კეიტა იანვარში გამოირიცხა

ავტორი: gio_chyoi, 8-11-2017, 15:38, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 867, 9


"ლაიფციგის" სპორტულმა დირექტორმა რალფ რანგნიკმა ნაბი კეიტას "ლივერპულში" დროზე ადრე, კერძოდ კი ინავრის სატრანსფერო ფანჯრისას გადასვლა გამორიცხა.

გვინეელი ნახევარმცველი მერსისაიდულ კლუბს მომავალ ზაფხულს შეუერთდება, მას შემდეგ, რაც კლუბები 55 მილიონ ფუნტ სატრანსფერო ფასზე შეთანხმდნენ.

თუმცა, მიუხედავად ზემოთხსენებული შეთანხმებისა, ჭორის დონეზე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ნაბი კეიტა "წითლებს" 6 თვით ადრე შეერთებოდა. აღნიშნული ჭორის მიხედვით, ნაადრევი ტრანსფერი დამოკიდებული იქნებოდა "ლაიფციგის" საჩემპიონთალიგო ასპარეზობაზე. თუ ისინი ჯგუფიდან გასვლას ვერ მოახერხებდნენ, ამ შემთხვევაში კეიტა "ლივერპულს" შეუერთდებოდა.

გერმანელები ამჟამად G ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებენ და მე-2 ადგილოსან "პორტოს" 2 ქულით, ხოლო 1-ლ ადგილოსან "ბეშიქთაშს" 6 ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში ისინი მე-2 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ბაიერნს" 4 ქულით ჩამორჩებიან.

Leipziger Volkszeitung-თან ინტერვიუში რალფ რანგნიკმა ხაზი გაუსვა 22 წლის გვინეელის მნიშვნელობას კლუბისთვის: - " იმ შემთხვევაშიც კი, თუ  ჩვენ ვერ მოვახერხებთ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლას, ეს არ იქნება იმის წინაპირობა, რომ ნაბი კეიტა დროზე ადრე შეუერთდეს "ლივერპულს". ჩვენ ისევ გვინდა რომ ევრო-ტურნირზე ვიასპარეზოთ და ამისთვის ნაბი კეიტა გვჭირდება."

რალფ რანგნიკამ უარყო აგრეთვე გავრცელებული ჭორები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კეიტა ცუდ დამოკიდებულებაში იყო გუნდის წევრებთან მის "ლივერპულში" ჩაშლილი ტრანსფერის გამო.

" ნაბი კარგად ვარჯიშობს, კარგად თამაშობს და ყოველთვის პუნქტუალურია. იგი გუნდში პოპულარულია" - განაცხადა რანგნიკმა.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

დიდად არც დაგვაკლდება. ჩვენი პრიორიტეტი უკვე ჩემპიონთა ლიგაა და მანდ მაინც ვერ ვათამაშებდით. ასე რომ ჯობია ვან დეიკი მოვიყვანოთ იანვარში

Capitan
მომხმარებელი

მცველი მოიყვანოს კლოპმა ამ ზამთარში ვანდეიკი და ლუიზი :დ კეიტა ძალიან მაგარი იქნება აი მანე და სალაჰის დონის ტრანსფერია ცენტრს შეჭამს

ThisIsAnfield
მომხმარებელი

არაუშავს, ამითი ბევრი არაფერი წყდება, პრემიერ ლიგაში საჩემპიონო იმედები დამთავრებულია, ლიგაზე კიდე ვერ ვათამშებდით მაინც... დაცვას მიხედონ იანვარში, დაცვაააას!!!

GoGson
მომხმარებელი

არაუშავს, არც მქონია მაგის მოლოდინი რო ეგრევე მოვიდოდა. მთავარია დაცვას მივხედოთ, 1 მცველი მაინც, და ზაფხულში 1 მცველი, 1 ნახევარხ\მცველი ნაბის გარდა და 1 ფორვარდი მოვიდნენ, მეკარეც თუ მოაყოლეს ვაფშე კაი

vaxo baratashvili
მომხმარებელი

არაუშავს

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

მთავარი ისაა რომ მოვა,დალშე სხვებს მივეხედოთ

sosoia.liverpool
მომხმარებელი

Chempionebi vera mara 4 euli gvinda

lasha77
VIP Member

ციტატა: Capitan
მცველი მოიყვანოს კლოპმა ამ ზამთარში ვანდეიკი და ლუიზი :დ კეიტა ძალიან მაგარი იქნება აი მანე და სალაჰის დონის ტრანსფერია ცენტრს შეჭამს

ვან დეიკის მერე ლუიზი მაგრად გამისწორდება :D ჩელსიში ისე კარგი არაა როგორიც წლების წინ იყო მაგათ ამ ხეიბრებს კი აჯობებს

liverpool33
მომხმარებელი

lasha77,
გეთანხმებით ვან დეიკი და ლუიზიც მოაყოლონ ძაან მაგარი ცენტრი იქნება მერე მართლა ნახონ თავით თამაში თან ლუიზს ცოტა აერია კლუბში სიტუაცია და თუ საკმარისია მისი გუნდიდან გასაშვებად კლოპს ურჩევ ხელიდან არც ეგ გაუშვას. ეგ 2 თუ მოიყვანა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხმას არ ამოვიღებ

კეიტას რაც კი შეეხება ყველანი ფორმაში თუ იქნებიან ამის მოყვანა ასე საგანგაშოც არაა გავძლებთ ზაფხულამდე და დაცვის კი რა მოგახსენოთ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze