"ლივერპულში" ახალ ტრანსფერზე მუშაობენ

ავტორი: gio_chyoi, 9-11-2017, 23:00, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 056, 10


Football Whispers-ის ჟურნალისტი სემ მაკგუაიერი ამტკიცებს, რომ ბაიერის "ლევერკუზენის" ახალგაზრდა ნახევარმცველი კაი ჰავერცი ოქტომბრის თვეში მელვუდში იმყოფებოდა და სავარაუდო ტრანსფერს განიხილავდა.

18 წლის ფეხბურთელი უზარმაზარი ტალანტის მქონეა და წყაროს ცნობით იგი იურგენ კლოპს, სტივენ ჯერარდსა და კოუტინიოს შეხვდა - რომლებიც ცდილობდნენ იგი მომხიბლავ შემოთავაზებას დათანხმებოდა.

ჯერ-ჯერობით არაფერია ნათქვამი იმაზე, თანხმობა განაცხადა თუ არა ჰავერცმა, მაგრამ "ლივერპული" აკვირდება, გამოვა თუ არა ტრანსფერი.

თინეიჯერი გერმანიის 19 წლამდელთა ნაკრებშიც ასპარეზობს და ბუნდესლიგაში უკვე 32 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო, რაც, მის დიდებულ ტალანტზე მინიშნებაა.

მისი ჰაილაითების ყურებისას თვალწინ მისივე თანამემამულე იულიან დრაქსლერი წარმოგვიდგება. მასსავით მაღალი და მსგავსი მოძრაობებით, მაგრამ, ამასთან, გამაოგნებელი გადაცემებითა და სწრაფი ფიქრის უნარით.

მას აქვს როგორც გატანის, აგრეთვე შექმნის უნარი და მისი ასაკის ფეხბურთლებში მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად ითვლება.

რა თქმა უნდა, მოხარულნი ვიქნებით, თუ ეს ჭორი სიმართლე აღმოჩნდება. ჰავერცი კლოპის ხელში ისევე კარგად განვითარდებოდა, როგორც ეს თავის დროზე მარიო გიოტცემ გააკეთა, რომელიც, სულ ცოტა ხნის წინ, იურგენ კლოპის განცხადებით, საუკეთესო ფეხბურთელია რომელთან ერთადაც ოდესმე უმუშავია.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

მართლა ძალიან მაგარი ტალანტია. გერმანიას საერთოდ მაგარი თაობა ეზრდება. იაფიც დაჯდება და დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მარა მაინც მინდა რო ჯერ სხვა პოზიციებს მიხედოს ამ კაცმა რა

chipe888
მომხმარებელი

რავი ჯერარდი და კლოპი რომ არწმუნებდნენ ეგ გასაგებია მარა კოუტინიო რა პონტში არწმუნებდა?! ააა ალბათ უთხრა გადმოდი ჩემსავით თვალს გახელ და მერე ბაიერნში(სამხრეთ ამერიკელებისთვის ბარსელონაა და ბაიერნი გერმანელებისთვის) გადახვალო. თუ ტალანტია და თუ მანამ დარჩება,სანამ რამე ღირებულს არ მოიგებს კაია თუ არადა მაშინ არ გვიდა განვავითაროდ და მერე მიგვატოვოს პონტში

ხო მართლა არ მითხრათ კლავანმორენოებთან კოუტინიოს რა გაჩერებსო. ტრეზეგე,ბუფონი და დელპიერო სერია ბ ჩაყვნენ ივენტუსს და კიდე ბევრი იყო ეგეთი

gio_chyoi
რედაქტორი

chipe888,
მაინც გვინდა. აბა კოუტინიო საერთოდ არ მოსულიყო ჯობდა? ერთად უნდა გააკეთონ ბევრი კაი ტრანსფერი და გუნდს რამე ტიტული მოაგებინონ და მერე არც არავინ გაიქცევა

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ვა ვა ვა, ძალიან სასიამოვნო სიახლეა!!!

Capitan
მომხმარებელი

ზუსტად კლოპის სტილს თამაშობს ართმევა კარგად გამოსდის შეტევაში დრიბლინგიც აქ პასეებსაც ანაწილებს კოუტინიოს მაგივრად მოყავს კლოპს :დ 1წელი არ ათამაშებს და მერე 10 წუთები :D

GoGson
მომხმარებელი

არც ეს ბიჭი ვიცოდი, და არც სემ მაგუაერი რა პროფესიონალია არ ვიცი, მაგრამ შენ ხედვას ვენდობი გიო :დდ <3 როგორც მივხვდი უფრო მეტოქის კარისკენ იხედება ეს ფეხბურთელი, მოვიდეს, მაგრამ სხვა პოზიციებზეც გვინდა კარგი ამბები

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Tu akvirdebian eseigi gamogvadgeba,klopma icis saqmis keteba

giginio
VIP Member

ტალანტებს შანსი მაინც არ ეძლევათ და რა უნდაა აქ

beqa.brego
მომხმარებელი

იუთუბ ლინკი მომეცით რა რომ ვნახო ვინარის

gio_chyoi
რედაქტორი

beqa.brego,
https://www.youtube.com/watch?v=8iL0TQUbKu8&t=173s

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze