კლაინი თებერვალში დაბრუნდება

ავტორი: johnson, 14-11-2017, 12:59, კატეგორია - სიახლეები, 439, 12


ნათანიელ კლაინმა ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც გუნდს მომდევნო 3 თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.

როგორც იცით, ინგლისელ მცველს "ლივერპულის" რიგებში ივლისის შემდეგ არ უთამაშია. ის ვერც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ზურგის ტრავმა ჰქონდა. რამდენიმე კვირის წინ, კლაინმა მელვუდში მსუბუქად დაიწყო ვარჯიში, რაც იურგენ კლოპმა წინ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

მოგვიანებით მარჯვენა მცველი ტრავმამ კვლავ შეაწუხა. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. როგორც ირკვევა, ის მოედანზე გასვლას თებერვლამდე ვერ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ არ არის გამორიცხული, კლაინი ვერც მუნდიალზე გაემგზავროს ინგლისის ნაკრებთან ერთად. მით უფრო, რომ კირან ტრიპიე და კაილ უოკერი საუტგეიტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.

კომენტარები


Mate chavchavadze
მომხმარებელი

მარტში კარგ ფორმაში იქნება ძაან ცუდია ამდენი რო გაუცდა ვან დეიკი კარგი ნახევარმცველი და გუნდია

zuzu1989
მომხმარებელი

ვფიქრობ კლაინის ღირსეული შემცვლელები გვყავს გუნდში

gio_chyoi
რედაქტორი

ანუ ეს მარტო სეზონის ბოლო თამაშებს ითამაშებს რა. იქამდე იმედია და დიდი ალბათობით კარგ ფორმაში შევლენ არნოლდიც და გომესიც და ვეღარ ამოაგდებს იმათ

ThisIsAnfield
მომხმარებელი

სამწუხაროა კლაინის არყოფნა, მაგრამ ინგლისის ნაკრების მსგავსად ჩვენც ნამდვილად კარგი ბიჭები გვყავს გომესის და არნოლდის სახით...

SHOTASTURRIDGE15
მომხმარებელი

ლივერპულს მაშერანოს დაბრუნება სურს

gio-torres
მომხმარებელი

რა იყო რადიკულიტმა დაარტყა? ეს არნოლდი სასწაულად არასტაბილურია და გომესი ისეც ცენტრში ჯობია თან კლაინი რამდენად მალე აღიდგენს ფორმას რავიცით და ახალი მარჯვენა მცველის მომყვანი არავინ არაა

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Klaini magra dagvakldebaaa

Capitan
მომხმარებელი

არნოლდი რატოა არასტაბილური??? 2 გოლი აქ ლიგაზე 18 წლისა და ძალიან კარგად გამოიყურება გომესიც იდალურად ართმევს თავს და ამ პოზიციაზე ყველაზე ნაკლებად გვიჭირს დაცვაში...

reversi
მომხმარებელი

ცენტრალური მცველია საჭირო ფლანგებზე ეშველება ხოლმე დანაკლისს
მით უმეტეს პატარები არიან და მოუმატებენ

liverpool33
მომხმარებელი

ორივე კარგი ბიჭია მაგრამ ამის დონემდე ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ ასე რომ დანაკლისი ნამდვილადაა

gio-torres
მომხმარებელი

Capitan,
გოლი არ არის ტრენტის მოვალეობა. დაცვაშია არასტაბილური და შეცდომებს უშვებს ზოგჯერ.
ცუდიათქო არ მიგულისხმია, უბრალოდ ჯერ გამოუცდელია და ადრეა ძირითადისთვის

gio_chyoi
რედაქტორი

liverpool33,
კაი რა ბევრი უკლიათ კლაინიც არ მყავდეს ეხლა ლამი. :) უბრალოდ სტაბილური იყო ყოველთვის და ბევრ შეცდომას არ უშვებდა, თორე ისე დიდი არაფერი მცველი არაა.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 19:00 სთ


  • ლივერპული
  • VS

    18.11.2017


  • საუთჰემპტონი

მიმოხილვა


  • ვესტ ჰემი
  • 1:4

    04.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

მოჰამედ სალაჰი

მეტოქე - ვესტ ჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze