მანე მელვუდში ბრუნდება

ავტორი: johnson, 14-11-2017, 12:29, კატეგორია - სიახლეები, 380, 6


დღეს სადიო მანე მელვუდში დაბრუნდება. როგორც იცით, გასულ კვირას ის სენეგალის ნაკრებს მუნდიალზე მოხვედრაში დაეხმარა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითლების" შემტევს ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი, რის გამოც "ნისლიან ალბიონზე" გაემგზავრა.

როგორც იცით, 25 წლის ფეხბურთელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა მოედანზე გასვლას. მიზეზი კი მუხლის ქვედა მყესების ტრავმა იყო. ჯერ უცნობია კვლავ სერიოზულია თუ არა დაზიანება და მოუწევს თუ არა მანეს ლაზარეთში გარკვეული დროის გატარება.

ცოტა ხნის წინ, ამ საკითხს "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი გამოეხმაურა : "პირველ რიგში, მინდა მივულოცო სენეგალის ნაკრებს ეს დიდი მიღწევა. ეს ამ ქვეყნისთვის ფანტასტიური ამბავია.

აღფრთოვანებული ვარ სადიოს თამაშით. აქ ყველამ იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. საუკეთესო ფეხბურთელები კი უმაღლესს დონეზე უნდა თამაშობდნენ.

ახლა ის ნაადრევად გვიბრუნდება და მისი ტრავმა კვლავ დღის წესრიგშია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყურადღებით ვადევნოთ თვალი ამ პროცესს. ის ჯერ არ გვინახავს, თუმცა ცხადია, დარჩენილი კვირის განმავლობაში სწორედ მასზე ვიზრუნებთ.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სენეგალის ნაკრებთან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანე თავის ქვეყანას წარმოადგენს, როცა მზად არის სათამაშოდ. ის ამაყობს თავისი ქვეყნით. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სადიოს დაბრუნებისთანავე, ჩვენ მის სიტუ
აციას შევაფასებთ და საჭირო გადაწყვეტილებებს მივიღებთ."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

1 კვირის წინაც იძახდა კლოპი როცა გაინაღდებთ გასვლას გამოუშვითო და ეგრეც მოხდა ეჭვი მეპარება რამე სერიოზული ტრავმა ჰქონდეს

luka_liverpool
ჟურნალისტი

ფეისბუქზე დაწერა ვიღაცამ ყანაში ამუშავებენო და მართლა რა გაუტრაკეს საქმე ყანა არ ვიცი მარა მემგონი გეპარდებთან სპარინგზე აყენებენ ესჩემისები

gio_chyoi
რედაქტორი

არაფერი არ იქნება დიდი ალბათობით

Capitan
მომხმარებელი

წარმატებები მსოფლიოზე... კლოპმა რაც თქვა ცვეტში ისე მოხდა ყველაფერი :დ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

11

სტივენ ჯერარდი
მომხმარებელი

სენეგალი ბოლოს 16 წლის წინ რომ იყო მსოფლიოზე მაშინ პატარა ვიყავი მარა მაგრად მახსოვს სენსაცია დადოდ როდესაც საფრანგეთს მოუგო 1-0 :))) ვნახოთ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე რა სიურპრზის შემოგვთავაზებს სენეგალი მანესთან ერთად.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze