეროდ, ასეთი არ ვარ. ახლა +4 გვაქვს და თამაშის წინ, მე ამაზე დაგთანხმდებოდით. 7-3 იქნებოდა და თუ 7-4, მე არ ვიდარდებ.

სალაჰის თამაში
მე გაოცებული არ ვარ. მას თვალს ხშირად, ძალიან ხშირად ვადევნებდით. ჩვენ ბევრი სხვა ვარიანტიც გვქონდა, თუმცა არჩევანი ჩვენ მასზე შევაჩერეთ. კარგია გუნდში ასეთი მოთამაშეების ყოლა. ის შემტევი ნახევარმცველია, უფრო თავდამსხმელი. "რომაში" სალაჰი ხშირად თამაშობდა მეორე ფორვარდათ, და დღესაც ასე მოიქცა. იმედია, სანაკრებო შესვენების შემდეგ ყველა ჯანმრთელი დაბრუნდება. წინ ბევრი მატჩი და დატვირთული დღეები გველის.

კომენტარები


Capitan
მომხმარებელი

გაასწორა 4.4.2მა ასე გააგრძელე კარგი თამაში იყო სალაჰიც კარგად გადადიოდა ფორვარდის პოზიციაზე და გომესიც კარგად რჩებოდა 3 მცველად სანაკრებოსწინ კარგი განწყობა შევიქმენით და ახლა გასაწამებელია სევილია და საუთემპტონი 2ვე უნდა გავარღვიოთ <3

gio_chyoi
რედაქტორი

ხოდა ეგრე რა შე კაცო შეცვალე რაღაც მაგ სქემაში. ხო ხედავ გამოიღო ნაყოფი. კარგ დროს მოგვისწრო ამ სანაკრებო პაუზამ. იმედია ტრავმის გარეშე დაბრუნდება სულ ყველა და მერე საუთჰემპტონი უნდა დავსაჯოთ

levan.klopp
მომხმარებელი

1-4-4-2 არაფლის მომცემია, მაგან იმოქმედა ვესტ-ჰემთან... კარგი გუნდები გაგვუდავენ მაგ სისტემაში...

liverpool-fan
VIP Member

ბუცები გახადეს პრობლემა ტიპებმა მილნერის რო გაასინჯა მოუჭირა და მერე გრუიჩმა ათხოვა ))

liverpool515
VIP Member

Ise manes egreve dayeneba ki iyo riski mara rac mtavaria gaamartls

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: liverpool-fan
ბუცები გახადეს პრობლემა ტიპებმა მილნერის რო გაასინჯა მოუჭირა და მერე გრუიჩმა ათხოვა ))

გრუიჩის ბუცები ვეინალდუმს რას ჩაეტეოდა ორი მაგხელაა :)

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ცოტა ამოქმედდა კლოპი და ერთი ტაქტიკით აღარ თამაშობს.მოვიხოდებით სანაკრებო პაუზის მერე უფრო მაგრად

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze