3 უფასო აგენტი, რომლებიც "ლივერპულმა" აუცილებლად უნდა შეიძინოს

ავტორი: gio_chyoi, 9-11-2017, 23:16, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 340, 11


"ლივერპულს" შეუძლია ქვემოთ მოცემული სამი ფეხბურთელის უფასო აგენტის სტატუსით მოყვანით ძალიან დიდი თანხების დაზოგოს.

სამწუხაროდ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ემრე ჯანი არ აპირებს კონტრაქტის გაანგრძლივებას და დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს გუნდს უფასო აგენტის სტატუსით დატოვებს.

1-ლი იანვრიდან არა შიდა ჩემპიონატის კლუბებს უფლება აქვთ იმ ფეხბურთლებთან აწარმოონ მოლაპარაკებები, რომელთაც ზაფხულში კონტრაქტის ვადები ეწურებათ.

ქვემოთ მოცემული 3 მათგანი, რომელთაც მერსისაიდში დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ.

ლეონ გორეცკა

ბოლოს პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სატრანსფერო სამიზნე, რომლის გადაბირებასაც "ლივერპულის" გარდა მიუნხენის "ბაიერნი" და კატალონიის "ბარსელონაც" ცდილობენ.

გორეცკა, ისევე როგორც ჯანი, გერმანელი ნახევარმცველია და ამიტომ, ემრეს დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს იოლად შეავსებდა.

ხოსე მარია ხიმენესი

მადრიდის "ატლეტიკოს" ურუგვაელი ცენტრალური მცველი დიეგო სიმეონეს მიერ თავის საქმეში უკვე კარგად გამოწვრთნილი უნდა იყოს. ეს კი, სწორედ ისაა, რაც ჩვენს გუნდს აკლია.

მას თავად პეპ გუარდიოლაც კი ძალიან აქებს. 22 წლის მცველს უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული და, ზოგადად, პატარა ასაკისდა მიუხედავად, დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული.

კეპა არიზაბალაგა

ესპანელი მეკარე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 23 წელი ბილბაოს "ატლეტიკში" ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებითაც.
მიმდინარე სეზონში იგი ჩინებულ ფორმაშია.

Daily Mail-ის ცნობით მას ლონდონის "არსენალი" და მადრიდის "რეალი" აკვირდებიან, რაც კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა დავინტერესდეთ მისით ჩვენც.

არც სიმონ მინიოლე და არც ლორის კარიუსი არ არიან შესაფერისი დონის. ახალგაზრდა ესპანელი კი ნამდვილად ავლენს ელიტური გოლკიპერის თვისებებს.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

ზუსტად ის პოზიციებია რაც გვჭირდება. ეს სამი პლიუს დე ვრეიც უფასო აგენტია და ეს 4 კაცი რო მოიყვანო უფასოდ უვეკ მოგვარებული იქნება ყველა პრობლემა. მინოლეს და უორდს გაყიდი კლავანს და ლოვრენს გაყიდი და პლიუს ფული გრჩება აქეთა. დაუნიშნონ ამიტომ დიდი ხელფასები და მოიყვანონ.
ძაან მაგარი ვარიანტებია და არ არიან ხელიდან გასაშვებები

ThisIsAnfield
მომხმარებელი

გორეცკა დაგვხატავდა, ზუსტად ის არის რაც გვაკლია ნახევარდაცვაში... მაგრამ სამწუხაროდ მაგრად მგონია რო ბაიერნი წაიყვანს... თუ ბაიერნს უნდა 99% წაიყვანს კიდევაც...

gikiwuna
მომხმარებელი

მოგვხოდავდნენ...

Capitan
მომხმარებელი

გორეცკა კეიტა კოუტინიო ცენტრში ერთად უძალიანმაგრესი იქნება...

zauTT
მომხმარებელი

რახან გორეცკა ჩანივით გერმანელია იმას არ ნიშნავს რომ ემრეს დაკარგვით გამოწვეულ სიცარიელეს შეავსებს. ნუ მაგრა რო გამოგვადგება რათ უნდა მაგას ლაპარაკი.

GoGson
მომხმარებელი

გორეცკა ძაან მინდა მაგრამ ბარსა-ბაიერნი დაჭამენ მაგაზე ერთმანეთს ასე მგონია.. უეჭველი ისეთი ვიღაც უნდა გაგვივარდეს ვისაც ან ჩვენთან უნდა და უკვე ვარსკვლავია (მაგ: დეიკი) და კიდე 1-2 მოოულოდნელად გამართლებული ტრანსფერი , რო ისეთი ბაზა გვქონდეს რო აღარ გვჭირდებოდეს ზედმეტი "ჩალიჩი" , და ეგ დრო არ არის შორს

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

ამათ დავუმატოთ მასქერანოც და ეგაა

Capitan
მომხმარებელი

სტივენ ჯერარდი,
სხვათაშორის უკავშირებენ მასკერანოს ამ ზაფხულს ლივერპულს და გამოგვადგება მგონი ესპანური პრესა კეილორ ნავას და მასკერანოს უკავშირებს და არცერთის წინაგდეგი მეარვარ :დ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Kargi iqneboda romelime pozicias tu gavadzlierebdit am sastavit

danagger
მომხმარებელი

ეს სიახლეა თუ ვინმეს პირადი აზრი გემოვნებიდან გამომდინარე?

ერთი ხიმენესი კაი, მარა გორეცკა და არიზაბალაგასნაირი ფეხბურთელებით თუ დაინტერესდნენ კიდე და ვინმე უფრო მაღალი კლასის არ მოიყვანეს, ისევ ამ დღეში ვიქნებით აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე

gio_chyoi
რედაქტორი

danagger,
არსენალვით ვართ. ხან სანჩესი მოიყვანეს ხან ოზილი ხან ლაკაზეტი მარა არ ეშველათ, იმიტო რო არასაკმარის ტრანსფერებს აკეთებენ. კიდე 2-3 რო მოაყოლონ ხოლმე მაგარი გუნდი ეყოლებათ. ჩვენც ეგრე ვართ. ერთი 5-6 მაგარი ფეხბურთელი თუ არ მოვიყვანეთ ზაფხულში ისევ ამ დღეში ვიქნებით

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze